სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გინდათ ეს წყევლა-კრულვა" - მწვავე დაპირისპირება ელისაშვილსა და კაკაბაძეს შორის
"არ გინდათ ეს წყევლა-კრულვა" - მწვავე დაპირისპირება ელისაშვილსა და კაკაბაძეს შორის

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" გა­და­ცე­მა "პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში" შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ნანა კა­კა­ბა­ძე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ეთერ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"თქვენ ძა­ლი­ან გინ­დო­დათ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ში მოხ­ვედ­რა. ვერ ვხვდე­ბი მე რა­ტომ მერ­ჩით. მე იქ ჩე­მით კი არ მი­ვე­დი და დავ­ჯე­ქი. და­მი­ძა­ხეს და მი­ვე­დი", - მი­მარ­თა ელი­საშ­ვილ­მა კა­კა­ბა­ძეს, რა­მაც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ნანა კა­კა­ბა­ძე: შენ ხარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ტყუ­ი­ლის თქმა შე­გიძ­ლია. ისე ჩემ­მა შვილ­მა ან თქვენ გა­ი­ხა­რეთ, თუ მე ერთი დღე მა­ინც მდო­მე­ბო­და იქ მოხ­ვედ­რა. ერთი ადა­მი­ა­ნი და­ა­სა­ხე­ლე, ვინც იტყვის, რომ მე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ში მოხ­ვედ­რა მინ­დო­და.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი: არ გინ­დათ ეს წყევ­ლა-კრულ­ვა.... გა­მოთ­ქმე­ბი შე­არ­ჩი­ეთ... სა­ერ­თოდ, თქვენ მე რატო მერ­ჩით. მე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის საქ­მე­ში ხელს ვა­დებ კო­ბა­ხი­ძეს და ბე­სე­ლი­ას, თქვენ რა გინ­დათ, რა­ტომ დამსდევთ?

ნანა კა­კა­ბა­ძე: კი­დევ ერთხელ გთხოვ და­ა­სა­ხე­ლო ადა­მი­ა­ნი, ვინც თქვა, რომ მე მინ­დო­და შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ში ყოფ­ნა და პირ­და­პირ ეთერ­ში და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან...

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი: არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა მი­თხრა და ისიც მი­თხრეს, რომ ამ ადა­მი­ა­ნის იქ ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბაო... ვინც მე შე­მომ­თა­ვა­ზა კო­მი­სი­ა­ში ყოფ­ნა, სწო­რედ ამ ხალ­ხმა მი­თხრა... ეს ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვი იყო. ეხლა მი­პა­სუ­ხეთ, რა­ტომ მერ­ჩით? ცოტა გა­მოთ­ქმე­ბი შე­არ­ჩი­ეთ და კო­რექ­ტუ­ლად მე­ლა­პა­რა­კეთ...

იხი­ლეთ ვი­დეო

ნანა კა­კა­ბა­ძე: თქვი, ვის ვუ­თხა­რი მე რომ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ში ყოფ­ნა მინ­დო­და. ან შენ ვინ შე­მოგ­თა­ვა­ზა იქ ყოფ­ნა? მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა? და­ვურ­ე­კოთ მარ­გვე­ლაშ­ვილს და ვკი­თხოთ... მე იცით, რამ­დენ­მა პა­ტი­მარ­მა მი­თხრა, რომ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი კო­რუფ­ცი­ა­შია ჩარ­თუ­ლიო...

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ელი­საშ­ვილ­მა კა­კა­ბა­ძეს მო­უ­წო­და ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რაც მას აქვს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის კო­რუფ­ცი­ულ ქმე­დე­ბე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ა­წო­დოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"არ გინდათ ეს წყევლა-კრულვა" - მწვავე დაპირისპირება ელისაშვილსა და კაკაბაძეს შორის

"არ გინდათ ეს წყევლა-კრულვა" - მწვავე დაპირისპირება ელისაშვილსა და კაკაბაძეს შორის

ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "პრიორიტეტებში" შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეთერში დაძაბულობა ელისაშვილის განცხადებამ გამოიწვია.

"თქვენ ძალიან გინდოდათ შეწყალების კომისიაში მოხვედრა. ვერ ვხვდები მე რატომ მერჩით. მე იქ ჩემით კი არ მივედი და დავჯექი. დამიძახეს და მივედი", - მიმართა ელისაშვილმა კაკაბაძეს, რამაც უფლებადამცველის გაღიზიანება გამოიწვია.

ნანა კაკაბაძე: შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი ტყუილის თქმა შეგიძლია. ისე ჩემმა შვილმა ან თქვენ გაიხარეთ, თუ მე ერთი დღე მაინც მდომებოდა იქ მოხვედრა. ერთი ადამიანი დაასახელე, ვინც იტყვის, რომ მე შეწყალების კომისიაში მოხვედრა მინდოდა.

ალეკო ელისაშვილი: არ გინდათ ეს წყევლა-კრულვა.... გამოთქმები შეარჩიეთ... საერთოდ, თქვენ მე რატო მერჩით. მე შეწყალების კომისიის საქმეში ხელს ვადებ კობახიძეს და ბესელიას, თქვენ რა გინდათ, რატომ დამსდევთ?

ნანა კაკაბაძე: კიდევ ერთხელ გთხოვ დაასახელო ადამიანი, ვინც თქვა, რომ მე მინდოდა შეწყალების კომისიაში ყოფნა და პირდაპირ ეთერში დაუკავშირდებიან...

ალეკო ელისაშვილი: არაერთმა ადამიანმა მითხრა და ისიც მითხრეს, რომ ამ ადამიანის იქ ყოფნა არ შეიძლებაო... ვინც მე შემომთავაზა კომისიაში ყოფნა, სწორედ ამ ხალხმა მითხრა... ეს ცნობილი ამბავი იყო. ეხლა მიპასუხეთ, რატომ მერჩით? ცოტა გამოთქმები შეარჩიეთ და კორექტულად მელაპარაკეთ...

იხილეთ ვიდეო

ნანა კაკაბაძე: თქვი, ვის ვუთხარი მე რომ შეწყალების კომისიაში ყოფნა მინდოდა. ან შენ ვინ შემოგთავაზა იქ ყოფნა? მარგველაშვილმა? დავურეკოთ მარგველაშვილს და ვკითხოთ... მე იცით, რამდენმა პატიმარმა მითხრა, რომ ალეკო ელისაშვილი კორუფციაშია ჩართულიო...

ამ განცხადების შემდეგ ელისაშვილმა კაკაბაძეს მოუწოდა ყველა ინფორმაცია, რაც მას აქვს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის კორუფციულ ქმედებებებთან დაკავშირებით, პროკურატურას მიაწოდოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."