სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშგულელი გიორგისთვის... - 1 წლის ბიჭუნას გადასარჩენად, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 85 750 ლარია საჭირო
უშგულელი გიორგისთვის... - 1 წლის ბიჭუნას გადასარჩენად, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 85 750 ლარია საჭირო

...მშობ­ლი­ურ უშ­გულ­ში ნა­თია და ვანო ჩარ­ქსე­ლი­ა­ნე­ბი გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯან­და­რა­დან პირ­ვე­ლი შვი­ლის, მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ. მე­ო­რე შვი­ლი, გი­ორ­გი უშ­გულ­ში შე­ე­ძი­ნათ. ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის პა­ტა­რა ოჯა­ხის მთა­ში ცხოვ­რე­ბა მათი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის­თვის სტი­მუ­ლი იყო, სა­ნამ გი­ორ­გი ჩარ­ქსე­ლი­ა­ნის უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ შე­ი­ტყობ­დნენ... 1 წლის გი­ორ­გი ჩარ­ქსე­ლი­ანს ობსტრუქ­ცი­უ­ლი ჰიდ­რო­ცე­ფა­ლი­ის დი­აგ­ნო­ზი (თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე) და­უს­ვეს. მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, უშ­გუ­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­სუ­ლიყ­ვნენ, რათა პა­ტა­რა გი­ორ­გის­თვის ემ­კურ­ნა­ლათ.

გი­ორ­გი ჩარ­ქსე­ლი­ა­ნი ფონდ WeHelp-ის ერთ-ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია. ფონ­დის მთა­ვა­რი მი­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო მა­სებ­თან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­კავ­ში­რე­ბაა, რომ­ლებ­საც სა­მე­დი­ცი­ნო დამ­ხა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. გი­ორ­გის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვა, ოპე­რა­ცია და პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა, რის­თვი­საც 85 750 ლა­რია სა­ჭი­რო. ფონ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, ამ ეტაპ­ზე ჯერ მხო­ლოდ 6322 ლა­რია შეგ­რო­ვი­ლი.

"თქვენ არ იც­ნობთ გი­ორ­გის, ის სი­ცო­ცხლით სავ­სე ბავ­შვია, ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი, ახლა ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლია, ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ ნა­ვარ­დობს, თვა­ლე­ბიც ისე­თი ნაღ­ვლი­ა­ნი აქვს... თა­ვი­სი უშ­გუ­ლი ენატ­რე­ბა, თა­ვი­სი მთე­ბი. არ იცის, რომ ცუ­დად არის, ხან­და­ხან თუ სტკი­ვა, ვაჟ­კა­ცუ­რად უძ­ლებს... იცი­ნის კი­დეც მშობ­ლე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად... მისი გა­დარ­ჩე­ნა და გა­მო­ჯანმთე­ლე­ბა მთლი­ა­ნად ჩვენს მონ­დო­მე­ბა­სა და ერ­თი­ა­ნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­ვუბ­რუ­ნოთ უშ­გულს გი­ორ­გი და მისი ოჯა­ხი.. და­ვუბ­რუ­ნოთ ჩარ­ქსე­ლი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის საკ­ვა­მურს კვამ­ლი... გა­და­ვარ­ჩი­ნოთ გი­ორ­გის სი­ცო­ცხლე!",- ვკი­თხუ­ლობთ ფონ­დის გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ფონ­დი WeHelp 2013 წელს შე­იქ­მნა. რო­გორც მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი ბო­რის კიკ­ნა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, WeHelp.ge-ს მთა­ვა­რი მი­ზა­ნია გა­და­არ­ჩი­ნოს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონდმა 400 ათას ლარ­ზე მეტი შე­აგ­რო­ვა და 40 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო. "ამ ეტაპ­ზე ოპე­რა­ცია 10 ბე­ნე­ფი­ცი­არს უტარ­დე­ბა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი აქვთ. და­ნარ­ჩე­ნი მიმ­დი­ნა­რეა. სამ­წუ­ხა­როდ, გვყავ­და რამ­დე­ნი­მე გარ­დაც­ვლი­ლიც", - აღ­ნიშ­ნავს ბო­რის კიკ­ნა­ძე სა­უ­ბარ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­და­რი­ცხუ­ლი ყო­ვე­ლი თეთ­რის მოძ­რა­ო­ბა გამჭვირ­ვა­ლეა და ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბის 100% ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ხმარ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე WeHelp-ს 200 ათას­ზე მეტი აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყავს და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ზღვარ­გა­რე­თაც წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტად აღი­ა­რეს. ფონ­დის წევ­რე­ბი ამე­რი­კა­ში, ის­რა­ელ­ში და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ებს და კონ­ფე­რენ­ცი­ებს ატა­რე­ბენ.

"სა­ჭი­როა ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ახა­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა, გა­მარ­ტი­ვე­ბა და უფრო სან­დო წყა­რო­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა", - ამ­ბობს ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დას­ძენს, რომ სა­წყის ეტაპ­ზე WeHelp.ge-ის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი შე­ზღუ­დუ­ლი იყო. თუმ­ცა, ამ­ჟა­მად ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ემიგ­რან­ტე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი: "თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ბა­რა­თე­ბი იყო გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი. შემ­დეგ, ბანკთან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, ასე­ვე გა­ვა­აქ­ტი­უ­რეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­რა­თე­ბი, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, წვდო­მა ჰქო­ნო­დათ ემიგ­რან­ტებ­საც. ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი, რუ­სე­თი­დან, ამე­რი­კი­დან საკ­მა­ოდ დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია", - ამ­ბობს ბო­რის კიკ­ნა­ძე.

მათ, ვი­საც პა­ტა­რა გი­ორ­გი ჩან­ქსე­ლი­ა­ნის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, შე­უძ­ლია ეს­ტუმ­როს გვერდს WeHelp.ge, სა­დაც მარ­ტი­ვად შეძ­ლებს სა­სურ­ვე­ლი თან­ხის გა­და­რი­ცხვას. გი­ორ­გის და­სახ­მა­რებ­ლად დღეს, 11 თე­ბერ­ვალს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტიც გა­ი­მარ­თე­ბა ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. 19:00 ზე NightOffice-ში კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი: Young Georgian Lolitaz ( ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც წელს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წა­რად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს), რეზო კიკ­ნა­ძე ბენდთან ერ­თად, დაგ­და­გა­ნი, The Mins, თე­რი­კა, Kazzy Jazz და სხვე­ბი.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

უშგულელი გიორგისთვის... - 1 წლის ბიჭუნას გადასარჩენად, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 85 750 ლარია საჭირო

უშგულელი გიორგისთვის... - 1 წლის ბიჭუნას გადასარჩენად, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 85 750 ლარია საჭირო

...მშობლიურ უშგულში ნათია და ვანო ჩარქსელიანები გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარადან პირველი შვილის, მარიამის დაბადების შემდეგ დაბრუნდნენ. მეორე შვილი, გიორგი უშგულში შეეძინათ. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის პატარა ოჯახის მთაში ცხოვრება მათი თანასოფლელებისთვის სტიმული იყო, სანამ გიორგი ჩარქსელიანის უმძიმესი დიაგნოზის შესახებ შეიტყობდნენ... 1 წლის გიორგი ჩარქსელიანს ობსტრუქციული ჰიდროცეფალიის დიაგნოზი (თავის ტვინის სიმსივნე) დაუსვეს. მშობლები იძულებულები გახდნენ, უშგული დაეტოვებინათ და საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყვნენ, რათა პატარა გიორგისთვის ემკურნალათ.

გიორგი ჩარქსელიანი ფონდ WeHelp-ის ერთ-ერთი ბენეფიციარია. ფონდის მთავარი მისია საზოგადოების ფართო მასებთან იმ ადამიანების დაკავშირებაა, რომლებსაც სამედიცინო დამხარება ესაჭიროებათ. გიორგის საზღვარგარეთ გამოკვლევა, ოპერაცია და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია სჭირდება, რისთვისაც 85 750 ლარია საჭირო. ფონდის საშუალებით, ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ 6322 ლარია შეგროვილი.

"თქვენ არ იცნობთ გიორგის, ის სიცოცხლით სავსე ბავშვია, ცელქი და მოუსვენარი, ახლა ძალიან მოწყენილია, ძველებურად ვეღარ ნავარდობს, თვალებიც ისეთი ნაღვლიანი აქვს... თავისი უშგული ენატრება, თავისი მთები. არ იცის, რომ ცუდად არის, ხანდახან თუ სტკივა, ვაჟკაცურად უძლებს... იცინის კიდეც მშობლების გასამხნევებლად... მისი გადარჩენა და გამოჯანმთელება მთლიანად ჩვენს მონდომებასა და ერთიანობაზეა დამოკიდებული, დავუბრუნოთ უშგულს გიორგი და მისი ოჯახი.. დავუბრუნოთ ჩარქსელიანების ოჯახის საკვამურს კვამლი... გადავარჩინოთ გიორგის სიცოცხლე!",- ვკითხულობთ ფონდის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ფონდი WeHelp 2013 წელს შეიქმნა. როგორც მისი დამფუძნებელი და დირექტორი ბორის კიკნაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, WeHelp.ge-ს მთავარი მიზანია გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. არსებობის განმავლობაში ფონდმა 400 ათას ლარზე მეტი შეაგროვა და 40 ადამიანის გადარჩენა შეძლო. "ამ ეტაპზე ოპერაცია 10 ბენეფიციარს უტარდება და სარეაბილიტაციო პერიოდი აქვთ. დანარჩენი მიმდინარეა. სამწუხაროდ, გვყავდა რამდენიმე გარდაცვლილიც", - აღნიშნავს ბორის კიკნაძე საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში გადარიცხული ყოველი თეთრის მოძრაობა გამჭვირვალეა და ქველმოქმედებისთვის ჩარიცხული თანხების 100% ბენეფიციარებს ხმარდება. ამ ეტაპზე WeHelp-ს 200 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყავს და არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც წარმატებულ პროექტად აღიარეს. ფონდის წევრები ამერიკაში, ისრაელში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პრეზენტაციებს და კონფერენციებს ატარებენ.

"საჭიროა ქველმოქმედებაში ახალი ინოვაციების დამკვიდრება, გამარტივება და უფრო სანდო წყაროების აღმოჩენა", - ამბობს ფონდის დამფუძნებელი და დასძენს, რომ საწყის ეტაპზე WeHelp.ge-ის მოქმედების არეალი შეზღუდული იყო. თუმცა, ამჟამად ქველმოქმედებაში ემიგრანტებიც აქტიურად არიან ჩართული: "თავდაპირველად მხოლოდ ქართული ბარათები იყო გააქტიურებული. შემდეგ, ბანკთან მოლაპარაკების შედეგად, ასევე გავააქტიურეთ საერთაშორისო ბარათები, რამაც საშუალება მოგვცა, წვდომა ჰქონოდათ ემიგრანტებსაც. ევროპის ქვეყნებიდან ბევრი ადამიანია ჩართული, რუსეთიდან, ამერიკიდან საკმაოდ დიდი მაჩვენებელია", - ამბობს ბორის კიკნაძე.

მათ, ვისაც პატარა გიორგი ჩანქსელიანის დახმარების სურვილი აქვს, შეუძლია ესტუმროს გვერდს WeHelp.ge, სადაც მარტივად შეძლებს სასურველი თანხის გადარიცხვას. გიორგის დასახმარებლად დღეს, 11 თებერვალს საქველმოქმედო კონცერტიც გაიმართება ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით. 19:00 ზე NightOffice-ში კონცერტს გამართავენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები: Young Georgian Lolitaz ( ჯგუფი, რომელიც წელს ევროვიზიაზე წარადგენს საქართველოს), რეზო კიკნაძე ბენდთან ერთად, დაგდაგანი, The Mins, თერიკა, Kazzy Jazz და სხვები.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია