სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს დედა ენის დღეა - საინტერესო ფაქტები ქართული დამწერლობისა და ანბანის შესახებ
დღეს დედა ენის დღეა - საინტერესო ფაქტები ქართული დამწერლობისა და ანბანის შესახებ

დღეს 14 აპ­რი­ლია და ქარ­თუ­ლი ენის დღეა. 1978 წლის 14 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­აპ­რო­ტეს­ტა სსრკ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ენის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ. თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მწი­ფო ენად და­კა­ნო­ნე­ბას ითხოვ­დნენ. ანა­ლო­გი­უ­რი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი ბა­თუმ­შიც გა­ი­მარ­თა. პრო­ტეს­ტმა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და კონ­სტი­ტუ­ცი­ის 75-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ს სა­ხელ­მწი­ფო ენად ქარ­თუ­ლი ენა გა­მო­ცხად­და.

  • მსოფ­ლი­ო­ში 5000-მდე ენაა, დამ­წერ­ლო­ბა - მხო­ლოდ 14, რის გა­მოც თი­თო­ე­უ­ლი კულ­ტუ­რულ ენად იწო­დე­ბა, მათ შო­რის არის ქარ­თუ­ლიც.

არ­სე­ბობს ისე­თი ან­ბა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე ენის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ლა­თი­ნუ­რი ან­ბა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გე­ნილ ან­ბანს ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იყე­ნებს, ამე­რი­კა­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში, აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, აზი­ის ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა... ქარ­თულს მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყე­ნებთ.

ჩვე­ნი ან­ბა­ნი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და სრულ­ყო­ფი­ლი ან­ბა­ნუ­რი სის­ტე­მაა. უძ­ვე­ლე­სი წე­რი­ლო­ბი­თი ძეგ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია, V სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის ტაძ­რის წარ­წე­რა 493-494 წლებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

  • მეც­ნი­ე­რუ­ლა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ V სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თვე­ლებს დამ­წერ­ლო­ბა უკვე ჰქონ­დათ. რე­ა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი მწიგ­ნობ­რო­ბის ის­ტო­რია კი სა­თა­ვეს V სა­უ­კუ­ნი­დან იღებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია XI სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სის - ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის ცნო­ბა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ. მრო­ვე­ლი ქარ­თულ დამ­წერ­ლო­ბას ქარ­თველ­თა მე­ფის - ფარ­ნა­ვა­ზის (IV-III ს. ძვ. წ.) შე­მო­ღე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ XI სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კო­სი უფრო ად­რინ­დე­ლი მე­მა­ტი­ა­ნის ცნო­ბას ეყ­რდნო­ბა. ის­ტო­რი­კოს რა­მაზ პა­ტა­რი­ძემ თა­ვის კვლე­ვა­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი მარ­თლაც ფარ­ნა­ვა­ზის ეპო­ქა­შია შექ­მნი­ლი.

არ­სე­ბობს ასე­თი ჰი­პო­თე­ზაც, რომ ქარ­თულ ან­ბანს სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­ე­ყა­რა... გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­კი­თხიც, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი ბერ­ძნუ­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს...

ჩვენ­მა ან­ბან­მა სამი სა­ფე­ხუ­რი გან­ვლო:

1. ასომ­თავ­რუ­ლი ანუ მრგვლო­ვა­ნი;

2. ნუს­ხუ­რი;

3. მხედ­რუ­ლი.

თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი გრა­ფი­კუ­ლი სტი­ლი აქვს, მაგ­რამ ასო-მო­ხა­ზუ­ლო­ბა­თა ცვა­ლე­ბა­დო­ბის მი­ხედ­ვით, ნუს­ხუ­რი დამ­წერ­ლო­ბა ასომ­თავ­რუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია, ხოლო მხედ­რუ­ლი - ნუს­ხუ­რის.

ასომ­თავ­რუ­ლით (ანუ მრგლო­ვა­ნით) შექ­მნი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი XI ს-ის ჩათ­ვლით გვხვდე­ბა. ნუს­ხუ­რის პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბი - IX ს-დან, ხოლო მხედ­რუ­ლი - X ს-ში. ნუს­ხუ­რი XIX სა­უ­კუ­ნემ­დე მხედ­რუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბობ­და. მხედ­რუ­ლი ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა ახ­ლაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

სა­მი­ვე სა­ხის დამ­წერ­ლო­ბის­თვის სა­ხა­სი­ა­თო ის არის, რომ ყო­ველ ბგე­რას თა­ვი­სი შე­სა­ბა­მი­სი ასო-ნი­შა­ნი აქვს, რაც ზო­გა­დად ჩვე­ნი დამ­წერ­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე: მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი დამ­წერ­ლო­ბის ხუ­თე­ულ­ში ქარ­თუ­ლი შე­ვი­და

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

სოსო, მე რუსული ენის სწავლას არავინ არ მაძალებდა. ჩვენს სოფლებში თავს არ იკლავდნენ რუსული ენის სწავლით. ეხლა რა ხდება თუ ინგლისური არ იცი კარგ სამსახურს ვერ იშოვი და ეს ჩვენი პროვინციელები ინგლისურ ენას ხომ კარგად სწავლობენ. ეხლა იქნებ მიხვდე ვინ ვინ არის?

ზურა
5

რა არი ფაცია, შორენა და ნანუკა შენი დაქალები არიან და გაგიტყდა ?

ავტორი:

დღეს დედა ენის დღეა - საინტერესო ფაქტები ქართული დამწერლობისა და ანბანის შესახებ

დღეს დედა ენის დღეა - საინტერესო ფაქტები ქართული დამწერლობისა და ანბანის შესახებ

დღეს 14 აპრილია და ქართული ენის დღეა. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

  • მსოფლიოში 5000-მდე ენაა, დამწერლობა - მხოლოდ 14, რის გამოც თითოეული კულტურულ ენად იწოდება, მათ შორის არის ქართულიც.

არსებობს ისეთი ანბანებიც, რომლებიც რამდენიმე ენისთვის გამოიყენება, მაგალითად, ლათინური ანბანის საფუძველზე შედგენილ ანბანს ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა იყენებს, ამერიკასა და ავსტრალიაში, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა, აზიის ზოგიერთი ქვეყანა... ქართულს მხოლოდ ქართველები ვიყენებთ.

ჩვენი ანბანი ერთ-ერთი უძველესი და სრულყოფილი ანბანური სისტემაა. უძველესი წერილობითი ძეგლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, V საუკუნით თარიღდება. ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერა 493-494 წლებს განეკუთვნება.

  • მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ V საუკუნეში ქართველებს დამწერლობა უკვე ჰქონდათ. რეალური ქართული მწიგნობრობის ისტორია კი სათავეს V საუკუნიდან იღებს.

მნიშვნელოვანია XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის - ლეონტი მროველის ცნობა ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. მროველი ქართულ დამწერლობას ქართველთა მეფის - ფარნავაზის (IV-III ს. ძვ. წ.) შემოღებულად მიიჩნევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ XI საუკუნის ისტორიკოსი უფრო ადრინდელი მემატიანის ცნობას ეყრდნობა. ისტორიკოს რამაზ პატარიძემ თავის კვლევაში დაადასტურა, რომ ქართული ანბანი მართლაც ფარნავაზის ეპოქაშია შექმნილი.

არსებობს ასეთი ჰიპოთეზაც, რომ ქართულ ანბანს საფუძველი საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ ჩაეყარა... განიხილება საკითხიც, რომ დიდი ალბათობით, ქართული ანბანი ბერძნულიდან მომდინარეობს...

ჩვენმა ანბანმა სამი საფეხური განვლო:

1. ასომთავრული ანუ მრგვლოვანი;

2. ნუსხური;

3. მხედრული.

თითოეულს თავისი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასო-მოხაზულობათა ცვალებადობის მიხედვით, ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული - ნუსხურის.

ასომთავრულით (ანუ მრგლოვანით) შექმნილი ხელნაწერები XI ს-ის ჩათვლით გვხვდება. ნუსხურის პირველი ნიმუშები - IX ს-დან, ხოლო მხედრული - X ს-ში. ნუსხური XIX საუკუნემდე მხედრულის პარალელურად არსებობდა. მხედრული ქართული დამწერლობა ახლაც გამოიყენება.

სამივე სახის დამწერლობისთვის სახასიათო ის არის, რომ ყოველ ბგერას თავისი შესაბამისი ასო-ნიშანი აქვს, რაც ზოგადად ჩვენი დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.

მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული შევიდა