სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკრი ქანთარია - არასდროს ყოფილა - "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა"
ნუკრი ქანთარია - არასდროს ყოფილა - "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ნუკ­რი ქან­თა­რია მომ­ხრეა იმის, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი და­ზუს­ტდეს და ჩა­ი­წე­როს, რომ "ქორ­წი­ნე­ბა, რო­მე­ლიც არის ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი კავ­ში­რი, ემ­ყა­რე­ბა მე­უღ­ლე­თა ერ­თობ­ლივ თა­ნას­წო­რო­ბას".

რო­გორც ქან­თა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, არ­სად და არც ერთ სფე­რო­ში ერთი და იმა­ვე სქე­სის მი­მართ ლტოლ­ვას არ ჰქონ­და თა­ნაგ­რძნო­ბა.

"ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ეს ტენ­დენ­ცია არას­დროს წა­მო­წე­უ­ლა, რად­გან, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არ გა­მო­იწ­ვევ­და თა­ნაგძნო­ბას. არას­დროს არ ყო­ფი­ლა - "რო­მეო და რო­მეო", "ჯუ­ლი­ე­ტა და ჯუ­ლი­ე­ტა", რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მა­შინ ასეთ­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო? "იზოლ­და და იზოლ­და ", "ტრის­ტა­ნი და ტრის­ტა­ნი" და ა.შ. არ დამ­დგა­რა ეს სა­კი­თხი მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე და 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე. მერე უკვე წა­მო­ვი­და ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და დღეს თუ გა­დავ­ხე­დავთ ევ­რო­პულ და ამე­რი­კულ, თუნ­დაც კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ას თუ მხატ­ვრო­ბას, იქ უკვე თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთი შტრი­ხი მა­ინც არ იყოს ამგდაგ­ვა­რი. ტენ­დენ­ცი­ე­ბი და ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი უკვე აქეთ­კე­ნაა წა­სუ­ლი, რომ შე­იძ­ლე­ბა "რო­მეო და რო­მეო", "ჯუ­ლი­ე­ტა და ჯუ­ლი­ე­ტა". მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ეს არ იწ­ვევს თა­ნაგ­რძნო­ბას, იმი­ტომ რომ ეს არ არის ბუ­ნებ­რი­ვი, ეს არის გა­დახ­რა, ეს არის ზოგ­ჯერ წამ­ხე­დუ­რო­ბა, ზოგ­ჯერ სენი, ეს არ არის ორ­გა­ნუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ქან­თა­რი­ამ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი გან­მარ­ტავს, რომ ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხით პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რას არა­ვინ აპი­რებს.

"ჩვენ გვინ­და, ის რაც არის, იყოს კა­ნო­ნის დო­ნე­ზე და არას­დროს მოხ­დეს ამის გარ­კვე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი, რისი სა­ფუძ­ვე­ლიც ხში­რად არის ხოლ­მე", - აღ­ნიშ­ნა ქან­თა­რი­ამ.

პარ­ლა­მენ­ტი ამ წუ­თებ­ში პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ფორ­მატ­ში ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით იხი­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ნუკრი ქანთარია - არასდროს ყოფილა - "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა"

ნუკრი ქანთარია - არასდროს ყოფილა - "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მომხრეა იმის, რომ კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი დაზუსტდეს და ჩაიწეროს, რომ "ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას".

როგორც ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, არსად და არც ერთ სფეროში ერთი და იმავე სქესის მიმართ ლტოლვას არ ჰქონდა თანაგრძნობა.

"ლიტერატურაშიც ეს ტენდენცია არასდროს წამოწეულა, რადგან, ბუნებრივია, ეს არ გამოიწვევდა თანაგძნობას. არასდროს არ ყოფილა - "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა", რატომ არ შეიძლებოდა მაშინ ასეთნაირად ყოფილიყო? "იზოლდა და იზოლდა ", "ტრისტანი და ტრისტანი" და ა.შ. არ დამდგარა ეს საკითხი მე-20 საუკუნის ბოლომდე და 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. მერე უკვე წამოვიდა ეს ტენდენციები ხელოვნებაში და დღეს თუ გადავხედავთ ევროპულ და ამერიკულ, თუნდაც კინემატოგრაფიას თუ მხატვრობას, იქ უკვე თითქმის შეუძლებელია ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამგდაგვარი. ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა". მიუხედავად ამისა ეს არ იწვევს თანაგრძნობას, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, ეს არ არის ორგანული", - განაცხადა ქანთარიამ.

უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ ქორწინების საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერას არავინ აპირებს.

"ჩვენ გვინდა, ის რაც არის, იყოს კანონის დონეზე და არასდროს მოხდეს ამის გარკვეული ინტერპრეტაციები, რისი საფუძველიც ხშირად არის ხოლმე", - აღნიშნა ქანთარიამ.

პარლამენტი ამ წუთებში პლენარული სხდომის ფორმატში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხს პირველი მოსმენით იხილავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"