საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისგან ელოდება მესამე შვილს მილიონერ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე
ვისგან ელოდება მესამე შვილს მილიონერ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე

ბიზ­ნეს-ლედი და თბი­ლი­სურ ბო­მონდში კარ­გად ცნო­ბი­ლი სახე თეო ფე­რა­ძე მალე მე­სა­მე შვი­ლის დედა გახ­დე­ბა. ფე­რა­ძე ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას პირ­ვე­ლი ცო­ლია, რო­მელ­თა­ნაც ორი შვი­ლი ჰყავს. გლა­მუ­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ გახ­და, რო­დე­საც თე­მურ უგუ­ლა­ვას­თან ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად სწო­რედ ambebi.ge-სთან ისა­უბ­რა.

თე­მურ უგუ­ლა­ვამ 2015 წელს 19 წლის მო­დელ ნინი ნე­ბი­ე­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, როცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, თე­მურ უგუ­ლა­ვას ქა­ლიშ­ვილ­მა ნინი ნე­ბი­ე­რი­ძეს მა­მა­მი­სის მიერ ნა­ყი­დი მან­ქა­ნა წა­არ­თვა, უგუ­ლა­ვას პირ­ვე­ლი ცოლი თეო ფე­რა­ძე კი აქ­ტი­უ­რად გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მან არა­ერ­თი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა მისი და თე­მურ უგუ­ლა­ვას დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხის, ტკბი­ლი და მძი­მე მო­გო­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, 19 წლის მო­დე­ლი­სა და 49 წლის ბიზ­ნეს­მე­ნის ოჯა­ხი შედ­გა.

რაც შე­ე­ხე­ბა თეო ფე­რა­ძეს, მი­ლი­ო­ნერ უგუ­ლა­ვას­თან და­შო­რე­ბი­დან 15 წლის შემ­დეგ, მან რამ­დე­ნი­მე თვის წინ იქორ­წი­ნა და მე­ო­რე მე­უღ­ლის­გან შვილ­საც ელო­დე­ბა. ვინ არის მისი რჩე­უ­ლი და რო­გორ შეხ­ვდნენ ამ ამ­ბავს მისი და უგუ­ლა­ვას ერ­თობ­ლი­ვი შვი­ლე­ბი, AMBEBI.GE-ს თა­ვად თეომ უამ­ბო:

"ჩემი მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი ფარ­ღა­ლა­ვაა. ის ოლიმ­პის კა­ლათ­ბურ­თე­ლის, ლაშა ფარ­ღა­ლა­ვას უფ­რო­სი ძმაა. ერ­თმა­ნე­თი მე და გი­ორ­გიმ სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­ვი­ცა­ნით, ერთი წელი ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, სექ­ტემ­ბერ­ში კი დავ­ქორ­წინ­დით და და­ქორ­წი­ნე­ბი­დან ზუს­ტად ერთ თვე­ში გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. ჩემი ქმა­რი ჩემ­ზე ათი წლით პა­ტა­რაა. ქორ­წი­ლი არ გა­დაგ­ვიხ­დია.

- რო­დის აჩენთ პა­ტა­რას?

- მე­ცხრე თვე­ში ვარ, სამ კვი­რა­ში გავ­ხდე­ბი კი­დევ ერთი ბი­ჭის დედა. ბავ­შვს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვა­ჩენ. 44 წლის ასაკ­ში დავ­რჩი ფეხ­მძი­მედ, ისე რომ არც მო­ვე­ლო­დი, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. პირ­ვე­ლი შვი­ლი 18 წლის მყავს. ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უხა­რი­ათ პა­ტა­რა ძმა რომ ეყო­ლე­ბათ. ჩემს და­ქორ­წი­ნე­ბას კარ­გად შეხ­ვდნენ. ისი­ნი უკვე დი­დე­ბი არი­ან და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: მი­ლი­ო­ნერ უგუ­ლა­ვას პირ­ვე­ლი ცოლი ქმარ­ზე, მის ყო­ფილ ცო­ლებ­ზე, საყ­ვარ­ლებ­სა და ბიზ­ნეს­ზე - "პირ­ვე­ლად ვსა­უბ­რობ ამა­ზე თქვენ­თან"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ვისგან ელოდება მესამე შვილს მილიონერ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე

ვისგან ელოდება მესამე შვილს მილიონერ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე

ბიზნეს-ლედი და თბილისურ ბომონდში კარგად ცნობილი სახე თეო ფერაძე მალე მესამე შვილის დედა გახდება. ფერაძე ბიზნესმენ თემურ უგულავას პირველი ცოლია, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. გლამურული ქალბატონი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა, როდესაც თემურ უგულავასთან ოჯახურ ცხოვრებაზე საჯაროდ პირველად სწორედ ambebi.ge-სთან ისაუბრა.

თემურ უგულავამ 2015 წელს 19 წლის მოდელ ნინი ნებიერიძეზე იქორწინა. გავრცელებული ინფორმაციით, როცა მათი ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, თემურ უგულავას ქალიშვილმა ნინი ნებიერიძეს მამამისის მიერ ნაყიდი მანქანა წაართვა, უგულავას პირველი ცოლი თეო ფერაძე კი აქტიურად გამოჩნდა საზოგადოებაში, მან არაერთი ინტერვიუ მისცა მისი და თემურ უგულავას დანგრეული ოჯახის, ტკბილი და მძიმე მოგონებების შესახებ. თუმცა, 19 წლის მოდელისა და 49 წლის ბიზნესმენის ოჯახი შედგა.

რაც შეეხება თეო ფერაძეს, მილიონერ უგულავასთან დაშორებიდან 15 წლის შემდეგ, მან რამდენიმე თვის წინ იქორწინა და მეორე მეუღლისგან შვილსაც ელოდება. ვინ არის მისი რჩეული და როგორ შეხვდნენ ამ ამბავს მისი და უგულავას ერთობლივი შვილები, AMBEBI.GE-ს თავად თეომ უამბო:

"ჩემი მეუღლე ბიზნესმენი გიორგი ფარღალავაა. ის ოლიმპის კალათბურთელის, ლაშა ფარღალავას უფროსი ძმაა. ერთმანეთი მე და გიორგიმ საერთო მეგობრების წრეში გავიცანით, ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები, სექტემბერში კი დავქორწინდით და დაქორწინებიდან ზუსტად ერთ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ჩემი ქმარი ჩემზე ათი წლით პატარაა. ქორწილი არ გადაგვიხდია.

- როდის აჩენთ პატარას?

- მეცხრე თვეში ვარ, სამ კვირაში გავხდები კიდევ ერთი ბიჭის დედა. ბავშვს საქართველოში გავაჩენ. 44 წლის ასაკში დავრჩი ფეხმძიმედ, ისე რომ არც მოველოდი, რაც ძალიან კარგია. პირველი შვილი 18 წლის მყავს. ჩემს შვილებს ძალიან უხარიათ პატარა ძმა რომ ეყოლებათ. ჩემს დაქორწინებას კარგად შეხვდნენ. ისინი უკვე დიდები არიან და თავისი ცხოვრება აქვთ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: მილიონერ უგულავას პირველი ცოლი ქმარზე, მის ყოფილ ცოლებზე, საყვარლებსა და ბიზნესზე - "პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან"

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა

"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე

"არ მაქვს განწყობა, ვინმე დავსაჯო" - მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა