კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მჟავა ჰქონდა გადასხმული... მთლიანად დაფერფლილი იყო" - რას ყვებიან თვითმხილველები კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარზე
 "მჟავა ჰქონდა გადასხმული... მთლიანად დაფერფლილი იყო" - რას ყვებიან თვითმხილველები კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარზე

კო­ჯორ­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც წუ­ხელ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ სა­ზა­რელ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან. რო­გორც კო­ჯორ­ში მცხოვ­რებ­მა და­ვით მი­ნა­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ცხე­დარს მჟა­ვა ჰქონ­და გა­დას­ხმუ­ლი და მარ­ტო ფე­ხე­ბი ჰქონ­და გა­დარ­ჩე­ნი­ლი. თვითმხილ­ვე­ლის თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვეს­თან ერ­თად იყო მი­სუ­ლი და ბო­როტ­მოქ­მედ­მა თა­ვად აჩ­ვე­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, თუ სად და­მარ­ხა ცხე­და­რი.

ნა­ხეთ| უახ­ლე­სი კად­რე­ბი სახ­ლი­დან, სა­დაც 27 წლის ბი­ჭის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და თვითმხილ­ვე­ლი სა­ზა­რელ დე­ტა­ლებ­ზე

"და­ფერ­ფლი­ლი იყო მთლი­ა­ნად. სა­ვა­რა­უ­დოდ ორი წლის წინ და­მარ­ხეს. ოჯა­ხი, ვის სახ­ლშიც ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხია და არა­ფერ შუ­ა­შია ამას­თან. თა­ვად სახ­ლის პატ­რო­ნი ირაკ­ლი კა­კა­უ­რი­ძეც იყო ამო­სუ­ლი ოჯახ­თან ერ­თად გუ­შინ და მას ბორ­კი­ლე­ბი არ ედო. დამ­ნა­შა­ვე სხვა პი­როვ­ნე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და მი­ნა­საშ­ვილ­მა.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლის მე­პატ­რო­ნე, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ 27 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, გარ­დაც­ვლი­ლია და სახ­ლში მუდ­მი­ვად არა­ვინ ცხოვ­რობს. სახ­ლის მე­პატ­რო­ნის შვი­ლი ირაკ­ლი კა­კა­უ­რი­ძე კი, ზა­ფხუ­ლო­ბით მე­გობ­რებ­თან ერ­თად კო­ჯორ­ში ხში­რად ამო­დი­ო­და.

"კარ­გი ოჯა­ხია. ოჯა­ხის უფ­რო­სი 4 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ხში­რად ამო­დი­ოდ­ნენ და ვე­რა­ფერ ისეთს ვერ გე­ტყვით, რომ რა­ი­მე სა­ეჭ­ვო შეგ­ვე­ნიშ­ნოს ვერც ორი წლის წინ და ვერც ახლა. ვის­თან ერ­თად ამო­დი­ოდ­ნენ არ ვიცი, მაგ­რამ ხან­და­ხან ამო­დი­ო­და მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაც. ხე­დავთ რო­გო­რი ეზოა, რამ­დე­ნად და­ბა­ლი ღო­ბეა და სრუ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ვინ­მე სხვა გა­და­სუ­ლი­ყო და და­ე­მარ­ხა იქ ცხე­და­რი", - გა­ნა­ცხა­და კო­ჯორ­ში მცხოვ­რებ­მა მა­ნა­ნა გა­ლუ­აშ­ვილ­მა.

და­ახ­ლო­ე­ბით 27 წლამ­დე მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მი­წა­ში კას­რში ჩაფ­ლუ­ლი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ შემ­თხვე­ვას, 2014 წელს თბი­ლი­სის ზღვა­ზე, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბას უკავ­ში­რე­ბენ. დედა სახ­ლში იპო­ვეს ყელ­გა­მოჭ­რი­ლი, შვი­ლის კვალს კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამ დრომ­დე ვერ მი­აკ­ვლი­ეს. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ნა­პოვ­ნი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, სწო­რედ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ კვე­ზე­რე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"მჟავა ჰქონდა გადასხმული... მთლიანად დაფერფლილი იყო" - რას ყვებიან თვითმხილველები კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარზე

 "მჟავა ჰქონდა გადასხმული... მთლიანად დაფერფლილი იყო" - რას ყვებიან თვითმხილველები კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარზე

კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც წუხელ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილობრივები შემთხვევის შესახებ საზარელ დეტალებს ყვებიან. როგორც კოჯორში მცხოვრებმა დავით მინასაშვილმა განაცხადა, ცხედარს მჟავა ჰქონდა გადასხმული და მარტო ფეხები ჰქონდა გადარჩენილი. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია დამნაშავესთან ერთად იყო მისული და ბოროტმოქმედმა თავად აჩვენა სამართალდამცველებს, თუ სად დამარხა ცხედარი.

ნახეთ| უახლესი კადრები სახლიდან, სადაც 27 წლის ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს და თვითმხილველი საზარელ დეტალებზე

"დაფერფლილი იყო მთლიანად. სავარაუდოდ ორი წლის წინ დამარხეს. ოჯახი, ვის სახლშიც ცხედარი აღმოაჩინეს, ძალიან კარგი ოჯახია და არაფერ შუაშია ამასთან. თავად სახლის პატრონი ირაკლი კაკაურიძეც იყო ამოსული ოჯახთან ერთად გუშინ და მას ბორკილები არ ედო. დამნაშავე სხვა პიროვნებაა", - განაცხადა მინასაშვილმა.

მეზობლების ინფორმაციით, სახლის მეპატრონე, სადაც სავარაუდოდ 27 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, გარდაცვლილია და სახლში მუდმივად არავინ ცხოვრობს. სახლის მეპატრონის შვილი ირაკლი კაკაურიძე კი, ზაფხულობით მეგობრებთან ერთად კოჯორში ხშირად ამოდიოდა.

"კარგი ოჯახია. ოჯახის უფროსი 4 წლის წინ გარდაიცვალა. ხშირად ამოდიოდნენ და ვერაფერ ისეთს ვერ გეტყვით, რომ რაიმე საეჭვო შეგვენიშნოს ვერც ორი წლის წინ და ვერც ახლა. ვისთან ერთად ამოდიოდნენ არ ვიცი, მაგრამ ხანდახან ამოდიოდა მეგობრებთან ერთადაც. ხედავთ როგორი ეზოა, რამდენად დაბალი ღობეა და სრულებით შესაძლებელია, რომ ვინმე სხვა გადასულიყო და დაემარხა იქ ცხედარი", - განაცხადა კოჯორში მცხოვრებმა მანანა გალუაშვილმა.

დაახლოებით 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი მიწაში კასრში ჩაფლული იპოვეს. ადგილობრივები ამ შემთხვევას, 2014 წელს თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ. დედა სახლში იპოვეს ყელგამოჭრილი, შვილის კვალს კი სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცი, სწორედ დაკარგული გურამ კვეზერელია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ