მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე? პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა..." - რას სწერდა სესილია თაყაიშვილი გარდაცვლილ დედას
"რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე? პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა..." - რას სწერდა სესილია თაყაიშვილი გარდაცვლილ დედას

ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი" აქ­ვეყ­ნებს ლე­გენ­და­რუ­ლი სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის პი­რად წე­რი­ლებ­სა და ან­დერძს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­შია და­ცუ­ლი.

სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი 1906 წლის 17 სექ­ტემ­ბერს ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და. მშობ­ლებ­მა მას ცე­ცი­ლია და­არ­ქვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თე­ატ­რა­ლუ­რი მოღ­ვა­წე მის ოჯახ­ში არა­ვინ იყო, გო­გო­ნა მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. თა­ყა­იშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში ხში­რად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მას არ­ტის­ტო­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა გა­უ­კა­ფეს და დიდი სცე­ნის­კენ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცეს.

სე­სი­ლია თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­გორც კი სახ­ლი­დან სტუმ­რებს გა­ა­ცი­ლებ­დნენ, იგი თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის სა­უბ­რის მა­ნე­რა­სა და მოძ­რა­ო­ბას სარ­კის წინ იმე­ო­რებ­და, ასე ცდი­ლობ­და 6 წლის გო­გო­ნა მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭის ყვე­ლას­თვის დამ­ტკი­ცე­ბას. მისი მონ­დო­მე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა, 1913 წელს მსა­ხი­ობ­მა ელო ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა 7 წლის სე­სი­ლია პირ­ვე­ლად გა­მო­იყ­ვა­ნა სცე­ნა­ზე სპექ­ტაკლში "ყვა­ვილ­თა შო­რის", სა­დაც ერთ-ერთი ყვა­ვი­ლის როლი მი­ან­დო. მარ­თა­ლია, დიდ სცე­ნა­ზე არ მომ­ხდა­რა, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო წარ­მოდ­გე­ნა იყო, მაგ­რამ პა­ტა­რა არ­ტისტს სცე­ნა­ზე დგო­მის სურ­ვი­ლი აუს­რულ­და.

შემ­დეგ შალ­ვა და­დი­ა­ნის რე­ჟი­სო­რო­ბით დად­გმულ სპექ­ტაკლ "ჰა­ნე­ლე­ში" ან­გე­ლო­ზის როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა უკვე ნამ­დვილ სცე­ნა­ზე და დიდი მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­შიც, რამ­დე­ნი­მე წარ­მოდ­გე­ნა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ სე­სი­ლია ამას არ დას­ჯერ­და.

1922 წელს, რე­ჟი­სორ აკა­კი ფა­ღა­ვას მიერ გახ­სნილ პირ­ველ ქარ­თუ­ლი დრა­მა­ტულ სტუ­დი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა. სტუ­დი­ის პე­და­გოგ­თა შო­რის იყ­ვნენ დიდი რე­ჟი­სო­რე­ბი - კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი და სან­დრო ახ­მე­ტე­ლი. სტუ­დი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის და­სის წევ­რი გახ­და, ოთხი წლის შემ­დეგ, 1930 წელს კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­და­ვი­და და მთელ 36 წე­ლი­წადს ამ სცე­ნი­დან აჯა­დო­ებ­და მა­ყუ­რე­ბელს.

სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი სცე­ნის ერთ-ერთ უსაყ­ვარ­ლეს მსა­ხი­ო­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. როლს როლი მის­დევ­და, წარ­მა­ტე­ბა - წარ­მა­ტე­ბას და მისი სა­ხით სა­ხა­სი­ა­თო რო­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მოგ­ვევ­ლი­ნა. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ამ ხომ თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. უწევ­და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რო­ლე­ბის თა­მა­ში, რო­მელ­თაც თავს უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით არ­თმევ­და. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებ­და კო­მე­დი­ურ რო­ლებს, ასე­ვე გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო ტრა­გი­კულ სცე­ნებ­შიც.

მა­ყუ­რე­ბელ­თა გა­ო­ცე­ბას იწ­ვევ­და მისი თით­ქოს უბ­რა­ლოდ და იმავდრო­უ­ლად უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი. ხან ჭო­რი­კა­ნა ვა­ს­ა­სი, ხან ასი­ნე­თა და ხა­ნაც უტყვი და ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი, უსუ­სუ­რი მა­რა­დია... თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი მსოფ­ლიო მას­შტა­ბის მსა­ხი­ო­ბი იყო და მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი კი არა, სხვა ქვეყ­ნის მა­ყუ­რე­ბე­ლიც მის ოლღა ბე­ბი­ა­ში, ნო­დარ დუმ­ბა­ძის მო­თხრო­ბი­სა და თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილ­მის ("მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი") უბე­რე­ბე­ლი გმი­რის სა­ხით, მას­ში სა­კუ­თარ ბე­ბი­ას ხე­დავ­და.

შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან - ნატო და მა­ნა­ნა გო­ძი­აშ­ვი­ლებ­თან ერ­თად (სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ო­ჯა­ხო არ­ქი­ვი­დან)

აქ გვერდს ვერ ავუვ­ლით ერთი ფრან­გი რე­ჟი­სო­რის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ სი­ტყვებს სე­სი­ლი­ას რო­ლე­ბის ხილ­ვის შემ­დგომ - ეს ჩემი ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­სო...

დიდი მსა­ხი­ო­ბის არ­ქივ­ში და­ცუ­ლია უც­ნო­ბი წე­რი­ლე­ბი. მკი­თხველს გულ­გრილს არ და­ტო­ვებს მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვლილ დე­დას მის­წე­რა... პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­და­დე­ბის წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე, თვალ­ზე ცრემ­ლმომ­დგა­რი ვცდი­ლობ ჩავ­წვდე მის მწუ­ხა­რე­ბას. ვხვდე­ბი, რომ დე­დის დიდ­მა მო­ნატ­რე­ბამ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ან­დო­მა და დარ­დით სავ­სემ, სა­ი­დუმ­ლო ფურ­ცელს გა­ან­დო.

ერთ-ერთ წე­რილ­ში, რო­მელ­ზეც წე­ლიც კი არ აქვს სრულ­ყო­ფი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი, წერს, - ალ­ბათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რომ მო­მე­წყო, იქ­ნებ ასე არ გან­მე­ცა­დაო.

მა­ყუ­რე­ბე­ლი არ ითა­ვი­სებს მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბას სცე­ნი­სა თუ ეკ­რანს მიღ­მა, მით უფრო, მსა­ხი­ო­ბი­სა, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რო­ბი­თა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. გარ­შე­მო მყოფ­თა სიყ­ვა­რუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სე­სი­ლია გარ­დაც­ვლილ დე­დას შვე­ლას სთხოვ­და: "მიშ­ვე­ლე, თუ იო­ტი­სო­დე­ნა გიყ­ვარ­ვარ, მიშ­ვე­ლე! არ ვიცი, რა და­ვა­შა­ვე, რა­ტომ ვარ ასეთ დღე­ში. და­ვი­ღა­ლე, დედა, და­ვი­ღა­ლე. დედა..."

გთა­ვა­ზობთ სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის სამ მომცრო წე­რილს, მი­წე­რილს დე­დის­თვის:

* * *

"ერთხელ შე­ვე­კი­თხე მძღოლს, რა­ტომ მა­ყე­ნებთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში-მეთ­ქი? იცი, რა მი­თხრა? რო­გორ, ჩვენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ჩვენს მან­ქა­ნა­ში ჯდე­ბი­თო. მე ვუ­პა­სუ­ხე, ფული ყო­ველ­თვის აი­ღეთ და ერთი თხოვ­ნაა, თქვენ გა­მას­ვე­ნეთ-მეთ­ქი. აი, ჩემი სი­ხა­რუ­ლი. ეტყო­ბა, ეს მაძ­ლე­ბი­ნებ­და, ამ უბ­რა­ლო ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო ფაქ­ტია, მაგ­რამ ამა­ში ბევ­რი რამ არის ჩაქ­სო­ვი­ლი. უბ­რა­ლო ხალ­ხი, მშრო­მე­ლი რომ და­გა­ფა­სებს, ეს რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

სა­ო­ცა­რი დამ­ბა­დე, დედა, რა­ტომ მე­რი­დე­ბა ქე­ბის? ვცდი­ლობ იმ წამ­სვე გა­და­ვი­ტა­ნო ლა­პა­რა­კი სხვა თე­მა­ზე. თა­ვა­ღე­ბუ­ლი გა­ტუ­ტუ­ცე­ბუ­ლი ქე­ბით არას­დროს მივ­ლია აქ, ამ­ქვეყ­ნად. შე­იძ­ლე­ბა ესეც მი­ზე­ზი იყო იმი­სა, ყვე­ლას აბუ­ჩად ასაგ­დე­ბი ვე­გო­ნე, იუ­მო­რი კი მრავ­ლა­დაა ჩაქ­სო­ვი­ლი ჩემ­ში შენ­გან. ეს იუ­მო­რი რომ არა, ალ­ბათ ვერც მი­ვაღ­წევ­დი სი­ბე­რემ­დე, მაგ­რამ ეს იუ­მო­რიც დამ­ღლე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სხვას რომ არ ვუმ­ხელ, ჩემ­თვის ვაზ­როვ­ნებ და მე­ცი­ნე­ბა, ვის გა­ვუ­ზი­ა­რო? ეს პირ­ვე­ლი წე­რი­ლია დე­დი­კო.

თუ ვი­ცო­ცხლე, ბევრ რა­მეს გი­ამ­ბობ. იყა­ვი მშვი­დად, შენ თუ გე­წე­რა სიკ­ვდი­ლი, ბედ­ნი­ე­რი წახ­ვე­დი, იმი­ტომ რომ, შვი­ლე­ბი თავს გევ­ლე­ბო­და".

"ჩემო დე­დი­კო! მა­პა­ტიე რომ ვე­ღარ დავ­დი­ვარ შენ­თან. დამ­ნა­შა­ვე ვარ, იქ­ნებ მსჯი, დედა! ძა­ლი­ან მი­ჭირს, მიშ­ვე­ლე თუ იო­ტი­სო­დე­ნა გიყ­ვარ­ვარ! მიშ­ვე­ლე, არ ვიცი, რა და­ვა­შა­ვე, რა­ტომ ვარ ასეთ დღე­ში. და­ვი­ღა­ლე, დედა, და­ვი­ღა­ლე. დედა... ცხოვ­რე­ბამ მომ­კლა, რა­ტომ შენ­თან ერ­თად არ წა­მიყ­ვა­ნე, რამ­დე­ნი მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი უშე­ნოდ, რომ იცო­დე. შე­მიბ­რა­ლე დე­დი­კო, გეხ­ვე­წე­ბი.... შე­მიმ­სუ­ბუ­ქე დარ­დი.... ვიცი, მი­გა­ტო­ვე, არ გაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ თვი­თონ მე ხომ ავად ვარ. მიშ­ვე­ლე, დე­დი­კო".

"ჩემო დედა! 1956 წელი 16 თე­ბერ­ვა­ლი. შენ აღარ ხარ. რო­გო­რი ძნე­ლი იყო ჩემ­თვის შენი წას­ვლა. რა უბე­დუ­რი ვი­ყა­ვი. ალ­ბათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რომ ბედ­ნი­ე­რი მქო­ნო­და, იქ­ნებ ასე არ გან­მე­ცა­და, მაგ­რამ შენ იყა­ვი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი. შენ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ქალი იყა­ვი. შენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა იყა­ვი. დიდ გა­ჭირ­ვე­ბა­ში გაგვზარ­დე ჩვენ. როცა გას­ვე­ნებ­დით, იყო სა­ში­ნე­ლი ქარი, ქარ­ბუ­ქი. მოგ­ყვე­ბო­დი და ვტი­რო­დი. გემ­შვი­დო­ბე­ბო­დი. მინ­დო­და შენი გათ­ბო­ბა, შენ ალ­ბათ გცი­ო­და, ჩემო დე­დი­კო. სხვა არა­ვინ არ მახ­სოვს, შენი სახე მახ­სოვს მარ­ტო, ლა­მა­ზი, შავი ხა­ვერ­დის კა­ბა­ში. ოჰ, რა ძნე­ლი იყო ჩემ­თვის, თით­ქოს პა­ტა­რა გავ­ხდი, თით­ქოს ძუძუ მინ­დო­და. რაც ჩა­გას­ვე­ნე ცივ მი­წა­ში, იმ დღი­დან არ მშორ­დე­ბი. ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, თით­ქოს სულ ჩემს გვერ­დით ხარ. თით­ქოს ვე­ხე­ბი შენს სხე­ულს".

სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი 1984 წლის 22 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა. მსა­ხი­ობს თა­ვის ოთახ­ში ეკი­და დე­დის ფოტო და ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ წე­რი­ლებს იმ ფო­ტოს უკან ინა­ხავ­და. აქვე იპო­ვეს მისი "ან­დერ­ძიც". წა­ი­კი­თხეთ ან­დერ­ძი ვრცლად

თა­მარ მა­ი­სუ­რა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე - კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
2

სესილია არის მარტო ზურიკელას კი არა, ყველას ბებია. სხვა,როლები,რომ არ ეთამაშა ,ესეც საკმარისია.

თამაზი
3
ქალბატონ სესილიასნაირი მსახიობები იშვიათად იბადებიან. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ვარ მისი ეპოქალური მოღვაწეობის თანამედროვე.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე? პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა..." - რას სწერდა სესილია თაყაიშვილი გარდაცვლილ დედას

"რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე? პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა..." - რას სწერდა სესილია თაყაიშვილი გარდაცვლილ დედას

ჟურნალი "ისტორიანი" აქვეყნებს ლეგენდარული სესილია თაყაიშვილის პირად წერილებსა და ანდერძს, რომლებიც საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული.

სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა. მშობლებმა მას ცეცილია დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური მოღვაწე მის ოჯახში არავინ იყო, გოგონა მსახიობობაზე ოცნებობდა. თაყაიშვილების სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის ხელოვანები, რომლებმაც მას არტისტობისკენ მიმავალი გზა გაუკაფეს და დიდი სცენისკენ სწორი მიმართულება მისცეს.

სესილია თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ როგორც კი სახლიდან სტუმრებს გააცილებდნენ, იგი თითოეული მათგანის საუბრის მანერასა და მოძრაობას სარკის წინ იმეორებდა, ასე ცდილობდა 6 წლის გოგონა მსახიობური ნიჭის ყველასთვის დამტკიცებას. მისი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა, 1913 წელს მსახიობმა ელო ანდრონიკაშვილმა 7 წლის სესილია პირველად გამოიყვანა სცენაზე სპექტაკლში "ყვავილთა შორის", სადაც ერთ-ერთი ყვავილის როლი მიანდო. მართალია, დიდ სცენაზე არ მომხდარა, ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინაში გამართული საბავშვო წარმოდგენა იყო, მაგრამ პატარა არტისტს სცენაზე დგომის სურვილი აუსრულდა.

შემდეგ შალვა დადიანის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლ "ჰანელეში" ანგელოზის როლი განასახიერა უკვე ნამდვილ სცენაზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მოგვიანებით, გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც, რამდენიმე წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სესილია ამას არ დასჯერდა.

1922 წელს, რეჟისორ აკაკი ფაღავას მიერ გახსნილ პირველ ქართული დრამატულ სტუდიაში ჩაირიცხა. სტუდიის პედაგოგთა შორის იყვნენ დიდი რეჟისორები - კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი. სტუდიის დასრულების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასის წევრი გახდა, ოთხი წლის შემდეგ, 1930 წელს კოტე მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა და მთელ 36 წელიწადს ამ სცენიდან აჯადოებდა მაყურებელს.

სესილია თაყაიშვილი ქართული სცენის ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად ჩამოყალიბდა. როლს როლი მისდევდა, წარმატება - წარმატებას და მისი სახით სახასიათო როლების საუკეთესო შემსრულებელი მოგვევლინა. კინემატოგრაფიამ ხომ თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა. უწევდა სრულიად განსხვავებული როლების თამაში, რომელთაც თავს უდიდესი პროფესიონალიზმით ართმევდა. შესანიშნავად ასრულებდა კომედიურ როლებს, ასევე განუმეორებელი იყო ტრაგიკულ სცენებშიც.

მაყურებელთა გაოცებას იწვევდა მისი თითქოს უბრალოდ და იმავდროულად უდიდესი პროფესიონალიზმით შესრულებული როლები. ხან ჭორიკანა ვასასი, ხან ასინეთა და ხანაც უტყვი და ძალაგამოცლილი, უსუსური მარადია... თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესილია თაყაიშვილი მსოფლიო მასშტაბის მსახიობი იყო და მხოლოდ ქართველები კი არა, სხვა ქვეყნის მაყურებელიც მის ოლღა ბებიაში, ნოდარ დუმბაძის მოთხრობისა და თენგიზ აბულაძის ფილმის ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") უბერებელი გმირის სახით, მასში საკუთარ ბებიას ხედავდა.

შვილიშვილებთან - ნატო და მანანა გოძიაშვილებთან ერთად (სესილია თაყაიშვილის საოჯახო არქივიდან)

აქ გვერდს ვერ ავუვლით ერთი ფრანგი რეჟისორის აღფრთოვანებულ სიტყვებს სესილიას როლების ხილვის შემდგომ - ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო...

დიდი მსახიობის არქივში დაცულია უცნობი წერილები. მკითხველს გულგრილს არ დატოვებს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი წერილები, რომლებიც გარდაცვლილ დედას მისწერა... პირველივე წინადადების წაკითხვისთანავე, თვალზე ცრემლმომდგარი ვცდილობ ჩავწვდე მის მწუხარებას. ვხვდები, რომ დედის დიდმა მონატრებამ წარსულში დაბრუნება მოანდომა და დარდით სავსემ, საიდუმლო ფურცელს გაანდო.

ერთ-ერთ წერილში, რომელზეც წელიც კი არ აქვს სრულყოფილად მითითებული, წერს, - ალბათ პირადი ცხოვრება რომ მომეწყო, იქნებ ასე არ განმეცადაო.

მაყურებელი არ ითავისებს მსახიობის ცხოვრებას სცენისა თუ ეკრანს მიღმა, მით უფრო, მსახიობისა, რომელიც პირდაპირობითა და სამართლიანობით გამოირჩეოდა. გარშემო მყოფთა სიყვარულის მიუხედავად, სესილია გარდაცვლილ დედას შველას სთხოვდა: "მიშველე, თუ იოტისოდენა გიყვარვარ, მიშველე! არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში. დავიღალე, დედა, დავიღალე. დედა..."

გთავაზობთ სესილია თაყაიშვილის სამ მომცრო წერილს, მიწერილს დედისთვის:

* * *

"ერთხელ შევეკითხე მძღოლს, რატომ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში-მეთქი? იცი, რა მითხრა? როგორ, ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ ჩვენს მანქანაში ჯდებითო. მე ვუპასუხე, ფული ყოველთვის აიღეთ და ერთი თხოვნაა, თქვენ გამასვენეთ-მეთქი. აი, ჩემი სიხარული. ეტყობა, ეს მაძლებინებდა, ამ უბრალო ხალხის დამოკიდებულება. ეს შეიძლება უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ ამაში ბევრი რამ არის ჩაქსოვილი. უბრალო ხალხი, მშრომელი რომ დაგაფასებს, ეს რასაკვირველია, ბედნიერებაა.

საოცარი დამბადე, დედა, რატომ მერიდება ქების? ვცდილობ იმ წამსვე გადავიტანო ლაპარაკი სხვა თემაზე. თავაღებული გატუტუცებული ქებით არასდროს მივლია აქ, ამქვეყნად. შეიძლება ესეც მიზეზი იყო იმისა, ყველას აბუჩად ასაგდები ვეგონე, იუმორი კი მრავლადაა ჩაქსოვილი ჩემში შენგან. ეს იუმორი რომ არა, ალბათ ვერც მივაღწევდი სიბერემდე, მაგრამ ეს იუმორიც დამღლელი აღმოჩნდა. სხვას რომ არ ვუმხელ, ჩემთვის ვაზროვნებ და მეცინება, ვის გავუზიარო? ეს პირველი წერილია დედიკო.

თუ ვიცოცხლე, ბევრ რამეს გიამბობ. იყავი მშვიდად, შენ თუ გეწერა სიკვდილი, ბედნიერი წახვედი, იმიტომ რომ, შვილები თავს გევლებოდა".

"ჩემო დედიკო! მაპატიე რომ ვეღარ დავდივარ შენთან. დამნაშავე ვარ, იქნებ მსჯი, დედა! ძალიან მიჭირს, მიშველე თუ იოტისოდენა გიყვარვარ! მიშველე, არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში. დავიღალე, დედა, დავიღალე. დედა... ცხოვრებამ მომკლა, რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე, რამდენი მაქვს გადატანილი უშენოდ, რომ იცოდე. შემიბრალე დედიკო, გეხვეწები.... შემიმსუბუქე დარდი.... ვიცი, მიგატოვე, არ გაქცევ ყურადღებას, მაგრამ თვითონ მე ხომ ავად ვარ. მიშველე, დედიკო".

"ჩემო დედა! 1956 წელი 16 თებერვალი. შენ აღარ ხარ. როგორი ძნელი იყო ჩემთვის შენი წასვლა. რა უბედური ვიყავი. ალბათ პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა, მაგრამ შენ იყავი ჩემთვის ყველაფერი. შენ ძალიან ჭკვიანი ქალი იყავი. შენ არაჩვეულებრივი დედა იყავი. დიდ გაჭირვებაში გაგვზარდე ჩვენ. როცა გასვენებდით, იყო საშინელი ქარი, ქარბუქი. მოგყვებოდი და ვტიროდი. გემშვიდობებოდი. მინდოდა შენი გათბობა, შენ ალბათ გციოდა, ჩემო დედიკო. სხვა არავინ არ მახსოვს, შენი სახე მახსოვს მარტო, ლამაზი, შავი ხავერდის კაბაში. ოჰ, რა ძნელი იყო ჩემთვის, თითქოს პატარა გავხდი, თითქოს ძუძუ მინდოდა. რაც ჩაგასვენე ცივ მიწაში, იმ დღიდან არ მშორდები. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სულ ჩემს გვერდით ხარ. თითქოს ვეხები შენს სხეულს".

სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მსახიობს თავის ოთახში ეკიდა დედის ფოტო და ზემოთ მოყვანილ წერილებს იმ ფოტოს უკან ინახავდა. აქვე იპოვეს მისი "ანდერძიც". წაიკითხეთ ანდერძი ვრცლად

თამარ მაისურაძე, საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი

ფოტოები: ეროვნული არქივი

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს