მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლმა მიღალატა, მე კი შურისძიება ვერ გავბედე"
"ცოლმა მიღალატა, მე კი შურისძიება ვერ გავბედე"

"ცოლ­მა მი­ღა­ლა­ტა, მე კი შუ­რის­ძი­ე­ბა ვერ გავ­ბე­დე.

ახლა მარ­ტო ვარ და მარ­თა­ლია, წარ­სულს აღარ მივ­ტი­რი (ვი­თომ?!), რად­გან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უკვე არ­სე­ბობს ქალი, რო­მელ­საც ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რი აქვს, მაგ­რამ როცა ის მახ­სენ­დე­ბა (მის თავს კი ბევ­რი რამ მახ­სე­ნებს), გული მტკი­ვა. მე არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი ღა­ლატს, მო­ტყუ­ე­ბას იმ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც გუ­ლით მიყ­ვარ­და თა­ვის დრო­ზე..." - ეს წე­რი­ლი 37 წლის გო­ჩამ მომ­წე­რა. ამ­ბობს, რომ ღა­ლა­ტის "გე­მოს მცოდ­ნეა" და ამის და­გე­მოვ­ნე­ბას არა­ვის უსურ­ვებს, გარ­და მო­ღა­ლა­ტე მე­უღ­ლი­სა, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე ცხოვ­რე­ბა და­უნ­გრია, ახალ­გაზ­რდა კაცს სი­ცო­ცხლეს­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა ანატ­რე­ბი­ნა.

- მზია ნა­თე­სა­ვის ქორ­წილ­ში გა­ვი­ცა­ნი და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ვგრძნობ­დი, მა­საც ჩემ­ზე ეჭი­რა თვა­ლი და სა­ცეკ­ვა­ო­დაც არა­ერ­თხელ გა­მიწ­ვია. დიდი მო­ცეკ­ვა­ვე არ ვარ, მაგ­რამ ამ გო­გოს უარი ვერ ვუ­თხა­რი. მორ­ცხვო­ბა დავძლიე და სხვა დროს თუ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ვიწ­რო წრე­შიც ვერ ვბე­დავ­დი ცეკ­ვა-თა­მაშს, ახლა ქორ­წილ­ში გა­მო­ვი­დე თავი, შე­უ­ჩე­რებ­ლად ვბუქ­ნა­ობ­დი, რის გა­მოც ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი მაგ­რად ხა­ლი­სობ­დნენ. მიხ­ვდნენ, რომ გოგო მო­მე­წო­ნა. მა­შინ 18 წლის ვი­ყა­ვი... მზი­ას გაც­ნო­ბამ­დეც მყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი უთ­რი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც მას­თან გა­ვა­ბი, სხვას­თან არას­დროს მქო­ნია. იმ ქორ­წი­ლი­დან წა­მო­სულ­მა, ბა­ლიშ­ზე თავი ვერ დავ­დე, სულ მას­ზე ვფიქ­რობ­დი, ისევ ცეკ­ვა მინ­დო­და (იცი­ნის). მოკ­ლედ, გა­მა­გი­ჟა და თავ­გზა ამი­რია ამ გო­გომ. სიყ­ვა­რუ­ლი მა­გა­რი რამე ყო­ფი­ლა - ამა­საც მი­მახ­ვედ­რა. ის რომ მახ­სენ­დე­ბო­და, სა­ხე­ზე სულ ღი­მი­ლი მე­ხა­ტე­ბო­და... იმ წელს, მშობ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. არ უნ­დო­დათ, ჯარ­ში გა­ეშ­ვათ ერ­თა­დერ­თი შვი­ლი. ცხა­დია, არ ჩავ­ჭრილ­ვარ - მარ­თა­ლია, სწავ­ლით ტვი­ნი არ მის­კდე­ბო­და, მაგ­რამ ფა­სი­ან სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნათ­ლე­ბას რომ დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ, ესეც ხომ ფაქ­ტია და ოღონდ თან­ხა პა­ტი­ოს­ნად გა­და­მე­ხა­და, ვინ გამ­ცემ­და უბა­ტო­ნოდ ხმას ან ვინ და­მა­მად­ლი­და წიგ­ნაკ­ში "ჩა­ეთ­ვა­ლას", ან და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი "სა­მი­ა­ნის" და­წე­რას? სტუ­დენტს იშ­ვი­ა­თად მეძ­ლე­ო­და საყ­ვა­რე­ლი გო­გოს ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის ისიც ბევ­რს ნიშ­ნავ­და, რომ მის­გან სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი. ვი­ცო­დი, ადრე თუ გვი­ან, ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით.

- და­ო­ჯა­ხე­ბა რო­დის გა­და­წყვი­ტეთ?

- ის ჩემ­ზე 2 წლით უმ­ცრო­სია და სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა, გა­დავ­წყვი­ტე, ცო­ლად შე­მერ­თო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, უსაქ­მუ­რი და თა­ვა­დაც მშობ­ლე­ბი მარ­ჩენ­დნენ. არა­ვის რჩე­ვა არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და გა­ვი­პა­რეთ. ნა­თე­სა­ვებს მი­ვა­დე­ქი სახ­ლში, - ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე-მეთ­ქი. მიგ­ვი­ღეს, დაგ­ვლო­ცეს. მე­გო­ნა, წი­ვილ-კი­ვი­ლის ატა­ნა მო­მი­წევ­და, მზი­ას მშობ­ლე­ბი გა­მომ­ლან­ძღავ­დნენ, მაგ­რამ შევ­ცდი - ღი­მი­ლით შე­მო­ვიდ­ნენ ოჯახ­ში, შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად და ღი­მი­ლით­ვე ჩა­მიკ­რეს გულ­ში. აი, ჩე­მე­ბი კი გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ: ქა­ლაქ­ში შენ ძლივს გი­ნა­ხავთ და სად გეჩ­ქა­რე­ბო­და? ცოტა ხანს მო­გე­ცა­და, ამ გო­გოს ვინ წა­გარ­თმევ­დაო? ბევ­რი მლან­ძღეს, მაგ­რამ რა­ღას იზამ­დნენ, ხომ არ და­მა­შო­რებ­დნენ სახ­ლში მიყ­ვა­ნილ ქალს?.. იმ წელს ინ­სტი­ტუ­ტში აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე, მე­ო­რე წელს კი ერ­თად ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში. მე ვსწავ­ლობ­დი, ის მივ­ლი­და და პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­ღა­ზი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, დე­ი­დაშ­ვილ­მა და­ა­საქ­მა: სი­გა­რეტს ყიდ­და ერთ ლა­მა­ზად მო­წყო­ბილ მა­ღა­ზი­ა­ში და ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არც მე მქო­ნია არა­ფე­რი. მერე თა­ვა­დაც და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა - დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვი ერთ-ერთ მარ­კეტ­ში.

შემ­დეგ ბან­კში გა­და­მიყ­ვა­ნეს და იქაც უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა მე­ვა­ლე­ბო­და. ტა­ნად დიდი ვი­ყა­ვი, კუნ­თე­ბიც "ბლო­მად მე­ყა­რა" ნა­ვარ­ჯი­შებ სხე­ულ­ზე... მოკ­ლედ, ორი­ვეს გვქონ­და შე­მო­სა­ვა­ლი და ვცხოვ­რობ­დით გემ­რი­ე­ლად, მშობ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

შვი­ლის ყო­ლას არ ვჩ­ქა­რობ­დით, რად­გან გვინ­დო­და, ჯერ წელი მოგ­ვე­მაგ­რე­ბი­ნა და ბავ­შვებ­ზე მერე გვე­ფიქ­რა, როცა მე სტუ­დენ­ტი აღარ ვიქ­ნე­ბო­დი.

- მზი­ას სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი არ გას­ჩე­ნია?

- არა, არ უთ­ქვამს, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მინ­დაო, თო­რემ ვინ და­უშ­ლი­და? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს რომ ეთ­ქვა, ჩემს ოჯახს რომც ვერ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, მისი მშობ­ლე­ბი და­ა­ფი­ნან­სებ­დნენ შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბას, მაგ­რამ არ მო­ინ­დო­მა. ფუ­ლის გემო რომ გა­ი­გო, მუ­შა­ო­ბა­ზე უა­რის თქმა გა­უ­ჭირ­და და მერე, როცა და­ორ­სულ­და, მა­ში­ნაც კი სამ­სა­ხურ­ში გარ­ბო­და, სახ­ლში ვერ ჩერ­დე­ბო­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ცოლმა მიღალატა, მე კი შურისძიება ვერ გავბედე"

"ცოლმა მიღალატა, მე კი შურისძიება ვერ გავბედე"

"ცოლმა მიღალატა, მე კი შურისძიება ვერ გავბედე.

ახლა მარტო ვარ და მართალია, წარსულს აღარ მივტირი (ვითომ?!), რადგან ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს ქალი, რომელსაც ერთგულების უნარი აქვს, მაგრამ როცა ის მახსენდება (მის თავს კი ბევრი რამ მახსენებს), გული მტკივა. მე არ ვიმსახურებდი ღალატს, მოტყუებას იმ ადამიანისგან, რომელიც გულით მიყვარდა თავის დროზე..." - ეს წერილი 37 წლის გოჩამ მომწერა. ამბობს, რომ ღალატის "გემოს მცოდნეა" და ამის დაგემოვნებას არავის უსურვებს, გარდა მოღალატე მეუღლისა, რომელმაც თავის დროზე ცხოვრება დაუნგრია, ახალგაზრდა კაცს სიცოცხლესთან გამომშვიდობება ანატრებინა.

- მზია ნათესავის ქორწილში გავიცანი და ძალიან მომეწონა. ვგრძნობდი, მასაც ჩემზე ეჭირა თვალი და საცეკვაოდაც არაერთხელ გამიწვია. დიდი მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ამ გოგოს უარი ვერ ვუთხარი. მორცხვობა დავძლიე და სხვა დროს თუ დაბადების დღეზე, ვიწრო წრეშიც ვერ ვბედავდი ცეკვა-თამაშს, ახლა ქორწილში გამოვიდე თავი, შეუჩერებლად ვბუქნაობდი, რის გამოც ჩემი ნათესავები მაგრად ხალისობდნენ. მიხვდნენ, რომ გოგო მომეწონა. მაშინ 18 წლის ვიყავი... მზიას გაცნობამდეც მყავდა შეყვარებულები, მაგრამ ისეთი სერიოზული უთრიერთობა, როგორიც მასთან გავაბი, სხვასთან არასდროს მქონია. იმ ქორწილიდან წამოსულმა, ბალიშზე თავი ვერ დავდე, სულ მასზე ვფიქრობდი, ისევ ცეკვა მინდოდა (იცინის). მოკლედ, გამაგიჟა და თავგზა ამირია ამ გოგომ. სიყვარული მაგარი რამე ყოფილა - ამასაც მიმახვედრა. ის რომ მახსენდებოდა, სახეზე სულ ღიმილი მეხატებოდა... იმ წელს, მშობლების დაჟინებული თხოვნით, უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე. არ უნდოდათ, ჯარში გაეშვათ ერთადერთი შვილი. ცხადია, არ ჩავჭრილვარ - მართალია, სწავლით ტვინი არ მისკდებოდა, მაგრამ ფასიან სასწავლებელში განათლებას რომ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, ესეც ხომ ფაქტია და ოღონდ თანხა პატიოსნად გადამეხადა, ვინ გამცემდა უბატონოდ ხმას ან ვინ დამამადლიდა წიგნაკში "ჩაეთვალას", ან დამაკმაყოფილებელი "სამიანის" დაწერას? სტუდენტს იშვიათად მეძლეოდა საყვარელი გოგოს ნახვის საშუალება, მაგრამ ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავდა, რომ მისგან სიყვარულს ვგრძნობდი. ვიცოდი, ადრე თუ გვიან, ერთად ვიქნებოდით.

- დაოჯახება როდის გადაწყვიტეთ?

- ის ჩემზე 2 წლით უმცროსია და სკოლა რომ დაამთავრა, გადავწყვიტე, ცოლად შემერთო, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი ვიყავი, უსაქმური და თავადაც მშობლები მარჩენდნენ. არავის რჩევა არ გავითვალისწინეთ და გავიპარეთ. ნათესავებს მივადექი სახლში, - ცოლი მოვიყვანე-მეთქი. მიგვიღეს, დაგვლოცეს. მეგონა, წივილ-კივილის ატანა მომიწევდა, მზიას მშობლები გამომლანძღავდნენ, მაგრამ შევცდი - ღიმილით შემოვიდნენ ოჯახში, შვილის სანახავად და ღიმილითვე ჩამიკრეს გულში. აი, ჩემები კი გამწარებულები იყვნენ: ქალაქში შენ ძლივს გინახავთ და სად გეჩქარებოდა? ცოტა ხანს მოგეცადა, ამ გოგოს ვინ წაგართმევდაო? ბევრი მლანძღეს, მაგრამ რაღას იზამდნენ, ხომ არ დამაშორებდნენ სახლში მიყვანილ ქალს?.. იმ წელს ინსტიტუტში აკადემიური ავიღე, მეორე წელს კი ერთად ჩამოვედით თბილისში. მე ვსწავლობდი, ის მივლიდა და პარალელურად, მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, დეიდაშვილმა დაასაქმა: სიგარეტს ყიდდა ერთ ლამაზად მოწყობილ მაღაზიაში და ამის საწინააღმდეგო არც მე მქონია არაფერი. მერე თავადაც დავიწყე მუშაობა - დაცვის თანამშრომელი ვიყავი ერთ-ერთ მარკეტში.

შემდეგ ბანკში გადამიყვანეს და იქაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა მევალებოდა. ტანად დიდი ვიყავი, კუნთებიც "ბლომად მეყარა" ნავარჯიშებ სხეულზე... მოკლედ, ორივეს გვქონდა შემოსავალი და ვცხოვრობდით გემრიელად, მშობლებიც გვეხმარებოდნენ.

შვილის ყოლას არ ვჩქარობდით, რადგან გვინდოდა, ჯერ წელი მოგვემაგრებინა და ბავშვებზე მერე გვეფიქრა, როცა მე სტუდენტი აღარ ვიქნებოდი.

- მზიას სწავლის გაგრძელების სურვილი არ გასჩენია?

- არა, არ უთქვამს, სწავლის გაგრძელება მინდაო, თორემ ვინ დაუშლიდა? დარწმუნებული ვარ, ეს რომ ეთქვა, ჩემს ოჯახს რომც ვერ მოეხერხებინა, მისი მშობლები დააფინანსებდნენ შვილის განათლებას, მაგრამ არ მოინდომა. ფულის გემო რომ გაიგო, მუშაობაზე უარის თქმა გაუჭირდა და მერე, როცა დაორსულდა, მაშინაც კი სამსახურში გარბოდა, სახლში ვერ ჩერდებოდა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია