სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე -არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს
კახა კალაძე -არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს

არა­ნა­ი­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა მხო­ლოდ ორ პარ­ტი­ას შო­რის არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ, პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­სა და "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ წარ­დგე­ბა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნებ­ზე. მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ სხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­საც შეხ­ვდე­ბა.

"ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით, თუ კო­ა­ლი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა ერ­თო­ბა და ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღებთ მო­ნაწლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში. სა­სა­უბ­რო იქ­ნე­ბა, თუ რო­გორ წარვდგე­ბით არ­ჩევ­ნებ­ზე, რად­გან ყვე­ლა პარ­ტი­ას აქვს თა­ვი­სი ხედ­ვა. ეს სა­კი­თხი რა თქმა უნდა ერ­თი­ან კონ­ტექ­სტში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ­თან იქ­ნე­ბა გა­სავ­ლე­ლი. ყვე­ლა პარ­ტი­ას­თან იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა, რო­გორც "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას­თან", ისე კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ სხვა პარ­ტი­ებ­თან. ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია, თუმ­ცა მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის გზით არ მოხ­დე­ბა. არის არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს, ნე­ბის­მი­ერ პარ­ტი­ას შე­უძ­ლია წარ­მო­ად­გი­ნოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა, გა­აც­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და მო­სახ­ლე­ო­ბამ არ­ჩევ­ნე­ბის გზით მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და კახი კა­ლა­ძემ.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გუ­შინ, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან გუ­შინ გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან მალე "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­სა" და პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შო­რის ორ­პარ­ტი­ულ შე­თან­ხმე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რულ­დე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა" და პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ორ­პარ­ტი­ულ შე­თან­ხმე­ბა­ზე შე­საძ­ლო გა­დას­ვლა ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ კო­ა­ლი­ცია ახალ ფორ­მატ­ზე გა­და­დის, უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სი­ახ­ლე ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის კო­ა­ლი­ცი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კახა კალაძე -არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს

კახა კალაძე -არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს

არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და "რესპუბლიკელებს" შორის გამართული შეხვედრის კომენტირებისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

კალაძის განმარტებით, მომავალში აუცილებლად იქნება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ წარდგება კოალიცია "ქართული ოცნება" არჩევნებზე. მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც შეხვდება.

"ჩვენ მივესალმებით, თუ კოალიციაში იქნება ერთობა და ერთობლივად მივიღებთ მონაწლეობას არჩევნებში. სასაუბრო იქნება, თუ როგორ წარვდგებით არჩევნებზე, რადგან ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა. ეს საკითხი რა თქმა უნდა ერთიან კონტექსტში პრემიერ-მინისტრთან, კოალიციის ლიდერთან იქნება გასავლელი. ყველა პარტიასთან იქნება შეხვედრა, როგორც "რესპუბლიკურ პარტიასთან", ისე კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან. ეს ნორმალური პროცესია, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რევოლუციების გზით არ მოხდება. არის არჩევნები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია წარმოადგინოს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა, გააცნონ საქართველოს მოსახლეობას და მოსახლეობამ არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში", - განაცხადა კახი კალაძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან მალე "რესპუბლიკურ პარტიასა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობა დასრულდება. ჟურნალისტების კითხვაზე, "რესპუბლიკური პარტიისა" და პარტია "ქართული ოცნების" ორპარტიულ შეთანხმებაზე შესაძლო გადასვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ კოალიცია ახალ ფორმატზე გადადის, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სიახლე ყველაფერს სჭირდება, მათ შორის კოალიციას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."