პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: ბზობის დღესასწაული სამების ტაძარში
დღის ფოტო: ბზობის დღესასწაული სამების ტაძარში

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­და. პატ­რი­არ­ქმა საღ­მრთო ლი­ტურ­გია ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში დი­ლის 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი ბა­ი­ა­ო­ბას, ანუ ბზო­ბას უწო­დე­ბენ. იგი ათორ­მეტ­თა­გან რი­გით პირ­ვე­ლი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის წინა კვი­რა დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, მა­ცხოვ­რის შეს­ვლა იე­რუ­სა­ლიმს ძლე­ვა­მო­სი­ლი მე­ფის სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში შეს­ვლას ჰგავ­და და მას უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მი­მა­ვალ მა­ცხო­ვარს გზა­ზე ხალ­ხი სა­მო­სელს უფენ­და, ზოგს კი პალ­მის (ბზის) რტო­ე­ბი ეკა­ვა და ასე ეგე­ბე­ბო­და მას. ყო­ვე­ლი მხრი­დან ის­მო­და ღა­ღა­დი­სი: "ოსა­ნა ძესა და­ვი­თი­სა­სა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა! ოსა­ნა, რო­მე­ლი ხარ მა­ღალ­თა შინა!"

დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მლოც­ვე­ლე­ბი ტაძ­რებ­ში ბზის რტო­ე­ბით და სან­თლე­ბით მი­დი­ან. ეკ­ლე­სი­ებ­ში ბზა იკურ­თხე­ბა, რო­გორც სიმ­ბო­ლო უფ­ლის­თვის მი­გე­ბე­ბი­სა. ბზო­ბის გამო დიდ­მარ­ხვის ეს დღე თევ­ზით ხსნი­ლია. შემ­დეგ ერთი კვი­რა კი მორ­წმუ­ნე­თათ­ვის მძი­მეა, რად­გან ვნე­ბის შვი­დე­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა.

დიდ­მარ­ხვა წელს 14 მარტს და­ი­წყო და 1-ელ მა­ისს, უფ­ლის აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

დღის ფოტო: ბზობის დღესასწაული სამების ტაძარში

დღის ფოტო: ბზობის დღესასწაული სამების ტაძარში

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა. პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დილის 10:00 საათზე დაიწყო.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!"

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1-ელ მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

სამებაში მომხდარი ხანძრის საქმე, მეხუთე წელია გამოუძიებელია - "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება... ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე"

1550 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი - როგორია კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები საქართველოში

"ერთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. დედა 5 წლისას გარდამეცვალა, მამა არასდროს მინახავს" - ცნობილი ექსპერტის რთული ბავშვობა და ბრძოლით მოპოვებული წარმატება