მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი მცირეწლოვნისა და მათი დედის სულისშემძვრელი ამბავი, რომელთა ბედი პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა...
ორი მცირეწლოვნისა და მათი დედის სულისშემძვრელი ამბავი, რომელთა ბედი პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა...

"კვი­რის პა­ლიტ­რის" რე­დაქ­ცი­ას ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კას­რის­წყა­ლის ექიმ­მა ნინო კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა მი­ა­კი­თხა და უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვი უამ­ბო. ეს ერთი ოჯა­ხის ნელი სიკ­ვდი­ლის ის­ტო­რი­აა, რომ­ლის შე­სა­ჩე­რებ­ლად სოფ­ლის ექიმ­მა ყვე­ლა პი­რა­დი საზ­რუ­ნა­ვი გვერ­დზე გა­და­დო და ცდი­ლობს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს მათ გა­და­სარ­ჩე­ნად... ჯერ­ჯე­რო­ბით მისი მცდე­ლო­ბა შე­დეგს ვერ იღებს, თუმ­ცა ახლა მკი­თხვე­ლის დახ­მა­რე­ბის იმედ­ზეა. დღეს ამ სოფ­ლის მკვიდ­რი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი­სა და მათი დე­დის ბედი, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ჩვენს ხელ­თაა...

ნინო კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი:

- ეს ისე­თი მძი­მე ამ­ბა­ვია, ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ლა­პა­რა­კიც არ შე­მიძ­ლია, არ მინ­დო­და თქვე­ნი შე­წუ­ხე­ბა, ვცდი­ლობ­დი ჩვენ­თან იმ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მე­თხო­ვა დახ­მა­რე­ბა, ვი­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად თუნ­დაც მცი­რე სახ­სრის გა­ღე­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ აქე­დან არა­ფე­რი გა­მო­ვი­და, არა­და, მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და... იმ სო­ფელ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ, ახალ­გაზ­რდა ქალი, ლია ზა­ა­ლიშ­ვი­ლი ჩემ თვალ­წინ კვდე­ბა და დამ­ხმა­რე არა­ვინ ჰყავს; თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი რომ რა­ი­მე გა­ვა­კე­თო, რო­გორ­მე შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო ამ ხალ­ხს ცხოვ­რე­ბა. სო­ფელ­ში მი­სუ­ლი თა­ვი­დან­ვე გა­მა­ოგ­ნა ამ ოჯა­ხის გა­ჭირ­ვე­ბამ - ლია, თვე­ე­ბის ბავ­შვთან ერ­თად, უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და. მალე ლიამ მე­ო­რე ბავ­შვიც გა­ა­ჩი­ნა და, კი­დევ უფრო გარ­თულ­და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ რაც ახლა აქ ხდე­ბა, იმის აღ­წე­რაც არ შე­იძ­ლე­ბა, - მთე­ლი ოჯა­ხი ავად არის... ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკა­ნას­კნელ დღე­შია და ხე­ლის­შემ­შვე­ლე­ბე­ლი არა­ვინ ჰყავს. ერთი მო­ხუ­ცი დედა ჰყავს, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობს და რო­გორც შე­უძ­ლია ეხ­მა­რე­ბა შვილს.

- ბავ­შვებს მამა არ ჰყავთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, მამა არც ერთს არ ჰყავს. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა აქვთ, რი­თაც ეს საბ­რა­ლო ქალი, რო­გორც შე­ეძ­ლო შვი­ლებს ისე უვ­ლი­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, შრო­მი­სუ­უ­ნა­როა, მაგ­რამ ბოლო დრომ­დე ბავ­შვე­ბის­თვის ლუკ­მის მი­წო­დე­ბაც შე­ეძ­ლო და წყლის მი­ცე­მაც. ახლა კი ესეც აღარ შე­უძ­ლია, 2 თვეა სა­წო­ლი­დან ვე­ღარ დგე­ბა. თუმ­ცა ეს ერ­თა­დერ­თი უბე­დუ­რე­ბა რო­დია ამ ოჯახ­ში. ჯერ 4 წლის მინ­დი­ას სა­ბავ­შვო ბაღ­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი შე­ე­ყა­რა, 2 წლის ნა­თია კი ამ ცოტა ხნის წინ შიმ­ში­ლი­სა­გან გა­ი­თი­შა, რის შემ­დე­გაც რამ­დე­ნი­მე კვი­რა აპა­რატ­ზე იყო მი­ერ­თე­ბუ­ლი. ბავ­შვი კი გა­დარ­ჩა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და კი­დეც გა­მოკ­ვე­ბეს, მაგ­რამ აპა­რა­ტუ­რა­ზე ხან­გრძლი­ვად მი­ერ­თე­ბი­სა­გან მოძ­რა­ო­ბის უნა­რი და­კარ­გა... "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ორი მცირეწლოვნისა და მათი დედის სულისშემძვრელი ამბავი, რომელთა ბედი პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა...

ორი მცირეწლოვნისა და მათი დედის სულისშემძვრელი ამბავი, რომელთა ბედი პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა...

"კვირის პალიტრის" რედაქციას ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალის ექიმმა ნინო კოჭლამაზაშვილმა მიაკითხა და უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების სულისშემძვრელი ამბავი უამბო. ეს ერთი ოჯახის ნელი სიკვდილის ისტორიაა, რომლის შესაჩერებლად სოფლის ექიმმა ყველა პირადი საზრუნავი გვერდზე გადადო და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მათ გადასარჩენად... ჯერჯერობით მისი მცდელობა შედეგს ვერ იღებს, თუმცა ახლა მკითხველის დახმარების იმედზეა. დღეს ამ სოფლის მკვიდრი ორი მცირეწლოვანისა და მათი დედის ბედი, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა...

ნინო კოჭლამაზაშვილი:

- ეს ისეთი მძიმე ამბავია, ცრემლების გარეშე ლაპარაკიც არ შემიძლია, არ მინდოდა თქვენი შეწუხება, ვცდილობდი ჩვენთან იმ ცალკეული ადამიანებისთვის მეთხოვა დახმარება, ვისაც მატერიალურად თუნდაც მცირე სახსრის გაღება შეუძლია, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, არადა, მდგომარეობა უკვე ძალიან დამძიმდა... იმ სოფელში, სადაც ვმუშაობ, ახალგაზრდა ქალი, ლია ზაალიშვილი ჩემ თვალწინ კვდება და დამხმარე არავინ ჰყავს; თავს ვალდებულად ვთვლი რომ რაიმე გავაკეთო, როგორმე შევუმსუბუქო ამ ხალხს ცხოვრება. სოფელში მისული თავიდანვე გამაოგნა ამ ოჯახის გაჭირვებამ - ლია, თვეების ბავშვთან ერთად, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მალე ლიამ მეორე ბავშვიც გააჩინა და, კიდევ უფრო გართულდა მათი მდგომარეობა, მაგრამ რაც ახლა აქ ხდება, იმის აღწერაც არ შეიძლება, - მთელი ოჯახი ავად არის... ლია, ფაქტობრივად, უკანასკნელ დღეშია და ხელისშემშველებელი არავინ ჰყავს. ერთი მოხუცი დედა ჰყავს, რომელიც სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და როგორც შეუძლია ეხმარება შვილს.

- ბავშვებს მამა არ ჰყავთ?

- სამწუხაროდ, მამა არც ერთს არ ჰყავს. სოციალური დახმარება აქვთ, რითაც ეს საბრალო ქალი, როგორც შეეძლო შვილებს ისე უვლიდა, ფაქტობრივად, შრომისუუნაროა, მაგრამ ბოლო დრომდე ბავშვებისთვის ლუკმის მიწოდებაც შეეძლო და წყლის მიცემაც. ახლა კი ესეც აღარ შეუძლია, 2 თვეა საწოლიდან ვეღარ დგება. თუმცა ეს ერთადერთი უბედურება როდია ამ ოჯახში. ჯერ 4 წლის მინდიას საბავშვო ბაღში ტუბერკულოზი შეეყარა, 2 წლის ნათია კი ამ ცოტა ხნის წინ შიმშილისაგან გაითიშა, რის შემდეგაც რამდენიმე კვირა აპარატზე იყო მიერთებული. ბავშვი კი გადარჩა საავადმყოფოში და კიდეც გამოკვებეს, მაგრამ აპარატურაზე ხანგრძლივად მიერთებისაგან მოძრაობის უნარი დაკარგა...  "კვირის პალიტრის" საიტზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია