პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველების გრანდიოზული დაბადების დღეები...
ცნობილი ქართველების გრანდიოზული დაბადების დღეები...

და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცდი­ლობს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ ახერ­ხებს, რომ ეს დღე გან­სა­კუთ­რე­ბულ და და­უ­ვი­წყარ დღე­სას­წა­უ­ლად გა­და­აქ­ცი­ოს. რა­საც ვერ ვი­ტყვით ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც ამის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად აქვთ.

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, ვიცე-პრე­მი­ერ კახი კა­ლა­ძის და­ბა­დე­ბის დღე წელს გან­ხილ­ვის თე­მად იქცა. კა­ლა­ძემ 37 წლის იუ­ბი­ლე ბუდა-ბარ­ში აღ­ნიშ­ნა. ვიცე-პრე­მი­ე­რის და­ბა­დე­ბის დღის­თვის ბუდა ბარი და­ხუ­რეს და ღო­ნის­ძი­ე­ბას მხო­ლოდ მისი გა­რე­მოც­ვა ეს­წრე­ბო­და. და­ბა­დე­ბის დღე­ზე კა­ლა­ძეს მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი სტინ­გი ეს­ტუმ­რა და გან­სჯის სა­გა­ნი სწო­რედ ეს ფაქ­ტი გახ­და. რა თან­ხა გა­და­უ­ხა­და ვიცე-პრე­მი­ერ­მა მისი და­ბა­დე­ბის დღის სა­პა­ტიო სტუ­მარს, უც­ნო­ბია.

გა­სულ წელს ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა "ვი­სო­ლის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ანი ფხა­კა­ძის და­ბა­დე­ბის დღე. ლე­ვან ფხა­კა­ძის ქა­ლიშ­ვილ­მა 24 წლის იუ­ბი­ლე "რე­დი­სო­ნის" სა­ცუ­რაო აუზ­ზე აღ­ნიშ­ნა. სტუმ­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი იყო დრეს-კოდი. იუ­ბი­ლარ­მა სა­დღე­სას­წა­უ­ლო ტორ­ტი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბილ­მა ჩა­აქ­რო. ღო­ნის­ძი­ე­ბას ანის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და სოსო ფხა­კა­ძე, ბაია და­ვი­თა­ია და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

დათა ახა­ლა­ი­ას ცო­ლის, ანი ბე­ნი­ძის და­ბა­დე­ბის დღემ წელს მთე­ლი თბი­ლი­სი აა­ლა­პა­რა­კა. ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნის ცოლ­მა 24 წლის იუ­ბი­ლე, 10 აპ­რილს წყნეთ­ში სა­კუ­თარ აგა­რაკ­ზე გა­და­ი­ხა­და. ანის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ულა­მა­ზე­სი წი­თე­ლი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის შე­ი­კე­რა. სტუმ­რებს შო­რის მისი მე­გობ­რე­ბის გარ­და, ნა­თე­სა­ვე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი იყ­ვნენ. სა­ღა­მოს და­სას­რულს ანის და­ბა­დე­ბის დღე გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ირ­ვერ­კით აღ­ნიშ­ნეს.

30 აპ­რილს ოქ­როს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და მომ­ღე­რალ ჯაბა ქარ­სე­ლა­ძეს. ჯაბა პა­რი­ზი­დან სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მოფ­რინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­კუ­თარ იუ­ბი­ლე­ზე ნამ­დვი­ლი ვას­კვლავცვე­ნა მო­ა­წყო. მე­გობ­რებ­მა მას ოქ­როს და­ბა­დე­ბის დღე სიმ­ღე­რით მი­უ­ლო­ცეს. ჯაბა ქარ­სე­ლა­ძის წვე­უ­ლე­ბა კი ეკა ხო­ფე­რი­ამ სა­კუ­თარ გა­და­ცე­მა­ში აჩ­ვე­ნა.

ქეთა თო­ფუ­რი­ას 24 წლის იუ­ბი­ლემ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა. რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა, წარ­მა­ტე­ბულ­მა მომ­ღე­რალ­მა და­ბა­დე­ბის დღე 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ქეთა თო­ფუ­რი­ას იუ­ბი­ლეს "რე­დი­სონ­ში" მისი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­ბა­დე­ბის დღე გრან­დი­ო­ზუ­ლი 10 000 ლა­რი­ა­ნი ფე­ირ­ვერ­კით დას­რულ­და.

2013 წელს სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თინა კან­დე­ლა­კი. კან­დე­ლაკ­მა 38 წლის იუ­ბი­ლე "თბი­ლი­სი მე­რი­ოტ­ში" გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­ნიშ­ნა. და­ბა­დე­ბის დღეს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი ეკა ბე­სე­ლია, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

ცნობილი ქართველების გრანდიოზული დაბადების დღეები...

ცნობილი ქართველების გრანდიოზული დაბადების დღეები...

დაბადების დღის აღნიშვნას ყველა ადამიანი განსაკუთრებულად ცდილობს, თუმცა ზოგიერთი მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს, რომ ეს დღე განსაკუთრებულ და დაუვიწყარ დღესასწაულად გადააქციოს. რასაც ვერ ვიტყვით ცნობილ ადამიანებზე, რომლებსაც ამის ფინანსური შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დაბადების დღე წელს განხილვის თემად იქცა. კალაძემ 37 წლის იუბილე ბუდა-ბარში აღნიშნა. ვიცე-პრემიერის დაბადების დღისთვის ბუდა ბარი დახურეს და ღონისძიებას მხოლოდ მისი გარემოცვა ესწრებოდა. დაბადების დღეზე კალაძეს მსოფლიო ვარსკვლავი სტინგი ესტუმრა და განსჯის საგანი სწორედ ეს ფაქტი გახდა. რა თანხა გადაუხადა ვიცე-პრემიერმა მისი დაბადების დღის საპატიო სტუმარს, უცნობია.

გასულ წელს ხმაურიანი აღმოჩნდა "ვისოლის" დამფუძნებლის ანი ფხაკაძის დაბადების დღე. ლევან ფხაკაძის ქალიშვილმა 24 წლის იუბილე "რედისონის" საცურაო აუზზე აღნიშნა. სტუმრებისთვის დაწესებული იყო დრეს-კოდი. იუბილარმა სადღესასწაულო ტორტი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა ჩააქრო. ღონისძიებას ანის მეგობრებთან ერთად ესწრებოდა სოსო ფხაკაძე, ბაია დავითაია და სხვა ცნობილი ადამიანები.

დათა ახალაიას ცოლის, ანი ბენიძის დაბადების დღემ წელს მთელი თბილისი აალაპარაკა. ყოფილი მაღალჩინოსანის ცოლმა 24 წლის იუბილე, 10 აპრილს წყნეთში საკუთარ აგარაკზე გადაიხადა. ანის დაბადების დღეზე ულამაზესი წითელი კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა. სტუმრებს შორის მისი მეგობრების გარდა, ნათესავები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. საღამოს დასასრულს ანის დაბადების დღე გრანდიოზული ფეირვერკით აღნიშნეს.

30 აპრილს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა მომღერალ ჯაბა ქარსელაძეს. ჯაბა პარიზიდან საკუთარი დაბადების დღისთვის სპეციალურად ჩამოფრინდა საქართველოში და საკუთარ იუბილეზე ნამდვილი ვასკვლავცვენა მოაწყო. მეგობრებმა მას ოქროს დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს. ჯაბა ქარსელაძის წვეულება კი ეკა ხოფერიამ საკუთარ გადაცემაში აჩვენა.

ქეთა თოფურიას 24 წლის იუბილემ მთელი საქართველო აალაპარაკა. რუსეთში მცხოვრებმა, წარმატებულმა მომღერალმა დაბადების დღე 2010 წელს საქართველოში გადაიხადა. ქეთა თოფურიას იუბილეს "რედისონში" მისი ქართველი და უცხოელი მეგობრები ესწრებოდნენ. როგორც ამბობენ, დაბადების დღე გრანდიოზული 10 000 ლარიანი ფეირვერკით დასრულდა.

2013 წელს საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნად თბილისში ჩამოვიდა რუსეთში მცხოვრები, ტელეწამყვანი თინა კანდელაკი. კანდელაკმა 38 წლის იუბილე "თბილისი მერიოტში" გრანდიოზულად აღნიშნა. დაბადების დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და დავით საგანელიძეც ესწრებოდნენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

აჭარის პოპულარიზაცია პოლონეთის 4 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

"პირველად მეგაშოუების ისტორიაში, ლაივკონცერტები კახეთიდან გადაიცემა" - გიორგი უშიკიშვილი "მხოლოდ ქართულის" კულუარებზე

რა სიმპტომები აქვს სხვადასხვა სახის ჭიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?