პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს რესტორნები, რომელთა სილამაზეც დაგატყვევებთ
მსოფლიოს რესტორნები, რომელთა სილამაზეც დაგატყვევებთ

არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი რეს­ტორ­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, სა­დაც მოხ­ვედ­რი­სას ლუკ­მა ყელ­ში არ გა­და­გი­ვათ. არა იმი­ტომ, რომ საჭ­მე­ლია უგე­მუ­რი, უბ­რა­ლოდ, ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზე და­გა­კარ­გვი­ნებთ ჭა­მის უნარს. დღეს წარ­მო­გიდ­გენთ ასეთ ხუთ რეს­ტო­რანს.

Restaurant le Panoramic, შა­მო­ნი, საფ­რან­გე­თი

რეს­ტო­რა­ნი მთა ბრე­ვა­ნის მწვერ­ვალ­ზე მდე­ბა­რე­ობს ზღვის დო­ნი­დან 3000 მეტრზე. ყო­ვე­ლი მხრი­დან იშ­ლე­ბა მთე­ბის სა­ო­ცა­რი ხედი, მზა­რე­უ­ლე­ბი კი ტრა­დი­ცი­ულ საკ­ვებს ამ­ზა­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს წარ­მო­ად­გენს.

Ali Barbour’s Cave Restaurant, დი­ა­ნი ბიჩი, კე­ნია

თუ ოდეს­მე კე­ნი­ა­ში მოხ­ვდე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ა­რეთ ამ რეს­ტო­რან­ში. ის მდე­ბა­რე­ობს გა­მოქ­ვა­ბულ­ში, რო­მელ­საც ღია სა­ხუ­რა­ვი აქვს. ინ­ტე­რი­ე­რი ტრა­დი­ცი­ულ აფ­რი­კულ სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი, გა­ნა­თე­ბა კი ფარ­ნე­ბით ხდე­ბა, რაც რო­მან­ტი­ულ და ჯა­დოს­ნურ ატ­მოს­ფე­როს ქმნის.

The River Cafe, ნიუ იორ­კი, აშშ

ნიუ იორ­კი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მის ხე­დებ­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტიც კია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "რი­ვერ კაფე" ძვი­რი­ა­ნი და სნო­ბუ­რი ად­გი­ლია, იქ მოხ­ვედ­რილს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გაგ­ყვე­ბათ.

Le Jules Verne, პა­რი­ზი, საფ­რან­გე­თი

მი­წი­დან 124 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, პირ­და­პირ ეი­ფე­ლის კოშ­კის შიგ­ნით მდე­ბა­რე­ობს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რეს­ტო­რა­ნი საფ­რან­გეთ­ში. აქ მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ კულ­ტუ­რულ პროგ­რა­მას გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი შე­უ­თავ­სოთ: დატ­კბეთ ქა­ლა­ქის ხე­დით, კარ­გი მუ­სი­კით და უგემ­რი­ე­ლე­სი ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი.

The Signature Room at the 95th, ჩი­კა­გო, აშშ

ყვე­ლა ტუ­რის­ტის ვა­ლია სა­ღა­მოს ჩი­კა­გოს სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ხე­დოს და დატ­კბეს მისი სი­ლა­მა­ზით. ეს რეს­ტო­რა­ნი ცა­თამბჯე­ნის 95-ე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე­ობს და მისი ფან­ჯრე­ბი­დან სას­წა­უ­ლი ხე­დია ქა­ლაქ­სა და მი­ჩი­გა­ნის მდი­ნა­რე­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

მსოფლიოს რესტორნები, რომელთა სილამაზეც დაგატყვევებთ

მსოფლიოს რესტორნები, რომელთა სილამაზეც დაგატყვევებთ

არსებობს ადგილები, უფრო კონკრეტულად კი რესტორნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც მოხვედრისას ლუკმა ყელში არ გადაგივათ. არა იმიტომ, რომ საჭმელია უგემური, უბრალოდ, ირგვლივ არსებული სილამაზე დაგაკარგვინებთ ჭამის უნარს. დღეს წარმოგიდგენთ ასეთ ხუთ რესტორანს.

Restaurant le Panoramic, შამონი, საფრანგეთი

რესტორანი მთა ბრევანის მწვერვალზე მდებარეობს ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. ყოველი მხრიდან იშლება მთების საოცარი ხედი, მზარეულები კი ტრადიციულ საკვებს ამზადებენ, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს.

Ali Barbour’s Cave Restaurant, დიანი ბიჩი, კენია

თუ ოდესმე კენიაში მოხვდებით, აუცილებლად შეიარეთ ამ რესტორანში. ის მდებარეობს გამოქვაბულში, რომელსაც ღია სახურავი აქვს. ინტერიერი ტრადიციულ აფრიკულ სტილშია გადაწყვეტილი, განათება კი ფარნებით ხდება, რაც რომანტიულ და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის.

The River Cafe, ნიუ იორკი, აშშ

ნიუ იორკი მილიონობით ადამიანის საოცნებო ადგილია, შესაბამისად, მის ხედებზე საუბარი ზედმეტიც კია. მიუხედავად იმისა, რომ ”რივერ კაფე” ძვირიანი და სნობური ადგილია, იქ მოხვედრილს შთაბეჭდილებები ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.

Le Jules Verne, პარიზი, საფრანგეთი

მიწიდან 124 მეტრის სიმაღლეზე, პირდაპირ ეიფელის კოშკის შიგნით მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი საფრანგეთში. აქ მარტივად შეგიძლიათ კულტურულ პროგრამას გასტრონომიული შეუთავსოთ: დატკბეთ ქალაქის ხედით, კარგი მუსიკით და უგემრიელესი ფრანგული სამზარეულოთი.

The Signature Room at the 95th, ჩიკაგო, აშშ

ყველა ტურისტის ვალია საღამოს ჩიკაგოს სიმაღლიდან გადმოხედოს და დატკბეს მისი სილამაზით. ეს რესტორანი ცათამბჯენის 95-ე სართულზე მდებარეობს და მისი ფანჯრებიდან სასწაული ხედია ქალაქსა და მიჩიგანის მდინარეზე.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს