თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ავტოავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. სოფელ ფშაველის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, ბესიკ ჩაველაშვილის თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
სოფელ ლეჩურის მკვიდრი, ლევან თეთრაული სოფლის შიდა გზაზე მოძრაობდა, როდესაც მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს დაეჯახა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.