სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიჟური და ფანტასტიკური არქიტექტურული პროექტები, რომლებიც ვერ განხორციელდა
გიჟური და ფანტასტიკური არქიტექტურული პროექტები, რომლებიც ვერ განხორციელდა

ყვე­ლა­ზე გი­ჟუ­რი და ფან­ტას­ტი­კუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მათი მას­შტა­ბე­ბის გამო ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის გემი

თა­ვი­სუფ­ლე­ბის გე­მის გეგ­მა 1990 წელს შე­მუ­შავ­და. ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო გი­გან­ტუ­რი მცუ­რა­ვი ქა­ლა­ქი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით შე­ეძ­ლე­ბო­და მოძ­რა­ო­ბა. გემს უნდა ჰქო­ნო­და თა­ვი­სი ეკო­ნო­მი­კა, სავ­სე ყო­ფი­ლი­ყო მა­ღა­ზი­ე­ბით, სკო­ლე­ბით, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბით და ყვე­ლაფ­რით, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის ჭირ­დე­ბა.

1500 მეტ­რი­ა­ნი გემი დე­და­მი­წას წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­და წრეს და ყვე­ლა მსხვილ სა­პორ­ტო ქა­ლაქ­ში შე­ჩერ­დე­ბო­და. გეგ­მა ვერ შედ­გა, რად­გან გემ­ზე სა­ცხოვ­რებ­ლად მი­ნი­მუმ, 50 000 ადა­მი­ა­ნი უნდა და­ე­თან­ხმე­ბი­ნათ, ამ­დე­ნი მსურ­ვე­ლი კი არ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა, თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში 50 000 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბე­ბა, კომ­პა­ნი­ე­ბი მზად არი­ან, პრო­ექ­ტში 9 მი­ლი­არ­დი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი ჩა­დონ.

მა­ნ­ჰე­ტე­ნის გუმ­ბა­თი

60-იან წლებ­ში ცხო­ვე­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კი­სად­მი. არ­ქი­ტექ­ტორ­მა ბაკ­მი­ნის­ტერ ფუ­ლერ­მა შე­ად­გი­ნა ნიუ იორ­კის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ქა­ლაქს დიდი გუმ­ბა­თი­სე­ბუ­რი სარ­ქვე­ლის ქვეშ მო­აქ­ცევ­დნენ.

გუმ­ბა­თი მა­ნ­ჰე­ტე­ნის უდი­დეს ნა­წილს და­ფა­რავ­და და ჰა­ერს გა­ფილტრავ­და. სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბო­და შე­ნო­ბე­ბის გათ­ბო­ბა ან გაგ­რი­ლე­ბა, გუმ­ბა­თი თა­ვად შექ­მნი­და შე­სა­ფე­რის სე­ზონ­ზე შე­სა­ფე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც საგ­რძნობ­ლად და­ი­ზო­გე­ბო­და ფული. ასეა თუ ისე, იდე­ას მხა­რი არ აუ­ბეს, პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ძა­ლი­ან დიდი ხარ­ჯე­ბი იყო სა­ჭი­რო, ამი­ტომ ეს იდეა კვლავ იდე­ად დარ­ჩა და მხო­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ნაშ­რო­მებ­ში ცო­ცხლობს.

მე­გა­სი­თი

მე­გა­სი­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გი­გან­ტუ­რი პი­რა­მი­და, რო­მე­ლიც ტო­კი­ოს პორ­ტში იცუ­რებ­და. ის იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ თა­ვი­სუ­ლად და­ე­ტია ერთი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და 100-სარ­თუ­ლი­ა­ნი ცა­თამბჯე­ნე­ბი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ია­პო­ნია ძა­ლი­ან ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლია, ეს იდეა რა­ცი­ო­ნა­ლურს ჰგავს. კონ­სტრუქ­ცი­ას გი­ზას პი­რა­მი­დის ფორ­მე­ბი უნდა ჰქო­ნო­და, ოღონდ მას­ზე 14-ჯერ უფრო დიდი ყო­ფი­ლი­ყო. რომ აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, ის ყვე­ლა­ზე დიდი კონ­სტრუქ­ცია იქ­ნე­ბო­და პლა­ნე­ტა­ზე. თუმ­ცა ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ არ­ცერთ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას არ შე­უძ­ლია ასეთ მას­შტა­ბებს გა­უმკლავ­დეს.

პა­რი­ზის საგ­ზაო კოშ­კი

1937 წელს პა­რიზ­ში კი­ნა­ღამ 700 მეტ­რი­ა­ნი ცა­თამბჯე­ნი აშენ­და, რო­მელ­ზეც ბოლო სარ­თუ­ლამ­დე ასას­ვლე­ლად სა­მან­ქა­ნო გზით უნდა გევ­ლოთ. ბოლო სარ­თულ­ზე იქ­ნე­ბო­და სას­ტუმ­რო. შე­ნო­ბა 400 მან­ქა­ნა­ზე იყო გათ­ვლი­ლი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სწორ გზებ­ზეც კი მრა­ვა­ლი ავა­რია ხდე­ბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ გი­გან­ტუ­რი სპი­რა­ლი­სე­ბუ­ლი გზატ­კე­ცი­ლი და ოთხა­სი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს მალე მოხ­ვდეს ბოლო სარ­თულ­ზე. კა­ტას­ტრო­ფა გარ­და­უ­ვა­ლი იყო, ამი­ტომ პრო­ექ­ტი სა­მუ­და­მოდ და­ი­ხუ­რა.

სამ­ყა­რო

დუ­ბა­ი­ში სა­ო­ცა­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ნამ­დვი­ლად არაა, თუმ­ცა ეს იდეა იმ­დე­ნად გი­ჟუ­რი იყო, რომ მა­ნამ­დე და­ი­ხუ­რა, სა­ნამ ისე­დაც ჩაფ­ლავ­დე­ბო­და.

"სამ­ყა­რო" მიზ­ნად ისა­ხავ­და დუ­ბა­ის სა­ნა­პი­რო­ზე კუნ­ძუ­ლე­ბის ქსე­ლის შექ­მნას, რომ­ლე­ბიც კონ­ტი­ნენ­ტე­ბის ფორ­მის იქ­ნე­ბო­და. შემ­დეგ ეს კუნ­ძუ­ლე­ბი გა­ი­ყი­დე­ბო­და და იქ ქა­ლა­ქე­ბი გა­შენ­დე­ბო­და. ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ერთი კუნ­ძუ­ლია და­სახ­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დუ­ბა­ის მმარ­თველს ეკუთ­ვნის. და­ნარ­ჩენ კუნ­ძუ­ლებ­ზე იმ­დე­ნი ხა­ნია არა­ფე­რი ხდე­ბა, რომ ისი­ნი წყლის ქვეშ მი­დი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია listverse.com-ს მი­ხედ­ვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გიჟური და ფანტასტიკური არქიტექტურული პროექტები, რომლებიც ვერ განხორციელდა

გიჟური და ფანტასტიკური არქიტექტურული პროექტები, რომლებიც ვერ განხორციელდა

ყველაზე გიჟური და ფანტასტიკური არქიტექტურული პროექტები, რომელიც მათი მასშტაბების გამო ვერ განხორციელდა.

თავისუფლების გემი

თავისუფლების გემის გეგმა 1990 წელს შემუშავდა. ის უნდა ყოფილიყო გიგანტური მცურავი ქალაქი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით შეეძლებოდა მოძრაობა. გემს უნდა ჰქონოდა თავისი ეკონომიკა, სავსე ყოფილიყო მაღაზიებით, სკოლებით, სამუშაო ადგილებით და ყველაფრით, რაც საზოგადოებას ყოველდღიური ცხოვრებისთვის ჭირდება.

1500 მეტრიანი გემი დედამიწას წელიწადში ორჯერ შემოუვლიდა წრეს და ყველა მსხვილ საპორტო ქალაქში შეჩერდებოდა. გეგმა ვერ შედგა, რადგან გემზე საცხოვრებლად მინიმუმ, 50 000 ადამიანი უნდა დაეთანხმებინათ, ამდენი მსურველი კი არ გამოჩნდა, თუმცა, თუ უახლოეს მომავალში 50 000 ადამიანი შეიკრიბება, კომპანიები მზად არიან, პროექტში 9 მილიარდი ამერიკული დოლარი ჩადონ.

მანჰეტენის გუმბათი

60-იან წლებში ცხოველური ინტერესი გაჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკისადმი. არქიტექტორმა ბაკმინისტერ ფულერმა შეადგინა ნიუ იორკის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის მიხედვით, ქალაქს დიდი გუმბათისებური სარქველის ქვეშ მოაქცევდნენ.

გუმბათი მანჰეტენის უდიდეს ნაწილს დაფარავდა და ჰაერს გაფილტრავდა. საჭირო აღარ იქნებოდა შენობების გათბობა ან გაგრილება, გუმბათი თავად შექმნიდა შესაფერის სეზონზე შესაფერის ტემპერატურას, რისი მეშვეობითაც საგრძნობლად დაიზოგებოდა ფული. ასეა თუ ისე, იდეას მხარი არ აუბეს, პირველ რიგში იმიტომ, რომ მის განსახორციელებლად ძალიან დიდი ხარჯები იყო საჭირო, ამიტომ ეს იდეა კვლავ იდეად დარჩა და მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაშრომებში ცოცხლობს.

მეგასითი

მეგასითი უნდა ყოფილიყო გიგანტური პირამიდა, რომელიც ტოკიოს პორტში იცურებდა. ის იმდენად მასშტაბური უნდა ყოფილიყო, რომ თავისულად დაეტია ერთი მილიონი ადამიანი და 100-სართულიანი ცათამბჯენები. იქიდან გამომდინარე, რომ იაპონია ძალიან ხალხმრავალი ადგილია, ეს იდეა რაციონალურს ჰგავს. კონსტრუქციას გიზას პირამიდის ფორმები უნდა ჰქონოდა, ოღონდ მასზე 14-ჯერ უფრო დიდი ყოფილიყო. რომ აშენებულიყო, ის ყველაზე დიდი კონსტრუქცია იქნებოდა პლანეტაზე. თუმცა ამჟამად არსებულ არცერთ სამშენებლო მასალას არ შეუძლია ასეთ მასშტაბებს გაუმკლავდეს.

პარიზის საგზაო კოშკი

1937 წელს პარიზში კინაღამ 700 მეტრიანი ცათამბჯენი აშენდა, რომელზეც ბოლო სართულამდე ასასვლელად სამანქანო გზით უნდა გევლოთ. ბოლო სართულზე იქნებოდა სასტუმრო. შენობა 400 მანქანაზე იყო გათვლილი. იმის გათვალისწინებით, რომ სწორ გზებზეც კი მრავალი ავარია ხდება, წარმოიდგინეთ გიგანტური სპირალისებული გზატკეცილი და ოთხასი მანქანა, რომელიც ცდილობს მალე მოხვდეს ბოლო სართულზე. კატასტროფა გარდაუვალი იყო, ამიტომ პროექტი სამუდამოდ დაიხურა.

სამყარო

დუბაიში საოცარი კონსტრუქციების ნაკლებობა ნამდვილად არაა, თუმცა ეს იდეა იმდენად გიჟური იყო, რომ მანამდე დაიხურა, სანამ ისედაც ჩაფლავდებოდა.

"სამყარო" მიზნად ისახავდა დუბაის სანაპიროზე კუნძულების ქსელის შექმნას, რომლებიც კონტინენტების ფორმის იქნებოდა. შემდეგ ეს კუნძულები გაიყიდებოდა და იქ ქალაქები გაშენდებოდა. ამჟამად მხოლოდ ერთი კუნძულია დასახლებული, რომელიც დუბაის მმართველს ეკუთვნის. დანარჩენ კუნძულებზე იმდენი ხანია არაფერი ხდება, რომ ისინი წყლის ქვეშ მიდიან.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს