მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი თვეების ბიჭუნას სიგარეტს აწევინებს - მოჰყვება თუ არა რეაგირება ინტერნეტში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს
ქალი თვეების ბიჭუნას სიგარეტს აწევინებს - მოჰყვება თუ არა რეაგირება ინტერნეტში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა კად­რებ­მა, რო­მელ­ზეც ქალი თვე­ე­ბის ბი­ჭუ­ნას ან­თე­ბულ სი­გა­რეტს უდებს პირ­ში, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შოკ­ში ჩა­აგ­დო. მას შემ­დეგ, რაც ვი­დეო ასო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, ავ­ტორ­მა იგი ფე­ის­ბუ­ქის პი­რა­დი გვერ­დი­დან წა­შა­ლა.

ვი­დე­ოს გმი­რი ქალი სუ­ლაც არ მი­იჩ­ნევს დარ­ღვე­ვად იმას, რომ პა­ტა­რა ბავ­შვს აი­ძუ­ლებს სი­გა­რე­ტი მო­წი­ოს, პი­რი­ქით, სი­ცი­ლით აკე­თებს ამას.

"რა და­ა­შა­ვა ამ ან­გე­ლოზ­მა ასე­თი უტვი­ნო დედა რომ ჰყავს? სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ­სე­ბობს სა­ერ­თოდ? რათ უნდა მა­გას შვი­ლი?"; "ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში მაგ ტუ­ტუც გო­გოს დე­დო­ბას ჩა­მო­არ­თმევ­დნენ!!"; "ჩემი აზ­რით, ამ ბავ­შის დე­დას პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს" - წე­რენ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ვი­დე­ო­თი უკვე და­ინ­ტე­რეს­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი. რო­გორც ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის შეს­წავ­ლა და­წყე­ბუ­ლი აქვს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს.

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის" ხელ­მძღვა­ნელს გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძეს, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნევს:

"იმით, რაც კადრში ჩანს, პირ­ველ რიგ­ში ირ­ღვე­ვა ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კონ­ვენ­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, და­უშ­ვე­ბე­ლია ბავ­შვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნა და მშო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია მო­ზარ­დი მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­ვის­გან და­იც­ვას. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნიც კრძა­ლავს ბავ­შვებ­ზე თამ­ბა­ქოს მი­ყიდ­ვას და მშობ­ლე­ბის მხრი­დან მის მოხ­მა­რე­ბა­ზე ხელ­შე­წყო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ფო­ტო­ზე ვხე­დავთ იძუ­ლე­ბას. არ ვიცი ვინ არის ქალ­ბტო­ნი, დედა, ძიძა თუ ნა­თე­სა­ვი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პა­ტა­რას, რო­მე­ლიც ალ­ბათ ერთი წლის ასა­კი­საც არ იქ­ნე­ბა, იძუ­ლე­ბით გა­ა­სინ­ჯეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ფაქ­ტით ასე­ვე ირ­ღვე­ვა თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცია, რომ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლი პირ­და­პირ კრძა­ლავს ბავ­შვე­ბის მსგავს მავ­ნებ­ლო­ბა­ში ჩათ­რე­ვას და არას­რულ­წლო­ვან­ზე თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის და­ძა­ლე­ბას. ამ კადრში გარ­კვე­ვით ჩანს იძუ­ლე­ბა, რის გა­მოც მო­ძა­ლა­დემ პა­სუ­ხი უნდა აგოს.

სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო ვალ­დე­ბუ­ლია ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­დეს, და­აკ­ვირ­დეს მას და და­იც­ვას. თუკი მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბას ახ­დენს მშო­ბე­ლი და ეს სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ბავ­შვი ჩა­მო­ერ­თვათ და მას­ზე ზრუნ­ვა იკის­როს სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა.

სამ­წუ­ხა­როდ, არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბავ­შვს აი­ძუ­ლე­ბენ მო­წი­ოს სი­გა­რე­ტი, უღე­ბენ ფო­ტო­ებს, დე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ამა­ზე ხუმ­რო­ბენ. ამ­ჯე­რად უკვე ვი­დე­ო­კად­რე­ბი გავ­რცელ­და. ეს ამაზ­რზე­ნია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ აკე­თებს ამას, მშო­ბე­ლი თუ ნა­თე­სა­ვი, შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა მოს­თხო­ვონ პა­სუ­ხი დამ­ნა­შა­ვეს, რათა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ავი­რი­დოთ და და­ვიც­ვათ ბავ­შვე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი და მათ შო­რის ამ ტი­პის ძა­ლა­დო­ბის­გან.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის შე­დე­გია, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­წე­ვა ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვა და ამას პირ­ველ რიგ­ში ხელს უწყობს სა­ხელ­მწი­ფოს უნი­ა­თო­ბა და გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მისი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ. გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლია ბავ­შვე­ბი, ახალ­გაზ­რდო­ბა...ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვე­ბით, პა­სი­უ­რი მწე­ვე­ლო­ბით, ანუ იმის გამო, რომ მო­წე­ვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ში, და­ხუ­რულ შე­ო­ბებ­სა და ტრან­სპორ­ტში, ყო­ველ­დღი­უ­რად გვე­ღუ­პე­ბა 30 ადა­მი­ა­ნი და მათ შო­რის ერთი ბავ­შვი. ის ბავ­შვი არის მსხვერ­პლი და სახე სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო­სი, რო­მე­ლიც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მისი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის დაც­ვას, თა­ვის ფუნ­ქცი­ას არ ას­რუ­ლებს და უნდა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მწე­ვე­ლი და ნარ­კო­ტიკ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჰყავ­დეს. ასე­თი გულ­გრი­ლო­ბის შე­დე­გია ის, რაც ამ­ჯე­რად გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტის სა­ხით და­ფიქ­სირ­და. იმის გამო, რომ მო­წი­ფულ ადა­მი­ა­ნებს ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­აჩ­ნით მო­წე­ვა, თა­ნაც მო­ზარ­დის თან­დას­წრე­ბით, იქამ­დეც კი მი­დი­ან, რომ ბავ­შვებს ულა­ხა­ვენ სა­სი­ცო­ცხლო უფ­ლე­ბას და აი­ძუ­ლე­ბენ ნარ­კო­ტი­კი გა­სინ­ჯონ" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის" ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქალი თვეების ბიჭუნას სიგარეტს აწევინებს - მოჰყვება თუ არა რეაგირება ინტერნეტში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს

ქალი თვეების ბიჭუნას სიგარეტს აწევინებს - მოჰყვება თუ არა რეაგირება ინტერნეტში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა, რომელზეც ქალი თვეების ბიჭუნას ანთებულ სიგარეტს უდებს პირში, ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო. მას შემდეგ, რაც ვიდეო ასობით ადამიანმა გააზიარა და სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია, ავტორმა იგი ფეისბუქის პირადი გვერდიდან წაშალა.

ვიდეოს გმირი ქალი სულაც არ მიიჩნევს დარღვევად იმას, რომ პატარა ბავშვს აიძულებს სიგარეტი მოწიოს, პირიქით, სიცილით აკეთებს ამას.

"რა დააშავა ამ ანგელოზმა ასეთი უტვინო დედა რომ ჰყავს? სოციალური სამსახური არსებობს საერთოდ? რათ უნდა მაგას შვილი?"; "ნორმალურ ქვეყანაში მაგ ტუტუც გოგოს დედობას ჩამოართმევდნენ!!"; "ჩემი აზრით, ამ ბავშის დედას პატიმრობა უნდა მიესაჯოს" - წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.

ვიდეოთი უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატი. როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელმა AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, აღნიშნული საქმის შესწავლა დაწყებული აქვს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრს.

ჩვენ ვესაუბრეთ "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ბავშვის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს:

"იმით, რაც კადრში ჩანს, პირველ რიგში ირღვევა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია, რომლის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და მშობელი ვალდებულია მოზარდი მავნე ზეგავლენის ქვეშ მოქცევისგან დაიცვას. საერთაშორისო კონვენციის მსგავსად, საქართველოს კანონიც კრძალავს ბავშვებზე თამბაქოს მიყიდვას და მშობლების მხრიდან მის მოხმარებაზე ხელშეწყობას. სამწუხაროდ, ფოტოზე ვხედავთ იძულებას. არ ვიცი ვინ არის ქალბტონი, დედა, ძიძა თუ ნათესავი, მაგრამ ფაქტია, რომ პატარას, რომელიც ალბათ ერთი წლის ასაკისაც არ იქნება, იძულებით გაასინჯეს ნარკოტიკული ნივთიერება. შესაბამისად, ამ ფაქტით ასევე ირღვევა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომლის სპეციალური მუხლი პირდაპირ კრძალავს ბავშვების მსგავს მავნებლობაში ჩათრევას და არასრულწლოვანზე თამბაქოს მოხმარების დაძალებას. ამ კადრში გარკვევით ჩანს იძულება, რის გამოც მოძალადემ პასუხი უნდა აგოს.

სოციალური სააგენტო ვალდებულია ფოტოზე აღბეჭდილი მოზარდის მდგომარეობით დაინტერესდეს, დააკვირდეს მას და დაიცვას. თუკი მოზარდზე ძალადობას ახდენს მშობელი და ეს სისტემატურად ხდება, შესაძლებელია ბავშვი ჩამოერთვათ და მასზე ზრუნვა იკისროს სოციალურმა სამსახურმა.

სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვს აიძულებენ მოწიოს სიგარეტი, უღებენ ფოტოებს, დებენ სოციალურ ქსელებში და ამაზე ხუმრობენ. ამჯერად უკვე ვიდეოკადრები გავრცელდა. ეს ამაზრზენია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აკეთებს ამას, მშობელი თუ ნათესავი, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოსთხოვონ პასუხი დამნაშავეს, რათა მსგავსი შემთხვევები ავირიდოთ და დავიცვათ ბავშვები ნებისმიერი და მათ შორის ამ ტიპის ძალადობისგან.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ჩვენს საზოგადოებაში მოწევა ნორმად მიიჩნევა და ამას პირველ რიგში ხელს უწყობს სახელმწიფოს უნიათობა და გულგრილი დამოკიდებულება მისი მოსახლეობის ჯანმრთელობის მიმართ. განსაკუთრებით დაუცველია ბავშვები, ახალგაზრდობა...ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, პასიური მწეველობით, ანუ იმის გამო, რომ მოწევა ნებადართულია ნებისმიერ საზოგადოებრივ სივრცეში, დახურულ შეობებსა და ტრანსპორტში, ყოველდღიურად გვეღუპება 30 ადამიანი და მათ შორის ერთი ბავშვი. ის ბავშვი არის მსხვერპლი და სახე საზოგადოების და სახელმწიფოსი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მისი მომავალი თაობის დაცვას, თავის ფუნქციას არ ასრულებს და უნდა რაც შეიძლება მეტი მწეველი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ჰყავდეს. ასეთი გულგრილობის შედეგია ის, რაც ამჯერად გახმაურებული ფაქტის სახით დაფიქსირდა. იმის გამო, რომ მოწიფულ ადამიანებს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნით მოწევა, თანაც მოზარდის თანდასწრებით, იქამდეც კი მიდიან, რომ ბავშვებს ულახავენ სასიცოცხლო უფლებას და აიძულებენ ნარკოტიკი გასინჯონ" - აღნიშნა საუბრისას "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი