მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად წაგვივა, ისევ მოვაკითხოთ და მოვკლათო..." - დღიურები ქალისა, რომელმაც სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა
"სად წაგვივა, ისევ მოვაკითხოთ და მოვკლათო..." - დღიურები ქალისა, რომელმაც სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა

ქსე­ნია (ვერა) თო­დუა ის ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­მაც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, სო­ხუ­მის და­ტო­ვე­ბა­ზე უარი თქვა. მათ დაც­ვას გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაც­ნო­ბი აფხა­ზე­ბი ცდი­ლობ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა და გან­საც­დელ­ში შვილ­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდა. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არა­ერ­თხელ ჩა­ხე­დეს სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში. ვი­თა­რე­ბას არ­თუ­ლებ­და ისიც, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ქსე­ნი­ას ორი­ვე ვაჟი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი აფხა­ზე­თის ომში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ... ჟურ­ნა­ლი "გზა" ქალ­ბა­ტო­ნი ქსე­ნი­ას დღი­უ­რებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რიდს გთა­ვა­ზობთ:

"1993 წლის ოქ­ტომ­ბე­რი.

ერთ დღეს, ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაგ­ვად­გნენ თავს, გან­ძრე­ვაც ვერ მო­ვას­წა­რით. მარ­ლენს, ჩემს შვილს და­ავ­ლეს ხელი და წინ გა­იგ­დეს, გვჭირ­დე­ბიო...

მე ვინ მე­ტყო­და, სად მიჰ­ყავ­დათ ჩემი შვი­ლი? შენი ხმა არ გა­ვი­გოო,- მი­თხრეს. მი­წა­ზე და­ვემ­ხე და ლოც­ვა და­ვი­წყე: უფა­ლო, შვი­ლი და­მიბ­რუ­ნე-მეთ­ქი. არ ვიცი, რამ­დე­ნი ხანი გა­ვი­და. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გა­ვი­გე სრო­ლის ხმა, მაგ­რამ ეს ერთი და ორი გას­რო­ლა კი არა, ე.წ. პე­რესტრელ­კა იყო. აქ მყო­ფებს დახ­ვრე­ტი­სა და ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბის ხმა არას­დროს აგ­ვე­რე­ვა ერ­თმა­ნეთ­ში... რო­გორც იქნა, სრო­ლა შე­წყდა. შუ­ა­ღა­მეს შვი­ლი ცო­ცხალ-მკვდა­რი და­მიბ­რუნ­და. მის­თვის გზა­ში უთ­ქვამთ,- იმ ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლებ­ში მიგ­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც მან­ქა­ნე­ბი ჰყავ­და­თო. მარ­ლენ­მა მი­ამ­ბო: წინ გა­მიშ­ვეს. მივ­ხვდი, რომ ფა­რად ვჭირ­დე­ბო­დით, რად­გან ეგო­ნათ, ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ. გან­გებ, ხმა­მაღ­ლა ვსა­უბ­რობ­დი, რომ მე­ზობ­ლებს გა­ე­გოთ და და­მალ­ვა მო­ეს­წროთ. მი­მიხ­ვდნენ და გა­ჩუ­მე­ბა მიბ­რძა­ნეს... მერე მე­ზობ­ლის სა­ხე­ლი მი­თხრეს, იმის სახ­ლთან მიგ­ვიყ­ვა­ნეო.

- იმას მან­ქა­ნა არ ჰყავს-მეთ­ქი,- რო­გორ არა, შენ მიგ­ვიყ­ვა­ნეო. მარ­თლაც, არ დახ­ვედ­რი­ათ იმ სახ­ლში მან­ქა­ნა. ახლა სხვა გვა­რის კაცი და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ,- ზუს­ტად ვი­ცით, რომ იმას ჰყავს, ლა­ტა­რი­ა­ში მო­ი­გო ომამ­დე და მის სახ­ლში წაგ­ვიყ­ვა­ნეო. (მარ­თლაც, ომამ­დე, ჩვენს ქუ­ჩა­ზე ერ­თდრო­უ­ლად სამ­მა ბიჭ­მა მო­ი­გო ლა­ტა­რე­ა­ში მან­ქა­ნა...) აშ­კა­რად, ვი­ღაც ჰყავთ ინ­ფორ­მა­ტო­რი, ყვე­ლა­ზე ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ...

იმ კაცს ჭიშ­კარ­თან ახ­ლოს ჰქონ­და ავ­ტო­ფა­რე­ხი, სა­დაც ორი მან­ქა­ნა ეყე­ნა. და­ი­ნა­ხეს თუ არა, ბოქ­ლომს ეც­ნენ.

ხმა­უ­რიც არ უნ­დო­დათ, რად­გან ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ასეთ დროს ნა­დავ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი ჯგუ­ფი ცდი­ლობ­და... ჰოდა, დრო ვი­ხელ­თე და მე­ო­რე მე­ზობ­ლის სახ­ლში შევ­ვარ­დიო...

ისი­ნი ჯერ დაბ­ნე­უ­ლან, შემ­დეგ ია­რა­ღით გაჰ­კი­დე­ბი­ან. აიკ­ლეს თურ­მე იქა­უ­რო­ბა სრო­ლით, ლა­მის ყვე­ლა ოთა­ხი და­ი­ა­რეს, მაგ­რამ შუქი ვერ აან­თეს. ფან­რე­ბით ეძებ­დნენ, მარ­ლე­ნი კი ერთ-ერთ ოთახ­ში, კა­რის უკან იმა­ლე­ბო­და... რომ ვერ იპო­ვეს, თურ­მე თქვეს,- სად წაგ­ვი­ვა, ისევ მო­ვა­კი­თხოთ და მოვ­კლა­თო..."

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად ჟურ­ნალ "გზის" 28 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"სად წაგვივა, ისევ მოვაკითხოთ და მოვკლათო..." - დღიურები ქალისა, რომელმაც სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა

"სად წაგვივა, ისევ მოვაკითხოთ და მოვკლათო..." - დღიურები ქალისა, რომელმაც სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა

ქსენია (ვერა) თოდუა ის ქალბატონია, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. მათ დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში ნაცნობი აფხაზები ცდილობდნენ. მოგვიანებით, მას მეუღლე გარდაეცვალა და განსაცდელში შვილთან ერთად აღმოჩნდა. ამ ადამიანებმა არაერთხელ ჩახედეს სიკვდილს თვალებში. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ ქალბატონი ქსენიას ორივე ვაჟი და ორი შვილიშვილი აფხაზეთის ომში აქტიურად მონაწილეობდნენ... ჟურნალი "გზა" ქალბატონი ქსენიას დღიურებს აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

"1993 წლის ოქტომბერი.

ერთ დღეს, ისე მოულოდნელად დაგვადგნენ თავს, განძრევაც ვერ მოვასწარით. მარლენს, ჩემს შვილს დაავლეს ხელი და წინ გაიგდეს, გვჭირდებიო...

მე ვინ მეტყოდა, სად მიჰყავდათ ჩემი შვილი? შენი ხმა არ გავიგოო,- მითხრეს. მიწაზე დავემხე და ლოცვა დავიწყე: უფალო, შვილი დამიბრუნე-მეთქი. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ გავიგე სროლის ხმა, მაგრამ ეს ერთი და ორი გასროლა კი არა, ე.წ. პერესტრელკა იყო. აქ მყოფებს დახვრეტისა და ორმხრივი სროლების ხმა არასდროს აგვერევა ერთმანეთში... როგორც იქნა, სროლა შეწყდა. შუაღამეს შვილი ცოცხალ-მკვდარი დამიბრუნდა. მისთვის გზაში უთქვამთ,- იმ ქართველების სახლებში მიგვიყვანე, სადაც მანქანები ჰყავდათო. მარლენმა მიამბო: წინ გამიშვეს. მივხვდი, რომ ფარად ვჭირდებოდით, რადგან ეგონათ, ქართველების სახლებში შეიარაღებულები იმალებოდნენ. განგებ, ხმამაღლა ვსაუბრობდი, რომ მეზობლებს გაეგოთ და დამალვა მოესწროთ. მიმიხვდნენ და გაჩუმება მიბრძანეს... მერე მეზობლის სახელი მითხრეს, იმის სახლთან მიგვიყვანეო.

- იმას მანქანა არ ჰყავს-მეთქი,- როგორ არა, შენ მიგვიყვანეო. მართლაც, არ დახვედრიათ იმ სახლში მანქანა. ახლა სხვა გვარის კაცი დაუსახელებიათ,- ზუსტად ვიცით, რომ იმას ჰყავს, ლატარიაში მოიგო ომამდე და მის სახლში წაგვიყვანეო. (მართლაც, ომამდე, ჩვენს ქუჩაზე ერთდროულად სამმა ბიჭმა მოიგო ლატარეაში მანქანა...) აშკარად, ვიღაც ჰყავთ ინფორმატორი, ყველაზე ყველაფერი იცოდნენ...

იმ კაცს ჭიშკართან ახლოს ჰქონდა ავტოფარეხი, სადაც ორი მანქანა ეყენა. დაინახეს თუ არა, ბოქლომს ეცნენ.

ხმაურიც არ უნდოდათ, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთ დროს ნადავლის ხელში ჩაგდებას უფრო გავლენიანი ჯგუფი ცდილობდა... ჰოდა, დრო ვიხელთე და მეორე მეზობლის სახლში შევვარდიო...

ისინი ჯერ დაბნეულან, შემდეგ იარაღით გაჰკიდებიან. აიკლეს თურმე იქაურობა სროლით, ლამის ყველა ოთახი დაიარეს, მაგრამ შუქი ვერ აანთეს. ფანრებით ეძებდნენ, მარლენი კი ერთ-ერთ ოთახში, კარის უკან იმალებოდა... რომ ვერ იპოვეს, თურმე თქვეს,- სად წაგვივა, ისევ მოვაკითხოთ და მოვკლათო..."

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 28 ივლისის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი