სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რას იწყე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრენ­სი­უსს" ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - თბი­ლი­სის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი აბე­სა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რის და­სა­წყე­ბად საკ­რე­ბუ­ლოს სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ანუ 24 დე­პუ­ტა­ტის ხელ­მო­წე­რაა სა­ჭი­რო, ხოლო უშუ­ა­ლოდ უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის - სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 2/3-ის ანუ 34 დე­პუ­ტა­ტის.

ირაკ­ლი აბე­სა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ჭი­რო ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას დღე­ი­დან და­ი­წყე­ბენ და როცა 24 დე­პუ­ტა­ტის ხელ­მო­წე­რა შეგ­როვ­დე­ბა, სა­კითხს მსვლე­ლო­ბა მი­ე­ცე­მა.

"თბი­ლი­სის მერი აღ­მოჩ­ნა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უპა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მელ­საც არა­ფერ­ზე არ სურს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ ვერ ამ­ჩნევს იმ პრობ­ლე­მებს, რო­მე­ლიც არ­თუ­ლებს ცხოვ­რე­ბას თბი­ლის­ში, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით მზად არის შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს თბი­ლი­სე­ლებს. ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი რჩე­ბა - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­რი­გი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­მე­ლიც მან თბი­ლი­სე­ლებ­ზე ჩა­ა­ტა­რა, ნელ-ნელა დას­რულ­დეს. ან ნარ­მა­ნი­ამ თა­ვად მი­ი­ღოს გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რისი ნაკ­ლე­ბი მო­ლო­დი­ნი მაქვს ან საკ­რე­ბუ­ლო­ში ჩვენ ვი­წყებთ თბი­ლი­სის მე­რის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რას", - აღ­ნიშ­ნა აბე­სა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ.

როგორც "ინტერპრენსიუსს" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განუცხადა, დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 24 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, ხოლო უშუალოდ უნდობლობის გამოცხადებისთვის - სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ 34 დეპუტატის.

ირაკლი აბესაძის განმარტებით, საჭირო ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან დაიწყებენ და როცა 24 დეპუტატის ხელმოწერა შეგროვდება, საკითხს მსვლელობა მიეცემა.

"თბილისის მერი აღმოჩნა ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო თანამდებობის პირი, რომელსაც არაფერზე არ სურს პასუხისმგებლობის აღება. ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ ამჩნევს იმ პრობლემებს, რომელიც ართულებს ცხოვრებას თბილისში, ადამიანი, რომელიც დამატებით მზად არის შეურაცხყოფა მიაყენოს თბილისელებს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რჩება - ბიძინა ივანიშვილის მორიგი წარუმატებელი ექსპერიმენტი, რომელიც მან თბილისელებზე ჩაატარა, ნელ-ნელა დასრულდეს. ან ნარმანიამ თავად მიიღოს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, რისი ნაკლები მოლოდინი მაქვს ან საკრებულოში ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას", - აღნიშნა აბესაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."