მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომხმარებელს ელექტროსიგარეტი აუფეთქდა" - მოწევაზე თავის დანებების საშუალება თუ ნელი სიკვდილის მომტანი კომერციული ხრიკი?
"მომხმარებელს ელექტროსიგარეტი აუფეთქდა" - მოწევაზე თავის დანებების საშუალება თუ ნელი სიკვდილის მომტანი კომერციული ხრიკი?

ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი - მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­სა­ნე­ბე­ბე­ლი წა­მა­ლი თუ ნელი სიკ­ვდი­ლის მომ­ტა­ნი მო­რი­გი კო­მერ­ცი­უ­ლი ხრი­კი? ამ ნივთს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, რო­გორც მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­ეც­ნენ. ხუთი წლის წინ, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მო­ჩე­ნი­დან დღემ­დე, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ ამ ტი­პის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელთ მი­აჩ­ნი­ათ, რომ მო­წე­ვას თავი ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის დახ­მა­რე­ბით და­აღ­წი­ეს. ამას­თან, მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი უკვე შე­ფას­და თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბად. ამი­ტო­მაც უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის წარ­მო­ე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცია თამ­ბა­ქოს სხვა ნა­წარ­მის მსგავ­სად რე­გუ­ლირ­დე­ბა და მისი რეკ­ლა­მა-პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში და ტრან­სპორ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბა იკ­რძა­ლე­ბა.

ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ჰონ­კონ­გში გა­მო­ი­გო­ნეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი მო­სა­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა ბოლო ათი წე­ლია მსოფ­ლი­ოს იპყრობს. ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის ბაზ­რის ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გამო "ფი­ლიპ მო­რის­მა," "ბრი­თიშ თო­ბა­ქომ", "იმ­პე­რი­ალ თო­ბა­ქომ" და თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ე­ბელ­მა სხვა მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ელექტრო­ნუ­ლი მო­სა­წე­ვის ლი­ცენ­ზია შე­ის­ყი­დეს და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ით ცდი­ლო­ბენ პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში და­არ­წმუ­ნონ. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი ჯერ კი­დევ სამი წლის წინ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი თამ­ბა­ქო­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კი არა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი, თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტია და თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქა­ღალ­დის სი­გა­რე­ტი­დან ელექტრო­ნულ­ზე გა­და­დის, მო­წე­ვას კი არ ანე­ბებს, ერთ მო­სა­წევ სა­შუ­ა­ლე­ბას მე­ო­რე­თი ანაც­ვლებს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძე აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მო­ი­თხო­ვეს მისი, რო­გორც თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტად აღი­ა­რე­ბა და იგი­ვე ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვა, რი­თაც სა­ერ­თოდ თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი რე­გუ­ლირ­დე­ბა.

- თა­ვი­დან­ვე ვთქვით, რომ ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის, რო­გორც მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის რეკ­ლა­მა იყო ბლე­ფი და გათ­ვლი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რო­მელ­მაც არ იცის ზუს­ტად რა არის ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი.

- ზუს­ტად რა არის ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი?

- ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის კარ­ტრი­ჯი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, 6-დან 24 მი­ლიგ­რა­მამ­დე თხე­ვად ნი­კო­ტინს შე­ი­ცავს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, მომ­ხმა­რე­ბე­ლი რომ ნი­კო­ტინს მი­ე­ჯაჭ­ვოს, კარ­ტრი­ჯში მისი დოზა იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ­ბო­ბენ. ეს მო­სა­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა ასე­ვე შე­ი­ცავს ტო­ლუ­ოლს, ან­ტიფ­რიზს (სი­თხე რომ არ გა­ი­ყი­ნოს) და გლი­კოლს, გე­მოს და არო­მა­ტის მიმ­ცემ ნივ­თე­რე­ბებს, რო­მელ­თა და­სა­ხე­ლე­ბა უკვე 8000-მდეა, მაგ­რამ მხო­ლოდ ნა­წი­ლია შეს­წავ­ლი­ლი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მათი გა­ხუ­რე­ბის შე­დე­გად ორ­თქლში გა­მო­ი­ყო­ფა მიკ­რო­ნა­წი­ლა­კე­ბი, ტოქ­სი­ნე­ბი და კარ­ცე­ნო­გე­ნე­ბი, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის შემ­ქმნე­ლია. უკვე და­დას­ტურ­და, რომ ემ­ფი­ზე­მას, ფილ­ტვის ქრო­ნი­კულ ობსტრუქ­ცი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი ისე­ვე იწ­ვევს, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­გა­რე­ტი. ასე­ვე ე.წ. კვამ­ლი, ორ­თქლი იწ­ვევს გულ­სის­ხლძარ­ღვთა, პი­რის ღრუს, ხორ­ხის, საყ­ლა­პა­ვი მი­ლის და­ა­ვა­დე­ბებს, მათ შო­რის კი­ბოს. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცვე­ლო­ბის გამო კვამ­ლი სა­ხი­ფა­თოა არამ­ხო­ლოდ მწე­ვე­ლის­თვის, გარ­შე­მო მყოფ­თათ­ვი­საც. და­ფიქ­სირ­და ფაქ­ტე­ბიც, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი აუ­ფეთ­ქდა.

- ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტით მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია?

- ნი­კო­ტი­ნი არის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გა­მომ­წვე­ვი, ნარ­კო­ტი­კი შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე­ზე და მით უფრო, მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­სა­ნე­ბე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­გად­გეთ? ამას­თან, ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბი­სას ნარ­ჩუნ­დე­ბა მო­წე­ვის ქცე­ვა, რაც ყვე­ლა­ზე რთუ­ლად და­საძ­ლე­ვია, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბელს თამ­ბა­ქოს გა­დაგ­დე­ბა სურს. ჩვე­ვა­ში გა­და­სუ­ლი მო­წე­ვის მა­ნე­რა პი­რო­ბი­თი რეფ­ლექ­სე­ბის დო­ნე­ზე ყა­ლიბ­დე­ბა და მწე­ველს სწო­რედ ეს აი­ძუ­ლებს სი­გა­რე­ტის ხელ­ში აღე­ბას.

- ხომ არ­სე­ბობს ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი ნი­კო­ტი­ნის გა­რე­შე?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის ელექტრო­ჩი­ლი­მი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჩი­ლი­მი­ვით ნი­კო­ტინს არ შე­ი­ცავს, მაგ­რამ სხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წვით, მათ­გან გა­მო­ყო­ფი­ლი ტოქ­სი­ნე­ბით და კარ­ცე­რო­გე­ნე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად აზი­ა­ნებს სა­სუნ­თქ გზებს. ამას­თან, ორ­თქლი სა­ხი­ფა­თოა რო­გორც მწე­ვე­ლის­თვის, ისე, ირ­გვლივ მყოფ­თათ­ვის.

- თქვით, რომ ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის შე­სა­ხებ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბაც შე­ი­მუ­შა­ვეთ.

- მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად წარ­დგე­ნილ, თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბებ­თან ერ­თად და­სა­ხელ­დეს და მო­ექ­ცეს შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ის ქვეშ, არ შე­იძ­ლე­ბო­დეს არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე მისი მი­ყიდ­ვა, და­უშ­ვე­ბე­ლი იყოს რეკ­ლა­მა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 50 მეტ­რის რა­დი­უს­ში არ გა­ი­ყი­დოს და ა.შ. ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­გა­რე­ტის მსგავ­სად უნდა იბეგ­რე­ბო­დეს. აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დე­ბი მას­ზეც უნდა და­წეს­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ამას ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სიც სე­რი­ო­ზულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს.

- ბევ­რი მწე­ვე­ლის­გან მსმე­ნია, რომ ძა­ლი­ან უნ­დათ მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბა, მაგ­რამ ვერ ახერ­ხე­ბენ, რო­გორ უნდა შეძ­ლონ?

- სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლი იყო შე­ექ­მნა სი­გა­რეტ­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სერ­ვი­სე­ბი. ერ­თა­დერ­თი, ბოლო ორი წე­ლია, მხო­ლოდ პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა შეძ­ლო, ას­წავ­ლეს მოკ­ლე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რო­გორ ავუ­მაღ­ლოთ მწე­ველს მო­ტი­ვა­ცია, რომ მალე გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მო­წე­ვის ჩვე­ვის­გან. რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, თამ­ბა­ქო­ზე სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად თა­ვის და­ნე­ბე­ბას ხელს უწყობს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლა. იმის გამო, რომ კა­ნო­ნით აიკ­რძა­ლა სამ­სა­ხუ­რებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში და ტრან­სპორ­ტში მო­წე­ვა, ეს ჩვე­ვა ძა­ლი­ან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მარ­ტი­ვად შეძ­ლო მისი გა­დაგ­დე­ბა. მო­წე­ვის სრუ­ლი აკ­რძალ­ვა, გა­და­სა­ხა­დე­ბის მა­ტე­ბა, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და თამ­ბა­ქო­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სერ­ვი­სე­ბი, ერ­თობ­ლი­ვად მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მა­სობ­რი­ვად უარი თქვან ლე­გა­ლურ ნარ­კო­ტიკ­ზე. დღეს ერ­თმა თუ და­ა­ნე­ბა თავი, ათი - იწყებს, რად­გან ყველ­გან თვალ­ში ხვდე­ბა თამ­ბა­ქოს და უკვე ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის რეკ­ლა­მა.

ეკა ლო­მი­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"მომხმარებელს ელექტროსიგარეტი აუფეთქდა" - მოწევაზე თავის დანებების საშუალება თუ ნელი სიკვდილის მომტანი კომერციული ხრიკი?

"მომხმარებელს ელექტროსიგარეტი აუფეთქდა" - მოწევაზე თავის დანებების საშუალება თუ ნელი სიკვდილის მომტანი კომერციული ხრიკი?

ელექტრონული სიგარეტი - მოწევაზე თავის დასანებებელი წამალი თუ ნელი სიკვდილის მომტანი მორიგი კომერციული ხრიკი? ამ ნივთს საქართველოში პირველად, როგორც მოწევაზე თავის დანებების საშუალებად გაეცნენ. ხუთი წლის წინ, ქართულ ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე, აღნიშნული პროდუქციის შესახებ ამ ტიპის სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს. თუმცა, თითზე ჩამოსათვლელთ მიაჩნიათ, რომ მოწევას თავი ელექტრონული სიგარეტის დახმარებით დააღწიეს. ამასთან, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ელექტრონული სიგარეტი უკვე შეფასდა თამბაქოს პროდუქციის ერთ-ერთ სახეობად. ამიტომაც უამრავ ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის წარმოება და რეალიზაცია თამბაქოს სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება და მისი რეკლამა-პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტში გამოყენება იკრძალება.

ელექტრონული სიგარეტი გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, ჰონკონგში გამოიგონეს. დროთა განმავლობაში მოდერნიზებული მოსაწევი საშუალება ბოლო ათი წელია მსოფლიოს იპყრობს. ელექტრონული სიგარეტის ბაზრის ინტენსიური განვითარების გამო "ფილიპ მორისმა," "ბრითიშ თობაქომ", "იმპერიალ თობაქომ" და თამბაქოს მწარმოებელმა სხვა მულტინაციონალურმა კომპანიებმა ელექტრონული მოსაწევის ლიცენზია შეისყიდეს და ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიით ცდილობენ პოტენციური მომხმარებლები ელექტრონული სიგარეტის უსაფრთხოებაში დაარწმუნონ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კი ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაადასტურა, რომ ელექტრონული სიგარეტი თამბაქოზე თავის დანებების საშუალება კი არა, ჩვეულებრივ, ნიკოტინის შემცველი, თამბაქოს პროდუქტია და თუ მომხმარებელი ქაღალდის სიგარეტიდან ელექტრონულზე გადადის, მოწევას კი არ ანებებს, ერთ მოსაწევ საშუალებას მეორეთი ანაცვლებს.

საზოგადოებრივი მოძრაობა "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ საქართველოში ელექტრონული სიგარეტის შემოსვლისთანავე მოითხოვეს მისი, როგორც თამბაქოს პროდუქტად აღიარება და იგივე ჩარჩოებში მოქცევა, რითაც საერთოდ თამბაქოს ნაწარმი რეგულირდება.

- თავიდანვე ვთქვით, რომ ელექტრონული სიგარეტის, როგორც მოწევაზე თავის დანებების საშუალების რეკლამა იყო ბლეფი და გათვლილი საზოგადოებაზე, რომელმაც არ იცის ზუსტად რა არის ელექტრონული სიგარეტი.

- ზუსტად რა არის ელექტრონული სიგარეტი?

- ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯი დიდი რაოდენობით, 6-დან 24 მილიგრამამდე თხევად ნიკოტინს შეიცავს. სპეციალისტების ვარაუდით, მომხმარებელი რომ ნიკოტინს მიეჯაჭვოს, კარტრიჯში მისი დოზა იმაზე მეტია, ვიდრე სინამდვილეში ამბობენ. ეს მოსაწევი საშუალება ასევე შეიცავს ტოლუოლს, ანტიფრიზს (სითხე რომ არ გაიყინოს) და გლიკოლს, გემოს და არომატის მიმცემ ნივთერებებს, რომელთა დასახელება უკვე 8000-მდეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილია შესწავლილი. დადასტურებულია, რომ მათი გახურების შედეგად ორთქლში გამოიყოფა მიკრონაწილაკები, ტოქსინები და კარცენოგენები, რაც სერიოზული საფრთხის შემქმნელია. უკვე დადასტურდა, რომ ემფიზემას, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს ელექტრონული სიგარეტი ისევე იწვევს, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი. ასევე ე.წ. კვამლი, ორთქლი იწვევს გულსისხლძარღვთა, პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავი მილის დაავადებებს, მათ შორის კიბოს. შესაბამისად, შემცველობის გამო კვამლი სახიფათოა არამხოლოდ მწეველისთვის, გარშემო მყოფთათვისაც. დაფიქსირდა ფაქტებიც, როდესაც მომხმარებელს ელექტრონული სიგარეტი აუფეთქდა.

- ელექტრონული სიგარეტით მოწევაზე თავის დანებება შეუძლებელია?

- ნიკოტინი არის დამოკიდებულების, მიჯაჭვულობის გამომწვევი, ნარკოტიკი შეიძლება რაიმეზე და მით უფრო, მოწევაზე თავის დასანებებელ საშუალებად გამოგადგეთ? ამასთან, ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისას ნარჩუნდება მოწევის ქცევა, რაც ყველაზე რთულად დასაძლევია, როდესაც მომხმარებელს თამბაქოს გადაგდება სურს. ჩვევაში გადასული მოწევის მანერა პირობითი რეფლექსების დონეზე ყალიბდება და მწეველს სწორედ ეს აიძულებს სიგარეტის ხელში აღებას.

- ხომ არსებობს ელექტრონული სიგარეტი ნიკოტინის გარეშე?

- ფაქტობრივად, ეს არის ელექტროჩილიმი და ჩვეულებრივი ჩილიმივით ნიკოტინს არ შეიცავს, მაგრამ სხვა ქიმიური ნივთიერებების წვით, მათგან გამოყოფილი ტოქსინებით და კარცეროგენებით სერიოზულად აზიანებს სასუნთქ გზებს. ამასთან, ორთქლი სახიფათოა როგორც მწეველისთვის, ისე, ირგვლივ მყოფთათვის.

- თქვით, რომ ელექტრონული სიგარეტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაც შეიმუშავეთ.

- მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილ, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში მითითებულია, რომ ელექტრონული სიგარეტი თამბაქოს ნაწარმის სხვადასხვა სახეობებთან ერთად დასახელდეს და მოექცეს შესაბამისი რეგულაციის ქვეშ, არ შეიძლებოდეს არასრულწლოვნებზე მისი მიყიდვა, დაუშვებელი იყოს რეკლამა და პოპულარიზაცია. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მეტრის რადიუსში არ გაიყიდოს და ა.შ. ელექტრონული სიგარეტი ჩვეულებრივი სიგარეტის მსგავსად უნდა იბეგრებოდეს. აქციზის გადასახადები მასზეც უნდა დაწესდეს. სამწუხაროდ, ამას ზოგიერთი პოლიტიკოსიც სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს.

- ბევრი მწეველისგან მსმენია, რომ ძალიან უნდათ მოწევაზე თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებენ, როგორ უნდა შეძლონ?

- სახელმწიფო ვალდებული იყო შეექმნა სიგარეტზე თავის დანებების სერვისები. ერთადერთი, ბოლო ორი წელია, მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილის გადამზადება შეძლო, ასწავლეს მოკლე კონსულტაციები, როგორ ავუმაღლოთ მწეველს მოტივაცია, რომ მალე გათავისუფლდეს მოწევის ჩვევისგან. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა, თამბაქოზე სწრაფად და ეფექტურად თავის დანებებას ხელს უწყობს ყოვლისმომცველი კანონის ძალაში შესვლა. იმის გამო, რომ კანონით აიკრძალა სამსახურებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტში მოწევა, ეს ჩვევა ძალიან არაპოპულარული გახდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მარტივად შეძლო მისი გადაგდება. მოწევის სრული აკრძალვა, გადასახადების მატება, ცხოვრების ჯანსაღი წესების პოპულარიზაცია და თამბაქოზე თავის დანებების სერვისები, ერთობლივად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა მასობრივად უარი თქვან ლეგალურ ნარკოტიკზე. დღეს ერთმა თუ დაანება თავი, ათი - იწყებს, რადგან ყველგან თვალში ხვდება თამბაქოს და უკვე ელექტრონული სიგარეტის რეკლამა.

ეკა ლომიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი