სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხები აფხაზეთიდან აფხაზების განდევნას აპირებენ
სომხები აფხაზეთიდან აფხაზების განდევნას აპირებენ

აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ სომ­ხებ­სა და აფხა­ზებს შო­რის ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ "ახალ­მა თა­ო­ბამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ორ­გა­ნი­ზა­ცია "აიდ­გი­ლა­რას" წევრ აი­და­მირ ხიშ­ბას წე­რი­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სომ­ხებს აფხა­ზე­თის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურთ.

ამ სა­კი­თხზე აფხა­ზეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბე­ბი ტრი­ა­ლებს. გა­მო­ცე­მა "კავ­კა­ზტა­იმ­სის" ცნო­ბით, ბაგ­რა­მი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ბა­ტა­ლი­ო­ნის წევ­რე­ბი აფხა­ზეთ­ში სომ­ხე­ბის ჩა­სახ­ლე­ბას გეგ­მა­ვენ. რო­გორც წე­რი­ლის ავ­ტო­რი, ვა­სი­ლი გე­რა­შენ­კო იუ­წყე­ბა, ამის ინი­ცი­ა­ტო­რი გა­ლუსტ ტრა­პი­ზო­ნი­ა­ნია. ვი­საც აფხა­ზე­თის ომ­თან შე­ხე­ბა აქვს, ამ კა­ცის სა­ხე­ლი და გვა­რი ყვე­ლას ემახ­სოვ­რე­ბა. ის ბაგ­რა­მი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ბა­ტა­ლი­ო­ნის ერთ-ერთი თავ­კა­ცი იყო და ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მის "საგ­მი­რო" საქ­მე­ებს ვა­სი­ლი გე­რა­შენ­კოც იხ­სე­ნებს და ტრა­პი­ზო­ნი­ა­ნის გამ­დიდ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­საც ხდის ფარ­დას.

ტრა­პი­ზო­ნი­ა­ნი აფხა­ზეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბა. "მშვი­დო­ბი­ა­ნი ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­დევ­ნა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის ჯა­ლა­თი ტრა­პი­ზო­ნი­ა­ნი აფხა­ზებ­მა და­ა­ფა­სეს და ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. ომის დროს ის მა­რა­დი­ო­რობ­და და ქარ­თვე­ლე­ბის ქო­ნე­ბას და­ე­პატ­რო­ნა. ამის წყა­ლო­ბით გახ­და ის სე­პა­რა­ტის­ტულ აფხა­ზეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი", - აღ­ნიშ­ნავს გე­რა­შენ­კო.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ეს მო­რო­დი­ო­რი სხვა ქო­ნე­ბას­თან ერ­თად, გაგ­რა­ში მდე­ბა­რე სა­კუ­რორ­ტო კომ­პლექს "გაგ­რიპ­შის" მფლო­ბე­ლი­ცაა. ტრა­პი­ზო­ნი­ა­ნი აფხა­ზე­თის სო­მეხ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა და, რო­გორც გე­რა­შენ­კო ამ­ბობს, აქ­ტი­უ­რად ლო­ბი­რებს თა­ვის ტო­მის ხალ­ხს. "დღეს გაგ­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი სომ­ხე­ბის ხელ­შია. იქ მყოფ აფხა­ზებს ისი­ნი შირ­მად იყე­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სუ­რად მთლი­ა­ნად მათ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი" - აღ­ნიშ­ნავს გე­რა­შენ­კო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სომ­ხუ­რი ლობი აფხა­ზეთ­ში ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა ყო­ფი­ლა. გე­რა­შენ­კოს მტკი­ცე­ბით, სწო­რედ სომ­ხუ­რი ლობი ცდი­ლობს იმ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლებს აფხა­ზეთ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბას მის­ცემს. ამ კა­ნო­ნის გარ­შე­მო აფხა­ზეთ­ში არა­ერ­თხელ ატყდა ვნე­ბა­თა­ღელ­ვა, მაგ­რამ არ­ცერ­თი ხე­ლი­სუ­ფა­ლი ამას არ და­თან­ხმდა. კა­ნო­ნის მი­ღე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ მათ­თან ყვე­ლა­ფერს რუ­სე­ბი იყი­დი­ან. არა­და საქ­მე ისე ყო­ფი­ლა, რომ სომ­ხე­ბი აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ რუ­სებ­საც უქ­მნი­ან პრობ­ლე­მებს.

- ტყუ­ი­ლად ფიქ­რობს ვინ­მე, რომ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მთე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა რუ­სე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. სომ­ხურ-აფხა­ზუ­რი მა­ფია ისე ოს­ტა­ტუ­რად მოქ­მე­დებს, რომ აქ მცხოვ­რებ რუ­სებს ბი­ნებ­სა და სახ­ლებს არ­თმე­ვენ. სომ­ხუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მათი მშრალ­ზე და­ტო­ვე­ბა, - წუხს გე­რა­შენ­კო.

"დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, აფხა­ზეთ­ში სომ­ხე­ბი უფრო მრავ­ლად ცხოვ­რო­ბენ, ვიდ­რე ეთ­ნი­კუ­რი აფხა­ზე­ბი. ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ კი მათი რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­ბი აბ­სო­ლუ­ტურ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან", - ვა­რა­უ­დობს ვა­სი­ლი გე­რა­შენ­კო. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს აფხა­ზეთ­ში 69 999 ეთ­ნი­კუ­რი აფხა­ზი ცხოვ­რობს, სომ­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი და­ახ­ლო­ე­ბით 80 000-ია. გე­რა­შენ­კო ვა­რა­უ­დობს, რომ მათი რა­ო­დე­ნო­ბა სულ მი­ნი­მუმ 300 000-მდე გა­იზ­რდე­ბა.

შო­რე­ნა მარ­სა­გიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

სომხები აფხაზეთიდან აფხაზების განდევნას აპირებენ

სომხები აფხაზეთიდან აფხაზების განდევნას აპირებენ

აფხაზეთში მცხოვრებ სომხებსა და აფხაზებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე თვის წინ "ახალმა თაობამ" გამოაქვეყნა ორგანიზაცია "აიდგილარას" წევრ აიდამირ ხიშბას წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ სომხებს აფხაზეთის ხელში ჩაგდება სურთ.

ამ საკითხზე აფხაზეთში სერიოზული ამბები ტრიალებს. გამოცემა "კავკაზტაიმსის" ცნობით, ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის წევრები აფხაზეთში სომხების ჩასახლებას გეგმავენ. როგორც წერილის ავტორი, ვასილი გერაშენკო იუწყება, ამის ინიციატორი გალუსტ ტრაპიზონიანია. ვისაც აფხაზეთის ომთან შეხება აქვს, ამ კაცის სახელი და გვარი ყველას ემახსოვრება. ის ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის ერთ-ერთი თავკაცი იყო და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა. მის "საგმირო" საქმეებს ვასილი გერაშენკოც იხსენებს და ტრაპიზონიანის გამდიდრების საიდუმლოსაც ხდის ფარდას.

ტრაპიზონიანი აფხაზეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. "მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის განდევნაში შეტანილი წვლილისთვის ჯალათი ტრაპიზონიანი აფხაზებმა დააფასეს და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. ომის დროს ის მარადიორობდა და ქართველების ქონებას დაეპატრონა. ამის წყალობით გახდა ის სეპარატისტულ აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი", - აღნიშნავს გერაშენკო.

მისი ინფორმაციით, დღეს ეს მოროდიორი სხვა ქონებასთან ერთად, გაგრაში მდებარე საკურორტო კომპლექს "გაგრიპშის" მფლობელიცაა. ტრაპიზონიანი აფხაზეთის სომეხთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა და, როგორც გერაშენკო ამბობს, აქტიურად ლობირებს თავის ტომის ხალხს. "დღეს გაგრაში ყველაფერი სომხების ხელშია. იქ მყოფ აფხაზებს ისინი შირმად იყენებენ, რომლებიც ფინანსურად მთლიანად მათზე არიან დამოკიდებული" - აღნიშნავს გერაშენკო.

როგორც ირკვევა, სომხური ლობი აფხაზეთში ანგარიშგასაწევი ძალა ყოფილა. გერაშენკოს მტკიცებით, სწორედ სომხური ლობი ცდილობს იმ კანონის მიღებას, რომელიც უცხოელებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას მისცემს. ამ კანონის გარშემო აფხაზეთში არაერთხელ ატყდა ვნებათაღელვა, მაგრამ არცერთი ხელისუფალი ამას არ დათანხმდა. კანონის მიღებას მოსახლეობაც ეწინააღმდეგება. მოსახლეობა შიშობს, რომ მათთან ყველაფერს რუსები იყიდიან. არადა საქმე ისე ყოფილა, რომ სომხები აფხაზეთში მცხოვრებ რუსებსაც უქმნიან პრობლემებს.

- ტყუილად ფიქრობს ვინმე, რომ აფხაზეთში არსებული მთელი უძრავი ქონება რუსების ხელში აღმოჩნდება. სომხურ-აფხაზური მაფია ისე ოსტატურად მოქმედებს, რომ აქ მცხოვრებ რუსებს ბინებსა და სახლებს ართმევენ. სომხური ტექნოლოგიებით მარტივად შეიძლება მათი მშრალზე დატოვება, - წუხს გერაშენკო.

"დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში სომხები უფრო მრავლად ცხოვრობენ, ვიდრე ეთნიკური აფხაზები. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზები აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან", - ვარაუდობს ვასილი გერაშენკო. მისი ინფორმაციით, დღეს აფხაზეთში 69 999 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, სომხების რაოდენობა კი დაახლოებით 80 000-ია. გერაშენკო ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა სულ მინიმუმ 300 000-მდე გაიზრდება.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია