პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლოეს პერიოდში ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავა
უახლოეს პერიოდში ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ევ­რო­კო­მი­სი­ის სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რატ­მა რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა ევ­რო­კო­მი­სი­ას, სა­ქარ­თვე­ლო მოხ­ვდეს იმ ნუს­ხა­ში, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა თაფ­ლის ექ­სპორ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, - ამის შე­სა­ხებ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ და­ნე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ია­ნოშ ჰერ­მან­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

ოთარ და­ნე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ია­ნოშ ჰერ­მა­ნი არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ძლი­ე­რი ქო­მა­გი ევ­რო­კავ­შირ­ში და მას მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია. ევ­რო­კო­მი­სი­ის სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რატ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში ბოლო 2 წლის მან­ძილ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მე­ფუტკრე­ო­ბას­თან, თაფ­ლის წარ­მო­ე­ბას­თან და მი­მარ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ით კო­მი­სი­ას, რათა სა­ქარ­თვე­ლო მოხ­ვდეს იმ ნუს­ხა­ში, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა თაფ­ლის ექ­სპორ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში. ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცია. დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მელ­საც იმე­დია ძა­ლი­ან მალე გა­ვივ­ლით. ჩვენ გვქონ­და ეს იმე­დი, რომ გა­ვი­დო­დით ჩვე­ნი ხა­რის­ხი­ა­ნი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნის მქო­ნე თაფ­ლით ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ოთარ და­ნე­ლი­ამ.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, მე­ფუტკრე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტარ­და კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­წყე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის კვლე­ვე­ბით და კო­ო­პე­რი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბით.

"ამი­ტომ, ჩვენ­მა შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ჩვენ ეს და­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან გვი­ხა­რია", - გა­ნა­ცხა­და ოთარ და­ნე­ლი­ამ.

თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ია­ნოშ ჰერ­მა­ნის თქმით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრთან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, სა­დაც ისა­უბ­რეს თაფ­ლის ექ­სპორ­ტის სა­კი­თხებ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე.

"ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ქარ­თუ­ლი თაფ­ლი გა­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­რე­შე. ეს არის დიდი შრო­მის შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის. მე მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი ახა­ლი ამ­ბა­ვი, რაც ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გაც­ნო­ბეთ", - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

უახლოეს პერიოდში ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავა

უახლოეს პერიოდში ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ იანოშ ჰერმანი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ქომაგი ევროკავშირში და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სფეროში ბოლო 2 წლის მანძილზე გატარებული რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია მეფუტკრეობასთან, თაფლის წარმოებასთან და მიმართა რეკომენდაციით კომისიას, რათა საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია. დარჩენილია მხოლოდ სტანდარტული პროცედურები, რომელსაც იმედია ძალიან მალე გავივლით. ჩვენ გვქონდა ეს იმედი, რომ გავიდოდით ჩვენი ხარისხიანი, ძალიან მაღალი მოთხოვნის მქონე თაფლით ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეფუტკრეობის მიმართულებით გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, დაწყებული ლაბორატორიული ინსტრუმენტებით, ახალი ინფრასტრუქტურით, დამთავრებული დაავადების კვლევებით და კოოპერირების ხელშეწყობით.

"ამიტომ, ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო და ჩვენ ეს დაფასება ძალიან გვიხარია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს თაფლის ექსპორტის საკითხებზე ევროკავშირის ბაზარზე.

"ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე. ეს არის დიდი შრომის შედეგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ტკბილი ახალი ამბავი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაცნობეთ", - აღნიშნა ელჩმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია