კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკოსები ასეთები ვართ - ირაკლი ალასანია
მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკოსები ასეთები ვართ - ირაკლი ალასანია

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ალა­სა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის იმის გამო, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კა ისევ ძვე­ლი მე­თო­დე­ბით კეთ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში", პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მე და­ვი­ნა­ხე, რა რე­აქ­ცია ჰქონ­და ხალ­ხს ამ უმ­სგავ­სო­ე­ბა­ზე და მინ­და ვუ­თხრა, მათ, რომ ისი­ნი მარ­თლა სა­მა­გა­ლი­თო­ე­ბი არი­ან. მინ­და ჩემი წილი ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ დღეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ასე­თე­ბი ვართ, რომ პო­ლი­ტი­კა ისევ ძვე­ლე­ბუ­რად კეთ­დე­ბა. მაგ­რამ აქვე კარ­გი სი­ახ­ლეც მაქვს. სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ ჯან­საღ­მა, ბუ­ნებ­რივ­მა რე­აქ­ცი­ამ ჩვენც დაგ­ვა­ნა­ხა, რომ პო­ლი­ტი­კა უნდა შევ­ცვა­ლოთ, რომ ასე და­პი­რის­პი­რე­ბით, ასე­თი ბინ­ძუ­რი ხერ­ხე­ბით პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და აშ­კა­რად გა­ევ­ლო ზღვა­რი. გაჩ­ნდა ზღვა­რი, წარ­სულ, 90-იან წლებ­ში ჩარ­ჩე­ნილ სა­ქარ­თვე­ლო­სა და პროგ­რე­სულ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პატ­რო­ნი ქვე­ყა­ნა, ნამ­დვი­ლად და­ა­მარ­ცხებს, 90-იანი წლე­ბის მენ­ტა­ლი­ტეტ­ში ჩარ­ჩე­ნილ ამ შე­მომ­ტევ­ლებს და ამ ბინ­ძუ­რი შე­ტე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და გან­მხორ­ცი­ე­ლებ­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რო­გორც წინა, ასე­ვე ახ­ლან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკის­რებს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ბრა­ლი მი­უ­ძღვის ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­მაც ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის კე­თე­ბა და­ი­წყო და ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც, რო­მელ­მაც ვერ უზ­რუნ­ველ­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაც­ვა ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან და თა­ვა­დაც აგ­რძე­ლებს იგი­ვეს", - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკოსები ასეთები ვართ - ირაკლი ალასანია

მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკოსები ასეთები ვართ - ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკა ისევ ძველი მეთოდებით კეთდება. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში", პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე საუბრისას განაცხადა.

"მე დავინახე, რა რეაქცია ჰქონდა ხალხს ამ უმსგავსოებაზე და მინდა ვუთხრა, მათ, რომ ისინი მართლა სამაგალითოები არიან. მინდა ჩემი წილი ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკოსები ასეთები ვართ, რომ პოლიტიკა ისევ ძველებურად კეთდება. მაგრამ აქვე კარგი სიახლეც მაქვს. სწორედ საზოგადოების ამ ჯანსაღმა, ბუნებრივმა რეაქციამ ჩვენც დაგვანახა, რომ პოლიტიკა უნდა შევცვალოთ, რომ ასე დაპირისპირებით, ასეთი ბინძური ხერხებით პოლიტიკის კეთება არ შეიძლება და აშკარად გაევლო ზღვარი. გაჩნდა ზღვარი, წარსულ, 90-იან წლებში ჩარჩენილ საქართველოსა და პროგრესულ საქართველოს შორის და მე დარწმუნებული ვარ, ამ საზოგადოების პატრონი ქვეყანა, ნამდვილად დაამარცხებს, 90-იანი წლების მენტალიტეტში ჩარჩენილ ამ შემომტევლებს და ამ ბინძური შეტევის ორგანიზატორებს და განმხორციელებლებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობას როგორც წინა, ასევე ახლანდელ ხელისუფლებას აკისრებს.

"საზოგადოების წინაშე ბრალი მიუძღვის ძველ ხელისუფლებას, რომელმაც ასეთი ჩანაწერების კეთება დაიწყო და ახალ ხელისუფლებასაც, რომელმაც ვერ უზრუნველყო საზოგადოების დაცვა ამ ჩანაწერების გავრცელებისგან და თავადაც აგრძელებს იგივეს", - აღნიშნა ალასანიამ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."