მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ანებივრებენ მამაკაცები ნათია წიწილაშვილს
რით ანებივრებენ მამაკაცები ნათია წიწილაშვილს

მსა­ხი­ო­ბი ნა­თია წი­წი­ლაშ­ვი­ლი თავს წარ­მა­ტე­ბულ მსა­ხი­ო­ბად არ მი­იჩ­ნევს. ამ­ბობს, რომ ის დღეს უბ­რა­ლოდ, პო­პუ­ლა­რუ­ლია. ცხოვ­რე­ბის­გან მარ­ცხი არას­დროს უგე­მია. ამ­ბობს, რომ დე­დის რჩე­ვე­ბი მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: "რამ­დენ­ჯე­რაც არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე მისი სი­ტყვე­ბი, იმ­დენ­ჯერ ვი­ნა­ნე".

ბავ­შვო­ბა

- პრან­ჭია არ ვი­ყა­ვი. დე­დის კა­ბე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი რომ უყ­ვართ პა­ტა­რა გო­გო­ნებს, მე ასე­თი არ ვი­ყა­ვი. დამ­ჯე­რი ბავ­შვი გახ­ლდით. სხვა­თა შო­რის, მშობ­ლე­ბი რომ მე­ტყოდ­ნენ და რა­ღა­ცას ამიხ­სნიდ­ნენ, მათ ვუ­ჯე­რებ­დი. შეც­დო­მას აღარ ვი­მე­ო­რებ­დი.

- ზარ­მა­ცი იყა­ვი?

- ზარ­მა­ცი ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი და ამის გამო, მშობ­ლე­ბის­გან შე­ნიშ­ვნას ვი­ღებ­დი. ჭა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრობ­ლე­მას არას­დროს ვქმნი­დი და არც იმის შეხ­სე­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი უნდა მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. უფრო მე­ტიც, წი­ნას­წარ ვას­რუ­ლებ­დი და­ვა­ლე­ბებს ორ­შა­ბა­თის­თვის, რომ შა­ბა­თი და კვი­რა დღე თა­ვი­სუ­ფა­ლი მქო­ნო­და. სა­მა­გი­ე­როდ, ვზარ­მა­ცობ­დი, როცა მთხოვ­დნენ, სა­დღაც წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა­ღაც მო­მე­ტა­ნა და მშობ­ლე­ბის­გან შე­ნიშ­ვნას ვი­ღებ­დი კი­დეც.

- მას­წავ­ლებ­ლებს აბ­რა­ზებ­დი? "შა­ტა­ლო­ზე" თუ და­დი­ო­დი?

- მას­წავ­ლე­ბელს მარ­ტო იმით ვაბ­რა­ზებ­დი, რომ ბევ­რი ლა­პა­რა­კი მიყ­ვარ­და. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ერთ მერ­ხთან ვის­ხე­დით და სულ ვჭო­რა­ობ­დით. ჰოდა, მას­წავ­ლე­ბე­ლიც ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და: გა­და­ჯე­ქიო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძი­რი­თა­დად, ბოლო მერ­ხთან ვი­ჯე­ქი ხოლ­მე. ე.წ. "შკოლ­ნი­კი" არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. "შა­ტა­ლო­ზეც" დავ­დი­ო­დი და ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ ალ­ბათ, ერთხელ მა­ინც ვიქ­ნე­ბო­დი გაკ­ვე­თი­ლის გაც­დე­ნის ინი­ცი­ა­ტო­რი.

- სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, რა პრო­ფე­სი­ა­ზე ოც­ნე­ბობ­დი?

- თა­ვი­დან არ­ქე­ო­ლო­გო­ბა მინ­დო­და, მერე არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა. ცა­თამბჯე­ნე­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. მე­ცხრე კლას­ში ყოფ­ნი­სას გა­დავ­წყვი­ტე, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა.

- სა­ბავ­შვო ბაღ­ში ან სკო­ლა­ში ვინ­მე გიყ­ვარ­და?

- სა­ბავ­შვო ბაღ­ში მიყ­ვარ­და თუ არა, არ მახ­სოვს. სკო­ლა­ში კი მყავ­და უფ­როსკლა­სე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ის ჩემ­ზე ორი წლით დიდი იყო და სკო­ლა­ში ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და. მოკ­ლედ, პირ­ველ სიყ­ვა­რულს რომ ეძა­ხი­ან, სწო­რედ ის იყო...

პრო­ფე­სია და

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა

- სკო­ლის შემ­დეგ, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუტ­თან არ­სე­ბულ კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი. ბევ­რი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი სწო­რედ ამ კო­ლე­ჯში შე­ვი­ძი­ნე.

- რას მი­იჩ­ნევ შენს პირ­ველ წარ­მა­ტე­ბად პრო­ფე­სი­ა­ში?

- სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სე­რი­ა­ლის - "ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბი" კას­ტინგზე მი­ვე­დი და როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. პირ­ვე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი იყო, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც ძა­ლი­ან მინ­დო­და. ეს სურ­ვი­ლი იო­ლად ამიხ­და. ამას მოჰ­ყვა სხვა პრო­ექ­ტე­ბი. იყო რა­ღა­ცე­ბი, სა­დაც კას­ტინ­გიც არ გა­მივ­ლია და პირ­და­პირ და­ვუმ­ტკი­ცე­ბი­ვართ როლ­ზე.

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ხარ?

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ და ყვე­ლა­ფერს ჩემი შრო­მით მი­ვაღ­წიე, არა­ვინ არას­დროს არა­ფერ­ში დამ­ხმა­რე­ბია. ისე, არ ვთვლი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ვარ. პო­პუ­ლა­რო­ბა და წარ­მა­ტე­ბა ერთი და იგი­ვე რამ არ არის... რა­საც დღეს ვა­კე­თებ, ჩემი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის შე­დე­გია. ხში­რად ვზარ­მა­ცობ და ასე ვთქვათ, ფეხს ვით­რევ ხოლ­მე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, შე­დეგს მა­ინც ვი­ღებ.

- არას­დროს გი­ნა­ნია, რომ სი­ზარ­მა­ცის გამო საქ­მე გა­ფუჭ­და?

- რა თქმა უნდა, მი­ნა­ნია. საქ­მე­ში ხელს არა­ვის ვუშ­ლი. როცა "კეთ­დე­ბა" რეკ­ლა­მა, ფილ­მი, კლი­პი, სე­რი­ა­ლი თუ სხვა რა­ღაც, არ ვზარ­მა­ცობ. ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ჩემ გამო და­ზა­რალ­და. როცა სხვებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ვარ, ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტა­დაც კი. თუმ­ცა, როცა რა­ღაც მარ­ტოს მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, სი­ზარ­მა­ცე მე­პა­რე­ბა.

- რა ემო­ცია გქონ­და, როცა შენი თავი ეკ­რან­ზე პირ­ვე­ლად ნახე?

- ეს იყო სე­რი­ალ "ჩიფ­სე­ბის თა­ო­ბა­ში", მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი. ბედ­ნი­ე­რი გახ­ლდით, ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო. 17 წლის ასაკ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი რომ ხარ და ხალ­ხი გცნობს, უყ­ვარ­ხარ, ეს ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო იყო და ამა­ვე დროს, სა­სი­ა­მოვ­ნოც. თუმ­ცა, თავ­ში არა­ფე­რი ამ­ვარ­დნია. მშობ­ლებ­მა კარ­გად აღ­მზარ­დეს (იღი­მის). ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რით ანებივრებენ მამაკაცები ნათია წიწილაშვილს

რით ანებივრებენ მამაკაცები ნათია წიწილაშვილს

მსახიობი ნათია წიწილაშვილი თავს წარმატებულ მსახიობად არ მიიჩნევს. ამბობს, რომ ის დღეს უბრალოდ, პოპულარულია. ცხოვრებისგან მარცხი არასდროს უგემია. ამბობს, რომ დედის რჩევები მისთვის მნიშვნელოვანია: "რამდენჯერაც არ გავითვალისწინე მისი სიტყვები, იმდენჯერ ვინანე".

ბავშვობა

- პრანჭია არ ვიყავი. დედის კაბები, სამკაულები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომ უყვართ პატარა გოგონებს, მე ასეთი არ ვიყავი. დამჯერი ბავშვი გახლდით. სხვათა შორის, მშობლები რომ მეტყოდნენ და რაღაცას ამიხსნიდნენ, მათ ვუჯერებდი. შეცდომას აღარ ვიმეორებდი.

- ზარმაცი იყავი?

- ზარმაცი ნამდვილად ვიყავი და ამის გამო, მშობლებისგან შენიშვნას ვიღებდი. ჭამასთან დაკავშირებით, პრობლემას არასდროს ვქმნიდი და არც იმის შეხსენება მჭირდებოდა, რომ გაკვეთილები უნდა მომემზადებინა. უფრო მეტიც, წინასწარ ვასრულებდი დავალებებს ორშაბათისთვის, რომ შაბათი და კვირა დღე თავისუფალი მქონოდა. სამაგიეროდ, ვზარმაცობდი, როცა მთხოვდნენ, სადღაც წავსულიყავი, რაღაც მომეტანა და მშობლებისგან შენიშვნას ვიღებდი კიდეც.

- მასწავლებლებს აბრაზებდი? "შატალოზე" თუ დადიოდი?

- მასწავლებელს მარტო იმით ვაბრაზებდი, რომ ბევრი ლაპარაკი მიყვარდა. მე და ჩემი მეგობარი ერთ მერხთან ვისხედით და სულ ვჭორაობდით. ჰოდა, მასწავლებელიც ხშირად მეუბნებოდა: გადაჯექიო. აქედან გამომდინარე, ძირითადად, ბოლო მერხთან ვიჯექი ხოლმე. ე.წ. "შკოლნიკი" არასდროს ვყოფილვარ. "შატალოზეც" დავდიოდი და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ, ერთხელ მაინც ვიქნებოდი გაკვეთილის გაცდენის ინიციატორი.

- სკოლაში სწავლის პერიოდში, რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- თავიდან არქეოლოგობა მინდოდა, მერე არქიტექტორობა. ცათამბჯენების დაპროექტებაზე ვოცნებობდი. მეცხრე კლასში ყოფნისას გადავწყვიტე, რომ სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა.

- საბავშვო ბაღში ან სკოლაში ვინმე გიყვარდა?

- საბავშვო ბაღში მიყვარდა თუ არა, არ მახსოვს. სკოლაში კი მყავდა უფროსკლასელი შეყვარებული. ის ჩემზე ორი წლით დიდი იყო და სკოლაში ჩვენი სიყვარულის შესახებ ყველამ იცოდა. მოკლედ, პირველ სიყვარულს რომ ეძახიან, სწორედ ის იყო...

პროფესია და

პირველი წარმატება

- სკოლის შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში ვსწავლობდი. ბევრი ძალიან ახლო მეგობარი სწორედ ამ კოლეჯში შევიძინე.

- რას მიიჩნევ შენს პირველ წარმატებად პროფესიაში?

- სტუდენტობის პერიოდში სერიალის - "ბიჭები და გოგოები" კასტინგზე მივედი და როლზე დამამტკიცეს. პირველი ახალგაზრდული და ძალიან წარმატებული ქართული სერიალი იყო, რომელში მონაწილეობაც ძალიან მინდოდა. ეს სურვილი იოლად ამიხდა. ამას მოჰყვა სხვა პროექტები. იყო რაღაცები, სადაც კასტინგიც არ გამივლია და პირდაპირ დავუმტკიცებივართ როლზე.

- მიზანდასახული ხარ?

- მიზანდასახული ვარ და ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე, არავინ არასდროს არაფერში დამხმარებია. ისე, არ ვთვლი, რომ წარმატებული მსახიობი ვარ. პოპულარობა და წარმატება ერთი და იგივე რამ არ არის... რასაც დღეს ვაკეთებ, ჩემი შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის შედეგია. ხშირად ვზარმაცობ და ასე ვთქვათ, ფეხს ვითრევ ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ, შედეგს მაინც ვიღებ.

- არასდროს გინანია, რომ სიზარმაცის გამო საქმე გაფუჭდა?

- რა თქმა უნდა, მინანია. საქმეში ხელს არავის ვუშლი. როცა "კეთდება" რეკლამა, ფილმი, კლიპი, სერიალი თუ სხვა რაღაც, არ ვზარმაცობ. ვერავინ იტყვის, რომ ჩემ გამო დაზარალდა. როცა სხვებთან ერთად ვმუშაობ, პუნქტუალური ვარ, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. თუმცა, როცა რაღაც მარტოს მაქვს გასაკეთებელი, სიზარმაცე მეპარება.

- რა ემოცია გქონდა, როცა შენი თავი ეკრანზე პირველად ნახე?

- ეს იყო სერიალ "ჩიფსების თაობაში", მაშინ 17 წლის ვიყავი. ბედნიერი გახლდით, ამ პროექტში მონაწილეობის გამო. 17 წლის ასაკში პოპულარული რომ ხარ და ხალხი გცნობს, უყვარხარ, ეს ძალიან უჩვეულო იყო და ამავე დროს, სასიამოვნოც. თუმცა, თავში არაფერი ამვარდნია. მშობლებმა კარგად აღმზარდეს (იღიმის). ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება