მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა კაცები ზრუნავენ... ანუ, მამიკოების საკითხავი
როცა კაცები ზრუნავენ... ანუ, მამიკოების საკითხავი

დე­დის როლ­ზე ბავ­შვის აღ­ზრდა­ში უამ­რა­ვი და­წე­რი­ლა (ალ­ბათ კი­დევ ბევ­რი და­ი­წე­რე­ბა), რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან ცო­ტას წე­რენ მა­მე­ბის როლ­ზე, მა­შინ როცა დე­და­ზე არა­ნაკ­ლე­ბი როლი აქვს მა­მას, ხში­რად მე­ტიც კი...

პი­რა­დად ჩემ­თვის მა­მო­ბა არაა რუ­ტი­ნა, უფრო ყო­ველ­დღი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბია, რომ­ლის დრო­საც ძა­ლი­ან ბევ­რს ვსწავ­ლობ. მე და ჩემი პა­ტა­რა ნენე, ერ­თმა­ნეთს უამ­რავ რა­მეს ვას­წავ­ლით, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს გა­უკ­ვირ­დეს, თუმ­ცა 4 წლის ბავ­შვის­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­სა, ნე­ნემ იცის რომ დღე­ში მი­ნი­მუმ 1 სა­ა­თი მი­სია და ამ დრო­ის განმკარ­გა­ვი ისაა. ამი­ტო­მაც ხში­რად მი­წევს ვიყო გემი, რო­მელ­საც შტურ­მა­ნი ოთა­ხი­დან ოთახ­ში და­ა­გელ­ვებს, ხში­რად ავ­ტო­ბუ­სი ვარ და ნენე მგზავ­რი. მთე­ლი მა­ღა­ზი­აც ვყო­ფილ­ვარ და ნენე კი 1000 მყიდ­ვე­ლი (ზოგ­ჯერ პი­რი­ქი­თაც). ვერ ვი­ტყვი რომ არ ვიღ­ლე­ბი, პი­რი­ქით ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი ხოლ­მე, მაგ­რამ ნე­ნეს უხა­რია, ბედ­ნი­ე­რია და რაც მთა­ვა­რია, იცის რომ ჩემი სა­ხით ჰყავს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გვერ­დში და­უდ­გე­ბა. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა სამ­სა­ხურ­ზე მე­ტია...

სამ­წუ­ხა­როდ, მა­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამას ვერ (ან არ) ახერ­ხებს, ზოგი ცდი­ლობს მა­მის ნაც­ვლად სას­ტი­კი დამ­რი­გე­ბე­ლი იყოს და სა­კუ­თა­რი შვი­ლი ისე გა­ზარ­დოს, რო­გორც სურს. პა­ტა­რას და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე არ­თმევს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და უკვე გაზ­რდი­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც ერე­ვა, რაც სა­ბო­ლო­ოდ აუ­ცი­ლებ­ლად ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მის პი­როვ­ნე­ბა­ზე, რა­საც მშო­ბე­ლი ძა­ლი­ან გვი­ან ხვდე­ბა. ბავ­შვე­ბის­თვის მამა ყოვ­ლის­შემ­ძლე იდე­ა­ლია, რო­მელ­მაც თუ მო­ინ­დო­მა, შე­უძ­ლია მთე­ლი მსოფ­ლიო ცალი ხე­ლით მაღ­ლა აწი­ოს, ჰოდა ასეთ მა­მებ­თან ძა­ლი­ან უყ­ვართ ყოფ­ნა, ბედ­ნი­ე­რე­ბი და ლა­ღე­ბი ხდე­ბი­ან.

კამ­პა­ნია "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ" (გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია we care-ის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გაგ­რძე­ლე­ბაა პრო­ექ­ტი­სა "მამა, წიგ­ნი წა­მი­კი­თხე" ) ცოტა ხნის წინ და­ი­წყო. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი, მა­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდაა პა­ტა­რის აღ­ზრდა­ში. პრო­ექ­ტის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია "მა­მე­ბის დღი­უ­რე­ბი", სა­დაც მა­მე­ბი სა­კუ­თარ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე წე­რენ. პრო­ექ­ტში, სხვებ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლია ელი­ტა­რუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის "რა?სად?რო­დის?" წევ­რი რატი შუბ­ლა­ძე:

- პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მო­ტი­ვა­ცია რამ­დე­ნი­მე იყო: პირ­ვე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ქცე­ვე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბა; თა­ვად მეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რია ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა და კა­ტოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. აგ­რეთ­ვე, წლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ამას მეც და კა­ტოც წა­ვი­კი­თხავთ, ეს ალ­ბათ ტკბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და. აგ­რეთ­ვე, მინ­დო­და სხვე­ბის­თვი­საც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ჩემი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. შე­საძ­ლოა, ვინ­მეს­თვის ეს მა­გა­ლი­თი გახ­დეს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში დამ­ხმა­რე ფაქ­ტო­რი გახ­დეს ან უბ­რა­ლოდ რო­მე­ლი­მე წი­ნა­და­დე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თავი ამო­იც­ნოს, იმა­ზე უკე­თე­სი მამა გახ­დეს, ვიდ­რე მე ვარ.

- ბევ­რი მა­მა­კა­ცის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მე­უღ­ლეს და­ეხ­მა­როს და ოჯახ­ში საქ­მე­ე­ბი იყო­ფა კა­ცის საქ­მედ და ქა­ლის საქ­მედ...

- ყო­ველ­დღი­უ­რად ანას, ჩემს მე­უღ­ლეს, თით­ქმის ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბი. რა თქმა უნდა, არის ისე­თი დღე­ე­ბი, რო­დე­საც ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბია და კა­ტო­საც მთლი­ა­ნად ანა უვ­ლის. თუმ­ცა, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის საქ­მი­ა­ნო­ბა - კა­ტოს ჭამა, პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა, და­ბა­ნა, ჩაც­მა (თუმ­ცა ანას ჩემი გე­მოვ­ნე­ბით შერ­ჩე­უ­ლი ტან­საც­მე­ლი არ მოს­წონს და მერე თა­ვად აც­მევს) და და­ძი­ნე­ბა - თა­ნაბ­რად შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­ნა­წი­ლოთ. შრო­მის გა­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს სხვა სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად სახ­ლის და­ლა­გე­ბა ან ჭურ­ჭლის და­რე­ცხვა. მოკ­ლედ, ვცდი­ლობთ ყვე­ლა­ფე­რი თა­ნაბ­რად გა­ვი­ნა­წი­ლოთ".

"კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ" ძა­ლი­ან დრო­უ­ლი კამ­პა­ნი­აა, რად­გან არა­ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მა­მა­კა­ცე­ბი უარს ამ­ბო­ბენ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. იმე­დია პრო­ექ­ტი თა­ვის მი­ზანს შე­ას­რუ­ლებს და მა­მებს გაგ­ვახ­სე­ნებს, რომ შვი­ლებს გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო უნდა და­ვუთ­მოთ.

მა­მო­ბა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­მელ­საც უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლი არ აქვს, რად­გან შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად დიდი სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა შე­იძ­ლე­ბა, ამის­თვის კი მთა­ვა­რია მათ მეტი დრო და­ვუთ­მოთ.

#კა­ცე­ბიზ­რუ­ნა­ვენ

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როცა კაცები ზრუნავენ... ანუ, მამიკოების საკითხავი

როცა კაცები ზრუნავენ... ანუ, მამიკოების საკითხავი

დედის როლზე ბავშვის აღზრდაში უამრავი დაწერილა (ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება), რატომღაც ძალიან ცოტას წერენ მამების როლზე, მაშინ როცა დედაზე არანაკლები როლი აქვს მამას, ხშირად მეტიც კი...

პირადად ჩემთვის მამობა არაა რუტინა, უფრო ყოველდღიური გაკვეთილებია, რომლის დროსაც ძალიან ბევრს ვსწავლობ. მე და ჩემი პატარა ნენე, ერთმანეთს უამრავ რამეს ვასწავლით, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, თუმცა 4 წლის ბავშვისგანაც შეიძლება სწავლა. მიუხედავად სამუშაო გრაფიკისა, ნენემ იცის რომ დღეში მინიმუმ 1 საათი მისია და ამ დროის განმკარგავი ისაა. ამიტომაც ხშირად მიწევს ვიყო გემი, რომელსაც შტურმანი ოთახიდან ოთახში დააგელვებს, ხშირად ავტობუსი ვარ და ნენე მგზავრი. მთელი მაღაზიაც ვყოფილვარ და ნენე კი 1000 მყიდველი (ზოგჯერ პირიქითაც). ვერ ვიტყვი რომ არ ვიღლები, პირიქით ძალიან ვიღლები ხოლმე, მაგრამ ნენეს უხარია, ბედნიერია და რაც მთავარია, იცის რომ ჩემი სახით ჰყავს მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში დაუდგება. ეს ჩემთვის ყველა სამსახურზე მეტია...

სამწუხაროდ, მამების უმეტესობა ამას ვერ (ან არ) ახერხებს, ზოგი ცდილობს მამის ნაცვლად სასტიკი დამრიგებელი იყოს და საკუთარი შვილი ისე გაზარდოს, როგორც სურს. პატარას დაბადებისთანავე ართმევს დამოუკიდებლობას და უკვე გაზრდილის ცხოვრებაშიც ერევა, რაც საბოლოოდ აუცილებლად ცუდ გავლენას ახდენს მის პიროვნებაზე, რასაც მშობელი ძალიან გვიან ხვდება. ბავშვებისთვის მამა ყოვლისშემძლე იდეალია, რომელმაც თუ მოინდომა, შეუძლია მთელი მსოფლიო ცალი ხელით მაღლა აწიოს, ჰოდა ასეთ მამებთან ძალიან უყვართ ყოფნა, ბედნიერები და ლაღები ხდებიან.

კამპანია "კაცები ზრუნავენ" (გაეროს მოსახლეობის ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია we care-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც გაგრძელებაა პროექტისა "მამა, წიგნი წამიკითხე" ) ცოტა ხნის წინ დაიწყო. კამპანიის მიზანი, მამების ჩართულობის გაზრდაა პატარის აღზრდაში. პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია "მამების დღიურები", სადაც მამები საკუთარ ყოველდღიურობაზე წერენ. პროექტში, სხვებთან ერთად ჩართულია ელიტარული ინტელექტკლუბის "რა?სად?როდის?" წევრი რატი შუბლაძე:

- პროექტში მონაწილეობის მიღების მოტივაცია რამდენიმე იყო: პირველი, საინტერესო იქნებოდა დროთა განმავლობაში ჩემი საქმიანობისა და ქცევების დაკვირვება; თავად მეც მაინტერესებდა, როგორია ჩემი ყოველდღიური რუტინა და კატოსთან ურთიერთობა. აგრეთვე, წლების შემდეგ, როდესაც ამას მეც და კატოც წავიკითხავთ, ეს ალბათ ტკბილი და სასიამოვნო მოგონება იქნებოდა. აგრეთვე, მინდოდა სხვებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი აქტივობები. შესაძლოა, ვინმესთვის ეს მაგალითი გახდეს, გადაწყვეტილების მიღებაში დამხმარე ფაქტორი გახდეს ან უბრალოდ რომელიმე წინადადებაში საკუთარი თავი ამოიცნოს, იმაზე უკეთესი მამა გახდეს, ვიდრე მე ვარ.

- ბევრი მამაკაცისთვის მიუღებელია მეუღლეს დაეხმაროს და ოჯახში საქმეები იყოფა კაცის საქმედ და ქალის საქმედ...

- ყოველდღიურად ანას, ჩემს მეუღლეს, თითქმის ყველა საქმიანობაში ვეხმარები. რა თქმა უნდა, არის ისეთი დღეები, როდესაც ჩემი ჩართულობა ნაკლებია და კატოსაც მთლიანად ანა უვლის. თუმცა, თითქმის ყველა სახის საქმიანობა - კატოს ჭამა, პამპერსის გამოცვლა, დაბანა, ჩაცმა (თუმცა ანას ჩემი გემოვნებით შერჩეული ტანსაცმელი არ მოსწონს და მერე თავად აცმევს) და დაძინება - თანაბრად შეგვიძლია გავინაწილოთ. შრომის განაწილების პრინციპი მოქმედებს სხვა საოჯახო საქმიანობაში, მაგალითად სახლის დალაგება ან ჭურჭლის დარეცხვა. მოკლედ, ვცდილობთ ყველაფერი თანაბრად გავინაწილოთ".

"კაცები ზრუნავენ" ძალიან დროული კამპანიაა, რადგან არაერთი კვლევის თანახმად, მამაკაცები უარს ამბობენ ბავშვების აღზრდაში აქტიურ მონაწილეობაზე. იმედია პროექტი თავის მიზანს შეასრულებს და მამებს გაგვახსენებს, რომ შვილებს გაცილებით მეტი დრო უნდა დავუთმოთ.

მამობა დიდი ბედნიერებაა, რომელსაც უმაღლესი წერტილი არ აქვს, რადგან შვილებთან ურთიერთობით ყოველდღიურად დიდი სიხარულის განცდა შეიძლება, ამისთვის კი მთავარია მათ მეტი დრო დავუთმოთ.

#კაცებიზრუნავენ

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი