ზოგი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ პოტენციურად უკვდავია. სიკვდილი შეუძლიათ, მაგრამ არა სიბერის ან დაავადებისგან, არამედ გარეშე ფაქტორებისგან, მაგალითად, გარემოს გლობალური ცვლილების გამო, ან მტაცებელი ცხოველის კლანჭებში. ეს ხუთი არსება, რომელზეც დღეს მოგიყვებით, თუ არა შემთხვევითობა, არასოდეს არ მოკვდებიან და მარად იცოცხლებენ.
მედუზა
"ტურიტოპსის ნუტრიკულას" სახეობის მედუზას შეუძლია საკუთარი გენების მართვა. ხიფათის დროს ისინი იცვლიან განვითარების სტადიას და უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას, რომლის შემდეგ ხელახლა იზრდებიან. ამ მექანიზმს იყენებენ, როდესაც სიბერეს მიაღწევენ: პოლიპად გადაიქცევიან და შემდეგ ხელახლა იზრდებიან მედუზად. შესაბამისად, ბუნებრივი სიკვდილით ისინი არ კვდებიან.
ჰიდრა
ჰიდრას უკვდავობის შესახებ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ალაპარაკდნენ, მაგრამ ამის დამტკიცება მხოლოდ მეოცე საუკუნეში მოხერხდა. მათ აქვთ რეგენერაციის უნარი, რაც უკვდავ სახეობად აქცევს. მოკლე დროში მათ ორგანიზმს შეუძლია ცალკეული ნაწილები აღიდგინოს.
დიდი კუ
კუები საუკუნეობით ცოცხლობენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ორგანოები დროთა განმავლობაში არ ზიანდება. ამიტომ თუ მტაცებელ ცხოველებს და დაავადებებს აარიდებენ, მათ შეუძლიათ სამუდამოდ იცოცხლონ.
მოლუსკი მინი
2006 წელს ირლანდიის ნაპირზე აღმოჩენილი მოლუსკის ზედაპირზე წლოვანების რკალების დათვლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის 1499 წელს დაიბადა. აქედან გამომდინარე დადგინდა, რომ შესაფერის პირობებში, "არკტიკა ისლანდიკის" ჯიშის მოლუსკები ათასობით წელს ცოცხლობენ.
ამერიკული კიბო
კიბოს ეს სახეობა დნმ-ს თავადვე აღიდგენს. მათ გააჩნიათ ორგანიზმში ნივთიერება, რომელიც არ აძლევს დაბერების საშუალებას. მეცნიერების შეფასებით, ყველაზე მოხუცი კიბო რომელიც აღმოუჩენიათ, 140 წლის გახლდათ. ამის მიუხედავად, მას არანაირი სიბერის ნიშნები არ აღებეჭდებოდა. თვლიან, რომ ამერიკული კიბო ბიოლოგიურად უკვდავია.
მომზადებულია rd.com-ს მიხედვით.