სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი..." - პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერ ქურდთან კავშირის ახალ დეტალებზე საუბრობს
"ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი..." - პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერ ქურდთან კავშირის ახალ დეტალებზე საუბრობს

პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" ლი­დე­რის, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამა­ყია იმით, რომ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ტა­რი­ელ ონი­ა­ნის შვი­ლი უშბა მისი ნათ­ლუ­ლია. უშ­ბას მო­ნათ­ვლის ის­ტო­რი­ა­ზე ბურ­ჭუ­ლა­ძემ "PalitraNews"-ის გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა" ისა­უბ­რა. ბურ­ჭუ­ლა­ძის თქმით, ტა­რი­ელ ონი­ა­ნის შვი­ლი ლონ­დონ­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­ნან­სის­ტია.

"ტა­რი­ელ ონი­ა­ნი მე პა­რიზ­ში გა­ვი­ცა­ნი. მან მთხო­ვა, მო­მე­ნათ­ლა მისი შვი­ლი უშბა. ეს 20 წლის წინ იყო, რო­დე­საც მე პა­რიზ­ში გას­ტრო­ლებ­ზე ვი­ყა­ვი. რა თქმა უნდა, მე სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, რად­გან ნათ­ლო­ბა ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი. მე ვა­მა­ყობ ჩემი მო­ნათ­ლუ­ლით. უშბა არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფი­ნან­სის­ტი, რო­მე­ლიც არის დღეს ლონ­დონ­ში. 400-კა­ცი­ან კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა სამ­მა, ერთ-ერთი არის ჩემი უშბა, ჩემი ნათ­ლუ­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­ნან­სის­ტია ლონ­დო­ნის ძა­ლი­ან დიდ ბან­კში", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ დიდი ხა­ნია, რაც ტა­რი­ელ ონი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლებ­ზე - "ტა­რი­ელ ონი­ა­ნი პა­რიზ­ში გა­ვი­ცა­ნი და მთხო­ვა მო­მე­ნათ­ლა უშბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი..." - პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერ ქურდთან კავშირის ახალ დეტალებზე საუბრობს

"ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი..." - პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერ ქურდთან კავშირის ახალ დეტალებზე საუბრობს

პოლიტიკური მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ამაყია იმით, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის შვილი უშბა მისი ნათლულია. უშბას მონათვლის ისტორიაზე ბურჭულაძემ "PalitraNews"-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, ტარიელ ონიანის შვილი ლონდონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია.

"ტარიელ ონიანი მე პარიზში გავიცანი. მან მთხოვა, მომენათლა მისი შვილი უშბა. ეს 20 წლის წინ იყო, როდესაც მე პარიზში გასტროლებზე ვიყავი. რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნათლობა ქრისტიანი ადამიანისათვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. მე ვამაყობ ჩემი მონათლულით. უშბა არის ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსისტი, რომელიც არის დღეს ლონდონში. 400-კაციან კონკურსში გაიმარჯვა სამმა, ერთ-ერთი არის ჩემი უშბა, ჩემი ნათლული, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია ლონდონის ძალიან დიდ ბანკში", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ დიდი ხანია, რაც ტარიელ ონიანთან ურთიერთობა არ ჰქონია, რადგან ის საქართველოში არ ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო: პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერ ქურდთან ურთიერთობის დეტალებზე - "ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი და მთხოვა მომენათლა უშბა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."