პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წიგნი, რომელმაც ახალ თაობას კითხვა დააწყებინა
10 წიგნი, რომელმაც ახალ თაობას კითხვა დააწყებინა

"კი­თხვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ტა­ცე­ბით ვკი­თხუ­ლობ, მეც და ბევ­რი ჩემი თა­ნა­ტო­ლიც. ამა­ში "ლი­ბერ­თინ­სის" წიგ­ნე­ბია "დამ­ნა­შა­ვე". შარ­შან, რო­დე­საც 13 წლის ვი­ყა­ვი, ერთ-ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი" წა­მე­კი­თხა. და­ვინ­ტე­რეს­დი და წა­ვი­კი­თხე. მო­მე­წო­ნა და შემ­დეგ და­ვი­წყე ამა­ვე სე­რი­ის, "ლი­ბერ­თინ­სის" სხვა წიგ­ნე­ბის კი­თხვა - რა­ღაც­ნა­ი­რად ჩა­მით­რია... გა­მო­ვი­და ამ წიგ­ნის მე­ო­რე ნა­წი­ლი - "ცე­ცხლით გა­მოც­და" და ისიც წა­ვი­კი­თხე. ამ წიგ­ნებ­მა დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე... ბო­ლოს წა­ვი­კი­თხე "გიკი გოგო" - ერთი გო­გო­ნას სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი...

ბევ­რი თი­ნე­ი­ჯე­რი ჩვენ გარ­შე­მო, ისე­თიც კი და­ინ­ტე­რეს­და წიგ­ნე­ბით, მა­ნამ­დე სულ რომ არ კი­თხუ­ლობ­დნენ. მინ­და ყვე­ლას ვურ­ჩიო, ჩემს თა­ნა­ტო­ლებს, თუ ადა­მი­ანს კი­თხვა არ უყ­ვარს, რა თქმა უნდა, ვერ შე­აყ­ვა­რებ და ვერც და­ა­ინ­ტე­რე­სებ, მაგ­რამ ვურ­ჩევ­დი, თუნ­დაც უბ­რა­ლოდ გა­ი­ა­რონ ისეთ მა­ღა­ზი­ებ­ში, სა­დაც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის იყი­დე­ბა წიგ­ნე­ბი და და­ათ­ვა­ლი­ე­რონ. რომ და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ, და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან კი­დეც და შე­მო­ე­კი­თხე­ბათ. ცხოვ­რე­ბა­ში წიგ­ნე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სულ უნდა იკი­თხონ, ეს არა მხო­ლოდ ცოდ­ნაა, არა­მედ ნამ­დვი­ლად "გზაა მო­მავ­ლის­კენ" - 14 წლის ანი და­უ­თაშ­ვი­ლი.

"რას აღარ ვყი­დუ­ლობ­დი ჩემი შვი­ლის­თვის, რას არ ვთა­ვა­ზობ­დი, წიგ­ნე­ბი ვერ შე­ვაყ­ვა­რე. "ლი­ბერ­თინ­სის" წიგ­ნე­ბი კი პირ­ვე­ლია, რაც თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წა­ი­კი­თხა, იყი­და და მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა შემ­დეგს. სი­ტყვე­ბით ვერ გა­მოვ­ხა­ტავ, ისე­თი მად­ლი­ე­რი ვარ" - მა­რი­ამ უგ­რე­ხე­ლი­ძე, 13 წლის ვა­ჟის დედა.

"მე არ მე­გო­ნა, რომ კი­დევ ვნა­ხავ­დი შეს­ვე­ნე­ბებ­ზე წიგ­ნებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე ბავ­შვებს, ვერ აგი­წერთ, ისე მი­ხა­რია, შეს­ვე­ნე­ბებ­ზე რომ შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, ამო­აძ­რო­ბენ ჩან­თე­ბი­დან ამ წიგ­ნებს და მსჯე­ლო­ბენ. ამით რომ და­ი­წყე­ბენ, რაც მთა­ვა­რია, წიგნს, წიგ­ნის კი­თხვას შე­იყ­ვა­რე­ბენ და მერე სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზეც გა­დავ­ლენ" - ნინო რა­მა­ზაშ­ვი­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ეს ნამ­დვი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც შე­ხე­ბა ჰქო­ნი­ათ იმ წიგ­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც ახალ თა­ო­ბას წიგ­ნე­ბის კი­თხვა და­ა­წყე­ბი­ნა, წიგ­ნე­ბის სა­ყიდ­ლად მა­ღა­ზი­ებ­თან რიგ­ში ჩა­ა­ყე­ნა და გა­უ­ჩი­ნა სურ­ვი­ლი, წიგ­ნის ავ­ტო­რი და მთარ­გმნე­ლი გა­ეც­ნო. ვი­საც თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ზარ­დებ­თან აქვს შე­ხე­ბა, ყვე­ლა დაგ­ვე­თან­ხმე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ოც­რე­ბაც კია დღე­ვან­დელ დღეს. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს მარ­თლა ხდე­ბა და ე.წ. თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი წიგ­ნებს და­უბ­რუნ­დნენ, და­ი­წყეს სწო­რედ მათ­თვის, მათ­ზე შექ­მნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა - თურ­მე ეს უნ­დო­დათ, მათი სამ­ყა­რო, რო­მელ­საც ვერ პო­უ­ლობ­დნენ სხვა­გან. და­ი­წყეს ამით და გა­და­ვიდ­ნენ სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზეც. მთა­ვა­რი ხომ და­წყე­ბაა, მერე კი, წიგ­ნე­ბი ისე­თი ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­როა, ისე ჩა­გით­რევს, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გახ­დე­ბი მკი­თხვე­ლი.

"ლი­ბერ­თინ­სი" "პა­ლიტ­რა L"-ის უდა­ოდ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მელ­მაც გა­ა­მარ­თლა, მო­ზარ­დე­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც და­იმ­სა­ხუ­რა და დღე­საც წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს სვლას. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ვი­და ის 10 წიგ­ნი, რომ­ლებ­მაც ახალ თა­ო­ბას კი­თხვა და­ა­წყე­ბი­ნა. სე­რი­ის შემ­ქნე­ლე­ბი კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ და ყო­ველ მომ­დევ­ნო წიგნს 13-19 წლის მო­ზარ­დე­ბის აზ­რე­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ირ­ჩე­ვენ.

მაშ ასე, თქვენ წი­ნა­შე ეს 10 წიგ­ნია. თუ ჯერ არ აღ­მო­უ­ჩე­ნია თქვენს შვილს "ლი­ბერ­თინ­სი" და მისი წიგ­ნე­ბი, და­ეხ­მა­რეთ, აპოვ­ნი­ნეთ ეს სამ­ყა­რო და ნამ­დვი­ლად შე­აყ­ვა­რებთ კი­თხვას (და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა აქ)

1. ჯე­იმზ დაშ­ნე­რის "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი"

2. მარ­კუს ზუ­ზა­კის "წიგ­ნის ქურ­დი"

3. ჰოლი სმე­ი­ლის "გიკი გოგო"

4. გეილ ფორ­მა­ნის "თუ დავ­რჩე­ბი"

5. ზოი სა­გის "ონ­ლა­ინ­გო­გო"

6. მი­შელ ფალ­კო­ფის "Playlist-ის სა­ი­დუმ­ლო"

7. ლო­რენ ოლი­ვე­რის "დე­ლი­რი­უ­მი"

8. ლუის ლო­უ­რის "გამ­ღე­ბი"

9. რიკ იან­სის "მე­ხუ­თე ტალ­ღა"

10. მერი ლუს "ლე­გენ­და"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

10 წიგნი, რომელმაც ახალ თაობას კითხვა დააწყებინა

10 წიგნი, რომელმაც ახალ თაობას კითხვა დააწყებინა

"კითხვა ძალიან მიყვარს, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებული გატაცებით ვკითხულობ, მეც და ბევრი ჩემი თანატოლიც. ამაში "ლიბერთინსის" წიგნებია "დამნაშავე". შარშან, როდესაც 13 წლის ვიყავი, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მირჩია, "ლაბირინთში მორბენალი" წამეკითხა. დავინტერესდი და წავიკითხე. მომეწონა და შემდეგ დავიწყე ამავე სერიის, "ლიბერთინსის" სხვა წიგნების კითხვა - რაღაცნაირად ჩამითრია... გამოვიდა ამ წიგნის მეორე ნაწილი - "ცეცხლით გამოცდა" და ისიც წავიკითხე. ამ წიგნებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... ბოლოს წავიკითხე "გიკი გოგო" - ერთი გოგონას საინტერესო თავგადასავალი...

ბევრი თინეიჯერი ჩვენ გარშემო, ისეთიც კი დაინტერესდა წიგნებით, მანამდე სულ რომ არ კითხულობდნენ. მინდა ყველას ვურჩიო, ჩემს თანატოლებს, თუ ადამიანს კითხვა არ უყვარს, რა თქმა უნდა, ვერ შეაყვარებ და ვერც დააინტერესებ, მაგრამ ვურჩევდი, თუნდაც უბრალოდ გაიარონ ისეთ მაღაზიებში, სადაც თინეიჯერებისთვის იყიდება წიგნები და დაათვალიერონ. რომ დაათვალიერებენ, დაინტერესდებიან კიდეც და შემოეკითხებათ. ცხოვრებაში წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია, სულ უნდა იკითხონ, ეს არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ ნამდვილად "გზაა მომავლისკენ" - 14 წლის ანი დაუთაშვილი.

"რას აღარ ვყიდულობდი ჩემი შვილისთვის, რას არ ვთავაზობდი, წიგნები ვერ შევაყვარე. "ლიბერთინსის" წიგნები კი პირველია, რაც თავისი სურვილით წაიკითხა, იყიდა და მოუთმენლად ელოდება შემდეგს. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ისეთი მადლიერი ვარ" - მარიამ უგრეხელიძე, 13 წლის ვაჟის დედა.

"მე არ მეგონა, რომ კიდევ ვნახავდი შესვენებებზე წიგნებზე მოლაპარაკე ბავშვებს, ვერ აგიწერთ, ისე მიხარია, შესვენებებზე რომ შეიკრიბებიან, ამოაძრობენ ჩანთებიდან ამ წიგნებს და მსჯელობენ. ამით რომ დაიწყებენ, რაც მთავარია, წიგნს, წიგნის კითხვას შეიყვარებენ და მერე სხვა ლიტერატურაზეც გადავლენ" - ნინო რამაზაშვილი, მასწავლებელი.

ეს ნამდვილი კომენტარებია იმ ადამიანების, რომლებსაც შეხება ჰქონიათ იმ წიგნებთან, რომლებმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა დააწყებინა, წიგნების საყიდლად მაღაზიებთან რიგში ჩააყენა და გაუჩინა სურვილი, წიგნის ავტორი და მთარგმნელი გაეცნო. ვისაც თანამედროვე მოზარდებთან აქვს შეხება, ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს ყველაფერი საოცრებაც კია დღევანდელ დღეს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს მართლა ხდება და ე.წ. თინეიჯერები წიგნებს დაუბრუნდნენ, დაიწყეს სწორედ მათთვის, მათზე შექმნილი ლიტერატურის კითხვა - თურმე ეს უნდოდათ, მათი სამყარო, რომელსაც ვერ პოულობდნენ სხვაგან. დაიწყეს ამით და გადავიდნენ სხვა ლიტერატურაზეც. მთავარი ხომ დაწყებაა, მერე კი, წიგნები ისეთი ჯადოსნური სამყაროა, ისე ჩაგითრევს, ძალაუნებურად გახდები მკითხველი.

"ლიბერთინსი" "პალიტრა L"-ის უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც გაამართლა, მოზარდების სიყვარულიც დაიმსახურა და დღესაც წარმატებით აგრძელებს სვლას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოვიდა ის 10 წიგნი, რომლებმაც ახალ თაობას კითხვა დააწყებინა. სერიის შემქნელები კვლავაც აქტიურად მუშაობენ და ყოველ მომდევნო წიგნს 13-19 წლის მოზარდების აზრებისა და გემოვნების გათვალისწინებით ირჩევენ.

მაშ ასე, თქვენ წინაშე ეს 10 წიგნია. თუ ჯერ არ აღმოუჩენია თქვენს შვილს "ლიბერთინსი" და მისი წიგნები, დაეხმარეთ, აპოვნინეთ ეს სამყარო და ნამდვილად შეაყვარებთ კითხვას  (დაათვალიერეთ ფოტოგალერეა აქ)

1. ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი"

2. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"

3. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო"

4. გეილ ფორმანის "თუ დავრჩები"

5. ზოი საგის "ონლაინგოგო"

6. მიშელ ფალკოფის "Playlist-ის საიდუმლო"

7. ლორენ ოლივერის "დელირიუმი"

8. ლუის ლოურის "გამღები"

9. რიკ იანსის "მეხუთე ტალღა"

10. მერი ლუს "ლეგენდა"

როგორ ვიმოგზაუროთ სხვა სამყაროებში ანუ ტოპ 5 წიგნი სადღესასწაულო დღეების გასამრავალფეროვნებლად

რა ელოდება მკითხველს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე

რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერში