სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა პანკისის ხეობაში - ადგილი, სადაც დრო ჩერდება
მოგზაურობა პანკისის ხეობაში - ადგილი, სადაც დრო ჩერდება

გა­მორ­ჩუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის ერ­თგუ­ლე­ბა, თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი სურ­ვი­ლი, ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ტრა­დი­ცია და მრა­ვალ­წლო­ვა­ნი კულ­ტუ­რა, ხალ­ხი, რო­მელ­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მკაც­რი ადა­თე­ბი არ აში­ნებს, ხე­ო­ბა, რო­მელ­საც კავ­კა­სი­ო­ნი იცავს - კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა პან­კის­ში.

ახ­მე­ტი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, ბოლო ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი მა­ტა­ნია, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ქის­ტუ­რი და­სახ­ლე­ბა ისე შე­ე­ნაც­ვლა, გა­მო­უც­დე­ლი თვა­ლი ცვლი­ლე­ბას ვერც კი შე­ნიშ­ნავ­და.

მზე თან­და­თა­ნო­ბით მთებს ეფა­რე­ბა, გა­რე­მოს კი მკაც­რი იერ­სა­ხე ემა­ტე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ღა­მოა, სოფ­ლე­ბი ხალ­ხმრავ­ლო­ბით მა­ინც არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

გზა­დაგ­ზა, ვე­ლო­სი­პე­დე­ბის სი­ლუ­ე­ტე­ბი მო­ჩანს, შემ­ხვედრთა უმე­ტე­სო­ბა მა­მა­კა­ცია, მათი დიდი ნა­წი­ლი წვე­რო­სა­ნია. სახ­ლთან ახ­ლოს თეთრთმი­ა­ნი, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა ბავ­შვე­ბი თა­მა­შო­ბენ, მან­ქა­ნის ჩავ­ლი­სას კი ცნო­ბი­მოყ­ვა­რე თვალს გა­ყო­ლე­ბენ.

ხე­ო­ბა­ში სა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი წა­მო­უ­წყი­ათ, პან­კის­ში მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვი აირი პირ­ვე­ლად ახლა შეჰ­ყავთ. ძი­რი­თად სა­მუ­შა­ოს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ას­რუ­ლე­ბენ.

"სა­ნამ ჩვენ ევ­რო­პა­ში შე­ვალთ ჩემი ძვლე­ბიც აღარ იქ­ნე­ბა"- ამ­ბობს ერთ-ერთი მგზავ­რი, რო­მე­ლიც ტაქ­სი­ში მძღო­ლის გვერ­დით ზის და მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს სკეპ­ტი­კუ­რი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით აკ­ვირ­დე­ბა.

დუ­ი­სი­სა და ჯო­ყო­ლოს შემ­დეგ სო­ფე­ლი ბირ­კი­ა­ნია.

ამ სო­ფელ­მა მას შემ­დეგ გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, რაც მსოფ­ლი­ომ თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის, იგი­ვე ომარ ალ-ში­შა­ნის, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მებ­რძო­ლის, შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. ჩემი მას­პინ­ძე­ლი ამ სო­ფელ­ში ბა­თი­რაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი­დან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობს.

სახ­ლს, რო­მე­ლიც მთის ძი­რას დგას გარე სამ­ყა­როს­გან პა­ტა­რა რკი­ნის ჭიშ­კა­რი გა­მო­ყოფს. მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში კი მწვა­ნე ეზო და ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბია. სტუმ­რის და­ნახ­ვით ყვე­ლა­ზე მე­ტად 8 წლის მა­რი­ა­მია გა­ხა­რე­ბუ­ლი. ის გა­რეთ გა­მორ­ბის და მა­მას ეხუ­ტე­ბა, რო­მელ­საც მთე­ლი ოჯა­ხი მო­ფე­რე­ბით ბა­ა­ბას ეძა­ხის. "ბა­ა­ბას" დღეს კლი­ენ­ტე­ბის შოვ­ნა არ გას­ჭირ­ვე­ბია, ზა­ფხუ­ლია, ამი­ტომ პან­კის­ში წა­მოს­ვლი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის მსურ­ვე­ლიც ბევ­რია. წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მოგზაურობა პანკისის ხეობაში - ადგილი, სადაც დრო ჩერდება

მოგზაურობა პანკისის ხეობაში - ადგილი, სადაც დრო ჩერდება

გამორჩული სტუმართმოყვარეობა, სარწმუნოებისა და ისტორიული წარსულის ერთგულება, თვითმყოფადობის შენარჩუნების გაუნელებელი სურვილი, ხელუხლებელი ტრადიცია და მრავალწლოვანი კულტურა, ხალხი, რომელსაც წინააღმდეგობა და მკაცრი ადათები არ აშინებს, ხეობა, რომელსაც კავკასიონი იცავს - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პანკისში.

ახმეტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ბოლო ქართული სოფელი მატანია, რომელსაც პირველი ქისტური დასახლება ისე შეენაცვლა, გამოუცდელი თვალი ცვლილებას ვერც კი შენიშნავდა.

მზე თანდათანობით მთებს ეფარება, გარემოს კი მკაცრი იერსახე ემატება. მიუხედავად იმისა, რომ საღამოა, სოფლები ხალხმრავლობით მაინც არ გამოირჩევა.

გზადაგზა, ველოსიპედების სილუეტები მოჩანს, შემხვედრთა უმეტესობა მამაკაცია, მათი დიდი ნაწილი წვეროსანია. სახლთან ახლოს თეთრთმიანი, ცისფერთვალება ბავშვები თამაშობენ, მანქანის ჩავლისას კი ცნობიმოყვარე თვალს გაყოლებენ.

ხეობაში საზაფხულო სამუშაოები წამოუწყიათ, პანკისში მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირი პირველად ახლა შეჰყავთ. ძირითად სამუშაოს ადგილობრივები ასრულებენ.

"სანამ ჩვენ ევროპაში შევალთ ჩემი ძვლებიც აღარ იქნება"- ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ტაქსიში მძღოლის გვერდით ზის და მიმდინარე სამუშაოებს სკეპტიკური გამომეტყველებით აკვირდება.

დუისისა და ჯოყოლოს შემდეგ სოფელი ბირკიანია.

ამ სოფელმა მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც მსოფლიომ თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის, შესახებ შეიტყო. ჩემი მასპინძელი ამ სოფელში ბათირაშვილების სახლიდან ოდნავ მოშორებით ცხოვრობს.

სახლს, რომელიც მთის ძირას დგას გარე სამყაროსგან პატარა რკინის ჭიშკარი გამოყოფს. მის მფლობელობაში კი მწვანე ეზო და ლამაზი ყვავილებია. სტუმრის დანახვით ყველაზე მეტად 8 წლის მარიამია გახარებული. ის გარეთ გამორბის და მამას ეხუტება, რომელსაც მთელი ოჯახი მოფერებით ბააბას ეძახის. "ბააბას" დღეს კლიენტების შოვნა არ გასჭირვებია, ზაფხულია, ამიტომ პანკისში წამოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების მსურველიც ბევრია. წაიკითხეთ გაგრძელება

"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა