დინამო არენაზე დავით ყიფიანის ძეგლი დაიდგმება. ამის შესახებ საკრებულოს ფოიეში მიმდინარე ღონისძიებაზე ჟურნალისტმა გია გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, ძეგლზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მხოლოდ ბრინჯაოში ჩამოსხმის ნაწილია დარჩენილი.
როგორც გორგოძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ძეგლი მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, დავით ყიფიანის დაბადების დღეს გაიხსნება.
საკრებულოში 1981 წლის 13 მაისს, დინამოს მიერ თასების მფლობელთა თასების მოპოვების 35 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება მიმდინარეობს.
ასევე წაიკითხეთ: 35 წლის წინ, 13 მაისს მთელი საქართველო დაღამებას ელოდა...