საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დღეს სესხი აიღო, ფული დადო და წააგო" - 13 ივნისის სტიქიის გმირის თვითმკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები
"იმ დღეს სესხი აიღო, ფული დადო და წააგო" - 13 ივნისის სტიქიის გმირის თვითმკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კა შე­მაშ­ფო­თე­ბელ ზღვარ­ზეა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სუ­ლი წლის მხო­ლოდ დე­კემ­ბრის თვე­ში თვით­მკვლე­ლო­ბის 74 ფაქ­ტი მოხ­და, ხოლო წლის მან­ძილ­ზე სულ სუ­ი­ცი­დის 395 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, გარ­დაც­ვლილ­თა ასა­კი 17-დან 30 წლამ­დე მერ­ყე­ობს. სუ­ი­ცი­დის მი­ზე­ზად ყვე­ლა­ზე ხში­რად ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი სა­ხელ­დე­ბა, რო­მე­ლიც მეტ­წი­ლად აზარ­ტულ თა­მა­შებს უკავ­შირ­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე მე­ტად აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ებს მი­მარ­თა­ვენ. ეს მათ­თვის გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. ეს გა­სარ­თო­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად "მო­თა­მა­შე­ე­ბის" სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო ხდე­ბა. ათა­სო­ბით წა­გე­ბუ­ლი ლარი, დაგ­რო­ვი­ლი ვალი, მომ­დუ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი - ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს ვერ უძ­ლე­ბენ და "გა­მო­სავ­ლად" თვით­მკვლე­ლო­ბას ხე­და­ვენ.

13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის გმი­რი ირაკ­ლი იმ­ნა­ძე, რომ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ ერთი თვის წინ მთე­ლი თბი­ლი­სის აა­ლა­პა­რა­კა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­ვე აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მსხვერ­პლია. ირაკ­ლის სა­მე­გობ­რო წრე­ში "ბარ­ნის" ეძახ­დნენ. 30 წლის ახალ­გაზ­რდამ სტი­ქი­ის დროს 3 ქალ­ბა­ტო­ნი და 50 ძაღ­ლი გა­და­არ­ჩი­ნა. "თვი­თონ იხ­რჩო­ბო­და, მაგ­რამ სხვის სი­ცო­ცხლე­ზე ფიქ­რობ­და. თბი­ლი, უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო... პრობ­ლე­მა არა­სო­დეს ეტყო­ბო­და. მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზა იყო - "ბარ­ნი ვარ, მაგ­რამ მა­ინც დათ­ვი ვარ", - ამ­ბობს "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:

- კე­თი­ლი და ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნი იყო. და­უ­ზა­რე­ლი და სი­ცო­ცხლით სავ­სე... ადა­მი­ანს რომ პრობ­ლე­მა არ ეტყო­ბა, ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო. სხვას რომ პრობ­ლე­მა ჰქონ­და, თან გა­დაჰ­ყვე­ბო­და. "კლი­ჩკა" ჰქონ­და "ბარ­ნი", რად­გან ცა­რი­ე­ლი გული იყო. ბავ­შვე­ბი გიჟ­დე­ბოდ­ნენ მას­ზე. დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ცხო­ვე­ლე­ბის მი­მარ­თაც. უპატ­რო­ნო ძაღ­ლებ­საც კი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით უვ­ლი­და. ვე­რა­ვინ ვერ ხვდე­ბო­და, რის გამო გა­ა­კე­თა ეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წინა დღეს ყვე­ლას მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ სიყ­ვა­რულს ამ­ჟღავ­ნებ­და...

- რო­გორც ირ­კვე­ვა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და... რო­დის და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- აგ­ვის­ტო­დან და­ი­წყო თა­მა­ში. თუმ­ცა, ამას თა­მა­შიც არ ერ­ქვა, უფრო ერ­ქვა გარ­თო­ბა. ფული ჰქონ­და და ერ­თო­ბო­და. რა­ტომ­ღაც, თბი­ლის­ში არა­ვინ არ მი­იჩ­ნევს, რომ ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში ფსო­ნე­ბის და­დე­ბა თა­მა­შია. შე­იძ­ლე­ბა ოჯახ­ში ითხო­ვონ: 20 ლარი მო­მე­ცი, ფეხ­ბურთზე დავ­დებ, 200 ლარს მო­ვი­გე­ბო და სახ­ლშიც აძ­ლე­ვენ. სამ­წუ­ხა­როდ, ამას ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ცუ­დია და ამან შე­ყო­ლა იცის... ტო­ტა­ლი­ზა­ტორს თა­მა­შობ­და, იშ­ვი­ა­თად კა­ზი­ნო­ებ­შიც. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­გობ­რებ­მა არც ვი­ცო­დით სა­ი­დან და ვის­გან მოჰ­ქონ­და ეს ფული. ან რო­გორ მი­ვი­და ამ ზო­მამ­დე. რომ ვთქვა, ვინ­მეს დიდი ვალი ჰქონ­და-თქო, ასე არ იყო. ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. ამას მოჰ­ყვა სეს­ხზე ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა, შემ­დეგ ყა­და­ღა, ამის შემ­დეგ იგებს ოჯა­ხი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი პრობ­ლე­მებს იწ­ვევს.

- რა მოხ­და თვით­მკვლე­ლო­ბის დღეს?

- რო­გორც ვიცი, დი­ლით რა­ღაც სეს­ხი გა­ა­კე­თა, ეს ფუ­ლიც დადო და წა­ა­გო. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი ეს ტრა­გე­დია მოხ­და... სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე, რამ­დე­ნი­მე წუთი ცო­ცხა­ლი იყო, გული უცემ­და. თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ნინო და­თაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჰოლ­დინ­გის არც ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მა­ზე შეკ­ვე­თას აღარ მი­ი­ღებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"იმ დღეს სესხი აიღო, ფული დადო და წააგო" - 13 ივნისის სტიქიის გმირის თვითმკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები

"იმ დღეს სესხი აიღო, ფული დადო და წააგო" - 13 ივნისის სტიქიის გმირის თვითმკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები

საქართველოში ბოლო დროს სუიციდის შემთხვევების სტატისტიკა შემაშფოთებელ ზღვარზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის მხოლოდ დეკემბრის თვეში თვითმკვლელობის 74 ფაქტი მოხდა, ხოლო წლის მანძილზე სულ სუიციდის 395 შემთხვევა ფიქსირდება.

უმეტეს შემთხვევაში, გარდაცვლილთა ასაკი 17-დან 30 წლამდე მერყეობს. სუიციდის მიზეზად ყველაზე ხშირად ფინანსური პრობლემები სახელდება, რომელიც მეტწილად აზარტულ თამაშებს უკავშირდება.

ყველაზე მეტად აზარტული თამაშების მოყვარულები ონლაინ კაზინოებს მიმართავენ. ეს მათთვის გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია. ეს გასართობი ხშირ შემთხვევაში თავად "მოთამაშეების" სიცოცხლისთვის სახიფათო ხდება. ათასობით წაგებული ლარი, დაგროვილი ვალი, მომდურებული მეგობრები - ხშირ შემთხვევაში, ამ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებენ და "გამოსავლად" თვითმკვლელობას ხედავენ.

13 ივნისის სტიქიის გმირი ირაკლი იმნაძე, რომლის თვითმკვლელობამ ერთი თვის წინ მთელი თბილისის აალაპარაკა, სავარაუდოდ, ასევე აზარტული თამაშების მსხვერპლია. ირაკლის სამეგობრო წრეში "ბარნის" ეძახდნენ. 30 წლის ახალგაზრდამ სტიქიის დროს 3 ქალბატონი და 50 ძაღლი გადაარჩინა. "თვითონ იხრჩობოდა, მაგრამ სხვის სიცოცხლეზე ფიქრობდა. თბილი, უსაყვარლესი ადამიანი იყო... პრობლემა არასოდეს ეტყობოდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო - "ბარნი ვარ, მაგრამ მაინც დათვი ვარ", - ამბობს "ამბები.გე"-სთან საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- კეთილი და ჯანსაღი ადამიანი იყო. დაუზარელი და სიცოცხლით სავსე... ადამიანს რომ პრობლემა არ ეტყობა, ასეთი ადამიანი იყო. სხვას რომ პრობლემა ჰქონდა, თან გადაჰყვებოდა. "კლიჩკა" ჰქონდა "ბარნი", რადგან ცარიელი გული იყო. ბავშვები გიჟდებოდნენ მასზე. დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა ცხოველების მიმართაც. უპატრონო ძაღლებსაც კი დიდი სიყვარულით უვლიდა. ვერავინ ვერ ხვდებოდა, რის გამო გააკეთა ეს. როგორც ამბობენ, წინა დღეს ყველას მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა...

- როგორც ირკვევა, ფინანსური პრობლემები ჰქონდა... როდის დაიწყო ეს ყველაფერი?

- აგვისტოდან დაიწყო თამაში. თუმცა, ამას თამაშიც არ ერქვა, უფრო ერქვა გართობა. ფული ჰქონდა და ერთობოდა. რატომღაც, თბილისში არავინ არ მიიჩნევს, რომ ტოტალიზატორში ფსონების დადება თამაშია. შეიძლება ოჯახში ითხოვონ: 20 ლარი მომეცი, ფეხბურთზე დავდებ, 200 ლარს მოვიგებო და სახლშიც აძლევენ. სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდებიან, რომ ცუდია და ამან შეყოლა იცის... ტოტალიზატორს თამაშობდა, იშვიათად კაზინოებშიც. სიმართლე გითხრათ, მეგობრებმა არც ვიცოდით საიდან და ვისგან მოჰქონდა ეს ფული. ან როგორ მივიდა ამ ზომამდე. რომ ვთქვა, ვინმეს დიდი ვალი ჰქონდა-თქო, ასე არ იყო. ონლაინსესხები ჰქონდა აღებული. ამას მოჰყვა სესხზე ვადაგადაცილება, შემდეგ ყადაღა, ამის შემდეგ იგებს ოჯახი და ა.შ. ეს ყველაფერი პრობლემებს იწვევს.

- რა მოხდა თვითმკვლელობის დღეს?

- როგორც ვიცი, დილით რაღაც სესხი გააკეთა, ეს ფულიც დადო და წააგო. რამდენიმე საათში კი ეს ტრაგედია მოხდა... საშინელება იყო. სასწრაფოს მოსვლამდე, რამდენიმე წუთი ცოცხალი იყო, გული უცემდა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნინო დათაშვილი

AMBEBI.GE

"პალიტრა მედიის" გადაწყვეტილებით, ჰოლდინგის არც ერთი მედიასაშუალება ონლაინ კაზინოების რეკლამაზე შეკვეთას აღარ მიიღებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ