Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისს "გრემის" მფლობელი მუსიკოსი გიდონ კრემერი ეწვევა!
თბილისს "გრემის" მფლობელი მუსიკოსი გიდონ კრემერი ეწვევა!

22 თე­ბერ­ვალს, ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი და ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი თბი­ლი­სის გა­ნახ­ლე­ბულ ოპე­რის თე­ატ­რში გიწ­ვევთ!

ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი გრე­მის მფლო­ბელ მუ­სი­კოსს, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ მე­ვი­ო­ლი­ნეს - გი­დონ კრე­მერს მას­პინ­ძლობს. ვურ­ტუ­ოზ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ გია ყან­ჩე­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა ეწ­ვი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს და ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად - ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დი­რი­ჟო­რო­ბით, თბი­ლი­სელ მსმე­ნელს უდი­დე­სი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ქარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რა შეს­თა­ვა­ზოს. მა­ესტრო კრე­მე­რი თბი­ლისს 18 თე­ბერ­ვალს ეწ­ვე­ვა და 22 თე­ბერ­ვალს კონ­ცერტს გა­ნახ­ლე­ბულ თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში გა­მარ­თავს.

გი­დონ კრე­მე­რი მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ კრე­მე­რა­ტა ბალ­ტი­კას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სცე­ნებ­ზე მარ­თავს კონ­ცერ­ტებს. მის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გია ყან­ჩე­ლის მრა­ვა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის საპ­რე­მი­ე­რო შეს­რუ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი კომ­პო­ზი­ტორ­მა სწო­რედ მა­ესტრო კრე­მე­რი­სათ­ვის შექ­მნა. ამ­ჟა­მად მე­ვი­ო­ლი­ნე ცნო­ბილ ჩე­ლის­ტთან - გი­ედ­რე დირ­ვა­ნა­უს­კა­ი­ტეს­თან ერ­თად ეწ­ვე­ვა თბი­ლისს და გია ყან­ჩე­ლის "სევ­დის ან­გე­ლო­ზებს" შე­ას­რუ­ლებს, რო­მელ­შიც გუნ­დის პარ­ტი­ას გო­რის ბავ­შვთა გუნ­დი წარ­მო­ად­გენს (ხელ­მძღვა­ნე­ლი - ნინო წიკ­ლა­უ­რი). ნა­წარ­მო­ე­ბის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა 2013 წელს ჯერ კრონ­ბერ­გის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი ბერ­ლი­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში შედ­გა, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა იდი­რი­ჟო­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ერ­თგვა­რი კონ­ცერ­ტი-აქ­ცია გახ­ლდათ, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე მუ­სი­კო­სებ­მა (გი­დონ კრე­მე­რი, მარ­ტა არ­გე­რი­ხი, და­ნი­ელ ბა­რემ­ბო­ი­მი, ემა­ნუ­ელ პაი, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი, სერ­გეი ნა­კა­რი­ა­კო­ვი, ნი­კო­ლას ალშტა­ტი, ელი­სა­ბედ მო­ზე­რი, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ეს­ტო­ნე­თის გო­გო­ნა­თა გუნ­დი "შჩედ­რი­კი" და კრე­მე­რა­ტა ბალ­ტი­კა) ერ­თხმად დაგ­მეს ძა­ლა­დო­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გა­თელ­ვა რუ­სეთ­ში.

22 თე­ბერ­ვალს აგ­რეთ­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა გია ყან­ჩე­ლის ახა­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი თხზუ­ლე­ბის "NU MU ZU", საპ­რე­მი­ე­რო შეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა 2015 წლის 5 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა სი­ეტ­ლში.

ასე­ვე შეს­რულ­დე­ბა კომ­პო­ზი­ტო­რის მიერ შექ­მნი­ლი თხზუ­ლე­ბა "TWILIGHT" ვი­ო­ლი­ნოს, ალ­ტი­სა და ორ­კესტრი­სათ­ვის, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც სწო­რედ გი­დონ კრე­მე­რის შეს­რუ­ლე­ბით გა­ი­მარ­თა ზალცბურ­გში 2005 წლის 27 იან­ვარს. თბი­ლის­ში კი გი­დონ კრე­მე­რი ნა­წარ­მო­ებს ახალ­გაზ­რდა აღი­ა­რე­ბულ ალ­ტის­ტთან - გი­ორ­გი ცა­გა­რელ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლებს.

და "LONESOME" - ვი­ო­ლი­ნო­სა და ორ­კესტრი­სათ­ვის, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც 2005 წელს ბალ­ტი­მო­რის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სა და გი­დონ კრე­მე­რის შეს­რუ­ლე­ბით ნიუ იორ­კის კარ­ნე­გი ჰოლ­ში შედ­გა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

თბილისს "გრემის" მფლობელი მუსიკოსი გიდონ კრემერი ეწვევა!

თბილისს "გრემის" მფლობელი მუსიკოსი გიდონ კრემერი ეწვევა!

22 თებერვალს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის განახლებულ ოპერის თეატრში გიწვევთ!

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი გრემის მფლობელ მუსიკოსს, მსოფლიოში აღიარებულ მევიოლინეს - გიდონ კრემერს მასპინძლობს. ვურტუოზმა მევიოლინემ გია ყანჩელის საიუბილეო წელთან დაკავშირებით სურვილი გამოთქვა ეწვიოს საქართველოს და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად - ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, თბილისელ მსმენელს უდიდესი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებების ქართული პრემიერა შესთავაზოს. მაესტრო კრემერი თბილისს 18 თებერვალს ეწვევა და 22 თებერვალს კონცერტს განახლებულ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.

გიდონ კრემერი მსოფლიოში სახელგანთქმულ კრემერატა ბალტიკას ხელმძღვანელობს და მსოფლიოს წამყვან სცენებზე მართავს კონცერტებს. მის სახელთანაა დაკავშირებული გია ყანჩელის მრავალი ნაწარმოების საპრემიერო შესრულება, რამდენიმე მათგანი კომპოზიტორმა სწორედ მაესტრო კრემერისათვის შექმნა. ამჟამად მევიოლინე ცნობილ ჩელისტთან - გიედრე დირვანაუსკაიტესთან ერთად ეწვევა თბილისს და გია ყანჩელის "სევდის ანგელოზებს" შეასრულებს, რომელშიც გუნდის პარტიას გორის ბავშვთა გუნდი წარმოადგენს (ხელმძღვანელი - ნინო წიკლაური). ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა 2013 წელს ჯერ კრონბერგის ფესტივალის ფარგლებში და რამდენიმე დღეში კი ბერლინის ფილარმონიაში შედგა, რომელიც ნიკოლოზ რაჭველმა იდირიჟორა. აღნიშნული ღონისძიება ერთგვარი კონცერტი-აქცია გახლდათ, რომელშიც მონაწილე მუსიკოსებმა (გიდონ კრემერი, მარტა არგერიხი, დანიელ ბარემბოიმი, ემანუელ პაი, ხატია ბუნიათიშვილი, სერგეი ნაკარიაკოვი, ნიკოლას ალშტატი, ელისაბედ მოზერი, ნიკოლოზ რაჭველი, ესტონეთის გოგონათა გუნდი "შჩედრიკი" და კრემერატა ბალტიკა) ერთხმად დაგმეს ძალადობა და ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების გათელვა რუსეთში.

22 თებერვალს აგრეთვე, გაიმართება გია ყანჩელის ახალი სიმფონიური თხზულების "NU MU ZU", საპრემიერო შესრულება, რომლის მსოფლიო პრემიერა 2015 წლის 5 ნოემბერს გაიმართა სიეტლში.

ასევე შესრულდება კომპოზიტორის მიერ შექმნილი თხზულება "TWILIGHT" ვიოლინოს, ალტისა და ორკესტრისათვის, რომლის პრემიერაც სწორედ გიდონ კრემერის შესრულებით გაიმართა ზალცბურგში 2005 წლის 27 იანვარს. თბილისში კი გიდონ კრემერი ნაწარმოებს ახალგაზრდა აღიარებულ ალტისტთან - გიორგი ცაგარელთან ერთად შეასრულებს.

და "LONESOME" - ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, რომლის პრემიერაც 2005 წელს ბალტიმორის სიმფონიური ორკესტრისა და გიდონ კრემერის შესრულებით ნიუ იორკის კარნეგი ჰოლში შედგა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია