მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წულუკიანის და ხიდაშელის განსხვავებული პოზიცია ჰააგის პროკურორის განცხადებაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით
წულუკიანის და ხიდაშელის განსხვავებული პოზიცია ჰააგის პროკურორის განცხადებაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით

ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო აგ­ვის­ტოს ომის დროს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლე­ბებს გა­მო­ი­ძი­ებს. სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ, პრო­კუ­რორ ფატუ ბენ­სუ­დას სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის ნება დარ­თო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე 27 იან­ვარს გავ­რცელ­და. საქ­მე ეხე­ბა 2008 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე ე.წ სამ­ხრეთ ოსეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ის დას­კვნით, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­შია. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი: "პრო­კუ­რო­რი მო­ი­თხოვს გა­მო­ძი­ე­ბულ იქ­ნას სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ამა­ვე წლის 10 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ო­დის ჩათ­ვლით, სამ­ხრეთ ოსეთ­სა და მის გარ­შე­მო ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნის თა­ო­ბა­ზე".

აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას დღეს გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი არის სა­მარ­თლებ­რი­ვად სწო­რი და შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­თან. "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მია არა­ერ­თხელ, რომ სამ­ხრეთ ოსე­თი არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი. ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებს მხო­ლოდ იმ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, რუ­სეთ­ში და მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და. ის არ და ვერ მი­ი­ღებს მხედ­ვე­ლო­ბა­ში იმ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო სამ­ხრეთ ოსე­თის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ, რად­გან სამ­ხრეთ ოსე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო არ არის.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა ქარ­თველ­თა ეთ­ნი­კურ წმენ­დას და ჰა­ა­გის მო­სა­მარ­თლე ამ­ბობს, რომ იმ ფაქ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რაც ხელ­თაა ამ ეტაპ­ზე, ომის დროს არ­სე­ბობ­და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი, სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქარ­თველ­თა ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დი­სა, რაც გუ­ლის­ხმობ­და მათ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბებს, ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ხში­რად ად­გი­ლობ­რი­ვი მიმ­თი­თებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, რათა ეს სახ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყო გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მას მერე, რაც იქე­დან მით­ვი­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ნივ­თე­ბი და სა­ქო­ნე­ლი", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კი­დევ ერთი წევ­რი თინა ხი­და­შე­ლი. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გა­ო­ცე­ბუ­ლია იმ გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "იმე­დი მაქვს, რომ ეს არის წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ტო­ნა­ლო­ბაც, გან­წყო­ბაც, სუ­ბი­ექ­ტე­ბიც და მხა­რე­ე­ბიც უკვე გა­მო­ძი­ე­ბის დროს შე­იც­ვლე­ბი­ან და სი­მარ­თლე იპო­ვის სა­კუ­თარ გზას ჰა­ა­გა­ში. გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­ში ჩვენ ვნა­ხეთ, რომ სა­უ­ბა­რია ორი­ვე მხა­რის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე, ოღონდ "ორი­ვე მხა­რე­ში" იგუ­ლის­ხმე­ბი­ან ქარ­თუ­ლი და ე.წ.სამ­ხრეთ ოსე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

წულუკიანის და ხიდაშელის განსხვავებული პოზიცია ჰააგის პროკურორის განცხადებაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით

წულუკიანის და ხიდაშელის განსხვავებული პოზიცია ჰააგის პროკურორის განცხადებაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით

ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 27 იანვარს გავრცელდა. საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: "პროკურორი მოითხოვს გამოძიებულ იქნას სიტუაცია საქართველოში 2008 წლის პირველი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრის პერიოდის ჩათვლით, სამხრეთ ოსეთსა და მის გარშემო ომის დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესაძლო ჩადენის თაობაზე".

აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დაწყებას დღეს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს მთავრობაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან. "გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთი მხრივ, რუსეთში და მეორე მხრივ, საქართველოში ჩატარდა. ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის.

გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც ხელთაა ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით, რათა ეს სახლები ყოფილიყო განადგურებული მას მერე, რაც იქედან მითვისებული იქნებოდა ნივთები და საქონელი", - განაცხადა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას არ იზიარებს საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი წევრი თინა ხიდაშელი. თავდაცვის მინისტრი გაოცებულია იმ განცხადებით, რომელიც ჰააგის სასამართლომ გუშინ გამოაქვეყნა. "იმედი მაქვს, რომ ეს არის წინასწარი მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული და ტონალობაც, განწყობაც, სუბიექტებიც და მხარეებიც უკვე გამოძიების დროს შეიცვლებიან და სიმართლე იპოვის საკუთარ გზას ჰააგაში. გუშინდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარია ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ "ორივე მხარეში" იგულისხმებიან ქართული და ე.წ.სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."