მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერი ბეიკერი - თვითმარქვია პრინცესა კარაბუ, რომელმაც უამრავი ადამიანი გააცურა
მერი ბეიკერი - თვითმარქვია პრინცესა კარაბუ, რომელმაც უამრავი ადამიანი გააცურა

1817 წლის 3 აპ­რილს ბრის­ტო­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე პა­ტა­რა და მა­ნამ­დე თით­ქმის არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ სო­ფელ ალ­მონსბე­რი­ში საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თით­ქოს ცი­დან ჩა­მო­ვარ­დაო, სო­ფელ­ში გა­მოჩ­ნდა გო­გო­ნა, რო­მელ­საც უბ­რა­ლო შავი კაბა ეცვა, თავ­ზე შავი შა­ლის ჩალ­მა ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. უც­ნა­ურ გო­გო­ნას მთე­ლი თა­ვი­სი ბარ­გი-ბარ­ხა­ნა ერთ პა­ტა­რა ფუ­თა­ში ჰქონ­და გა­მოკ­რუ­ლი და იმ­დე­ნად ქან­ცგა­წყვე­ტი­ლი ჩან­და, თით­ქოს ამ მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ­ში მოხ­ვედ­რამ­დე ქვეყ­ნი­ე­რე­ბა ჰქო­ნო­და შე­მოვ­ლი­ლი.

სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა იფიქ­რეს, რომ გო­გო­ნა უცხო­ე­ლი იყო და საგ­რა­ფოს მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თლე სე­მუ­ელ უო­რალს მი­უყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც ბერ­ძე­ნი მსა­ხუ­რი ჰყავ­და. თუმ­ცა ვერც მო­სა­მარ­თლემ და ვერც მის­მა მსა­ხურ­მა გო­გო­ნას ვე­რა­ფე­რი გა­ა­გე­ბი­ნეს. სა­მა­გი­ე­როდ, ჯი­ბე­ში ყალ­ბი მო­ნე­ტა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რაც მას სას­ჯე­ლად ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბას უქად­და. ასე რომ, მო­სა­მარ­თლეს ბევ­რი აღარ უფიქ­რია და, საქ­მის გა­სარ­კვე­ვად, გო­გო­ნას ბრის­ტოლ­ში გაგ­ზავ­ნა გა­და­წყვი­ტა. თა­ვად გო­გო­ნა იმ­დე­ნად დაბ­ნე­უ­ლი ჩან­და იმ ყვე­ლაფ­რით, რაც მის გარ­შე­მო ხდე­ბო­და და ისე სა­ცო­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რომ თვით სიმ­კაც­რით გა­მორ­ჩე­ულ მო­სა­მარ­თლე­საც კი მო­ულ­ბო გული და მა­ნაც ერთი ღა­მით სოფ­ლის სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩე­ნის ნება მის­ცა.

სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბულ­მა უც­ნა­ურ­მა სტუ­მარ­მა კე­დელ­ზე გა­მო­ფე­ნილ ერთ-ერთ ნა­ხატ­ზე ანა­ნასს მოჰ­კრა თვა­ლი და მის­კენ ხელი სი­ხა­რუ­ლით გა­იშ­ვი­რა, მერე კი და­სა­ძი­ნებ­ლად ია­ტაკ­ზე დაწ­ვა. გო­გო­ნას საქ­ცი­ე­ლით გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ გა­ი­ფიქ­რა, რომ მისი სამ­შობ­ლო "სა­დღაც სამ­ხრეთ­ში" უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მე­ტის გარ­კვე­ვა ვე­ღარ მო­ას­წრო, რად­გა­ნაც მე­ო­რე დი­ლით სას­ტუმ­რო­ში მო­სა­მარ­თლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მე­უღ­ლე გა­მო­ცხად­და და სტუ­მა­რი თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა. მო­სა­მარ­თლის სახ­ლში აღ­მო­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნას ყუ­რა­დღე­ბა უკვე ჩი­ნურ­მა გრა­ვი­უ­რებ­მა და სტა­ტუ­ე­ტებ­მა მი­იქ­ცია და, მათი ნახ­ვით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა, რა­ღა­ცის სხა­პას­ხუ­პით მო­ყო­ლა და­ი­წყო. თუმც, მო­სა­მარ­თლის მე­უღ­ლე მხო­ლოდ იმას თუ მიხ­ვდა, რომ უც­ნა­ურ გო­გო­ნას ასე­ვე უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი "კა­რა­ბუ" ერ­ქვა და ამით კი­დევ უფრო და­ინ­ტრი­გე­ბუ­ლი, შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ქმარს იქამ­დე ეხ­ვე­წა, სა­ნამ ბრის­ტოლ­ში გაგ­ზავ­ნის ნაც­ვლად, სტუ­მა­რი თა­ვი­ანთ სახ­ლში არ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

ამის შემ­დეგ უო­რა­ლე­ბის სახ­ლში თით­ქმის ყო­ველ­დღე მი­დი­ოდ­ნენ ათას ქარ­ცე­ცხლში გა­მოვ­ლი­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბი თუ უბ­რა­ლოდ უცხო ენე­ბის კარ­გად მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ გო­გო­ნას­თან სა­უბ­რის გაბ­მა და მისი წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლის გარ­კვე­ვა მა­თაც ვე­რაფ­რით შეძ­ლეს. ის-ის იყო, ყვე­ლას ხელი უნდა ჩა­ექ­ნია, რომ ისევ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოჩ­ნდა პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მე­ზღვა­უ­რი, რო­მელ­მაც კა­რა­ბუს ნახ­ვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, "გო­გო­ნას ლა­პა­რა­კი მშვე­ნივ­რად მეს­მის და ის ვინ­მე უსახ­ლკა­რო მო­ხე­ტი­ა­ლე კი არა, ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ ია­ვა­სუს პრინ­ცე­საა, რო­მე­ლიც მის გამ­ტა­ცე­ბელ მე­კობ­რე­ებს ხე­ლი­დან სას­წა­უ­ლებ­რი­ვად და­უსხლტაო".

შემ­დგო­მი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­ტერ და მი­სის უო­რა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მათ სახ­ლში ეგ­ზო­ტი­კუ­რი პრინ­ცე­სის სა­ნა­ხა­ვად მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლებ­ზე არც ერთ მათ­განს არა­ფე­რი სმე­ნო­და, უცხო­ტო­მე­ლი პრინ­ცე­სას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი მა­ინც ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლად და ამაღ­ლე­ბუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. თა­ნაც, მთლად გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი არც თა­ვად პრინ­ცე­სა იჯდა და სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად უწყობ­და ხელს.

ამ მიზ­ნით, ჯერ იყო და უო­რა­ლე­ბის პი­რად მკე­რავს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის მე­ტის­მე­ტად უცხო და ეგ­ზო­ტი­კუ­რი სა­მო­სი შე­ა­კე­რი­ნა, მერე კი ტბა­ში შიშ­ვლად ბა­ნა­ო­ბა, ფა­რი­კა­ო­ბა და ძალ­ზე უც­ნა­უ­რი ცეკ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც და­ი­წყო. ერთი სი­ტყვით, პრინ­ცე­სა კა­რა­ბუს ამ­ბა­ვი სულ უფრო და უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბით ივ­სე­ბო­და. კვი­რა­ში ერთხელ პრი­ცე­სა ლონ­დონ­ში ჩაჰ­ყავ­დათ, სა­დაც მხატ­ვრე­ბი მის პორ­ტრე­ტებს ხა­ტავ­დნენ, გა­ზე­თებ­ში კი იდუ­მალ კა­რა­ბუ­ზე სულ ახალ-ახა­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ჩნდე­ბო­და...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

მერი ბეიკერი - თვითმარქვია პრინცესა კარაბუ, რომელმაც უამრავი ადამიანი გააცურა

მერი ბეიკერი - თვითმარქვია პრინცესა კარაბუ, რომელმაც უამრავი ადამიანი გააცურა

1817 წლის 3 აპრილს ბრისტოლის მახლობლად მდებარე პატარა და მანამდე თითქმის არაფრით გამორჩეულ სოფელ ალმონსბერიში საკმაოდ უცნაური მოვლენები განვითარდა. სრულიად მოულოდნელად, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, სოფელში გამოჩნდა გოგონა, რომელსაც უბრალო შავი კაბა ეცვა, თავზე შავი შალის ჩალმა ჰქონდა შემოხვეული და ადგილობრივებისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. უცნაურ გოგონას მთელი თავისი ბარგი-ბარხანა ერთ პატარა ფუთაში ჰქონდა გამოკრული და იმდენად ქანცგაწყვეტილი ჩანდა, თითქოს ამ მიყრუებულ სოფელში მოხვედრამდე ქვეყნიერება ჰქონოდა შემოვლილი.

სოფლის მცხოვრებლებმა იფიქრეს, რომ გოგონა უცხოელი იყო და საგრაფოს მომრიგებელ მოსამართლე სემუელ უორალს მიუყვანეს, რომელსაც ბერძენი მსახური ჰყავდა. თუმცა ვერც მოსამართლემ და ვერც მისმა მსახურმა გოგონას ვერაფერი გააგებინეს. სამაგიეროდ, ჯიბეში ყალბი მონეტა აღმოუჩინეს, რაც მას სასჯელად ავსტრალიაში გადასახლებას უქადდა. ასე რომ, მოსამართლეს ბევრი აღარ უფიქრია და, საქმის გასარკვევად, გოგონას ბრისტოლში გაგზავნა გადაწყვიტა. თავად გოგონა იმდენად დაბნეული ჩანდა იმ ყველაფრით, რაც მის გარშემო ხდებოდა და ისე საცოდავად გამოიყურებოდა, რომ თვით სიმკაცრით გამორჩეულ მოსამართლესაც კი მოულბო გული და მანაც ერთი ღამით სოფლის სასტუმროში დარჩენის ნება მისცა.

სასტუმროში დაბინავებულმა უცნაურმა სტუმარმა კედელზე გამოფენილ ერთ-ერთ ნახატზე ანანასს მოჰკრა თვალი და მისკენ ხელი სიხარულით გაიშვირა, მერე კი დასაძინებლად იატაკზე დაწვა. გოგონას საქციელით გაკვირვებულმა სასტუმროს მეპატრონემ გაიფიქრა, რომ მისი სამშობლო "სადღაც სამხრეთში" უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეტის გარკვევა ვეღარ მოასწრო, რადგანაც მეორე დილით სასტუმროში მოსამართლის ცნობისმოყვარე მეუღლე გამოცხადდა და სტუმარი თავისთან წაიყვანა. მოსამართლის სახლში აღმოჩენილი გოგონას ყურადღება უკვე ჩინურმა გრავიურებმა და სტატუეტებმა მიიქცია და, მათი ნახვით აღფრთოვანებულმა, რაღაცის სხაპასხუპით მოყოლა დაიწყო. თუმც, მოსამართლის მეუღლე მხოლოდ იმას თუ მიხვდა, რომ უცნაურ გოგონას ასევე უცნაური სახელი "კარაბუ" ერქვა და ამით კიდევ უფრო დაინტრიგებული, შინ დაბრუნებულ ქმარს იქამდე ეხვეწა, სანამ ბრისტოლში გაგზავნის ნაცვლად, სტუმარი თავიანთ სახლში არ დაატოვებინა.

ამის შემდეგ უორალების სახლში თითქმის ყოველდღე მიდიოდნენ ათას ქარცეცხლში გამოვლილი მოგზაურები თუ უბრალოდ უცხო ენების კარგად მცოდნე ადამიანები, მაგრამ გოგონასთან საუბრის გაბმა და მისი წარმოშობის ადგილის გარკვევა მათაც ვერაფრით შეძლეს. ის-ის იყო, ყველას ხელი უნდა ჩაექნია, რომ ისევ სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა პორტუგალიელი მეზღვაური, რომელმაც კარაბუს ნახვის შემდეგ განაცხადა, "გოგონას ლაპარაკი მშვენივრად მესმის და ის ვინმე უსახლკარო მოხეტიალე კი არა, ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ იავასუს პრინცესაა, რომელიც მის გამტაცებელ მეკობრეებს ხელიდან სასწაულებრივად დაუსხლტაო".

შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში მისტერ და მისის უორალები ძირითადად მათ სახლში ეგზოტიკური პრინცესის სანახავად მისული სტუმრების მიღებით იყვნენ დაკავებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულებზე არც ერთ მათგანს არაფერი სმენოდა, უცხოტომელი პრინცესას სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი მაინც ძალიან რომანტიკულად და ამაღლებულად ეჩვენებოდათ. თანაც, მთლად გულხელდაკრეფილი არც თავად პრინცესა იჯდა და საკუთარი პერსონისადმი ინტერესის გაღვივებას ყველანაირად უწყობდა ხელს.

ამ მიზნით, ჯერ იყო და უორალების პირად მკერავს ადგილობრივებისთვის მეტისმეტად უცხო და ეგზოტიკური სამოსი შეაკერინა, მერე კი ტბაში შიშვლად ბანაობა, ფარიკაობა და ძალზე უცნაური ცეკვების შესრულებაც დაიწყო. ერთი სიტყვით, პრინცესა კარაბუს ამბავი სულ უფრო და უფრო შთამბეჭდავი და დამაინტრიგებელი დეტალებით ივსებოდა. კვირაში ერთხელ პრიცესა ლონდონში ჩაჰყავდათ, სადაც მხატვრები მის პორტრეტებს ხატავდნენ, გაზეთებში კი იდუმალ კარაბუზე სულ ახალ-ახალი პუბლიკაციები ჩნდებოდა...განაგრძეთ კითხვა

"მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს" - ზაზა გახელაძის დედა

"შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, "მესამე ტალღაც" იქნება, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს" - კულუმბეგოვი

2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - "M ვექტორი" რეგისტრაცია დაიწყო