პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება "კოკაინის საქმის" მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი კობახიძის და მისი ძმის გარშემო აგორებულ ახალ სკანდალზე
რას ყვება "კოკაინის საქმის" მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი კობახიძის და მისი ძმის გარშემო აგორებულ ახალ სკანდალზე

ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მის სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა - ამ­ჯე­რად, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი კობა კო­ბა­ხი­ძე ალა­პა­რაკ­და. რო­გორც კობა კო­ბა­ხი­ძემ გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის ოჯახს მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის ძმამ, თედო კო­ბა­ხი­ძემ და­ა­კავ­ში­რა: "მი­თხრა, რომ ვიდ­რე მე ზა­უ­ტაშ­ვი­ლის და ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს და­ვი­ცავ­დი, ის იმუ­შა­ვებ­და შე­წყა­ლე­ბის თე­მა­ზე. თუმ­ცა თე­დოს იქ ვინ ეკი­თხე­ბო­და რა­მეს, მას ყვე­ლა მა­ნა­ნა­თი სცემ­და პა­ტივს. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ანუ თუ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბოდ­ნენ, და­მა­ტე­ბით 75 ათა­სი ევრო უნდა მოგ­ვე­თხო­ვა ხუ­თი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის­გან" - გა­ნა­ცხა­და კობა კო­ბა­ხი­ძემ "არ­ჩე­ვან­ში".

რამ­დე­ნი გა­და­უ­ხა­და რე­ა­ლუ­რად და საქ­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვის ჰპირ­დე­ბო­და ბო­ნუ­სებს - ამა­ზე სა­სა­უბ­როდ "ამ­ბე­ბი.გე" "კო­კა­ი­ნის საქ­მის" მთა­ვარ ფი­გუ­რანტს, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ მა­მა­კაცს ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"კობა კო­ბა­ხი­ძის ად­ვო­კა­ტად აყ­ვა­ნა თედო კო­ბა­ხი­ძემ მარ­თლაც მირ­ჩია. წლე­ბის წინ თე­დოც ჩემი ად­ვო­კა­ტი იყო და შვი­ლის მე­ურ­ვე­ო­ბის სა­კი­თხებ­ში მეხ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა რო­გორც კი ორი­ვე და-ძმა პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და, ჩემ საქ­მე­ებს ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­მო­შორ­დნენ. სა­გან­გა­შო არა­ფე­რია იმა­ში, თუ კობა კო­ბა­ხი­ძეს თე­დომ და მა­ნა­ნამ რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წი­ეს. თქვენ რომ გკი­თხოთ რჩე­ვა, კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტი მირ­ჩი­ეთ, ვინც კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში ერ­კვე­ვა-მეთ­ქი, და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა?!

- თქვენ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე სა­უბ­რობთ, თა­ნაც კობა კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თედო კო­ბა­ხი­ძე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის "და­ლა­გე­ბა­საც" გპირ­დე­ბო­დათ.

- კობა კო­ბა­ხი­ძე იტყუ­ე­ბა. უბ­რა­ლოდ, მა­ნა­ნამ და თე­დომ, ჩემი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი კარ­გად იცოდ­ნენ, მათ­თვის ისიც ცნო­ბი­ლი იყო, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ გა­მო­კე­ტეს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნურ დო­ნე­ზე გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ, მაგ­რამ სხვა ფი­ნან­სუ­რი და­პი­რე­ბა არ­ცერ­თი მხრი­დან გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა.

- საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, კო­ბა­ხი­ძე­ებს ბო­ნუ­სად არც 75 ათას ევ­როს და­პი­რე­ბი­ხართ?

- კობა კო­ბა­ხი­ძეს 6 250 ევრო გა­და­ვუ­ხა­დე. ვფიქ­რობ, ეს თან­ხა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად საკ­მა­რი­სი იყო, თუმ­ცა მან ვე­რაფ­რის გა­კე­თე­ბა მო­ა­ხერ­ხა. მხო­ლოდ ჩემი მო­ტყუ­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც ჩავ­თვა­ლე, რომ კობა კო­ბა­ხი­ძეს ეს თან­ხა ჩემ­თვის უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ბო­ნუ­სებს, არც თე­დოს­თან და არც კო­ბას­თან ბო­ნუ­სებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია. თუ საქ­მე წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბო­და, თა­ვად გა­დავ­წყვეტ­დი, ვის­თვის რა თან­ხა გა­და­მე­ხა­და ბო­ნუ­სად.

იხი­ლეთ ვი­დეო| რას ყვე­ბა ანას­ტა­სი­ას ად­ვო­კა­ტი და-ძმა კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის შე­სა­ხებ

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ეკა ბე­სე­ლი­ას­თან და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს­თან თუ ისა­უბ­რეთ ამ საქ­მის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ?

- მათ­თან სა­უბ­რის სურ­ვი­ლიც კი არ გამ­ჩე­ნია. ფაქ­ტია, რომ არაფ­რის გამ­კე­თებ­ლე­ბი არი­ან, დღემ­დე ისიც ვერ მო­ხერ­ხდა, რომ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის წა­მე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც ჩანს, პრო­კუ­რა­ტუ­რაც დღე­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხაზს აგ­რძე­ლებს და სი­მარ­თლე ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს.

- კი­დევ ერთი სა­კი­თხი გახ­და მით­ქმა-მოთ­ქმის სა­ფუძ­ვე­ლი - რა­ტომ მო­ი­თხო­ვა ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვილ­მა ელი­საშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა და ად­ვო­კა­ტე­ბის აყ­ვა­ნა­შიც მის­გან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რა­ტომ მი­ი­ღო?

- ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ჩანს, მას თა­ვა­დაც და­ა­ჯე­რეს, რომ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან გა­რი­გე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მათ სო­ლი­დურ თან­ხებ­საც ვუხ­დი­დი. სწო­რედ ამ მიზ­ნით შეხ­ვდა ანას­ტა­სი­აც, უნ­დო­და მის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა და ეთ­ქვა, რომ თან­ხა ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან არა­ვის გა­და­უხ­დია. რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კა­ტებს, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ორი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა გვირ­ჩია და მინ­და გი­თხრათ, რომ მათ მეც ვენ­დო­ბი. იმე­დი მაქვს, ისი­ნი ახალ გა­რე­მო­ე­ბას აღ­მო­ა­ჩე­ნენ და პრე­ზი­დენ­ტსაც სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდი­ან. ვფიქ­რობ, ამ საქ­მე­ზე პრე­ზი­დენ­ტსაც არ ჰქონ­და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ელი­საშ­ვილ­თან გა­რიგ­დით - თუ ის ახა­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის აყ­ვა­ნის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტთან ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, თქვენ კო­ბა­ხი­ძე-ბე­სე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ კომ­პრო­მა­ტებს მი­აწ­ვდით.

- ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან მარ­თლაც ვი­სა­უბ­რე, გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ, მაგ­რამ მსგავს გა­რი­გე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტია. ბუ­ნე­ბა­ში არ მომ­ხდა­რა ბე­სე­ლია-კო­ბა­ხი­ძეს­თან ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბა და ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი სა­ი­დან უნდა მქონ­დეს?! სხვა­თა შო­რის, ალე­კომ კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­ღა­ცებ­მა მისი ამ თვი­სე­ბით ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლეს. იმე­დი მაქვს, რომ ეს საქ­მე მალე დას­რულ­დე­ბა და ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო ოჯა­ხის წევ­რე­ბიც სა­პა­ტიმ­როს მალე და­ტო­ვე­ბენ.

რუსა შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

რას ყვება "კოკაინის საქმის" მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი კობახიძის და მისი ძმის გარშემო აგორებულ ახალ სკანდალზე

რას ყვება "კოკაინის საქმის" მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი კობახიძის და მისი ძმის გარშემო აგორებულ ახალ სკანდალზე

ე.წ. კოკაინის საქმის სკანდალი გრძელდება - ამჯერად, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის წინააღმდეგ დაკავებულების ადვოკატი კობა კობახიძე ალაპარაკდა. როგორც კობა კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა, ანასტასია ზაუტაშვილის ოჯახს მანანა კობახიძის ძმამ, თედო კობახიძემ დააკავშირა: "მითხრა, რომ ვიდრე მე ზაუტაშვილის და ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ინტერესებს დავიცავდი, ის იმუშავებდა შეწყალების თემაზე. თუმცა თედოს იქ ვინ ეკითხებოდა რამეს, მას ყველა მანანათი სცემდა პატივს. გამარჯვების შემთხვევაში, ანუ თუ დაკავებულები გათავისუფლდებოდნენ, დამატებით 75 ათასი ევრო უნდა მოგვეთხოვა ხუთივე დაკავებულისგან" - განაცხადა კობა კობახიძემ "არჩევანში".

რამდენი გადაუხადა რეალურად და საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ვის ჰპირდებოდა ბონუსებს - ამაზე სასაუბროდ "ამბები.გე" "კოკაინის საქმის" მთავარ ფიგურანტს, ანასტასია ზაუტაშვილის მეგობარ მამაკაცს ნუგზარ ბოჭორიშვილს დაუკავშირდა:

"კობა კობახიძის ადვოკატად აყვანა თედო კობახიძემ მართლაც მირჩია. წლების წინ თედოც ჩემი ადვოკატი იყო და შვილის მეურვეობის საკითხებში მეხმარებოდა, თუმცა როგორც კი ორივე და-ძმა პოლიტიკაში მოვიდა, ჩემ საქმეებს ავტომატურად ჩამოშორდნენ. საგანგაშო არაფერია იმაში, თუ კობა კობახიძეს თედომ და მანანამ რეკომენდაცია გაუწიეს. თქვენ რომ გკითხოთ რჩევა, კარგი ჟურნალისტი მირჩიეთ, ვინც კონკრეტულ საქმეში ერკვევა-მეთქი, დანაშაული იქნება?!

- თქვენ თანამდებობის პირებზე საუბრობთ, თანაც კობა კობახიძის განცხადებით, თედო კობახიძე შეწყალების კომისიასთან ურთიერთობის "დალაგებასაც" გპირდებოდათ.

- კობა კობახიძე იტყუება. უბრალოდ, მანანამ და თედომ, ჩემი საქმის დეტალები კარგად იცოდნენ, მათთვის ისიც ცნობილი იყო, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში უკანონოდ გამოკეტეს. შესაბამისად, შესაძლოა ადამიანურ დონეზე გვგულშემატკივრობდნენ, მაგრამ სხვა ფინანსური დაპირება არცერთი მხრიდან გაჟღერებულა.

- საქმეში ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, კობახიძეებს ბონუსად არც 75 ათას ევროს დაპირებიხართ?

- კობა კობახიძეს 6 250 ევრო გადავუხადე. ვფიქრობ, ეს თანხა ახალი გარემოებების მოსაძიებლად საკმარისი იყო, თუმცა მან ვერაფრის გაკეთება მოახერხა. მხოლოდ ჩემი მოტყუებით იყო დაკავებული. ამიტომაც ჩავთვალე, რომ კობა კობახიძეს ეს თანხა ჩემთვის უნდა დაებრუნებინა. რაც შეეხება ბონუსებს, არც თედოსთან და არც კობასთან ბონუსებზე საუბარი არ მქონია. თუ საქმე წარმატებით დასრულდებოდა, თავად გადავწყვეტდი, ვისთვის რა თანხა გადამეხადა ბონუსად.

იხილეთ ვიდეო| რას ყვება ანასტასიას ადვოკატი და-ძმა კობახიძეების შესახებ

- საინტერესოა, ეკა ბესელიასთან და მანანა კობახიძესთან თუ ისაუბრეთ ამ საქმის გახმაურების შემდეგ?

- მათთან საუბრის სურვილიც კი არ გამჩენია. ფაქტია, რომ არაფრის გამკეთებლები არიან, დღემდე ისიც ვერ მოხერხდა, რომ ჩემი ახლობლების წამების ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო. როგორც ჩანს, პროკურატურაც დღესაც წინა ხელისუფლების ხაზს აგრძელებს და სიმართლე ნაკლებად აინტერესებს.

- კიდევ ერთი საკითხი გახდა მითქმა-მოთქმის საფუძველი - რატომ მოითხოვა ანასტასია ზაუტაშვილმა ელისაშვილთან შეხვედრა და ადვოკატების აყვანაშიც მისგან რეკომენდაციები რატომ მიიღო?

- ალეკო ელისაშვილი შეცდომაში შეიყვანეს. როგორც ჩანს, მას თავადაც დააჯერეს, რომ პოლიტიკოსებთან გარიგებული ვიყავი და მათ სოლიდურ თანხებსაც ვუხდიდი. სწორედ ამ მიზნით შეხვდა ანასტასიაც, უნდოდა მისთვის კონკრეტული ინფორმაცია მიეწოდებინა და ეთქვა, რომ თანხა ჩვენი ოჯახიდან არავის გადაუხდია. რაც შეეხება ადვოკატებს, ალეკო ელისაშვილმა ორი ადამიანის დახმარება გვირჩია და მინდა გითხრათ, რომ მათ მეც ვენდობი. იმედი მაქვს, ისინი ახალ გარემოებას აღმოაჩენენ და პრეზიდენტსაც სწორ ინფორმაციას მიაწვდიან. ვფიქრობ, ამ საქმეზე პრეზიდენტსაც არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელისაშვილთან გარიგდით - თუ ის ახალი ადვოკატების აყვანის შემდეგ პრეზიდენტთან ე.წ. კოკაინის საქმეში დაკავებული პირების შეწყალებაში დაგეხმარებათ, თქვენ კობახიძე-ბესელიას წინააღმდეგ კომპრომატებს მიაწვდით.

- ალეკო ელისაშვილთან მართლაც ვისაუბრე, გარკვეული საკითხები განვიხილეთ, მაგრამ მსგავს გარიგებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ბუნებაში არ მომხდარა ბესელია-კობახიძესთან ფინანსური გარიგება და ამის დამამტკიცებელი საბუთები საიდან უნდა მქონდეს?! სხვათა შორის, ალეკომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გულწრფელი ადამიანია და სავარაუდოდ, ვიღაცებმა მისი ამ თვისებით ბოროტად ისარგებლეს. იმედი მაქვს, რომ ეს საქმე მალე დასრულდება და ჩემი უდანაშაულო ოჯახის წევრებიც საპატიმროს მალე დატოვებენ.

რუსა შელია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ