სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი სამინისტროები მიიღებენ ყველაზე მეტ დაფინანსებას 2017 წლის ბიუჯეტში
რომელი სამინისტროები მიიღებენ ყველაზე მეტ დაფინანსებას 2017 წლის ბიუჯეტში

2017 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლა­დი ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, მო­მა­ვალ წელს ყვე­ლა­ზე მეტ და­ფი­ნან­სე­ბას ჯან­დაც­ვის, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

2017 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­სუ­ლია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უწყე­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე მეტ და­ფი­ნან­სე­ბას კვლავ შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მი­ი­ღებს. მო­მა­ვალ წელს ჯან­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი 3 მლრდ 330 მლნ ლარი იქ­ნე­ბა. მათ შო­რის, გაზ­რდი­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა. 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში მო­სახ­ლე­ო­ბის სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია 1 მლრდ 665 მლნ ლარი, რაც 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით 95 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­თაა გაზ­რდი­ლი.

2017 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი 1 მლრდ 86 მლნ ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. მა­შინ როცა 2016 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბის ბი­უ­ჯე­ტი 950 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და. კერ­ძოდ, იზ­რდე­ბა თან­ხე­ბი საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მათ შო­რის გზე­ბის და ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და ა.შ.

მო­მა­ვალ წელს იზ­რდე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა. 2017 წელს მისი ბი­უ­ჯე­ტი 1 მი­ლი­არდ 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა. ბი­უ­ჯე­ტის გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თის თა­ნახ­მად, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად გა­მო­ყო­ფი­ლია 609 მლნ ლარი, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს სკო­ლის პე­და­გოგ­თა გაზ­რდი­ლი ხელ­ფა­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, ასე­ვე მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მო­მუ­შა­ვე პე­და­გო­გე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­მა­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სა­ჭი­რო ხარ­ჯებს.

2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, იზ­რდე­ბა თავ­დაც­ვის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. რო­გორც ბი­უ­ჯე­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯეტ­ში 19.7 მლნ ლა­რამ­დეა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მის­თვის "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რომელი სამინისტროები მიიღებენ ყველაზე მეტ დაფინანსებას 2017 წლის ბიუჯეტში

რომელი სამინისტროები მიიღებენ ყველაზე მეტ დაფინანსებას 2017 წლის ბიუჯეტში

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია, რომლის თანახმადაც, უწყებებს შორის ყველაზე მეტ დაფინანსებას კვლავ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. მომავალ წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 3 მლრდ 330 მლნ ლარი იქნება. მათ შორის, გაზრდილია მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის განსაზღვრულია 1 მლრდ 665 მლნ ლარი, რაც 2016 წელთან შედარებით 95 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1 მლრდ 86 მლნ ლარამდე იზრდება. მაშინ როცა 2016 წელს აღნიშნული უწყების ბიუჯეტი 950 მილიონ ლარს შეადგენდა. კერძოდ, იზრდება თანხები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, მათ შორის გზების და ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე და ა.შ.

მომავალ წელს იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება. 2017 წელს მისი ბიუჯეტი 1 მილიარდ 25 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 609 მლნ ლარი, რაც ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა გაზრდილი ხელფასების დაფინანსებას, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, იზრდება თავდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსება. როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში 19.7 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული პროგრამისთვის "აწარმოე საქართველოში".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."