სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფალი ზონის" წევრები უკვე სუს-ში იმყოფებიან
"თავისუფალი ზონის" წევრები  უკვე სუს-ში იმყოფებიან

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რე­ბი ვაჟა მორ­გო­შია და მა­რი­ამ ბა­შა­რუ­ლი უკვე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მათი და­კი­თხვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, რად­გან მათი ად­ვო­კა­ტე­ბი ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში ცოტა ხნის წინ შე­ვიდ­ნენ. რო­გორც მა­რი­ამ ბა­შა­რუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ცდი­ლობს, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს ხელი შე­უ­შა­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რად­გან მათ ორი დღის წინ და­ტო­ვეს სუს-ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო და­კი­თხვა­ზე ვერ მი­ვი­დოდ­ნენ.

"ორი დღის წინ მათ და­ტო­ვეს სუს-ში გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­პე­ტი­ე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე დღე ვერ ახერ­ხებ­დნენ მოს­ვლას, თუმ­ცა გაც­ვივ­დნენ და მო­ი­ტა­ნეს გან­ჩი­ნე­ბა, მო­იყ­ვა­ნეს იძუ­ლე­ბის წე­სით და­კი­თხვა­ზე. რა­ღაც სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­სა­ვით ჩა­ა­ტა­რეს, ჩა­ყა­რეს მან­ქა­ნა­ში და გა­მო­იყ­ვა­ნეს ეს ახალ­გაზ­რდე­ბი. მინ­და ვთქვა, რომ სუსი ას­რუ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თას, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს ხელი შე­უ­შა­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ 8 ოქ­ტომ­ბერს ეს მა­რაზ­მი დას­რულ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლამ­დე, ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­შა­რუ­ლი­სა და მორ­გო­ში­ას და­კი­თხვა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ყო­ფილ­მა წევ­რებ­მა გა­აჟ­ღე­რეს.

"რა­საც სუს-ის მიერ მოს­ყი­დუ­ლი "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ იმ სა­კი­თხზე უნდა და­კი­თხონ, გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან და გად­მოტ­რი­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

"თავისუფალი ზონის" წევრები უკვე სუს-ში იმყოფებიან

"თავისუფალი ზონის" წევრები  უკვე სუს-ში იმყოფებიან

"თავისუფალი ზონის" წევრები ვაჟა მორგოშია და მარიამ ბაშარული უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებიან.

მათი დაკითხვა, სავარაუდოდ, ჯერ არ დაწყებულა, რადგან მათი ადვოკატები ე.წ. მოდულის შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. როგორც მარიამ ბაშარულის ინტერესების დამცველმა ირაკლი ზაქარეიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობს, რომ ამ ახალგაზრდებს ხელი შეუშალოს საქმიანობაში, რადგან მათ ორი დღის წინ დატოვეს სუს-ში შეტყობინება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო დაკითხვაზე ვერ მივიდოდნენ.

"ორი დღის წინ მათ დატოვეს სუს-ში განცხადება, რომ საარჩევნო პერიპეტიების გამო რამდენიმე დღე ვერ ახერხებდნენ მოსვლას, თუმცა გაცვივდნენ და მოიტანეს განჩინება, მოიყვანეს იძულების წესით დაკითხვაზე. რაღაც სპეცოპერაციასავით ჩაატარეს, ჩაყარეს მანქანაში და გამოიყვანეს ეს ახალგაზრდები. მინდა ვთქვა, რომ სუსი ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას, რომ ამ ახალგაზრდებს ხელი შეუშალოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბერს ეს მარაზმი დასრულდება", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შესვლამდე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბაშარულისა და მორგოშიას დაკითხვა იმ ინფორმაციას უკავშირდება, რომელიც "თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრებმა გააჟღერეს.

"რასაც სუს-ის მიერ მოსყიდული "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრები ამბობდნენ იმ საკითხზე უნდა დაკითხონ, გადატრიალებასთან და გადმოტრიალებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ