სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ მილიონს დაზოგავს საქართველოს ბიუჯეტი, თუ 19 სამინისტრო განახევრდება
რამდენ მილიონს დაზოგავს საქართველოს ბიუჯეტი, თუ 19 სამინისტრო განახევრდება

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი ქა­და­გი­ძის გან­ცხა­დე­ბას სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­უქ­მე­ბი­სა და ამით ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, დიდი აჟი­ო­ტა­ჟი და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ქა­და­გი­ძის გა­მოს­ვლას მა­ვა­ნი პო­პუ­ლის­ტუ­რად მი­იჩ­ნევს, ზოგი კი მის აზრს იზი­ა­რებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რე­ა­ლუ­რად, რამ­დე­ნად არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში ბი­უ­როკ­რა­ტი­ის შემ­ცი­რე­ბის რე­ზერ­ვი და რა ფის­კა­ლურ ეფექტს მი­ი­ღებს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და მათი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი - სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE "სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" ეკო­ნო­მისტს ბესო ნამ­ჩა­ვა­ძეს ესა­უბ­რა:

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ათი სა­მი­ნის­ტრო­თი შემ­ცირ­დე­ბა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის შერ­წყმა და გა­უქ­მე­ბა ასე წარ­მო­მიდ­გე­ნია: ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის, ასე­ვე დი­ას­პო­რის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­თავ­სოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბა ისე­დაც მო­ი­ცავს ამ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბას. ენერ­გე­ტი­კის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ერ­თი­ან­დეს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა შსს-ს მი­უ­ერ­თდეს, ხოლო სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ბი­უ­ჯეტ­ზე გა­და­ვი­დეს. ამ ყვე­ლაფ­რით ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი 80 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შემ­ცირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ამა­ზე უფრო რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, პრაგ­მა­ტულ პო­ლი­ტი­კა­ში კი­დევ უფრო მეტი ოპ­ტი­მი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს", - აღ­ნიშ­ნავს ნამ­ჩა­ვა­ძე.

მისი თქმით, ფუ­ლის და­ზოგ­ვის დიდი რე­სურ­სი ნე­ბის­მი­ერ სა­მი­ნის­ტრო­შია. ეკო­ნო­მის­ტი აცხა­დებს, რომ ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით წე­ლი­წად­ში 200 000 ლა­რამ­დე და­ი­ზო­გე­ბა. "ჩვენ ბევრ სა­მი­ნის­ტრო­ში გვაქვს ასე­თი სუ­რა­თი, უწყე­ბას ჰყავს მი­ნის­ტრი, თა­ვი­სი მო­ად­გი­ლე­ე­ბი­თა და დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბით. რე­ა­ლუ­რად კი მი­ნის­ტრის მად­გი­ლე და დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ერთ საქ­მეს აკე­თე­ბენ. ან ერთი უნდა დარ­ჩეს, ან - მე­ო­რე. ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი უბ­რა­ლოდ, გა­მო­გო­ნი­ლია. უფრო ღრმა­დაც რომ გავ­ყვეთ, 2-3 სამ­მარ­თვე­ლო ხში­რად ერ­თსა და იმა­ვე საქ­მეს აკე­თებს, ასე რომ, შიდა ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის რე­სურ­სი ნამ­დვი­ლად არის", - აღ­ნიშ­ნავს ბესო ნამ­ჩა­ვა­ძე.

მისი თქმით, მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას ბი­უ­ჯეტ­ზე ფის­კა­ლუ­რი ეფექ­ტი არ ექ­ნე­ბა და იმის­თვის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, ამას რო­მე­ლი­მე სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­სი პროგ­რა­მე­ბი­თა და ფუნ­ქცი­ე­ბით უნდა შე­ე­წი­როს.

"80 მი­ლი­ო­ნი ჯამ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხაა, მაგ­რამ პრაგ­მა­ტუ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, ათი სა­მი­ნის­ტროს გა­უქ­მე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. რად­გან ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხურს და­კარ­გავს, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია კი რთულ პრო­ცე­სებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ თუ გვინ­და, რომ რო­მე­ლი­მე სა­მი­ნის­ტროს გა­უქ­მე­ბით, ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ვამ­ცი­როთ, მა­შინ ასარ­ჩე­ვია სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ე­ბით უნდა გა­უქ­მდეს. ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ ამ სა­მი­ნის­ტროს ფუნ­ქცი­ე­ბი მთლი­ა­ნად კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­და­ვი­დეს", - აღ­ნიშ­ნავს ეკო­ნო­მის­ტი.

ბესო ნამ­ჩა­ვა­ძის თქმით, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი არა მარ­ტო ეკო­ნო­მი­კურ, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლი თე­მა­ცაა და გარ­კვე­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის, იდე­ო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­და­წყდეს.

დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის გარ­და, 19 სა­მი­ნის­ტრო მარ­თავს. ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი 9 მი­ლი­არდ 335 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და სა­ერ­თო ჯამ­ში სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში 115 756 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. ამათ­გან ყვე­ლა­ზე ცოტა, 20 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტიც 2016 წლის­თვის 1 200 000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. მას მოს­დევს შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი 31 და­საქ­მე­ბუ­ლი­თა და 1 350 000 ლა­რი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტით.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ყვე­ლა­ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს. ეს რი­ცხვი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 42 257-ს შე­ად­გენს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბი­სათ­ვის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 405 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი, უწყე­ბის სა­ერ­თო სახ­სრე­ბი კი 670 მი­ლი­ონ ლარს უტოლ­დე­ბა. და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზეა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო (29 908), რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტიც 595 მი­ლი­ო­ნი ლარი, ხოლო და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა - 394 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რამდენ მილიონს დაზოგავს საქართველოს ბიუჯეტი, თუ 19 სამინისტრო განახევრდება

რამდენ მილიონს დაზოგავს საქართველოს ბიუჯეტი, თუ 19 სამინისტრო განახევრდება

ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებას სამინისტროების ნაწილის გაუქმებისა და ამით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების თაობაზე, დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ქადაგიძის გამოსვლას მავანი პოპულისტურად მიიჩნევს, ზოგი კი მის აზრს იზიარებს და აღნიშნავს, რომ სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიზაცია შესაძლებელი და აუცილებელია.

რეალურად, რამდენად არსებობს ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი და რა ფისკალურ ეფექტს მიიღებს სამინისტროებისა და მათი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით საქართველოს ბიუჯეტი - საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტს ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა:

"იმ შემთხვევაში, თუ ათი სამინისტროთი შემცირდება სამთავრობო უწყებათა ჩამონათვალი, სამინისტროების შერწყმა და გაუქმება ასე წარმომიდგენია: ევროინტეგრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, ასევე დიასპორის სამინისტროების ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეითავსოს. აღნიშნული უწყება ისედაც მოიცავს ამ საკითხებზე მუშაობას. ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანდეს, სასჯელაღსრულება შსს-ს მიუერთდეს, ხოლო სპორტისა და კულტურის სამინისტროები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტზე გადავიდეს. ამ ყველაფრით ბიუროკრატიული ხარჯები 80 მილიონი ლარით შემცირდება. ვფიქრობ, ამაზე უფრო რადიკალური ნაბიჯი რთულად წარმოსადგენია, პრაგმატულ პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზების საშუალება არ გვაქვს", - აღნიშნავს ნამჩავაძე.

მისი თქმით, ფულის დაზოგვის დიდი რესურსი ნებისმიერ სამინისტროშია. ეკონომისტი აცხადებს, რომ ერთი მაღალი თანამდებობის პირის გათავისუფლებით წელიწადში 200 000 ლარამდე დაიზოგება. "ჩვენ ბევრ სამინისტროში გვაქვს ასეთი სურათი, უწყებას ჰყავს მინისტრი, თავისი მოადგილეებითა და დეპარტამენტის უფროსებით. რეალურად კი მინისტრის მადგილე და დეპარტამენტის უფროსი ერთ საქმეს აკეთებენ. ან ერთი უნდა დარჩეს, ან - მეორე. ძალიან ბევრი სამსახური უბრალოდ, გამოგონილია. უფრო ღრმადაც რომ გავყვეთ, 2-3 სამმართველო ხშირად ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, ასე რომ, შიდა ოპტიმიზაციის რესურსი ნამდვილად არის", - აღნიშნავს ბესო ნამჩავაძე.

მისი თქმით, მხოლოდ სამინისტროების ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ბიუჯეტზე ფისკალური ეფექტი არ ექნება და იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მივიღოთ, ამას რომელიმე სამინისტრო თავისი პროგრამებითა და ფუნქციებით უნდა შეეწიროს.

"80 მილიონი ჯამში მნიშვნელოვანი თანხაა, მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ, ათი სამინისტროს გაუქმება საკმაოდ რთულია. რადგან ასეულობით ადამიანი სამსახურს დაკარგავს, რეორგანიზაცია კი რთულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ თუ გვინდა, რომ რომელიმე სამინისტროს გაუქმებით, ბიუჯეტის ხარჯი მნიშვნელოვნად შევამციროთ, მაშინ ასარჩევია სამინისტრო, რომელიც თავისი ფუნქციებით უნდა გაუქმდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ სამინისტროს ფუნქციები მთლიანად კერძო სექტორში გადავიდეს", - აღნიშნავს ეკონომისტი.

ბესო ნამჩავაძის თქმით, სამინისტროების გაუქმების საკითხი არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში განსახილველი თემაცაა და გარკვეული შეხედულების, იდეოლოგიის მიხედვით, შესაძლოა სხვადასხვაგვარად გადაწყდეს.

დღეისათვის საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის გარდა, 19 სამინისტრო მართავს. ქვეყნის ბიუჯეტი 9 მილიარდ 335 მილიონი ლარით განისაზღვრება და საერთო ჯამში სამთავრობო სტრუქტურებში 115 756 ადამიანია დასაქმებული. ამათგან ყველაზე ცოტა, 20 ადამიანი მუშაობს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, რომლის ბიუჯეტიც 2016 წლისთვის 1 200 000 ლარით განისაზღვრება. მას მოსდევს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 31 დასაქმებულითა და 1 350 000 ლარიანი ბიუჯეტით.

როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი თანამშრომელი თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ეს რიცხვი დღეის მდგომარეობით, 42 257-ს შეადგენს, თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისათვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 405 მილიონი ლარია გამოყოფილი, უწყების საერთო სახსრები კი 670 მილიონ ლარს უტოლდება. დასაქმებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტრო (29 908), რომლის ბიუჯეტიც 595 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხა - 394 მილიონი ლარია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."