საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ცენტრში გასაყიდი მიწა აღარ დარჩა
თბილისის ცენტრში გასაყიდი მიწა აღარ დარჩა

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, თბი­ლის­ში მი­წებ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, დე­ვე­ლო­პე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლი­ზა­ცია იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი გახ­და, რომ დიდი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის­თვის ფარ­თი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ დარ­ჩა. რაც შე­ე­ხე­ბა მყიდ­ველს, აშ­კა­რა უპი­რა­ტე­სო­ბა უცხო­ე­ლებს აქვთ, უფრო კი, ერა­ყე­ლი, ეგ­ვიპ­ტე­ლი და არა­ბი ინ­ვეს­ტო­რე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. ინ­ტე­რე­სი უკ­რა­ი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მხრი­და­ნაც შე­იმ­ჩნე­ვა.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მი­წის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ზრდას ფას­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია. დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში 1 კვ/მ სა­წარ­მოო მი­წის ფასი, სა­შუ­ა­ლოდ, 30-50 დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია, ხოლო ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში ფასი 100-120 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და 200 დო­ლარს აჭარ­ბებს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო "კი­ბის" დი­რექ­ტო­რი ნელი გო­გუ­ა­ძე გან­მარ­ტავს, რომ მი­წა­ზე მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად დი­დია, რომ მი­წო­დე­ბის პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის გა­ყიდ­ვის მხრივ ტენ­დენ­ცია დი­დად არ შეც­ვლი­ლა, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ გაჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი ახა­ლი კორ­პუ­სე­ბის მი­მართ. ეს, უმე­ტეს­წი­ლად, ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებს შე­ე­ხე­ბა. გა­რე­უბ­ნებ­ში მო­თხოვ­ნა კვლავ ძველ კორ­პუ­სებ­ზეა, მაგ­რამ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მხრივ ისევ პრობ­ლე­მაა.

"უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა დი­დად არ შე­იმ­ჩნე­ვა, თუმ­ცა ტენ­დენ­ცია შე­იც­ვა­ლა და კვლავ გაჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი მი­წის მი­მართ. ბოლო დრომ­დე მი­წის გა­ყიდ­ვა ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, მაგ­რამ ახლა დიდი ნაკ­ვე­თე­ბი რე­ა­ლუ­რად არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბის ბა­ლან­სი და­ირ­ღვა. სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში მას­შტა­ბუ­რი პო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მი­წის ფარ­თი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში უკვე აღარც არის. ბა­ზარ­ზე ძი­რი­თა­დი მყიდ­ვე­ლი უცხო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი, ერა­ყე­ლი და ეგ­ვიპ­ტე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ.

ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, უკვე ახალ კორ­პუ­სებ­ში ცდი­ლობს მი­წის ყიდ­ვას. ძვე­ლი კორ­პუ­სე­ბი ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში უკვე აღარც იყი­დე­ბა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით უკეთ მუ­შა­ობს გა­რე­უბ­ნებ­ში, სა­დაც შე­და­რე­ბით ახა­ლი და მყა­რი კორ­პუ­სე­ბია. ბოლო დროს ახა­ლი კორ­პუ­სე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ გლ­დან­სა და ვარ­კე­თილ­შიც. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამ უბ­ნებ­ში ბი­ნე­ბი მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მთლი­ა­ნად გა­ი­ყი­და", - გან­მარ­ტავს გო­გუ­ა­ძე.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მე­ო­რე ნა­წილ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვთ. დე­ვე­ლო­პე­რე­ბის ეს ნა­წი­ლი თვლის, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა თით­ქმის არ შეც­ვლი­ლა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პობ­ლე­მა მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

თბილისის ცენტრში გასაყიდი მიწა აღარ დარჩა

თბილისის ცენტრში გასაყიდი მიწა აღარ დარჩა

ბოლო რამდენიმე თვეა, თბილისში მიწებზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დეველოპერების ინფორმაციით, რეალიზაცია იმდენად აქტიური გახდა, რომ დიდი მშენებლობებისთვის ფართი, პრაქტიკულად, არ დარჩა. რაც შეეხება მყიდველს, აშკარა უპირატესობა უცხოელებს აქვთ, უფრო კი, ერაყელი, ეგვიპტელი და არაბი ინვესტორები აქტიურობენ. ინტერესი უკრაინელი ბიზნესმენების მხრიდანაც შეიმჩნევა.

უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ მიწის რეალიზაციის ზრდას ფასზე გავლენა არ მოუხდენია. დედაქალაქის გარეუბნებში 1 კვ/მ საწარმოო მიწის ფასი, საშუალოდ, 30-50 დოლარის ფარგლებშია, ხოლო ცენტრალურ უბნებში ფასი 100-120 დოლარიდან იწყება და 200 დოლარს აჭარბებს.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დირექტორი ნელი გოგუაძე განმარტავს, რომ მიწაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მიწოდების პრობლემა შეიქმნა. საცხოვრებელი ფართის გაყიდვის მხრივ ტენდენცია დიდად არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაჩნდა ინტერესი ახალი კორპუსების მიმართ. ეს, უმეტესწილად, ცენტრალურ უბნებს შეეხება. გარეუბნებში მოთხოვნა კვლავ ძველ კორპუსებზეა, მაგრამ რეალიზაციის მხრივ ისევ პრობლემაა.

"უძრავი ქონების ბაზარზე გაუმჯობესება დიდად არ შეიმჩნევა, თუმცა ტენდენცია შეიცვალა და კვლავ გაჩნდა ინტერესი მიწის მიმართ. ბოლო დრომდე მიწის გაყიდვა ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ახლა დიდი ნაკვეთები რეალურად არ მოგვეპოვება. მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაირღვა. სამშენებლო სექტორში მასშტაბური პოექტების განსახორციელებლად მიწის ფართი თბილისის ცენტრალურ უბნებში უკვე აღარც არის. ბაზარზე ძირითადი მყიდველი უცხოელი მოქალაქეები არიან. განსაკუთრებით უკრაინელი, ერაყელი და ეგვიპტელი ინვესტორები აქტიურობენ.

ვისაც შესაძლებლობა აქვს, უკვე ახალ კორპუსებში ცდილობს მიწის ყიდვას. ძველი კორპუსები ცენტრალურ უბნებში უკვე აღარც იყიდება. ეს მიმართულება გაცილებით უკეთ მუშაობს გარეუბნებში, სადაც შედარებით ახალი და მყარი კორპუსებია. ბოლო დროს ახალი კორპუსებით დაინტერესდნენ გლდანსა და ვარკეთილშიც. რამდენადაც ვიცი, ამ უბნებში ბინები მშენებლობის დასრულებამდე მთლიანად გაიყიდა", - განმარტავს გოგუაძე.

უძრავი ქონების სააგენტოების მეორე ნაწილში აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ. დეველოპერების ეს ნაწილი თვლის, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა და რეალიზაციის პობლემა მოუგვარებელია განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია