თბილისში, ოსეთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დამწვარია 80 კვ.მ დამხმარე ფართი . ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, დაშავდა ერთი.
ამ დროისთვის ოსეთის ქუჩაზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
"არ ვიცით რისგან გაჩნდა ხანძარი. შევძელით მოხუცი ქალბატონის გამოყვანა, რომელმაც გვითხრა, რომ ზემოდან ჩამოვარდა ნაპერწკალი და უცებ აალდა", - აცხადებს მეზობელი.