სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია როინიშვილის ბეწვის ხიდი - დაუსრულებელი სასამართლო დავა და პირადი ცხოვრება
გია როინიშვილის ბეწვის ხიდი - დაუსრულებელი სასამართლო დავა და პირადი ცხოვრება

"სულ ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­ლა მიხ­დე­ბო­და. ჩემ­მა პე­და­გო­გებ­მა - ლილი იო­სე­ლი­ან­მა და მიშა თუ­მა­ნიშ­ვილ­მა კარ­გად მას­წავ­ლეს აბო­ბოქ­რე­ბულ ზღვა­ში ცურ­ვა!" - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო გია, მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან­ვე გსურ­დათ?

- დიახ! ყვე­ლა ბავ­შვს სურს მსა­ხი­ო­ბი გახ­დეს. ბავ­შვე­ბის თა­მა­ში ძა­ლიან ახ­ლოს არის ჩვენს პრო­ფე­სი­ას­თან. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ეზო­ში თა­მა­ში: ფეხ­ბურ­თი, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბა, მო­ნოს­პექ­ტაკ­ლე­ბის გა­მარ­თვა და ა.შ. ბავ­შვე­ბი ფულს ვაგ­რო­ვებ­დით, ვდგამ­დით სპექ­ტაკ­ლებს, უფ­რო­სე­ბი კი მო­დი­ოდ­ნენ და ჩვენს სი­სუ­ლე­ლე­ებს უყუ­რებ­დნენ. თუმ­ცა, ეს კარ­გი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი იყო. შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბო­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დი. ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი იყო, სა­დაც მარ­ტო დავ­დი­ო­დი და სპექ­ტაკ­ლებს ვუ­ყუ­რებ­დი... ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, უკვე რუს­თა­ვე­ლი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რებ­საც ვსტუმ­რობ­დი. ასე­ვე, ხში­რად დავ­დი­ო­დი კი­ნო­ში ფილ­მე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ჩემი მშობ­ლე­ბი არ იყ­ვნენ ხე­ლო­ვა­ნე­ბი: მამა მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლდათ, დედა - ექი­მი. გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით, არც ერთს არ სურ­და, რომ მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი. თუმ­ცა, ჩემი გა­ვი­ტა­ნე... ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ და ალ­ბათ ამა­ნაც იმოქ­მე­და.

- სტუ­დენ­ტო­ბა რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- სკო­ლა და­ვამ­თავ­რე თუ არა, პირ­ვე­ლი­ვე წელს მა­ღა­ლი ნიშ­ნე­ბით მო­ვე­წყვე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. ბედ­მა გა­მი­ღი­მა და სა­უ­კე­თე­სო პე­და­გოგ­თან - ლილი იო­სე­ლი­ან­თან მოვ­ხვდი. მან გამ­ზარ­და რო­გორც ოს­ტა­ტო­ბის, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით! ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი და ადა­მი­ა­ნი ქმნის პრო­ფე­სი­ას! ვი­ღა­ცებს ხე­ლო­ვა­ნის პრო­ფე­სია რა­ღაც ზე­და­პი­რუ­ლი ჰგო­ნი­ათ. ამ დროს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სა­ო­ცა­რი სიღ­რმე­ე­ბია და ეს თუ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნე, შენი ხე­ლოვ­ნე­ბაც არა­ვის და­ა­ინ­ტე­რე­სებს! უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს ე.წ. "პატ­რო­ნი" არა­სო­დეს მყო­ლია. ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად ვიკ­ვლევ­დი გზას და ეს ჩემს ბი­ოგ­რა­ფი­ა­საც ეტყო­ბა. სულ თვით­გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვზრუ­ნავ­დი - ინ­სტი­ტუ­ტშიც და თე­ატ­რშიც... უნდა მე­მუ­შა­ვა და სხვა­ზე მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ სა­ჭი­რო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი! სულ ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­ლა მიხ­დე­ბო­და. ჩემ­მა პე­და­გო­გებ­მა - ლილი იო­სე­ლი­ან­მა და მიშა თუ­მა­ნიშ­ვილ­მა კარ­გად მას­წავ­ლეს აბო­ბოქ­რე­ბულ ზღვა­ში ცურ­ვა! ისე, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში დახ­რჩო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ყო­ველ­თვის არის. მწვერ­ვალ­ზე ას­ვლაც არ გახ­ლავთ იმ­დე­ნად რთუ­ლი, რო­გორც მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა...

- თქვე­ნი შვი­ლე­ბიც სცე­ნა­ზე დგა­ნან. ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- მე რო­გორც წარ­მო­მედ­გი­ნა, დღეს ისე ვერ არის ჩემი ოჯა­ხი... შვი­ლე­ბის და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გამო კი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ! მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­კომ მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია აირ­ჩია, შემ­დეგ სა­რე­ჟი­სო­როც და­ამ­თავ­რა... ამ­ჟა­მად კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში, წამ­ყვან რო­ლებს თა­მა­შობს. ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და მა­ხა­რებს მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი! როცა ვუ­ყუ­რებ, ყო­ველ­თვის სა­კუ­თა­რი თავი მახ­სენ­დე­ბა - არა­ფერ­ზე ვამ­ბობ­დი უარს... მა­რი­ა­მი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლია. ურ­თუ­ლე­სი პრო­ფე­სი­აა და პი­რა­დად მე, კო­კო­სა და მა­რი­ა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რა ტი­ტა­ნუ­რი შრო­მა მო­უ­წევ­დათ და რა გა­რე­მო­ში მო­უხ­დე­ბო­დათ ყოფ­ნა! ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა მათი სფე­რო, მაგ­რამ ურ­თუ­ლე­სი! Mმი­ხა­რია, როცა მათ თავ­და­დე­ბულ შრო­მას ვხე­დავ და ამის­თვის მათი მად­ლო­ბე­ლიც ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა, სხვე­ბიც რომ ამ­ჩნე­ვენ ჩემი შვი­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას! რაც შე­ე­ხე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლებს - ეს სულ სხვა ფე­ნო­მე­ნია... ერთხელ მა­რი­ამ­მა მი­თხრა: შენ ჩემი შვი­ლი, ელე­ნე უფრო გიყ­ვარს, ვიდ­რე მეო... ვუ­პა­სუ­ხე, - შენი შვი­ლი რომ არის, იმი­ტომ მიყ­ვარს ასე ძა­ლი­ან-მეთ­ქი! ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს ცხოვ­რე­ბა­ში! ვე­რა­ვინ ვე­რა­ვის ად­გილს, ვე­რა­სო­დეს ვერ და­ი­კა­ვებს!

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ე­ბით. ამ ნა­ბიჯს ხომ არ ნა­ნობთ?

- არ ვნა­ნობ! დღე­საც შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც­ნა­ი­რად პო­ლი­ტი­კა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დე და მო­მა­ვალ­შიც მოხ­დეს! არ ვიცი, ცხოვ­რე­ბა რას მო­ი­ტანს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი იმ მო­საზ­რე­ბას, თით­ქოს მსა­ხი­ო­ბი, მუ­სი­კო­სი, ექი­მი, დამ­ლა­გე­ბე­ლი და ა.შ. პო­ლი­ტი­კა­ში არ უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი... ეს არის სივ­რცე, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს (თუ შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი აქვს) შე­უძ­ლია იყოს! უმეც­რე­ბის აპო­თე­ო­ზია, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, - პო­ლი­ტი­კა­ში მხო­ლოდ ეკო­ნო­მის­ტე­ბი და იუ­რის­ტე­ბი უნდა იყ­ვნე­ნო! პო­ლი­ტი­კო­სია ის, ვი­საც აქვს მყა­რი პო­ზი­ცია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით და შემ­დეგ, ამ პო­ზი­ცი­ას ამ­ყა­რებს ისე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეს! არც ის არის სა­ჭი­რო, რომ ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­დეს! მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი იყო პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი რე­ი­გა­ნი!

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გია როინიშვილის ბეწვის ხიდი - დაუსრულებელი სასამართლო დავა და პირადი ცხოვრება

გია როინიშვილის ბეწვის ხიდი - დაუსრულებელი სასამართლო დავა და პირადი ცხოვრება

"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე გულახდილად ისაუბრა.

- ბატონო გია, მსახიობობა ბავშვობიდანვე გსურდათ?

- დიახ! ყველა ბავშვს სურს მსა­ხიობი გახდეს. ბავშვების თამაში ძა­ლიან ახლოს არის ჩვენს პროფესიასთან. ძალიან მიყვარდა ეზოში თამაში: ფეხბურთი, ველოსიპედით სეირნობა, მონოსპექტაკლების გამართვა და ა.შ. ბავშვები ფულს ვაგროვებდით, ვდგამდით სპექტაკლებს, უფროსები კი მოდიოდნენ და ჩვენს სისულელეებს უყურებდნენ. თუმცა, ეს კარგი სისულელეები იყო. შემდეგ მსახიობობით სერიოზულად დავინტერესდი. ჩემს სახლთან ახლოს მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო, სადაც მარტო დავდიოდი და სპექტაკლებს ვუყურებდი... ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებსაც ვსტუმრობდი. ასევე, ხშირად დავდიოდი კინოში ფილმების სანახავად. ჩემი მშობლები არ იყვნენ ხელოვანები: მამა მშენებელ-ინჟინერი გახლდათ, დედა - ექიმი. გულახდილად გეტყვით, არც ერთს არ სურდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. თუმცა, ჩემი გავიტანე... ჩემს ბავშვობაში ლეგენდარული მსახიობები იყვნენ და ალბათ ამანაც იმოქმედა.

- სტუდენტობა როგორ გახსენდებათ?

- სკოლა დავამთავრე თუ არა, პირველივე წელს მაღალი ნიშნებით მოვეწყვე თეატრალურ ინსტიტუტში. ბედმა გამიღიმა და საუკეთესო პედაგოგთან - ლილი იოსელიანთან მოვხვდი. მან გამზარდა როგორც ოსტატობის, ასევე მოქალაქეობრივი თვალსაზრისით! ვფიქრობ, ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ადამიანი ქმნის პროფესიას! ვიღაცებს ხელოვანის პროფესია რაღაც ზედაპირული ჰგონიათ. ამ დროს ხელოვნებაში საოცარი სიღრმეებია და ეს თუ ვერ აღმოაჩინე, შენი ხელოვნებაც არავის დააინტერესებს! უნივერსიტეტში სწავლის დროს ე.წ. "პატრონი" არასოდეს მყოლია. ყოველთვის დამოუკიდებლად ვიკვლევდი გზას და ეს ჩემს ბიოგრაფიასაც ეტყობა. სულ თვითგადარჩენაზე ვზრუნავდი - ინსტიტუტშიც და თეატრშიც... უნდა მემუშავა და სხვაზე მეტი გამეკეთებინა, რომ საჭირო ვყოფილიყავი! სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა! ისე, ჩემს პროფესიაში დახრჩობის საშიშროება ყოველთვის არის. მწვერვალზე ასვლაც არ გახლავთ იმდენად რთული, როგორც მისი შენარჩუნებაა...

- თქვენი შვილებიც სცენაზე დგანან. ოჯახზე რას გვეტყვით?

- მე როგორც წარმომედგინა, დღეს ისე ვერ არის ჩემი ოჯახი... შვილების და შვილიშვილების გამო კი ძალიან ბედნიერი ვარ! მოგეხსენებათ, კოკომ მსახიობის პროფესია აირჩია, შემდეგ სარეჟისოროც დაამთავრა... ამჟამად კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, წამყვან როლებს თამაშობს. ძალიან აქტიურ ფაზაშია და მახარებს მისი წარმატებები! როცა ვუყურებ, ყოველთვის საკუთარი თავი მახსენდება - არაფერზე ვამბობდი უარს... მარიამი საოპერო მომღერალია. ურთულესი პროფესიაა და პირადად მე, კოკოსა და მარიამის გადაწყვეტილებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი. წინასწარ ვიცოდი, რა ტიტანური შრომა მოუწევდათ და რა გარემოში მოუხდებოდათ ყოფნა! ძალზე საინტერესოა მათი სფერო, მაგრამ ურთულესი! Mმიხარია, როცა მათ თავდადებულ შრომას ვხედავ და ამისთვის მათი მადლობელიც ვარ. განსაკუთრებულად სასიამოვნოა, სხვებიც რომ ამჩნევენ ჩემი შვილების საქმიანობას! რაც შეეხება შვილიშვილებს - ეს სულ სხვა ფენომენია... ერთხელ მარიამმა მითხრა: შენ ჩემი შვილი, ელენე უფრო გიყვარს, ვიდრე მეო... ვუპასუხე, - შენი შვილი რომ არის, იმიტომ მიყვარს ასე ძალიან-მეთქი! ყველას თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში! ვერავინ ვერავის ადგილს, ვერასოდეს ვერ დაიკავებს!

- წარმატებული ხელოვანი პოლიტიკაში ჩაებით. ამ ნაბიჯს ხომ არ ნანობთ?

- არ ვნანობ! დღესაც შეიძლება, რაღაცნაირად პოლიტიკაში ვმონაწილეობდე და მომავალშიც მოხდეს! არ ვიცი, ცხოვრება რას მოიტანს. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, თითქოს მსახიობი, მუსიკოსი, ექიმი, დამლაგებელი და ა.შ. პოლიტიკაში არ უნდა იყოს ჩართული... ეს არის სივრცე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს (თუ შესაბამისი უნარ-ჩვევები აქვს) შეუძლია იყოს! უმეცრების აპოთეოზია, როდესაც ამბობენ, - პოლიტიკაში მხოლოდ ეკონომისტები და იურისტები უნდა იყვნენო! პოლიტიკოსია ის, ვისაც აქვს მყარი პოზიცია ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით და შემდეგ, ამ პოზიციას ამყარებს ისე, რომ ადამიანებამდე მივიდეს! არც ის არის საჭირო, რომ ყველა ხელოვანი პოლიტიკით დაინტერესდეს! მაგალითად, ძალიან კარგი პოლიტიკოსი იყო პროფესიით მსახიობი რეიგანი!

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება