კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბაზანის ხალათი ეცვა, დედაჩემის ფირუზისფერი ხელთათმანი ეკეთა და ორი დანა ეჭირა" - ქეთევან იგნატოვა დაყაჩაღების დეტალებზე
"აბაზანის ხალათი ეცვა, დედაჩემის ფირუზისფერი ხელთათმანი ეკეთა და ორი დანა ეჭირა" - ქეთევან იგნატოვა დაყაჩაღების დეტალებზე

მხატ­ვა­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი ქე­თე­ვან იგ­ნა­ტო­ვა ორი დღის წინ და­ა­ყა­ჩა­ღეს. იგ­ნა­ტო­ვას თქმით, თავ­დამ­სხმელ­მა მას და მის მე­უღ­ლეს ჭრი­ლო­ბე­ბიც მი­ა­ყე­ნა და ნა­ძარ­ცვი წა­ი­ღო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი უკვე და­კი­თხეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 178-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

დე­ტა­ლებ­ზე ქე­თე­ვან იგ­ნა­ტო­ვა AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

- 14 მარტს ღა­მით მოხ­და ჩვენს ოჯახ­ზე თავ­დას­ხმა. თავ­დამ­სხმელ­მა ჭრი­ლო­ბე­ბიც მოგ­ვა­ყე­ნა, ჩემი მე­უღ­ლე ხელ­ში და ფეხ­ში დაჭ­რეს, მე კი ყე­ლის არე­ში მაქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ერთი ჭრი­ლო­ბა. თავ­დამ­სხმე­ლი ჩვენს სახ­ლში თავ­და­პირ­ვე­ლად ქურ­დო­ბის­თვის შე­მო­ვი­და და და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი მძევ­ლად ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი ჩემი ხან­დაზ­მუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, მათ შო­რის 75 წლის მა­მა­კა­ცი, მისი მე­უღ­ლე, მათი ქა­ლიშ­ვი­ლი და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

ამ დროს დავ­ბრუნ­დი მე სახ­ლში და მეც მძევ­ლად ამიყ­ვა­ნა. მომხსნა ბე­ბი­ა­ჩე­მის ნა­ჩუ­ქა­რი ბე­ჭე­დი, ჩან­თი­დან ამო­ი­ღო ფული. რო­დე­საც ჩემი მე­უღ­ლე დაბ­რუნ­და, მან გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და სწო­რედ ამ დროს მოხ­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ჩემ­მა ქმარ­მა სკა­მი და სა­ფერ­ფლე ჩა­არ­ტყა. მეც ჩა­ვე­რიე ჩხუბ­ში და ზურ­გში ლეპ­ტო­პი ჩა­ვარ­ტყი თავ­დამ­სხმელს. ამ დროს მოტ­რი­ალ­და და დანა გა­მი­ყა­რა ყელ­ში. უცებ დად­გა სის­ხლის გუბე ჩემს გარ­შე­მო. ატყდა კი­ვი­ლი, სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხო­თო. ამ დროს ეტყო­ბა დაფრ­თხა. თქვა კი­დე­ვაც, სა­ქურდლად მო­ვე­დი და ყა­ჩა­ღო­ბა "გა­ვი­ჩა­ლი­ჩეო", შე­ე­შინ­და, მკვლე­ლო­ბაც არ მომ­ხდა­რი­ყო. თვი­თო­ნაც შე­ე­შინ­და და გა­იქ­ცა.

იხი­ლეთ ვი­დეო| რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ქე­თე­ვან იგ­ნა­ტო­ვას დარ­ბე­უ­ლი სახ­ლი და­ყა­ჩა­ღე­ბის შემ­დეგ

- რა დროს მოხ­და თავ­დას­ხმა?

- თავ­დას­ხმა ღა­მის 12 სა­ა­თის­თვის მოხ­და. მან იცო­და, რომ სახ­ლში ვი­ღაც დახ­ვდე­ბო­და, მაგ­რამ არ ელო­და თუ გა­უ­წევ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ჩემი მე­უღ­ლე. ჩემ­მა მე­უღ­ლემ მას სა­ფუ­ლე მის­ცა და ამის შემ­დეგ ჩა­არ­ტყა სკა­მი.

- რა არის წა­ღე­ბუ­ლი სახ­ლი­დან?

- მე ორა­სი ლარი მქონ­და სა­ფუ­ლე­ში, ჩემს მე­უღ­ლეს 400 დო­ლა­რი. ასე­ვე წა­ღე­ბუ­ლია ორი ლეპ­ტო­პი, ჩემი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი, მა­მა­ჩე­მის ჯილ­დო­ე­ბი, ბი­ჟუ­ტე­რია და ა.შ. ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად ვერ ვი­ტყვი რა წა­ი­ღო, რად­გან კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი არ მა­კა­რებ­დნენ იმ ტე­რი­ტო­რი­ას, მე­ო­რე დღეს და­კი­თხვა­ზე ვი­ყა­ვი და ფი­ზი­კუ­რად არ მქონ­და თავი შე­მე­მოწ­მე­ბი­ნა, რა წა­ი­ღო. ისე­თი დე­გე­ნე­რა­ტი იყო, შე­იძ­ლე­ბა ტან­საც­მე­ლიც წა­ი­ღო.

- ნიღ­ბი­ა­ნი იყო თავ­დამ­სხმე­ლი?

- ნიღ­ბის გა­რე­შე იყო. მე როცა სახ­ლში მო­ვე­დი, კო­მი­კუ­რად ჩაც­მუ­ლი დამ­ხვდა. ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის­თვის გა­მო­ურ­თმე­ვია ხას­ხა­სა მწვა­ნე აბა­ზა­ნის ხა­ლა­თი, ეს ხა­ლა­თი ეცვა, ხელ­ზე კი დე­და­ჩე­მის ნა­ქო­ნი, ფი­რუ­ზის­ფე­რი ტყა­ვის ხელ­თათ­მა­ნე­ბი ეკე­თა და ხელ­ში ორი დანა ეჭი­რა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

- შე­გიძ­ლი­ათ მისი ამოც­ნო­ბა?

- სტრე­სის გამო მი­ჭირს მისი ამოც­ნო­ბა, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის დროს, სახ­ლში ხუთი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით და მე თუ ვერ ამო­ვიც­ნობ, მათ ახ­სოვთ მისი სახე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"აბაზანის ხალათი ეცვა, დედაჩემის ფირუზისფერი ხელთათმანი ეკეთა და ორი დანა ეჭირა" - ქეთევან იგნატოვა დაყაჩაღების დეტალებზე

"აბაზანის ხალათი ეცვა, დედაჩემის ფირუზისფერი ხელთათმანი ეკეთა და ორი დანა ეჭირა" - ქეთევან იგნატოვა დაყაჩაღების დეტალებზე

მხატვარი და ჟურნალისტი ქეთევან იგნატოვა ორი დღის წინ დააყაჩაღეს. იგნატოვას თქმით, თავდამსხმელმა მას და მის მეუღლეს ჭრილობებიც მიაყენა და ნაძარცვი წაიღო. დაზარალებულები უკვე დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო.

დეტალებზე ქეთევან იგნატოვა AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

- 14 მარტს ღამით მოხდა ჩვენს ოჯახზე თავდასხმა. თავდამსხმელმა ჭრილობებიც მოგვაყენა, ჩემი მეუღლე ხელში და ფეხში დაჭრეს, მე კი ყელის არეში მაქვს მიყენებული ერთი ჭრილობა. თავდამსხმელი ჩვენს სახლში თავდაპირველად ქურდობისთვის შემოვიდა და დაახლოებით საათნახევარი მძევლად ჰყავდა აყვანილი ჩემი ხანდაზმული ნათესავები, მათ შორის 75 წლის მამაკაცი, მისი მეუღლე, მათი ქალიშვილი და მცირეწლოვანი ბავშვი.

ამ დროს დავბრუნდი მე სახლში და მეც მძევლად ამიყვანა. მომხსნა ბებიაჩემის ნაჩუქარი ბეჭედი, ჩანთიდან ამოიღო ფული. როდესაც ჩემი მეუღლე დაბრუნდა, მან გაუწია წინააღმდეგობა და სწორედ ამ დროს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ჩემმა ქმარმა სკამი და საფერფლე ჩაარტყა. მეც ჩავერიე ჩხუბში და ზურგში ლეპტოპი ჩავარტყი თავდამსხმელს. ამ დროს მოტრიალდა და დანა გამიყარა ყელში. უცებ დადგა სისხლის გუბე ჩემს გარშემო. ატყდა კივილი, სასწრაფო გამოვიძახოთო. ამ დროს ეტყობა დაფრთხა. თქვა კიდევაც, საქურდლად მოვედი და ყაჩაღობა "გავიჩალიჩეო", შეეშინდა, მკვლელობაც არ მომხდარიყო. თვითონაც შეეშინდა და გაიქცა.

იხილეთ ვიდეო| როგორ გამოიყურება ქეთევან იგნატოვას დარბეული სახლი დაყაჩაღების შემდეგ

- რა დროს მოხდა თავდასხმა?

- თავდასხმა ღამის 12 საათისთვის მოხდა. მან იცოდა, რომ სახლში ვიღაც დახვდებოდა, მაგრამ არ ელოდა თუ გაუწევდა წინააღმდეგობას ჩემი მეუღლე. ჩემმა მეუღლემ მას საფულე მისცა და ამის შემდეგ ჩაარტყა სკამი.

- რა არის წაღებული სახლიდან?

- მე ორასი ლარი მქონდა საფულეში, ჩემს მეუღლეს 400 დოლარი. ასევე წაღებულია ორი ლეპტოპი, ჩემი ღირსების ორდენი, მამაჩემის ჯილდოები, ბიჟუტერია და ა.შ. ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვი რა წაიღო, რადგან კრიმინალისტები არ მაკარებდნენ იმ ტერიტორიას, მეორე დღეს დაკითხვაზე ვიყავი და ფიზიკურად არ მქონდა თავი შემემოწმებინა, რა წაიღო. ისეთი დეგენერატი იყო, შეიძლება ტანსაცმელიც წაიღო.

- ნიღბიანი იყო თავდამსხმელი?

- ნიღბის გარეშე იყო. მე როცა სახლში მოვედი, კომიკურად ჩაცმული დამხვდა. ჩემი მამიდაშვილისთვის გამოურთმევია ხასხასა მწვანე აბაზანის ხალათი, ეს ხალათი ეცვა, ხელზე კი დედაჩემის ნაქონი, ფირუზისფერი ტყავის ხელთათმანები ეკეთა და ხელში ორი დანა ეჭირა. დარწმუნებული ვარ, ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

- შეგიძლიათ მისი ამოცნობა?

- სტრესის გამო მიჭირს მისი ამოცნობა, მაგრამ შემთხვევის დროს, სახლში ხუთი ადამიანი ვიყავით და მე თუ ვერ ამოვიცნობ, მათ ახსოვთ მისი სახე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია