მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბანოების უბანი - ადგილი, სადაც წყალი უცეცხლოდ დუღს: უცნობი ფაქტები თბილისის უძველესი დასახლების შესახებ
აბანოების უბანი - ადგილი, სადაც წყალი უცეცხლოდ დუღს: უცნობი ფაქტები თბილისის უძველესი დასახლების შესახებ

აბა­ნო­თუ­ბა­ნი თბი­ლი­სის უძ­ვე­ლე­სი ნა­წი­ლია. რო­გორც ჩანს, თბი­ლი­სის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ეს იყო პირ­ვე­ლი და­სა­ხე­ლე­ბაც. ამ უბანს და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას ტფი­ლისს უწო­დებ­დნენ. ის ქა­ლა­ქის ცი­ხეს - კა­ლას ემიჯ­ნე­ბო­და. აბა­ნო­ე­ბის უბან­ში და მის მიმ­დე­ბა­რე სე­ი­და­ბად­ში (და­სა­ხე­ლე­ბა გვი­ან­დე­ლია) შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უმე­ტე­სად სპარ­სე­ლე­ბი სახ­ლობ­დნენ. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი წერს: "ტფი­ლისს დის ცხე­ლი წყა­ლი კლდი­დამ, არს მით აბა­ნო ექ­ვსნი... აქ და­ას­ხა შა­სე­ფიმ სე­იდ­ნი, მის გამო სპარ­სნი უწო­დე­ბენ სე­ი­და­ბადს... არი­ან მსახ­ლო­ბელ­ნი ცი­ხეს და სე­ი­და­ბადს სპარ­სნი მაჰ­მა­დი­ან­ნი".

ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი აბა­ნო­ე­ბის უბანს სე­ი­და­ბა­დის ერთ ნა­წი­ლად წარ­მოგ­ვიდ­გენს. პო­რუ­ჩიკ ჩუ­ი­კოს მიერ შედ­გე­ნილ 1800 წლის გეგ­მა­ზე კი მხო­ლოდ აბა­ნო­ე­ბის უბა­ნია ნაჩ­ვე­ნე­ბი, რად­გან სე­ი­და­ბა­დის და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია იმ დრო­ის­თვის და­სახ­ლე­ბუ­ლი აღარ ჩანს და მთლი­ა­ნად ბა­ღე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი.

რო­გორც პრო­ფე­სო­რი თენ­გიზ კვირ­კვე­ლია თა­ვის წიგნ­ში - "ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი და­სახ­ლე­ბა­ნი" წერს, თბი­ლი­სის აბა­ნო­ე­ბი ძველ სა­ბუ­თებ­სა და მოგ­ზა­ურ­თა მო­ნა­თხრობ­შიც იხ­სე­ნი­ე­ბო­და. X სა­უ­კუ­ნის არა­ბი გე­ოგ­რა­ფის აღ­წე­რით: "აქ წყა­ლი უცე­ცხლოდ დუღს"; ყა­ზა­ნე­ლი სოვ­და­გა­რი ვა­სი­ლი გა­გა­რა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში გავ­ლით იმ­ყო­ფე­ბო­და, XVII სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში გვა­ტყო­ბი­ნებს: "სა­ცა­რი რამ ვნა­ხე, ღვთის­გან შექ­მნი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ცხე­ლი წყლის აუ­ზე­ბი, სა­დაც ხალ­ხი ბა­ნა­ობს, მათ შო­რის ქრის­ტი­ა­ნე­ბი და მუს­ლი­მე­ბიც. სხე­ულს თურ­ქუ­ლი ქი­სე­ბით იბა­ნენ და არა აბა­ნოს ცო­ცხე­ბით. იქ არ იცი­ან, რა არის ცო­ცხე­ბით ბა­ნა­ო­ბა ".

რო­გორც ვა­ხუშ­ტის ჩა­ნა­წერ­ში ვნა­ხეთ, ის ქა­ლაქ­ში ექვს აბა­ნოს ით­ვლი­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი აღა-მაჰ­მად-ხა­ნის შე­მო­სე­ვებს შე­ე­წი­რა, რად­გან 1800 წლის გეგ­მა­ზე მხო­ლოდ ოთხი აბა­ნო­ღაა ამ უბან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი. თუმ­ცა XIX სა­უ­კუ­ნის შუა ხნის თბი­ლი­სის გეგ­მა­ზე ისევ ექ­ვსია და­ტა­ნი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს ვპო­უ­ლობთ მეფე გი­ორ­გი XII-ის ერთ-ერთ სი­გელ­ში, სა­დაც, სხვა­თა შო­რის, მე­ი­თა­რი­სა და ბე­ბუ­თას აბა­ნო­ე­ბის ერ­თგვა­რი ლო­კა­ლი­ზა­ცი­აა მო­ცე­მუ­ლი. ბე­ბუ­თას აბა­ნო მე­ი­თა­რის აბა­ნოს და­სავ­ლე­თით, თა­ბო­რის მხა­რეს ყო­ფი­ლა. რო­გორც XIX სა­უ­კუ­ნის გეგ­მე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ცი­ხის კარ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს თბი­ლი­სის (სი­ო­ნის) აბა­ნო იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. მას გვი­ან ერეკ­ლეს აბა­ნო­საც უწო­დებ­დნენ, და­სავ­ლე­თით, ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით მე­ლი­ქის აბა­ნო მდე­ბა­რე­ობ­და. ძველ აბა­ნო­თა­გან, ერეკ­ლეს აბა­ნოს გარ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­ი­თა­რის (XVII სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი), ენა­ლას (XVII სა­უ­კუ­ნე), გრი­ლი აბა­ნო (XVII სა­უ­კუ­ნე), ბე­ბუ­თა­სი (ასე­ვე XVII სა­უ­კუ­ნე). მე­ი­თა­რის აბა­ნოს სუმ­ბა­თო­ვის სა­ხე­ლი ეწო­და. გო­გი­ლოს აბა­ნოს, რო­მე­ლიც მტკვრის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობ­და, ში­ო­ე­ვის აბა­ნო­საც უწო­დებ­დნენ. აბა­ნო იყო ცი­ხის გა­ლავ­ნის შიგ­ნი­თაც ე.წ. "ხო­ჯას აბა­ნო", ეს ის ად­გი­ლია, სა­დღაც აღა-მაჰ­მად-ხანს გან­კურ­ნე­ბა უც­დია და იმედ­გაც­რუ­ე­ბულს მისი დან­გრე­ვა უბ­რძა­ნე­ბია.

აბა­ნო­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი ხში­რად მისი მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი­დან ან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და, ამი­ტომ სა­ხელ­წო­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით ეც­ვლე­ბო­და, თუ ვის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო იგი. სა­ხელ­წო­დე­ბა მისი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­და­ნაც მო­დი­ო­და (გრი­ლი აბა­ნო, პატ­რუ­ქის აბა­ნო). 1655-1672 წლებ­ში ენა­ლა ქა­ლა­ქის მე­ლი­ქი იყო, რო­მელ­საც ხე­ლახ­ლა აუ­შე­ნე­ბია აბა­ნო და წყა­ლი და­უ­თხა­ნის აბა­ნო­დან გა­მო­უყ­ვა­ნია. ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი ენა­ლას აბა­ნოდ XIX სა­უ­კუ­ნე­ში მირ­ზო­ე­ვის აბა­ნოდ წო­დე­ბულ შე­ნო­ბას მი­იჩ­ნევს, რო­მე­ლიც მირ­ზო­ე­ვამ­დე ზუ­ბა­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ბე­ბუ­თას აბა­ნო კი ე.წ. სა­გარ­ნი­ზო­ნო აბა­ნო უნდა იყოს.

აბა­ნო­ებს, ძი­რი­თა­დად, ირა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის კვა­ლი ეტყო­ბათ (ეს XVII სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა­თა­გა­ნია). XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აღ­მო­სავ­ლურ ყა­ი­და­ზე გა­და­კეთ­და ე.წ. "ჭრე­ლი აბა­ნო", სა­ხელ­წო­დე­ბა სხვა­დას­ხვა ფე­რის ფი­ლე­ბის­გან მი­ი­ღო, რომ­ლე­ბი­თაც მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია მი­ნა­რე­თის მსგავ­სი კოშ­კე­ბით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბუ­ლი მისი პორ­ტა­ლი.

ძვე­ლი თბი­ლი­სის აბა­ნო­ებს მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ისი­ნი გარ­კვე­უ­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც ას­რუ­ლებ­დნენ. პო­ე­ტი იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი წერ­და: "წი­ნათ აბა­ნო მსურ­ველ­თათ­ვის ღია იყო, ხალ­ხს გა­თე­ნე­ბამ­დე შე­ეძ­ლო შიგ ყოფ­ნა. აბა­ნო ზოგ­ჯერ ჩა­მო­სუ­ლი გლე­ხი­სათ­ვის სას­ტუმ­როს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც ას­რუ­ლებ­და. სა­ქო­ნელს ბაკ­ში მი­რე­კავ­და, თვი­თონ კი, გა­ბა­ნილ-გას­პე­ტა­კე­ბულს, ორ­შა­უ­რად მთელ ღა­მეს აბა­ნო­ში არ­ხე­ი­ნად ეძი­ნა... აბა­ნო­ში ქა­ლე­ბი მთე­ლი დღით რჩე­ბოდ­ნენ და სა­დი­ლობ­დნენ კი­დეც... მერე ჩაის სმა იწყე­ბო­და... ეს იყო მათი კლუ­ბი­ცა და თე­ატ­რიც. გარ­და ამი­სა, ქა­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ აბა­ნო­ში გა­მო­ე­ფი­ნათ თა­ვი­ან­თი ტუ­ა­ლე­ტე­ბი და ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი... ქალს ახა­ლი ტა­ნი­სა­მო­სი უეჭ­ვე­ლად აბა­ნო­ში უნდა ჩა­ეც­ვა... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ჭან­კა­ლი ქა­ლე­ბი არც აბა­ნო­ში ივი­წყებ­დნენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ას. ბევ­რი ლა­მა­ზი ქა­ლის ბედი გა­და­წყვე­ტი­ლა აბა­ნო­ში, ბევ­რი სან­დო­მი­ა­ნი "ქალი და რძა­ლი" გა­ბედ­ნი­ე­რე­ბუ­ლა და ბევ­რი ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლიც აღ­მო­ჩე­ნია გა­ტიტ­ვლე­ბულ ქალს".

აბა­ნო­ებ­ში დროს­ტა­რე­ბა ხში­რად ფი­ნა­ლი იყო თბი­ლი­სე­ლი მო­ქე­ი­ფე ბო­ჰე­მი­სათ­ვის. ბა­ღებ­ში და­წყე­ბუ­ლი ქე­ი­ფი აბა­ნო­ებ­ში მთავ­რდე­ბო­და ხოლ­მე.

მა­სა­ლა მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

აბანოების უბანი - ადგილი, სადაც წყალი უცეცხლოდ დუღს: უცნობი ფაქტები თბილისის უძველესი დასახლების შესახებ

აბანოების უბანი - ადგილი, სადაც წყალი უცეცხლოდ დუღს: უცნობი ფაქტები თბილისის უძველესი დასახლების შესახებ

აბანოთუბანი თბილისის უძველესი ნაწილია. როგორც ჩანს, თბილისის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდის თანახმად, ეს იყო პირველი დასახელებაც. ამ უბანს და მიმდებარე ტერიტორიას ტფილისს უწოდებდნენ. ის ქალაქის ციხეს - კალას ემიჯნებოდა. აბანოების უბანში და მის მიმდებარე სეიდაბადში (დასახელება გვიანდელია) შუა საუკუნეებში უმეტესად სპარსელები სახლობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსნი... აქ დაასხა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს... არიან მსახლობელნი ციხეს და სეიდაბადს სპარსნი მაჰმადიანნი".

ვახუშტი ბაგრატიონი აბანოების უბანს სეიდაბადის ერთ ნაწილად წარმოგვიდგენს. პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილ 1800 წლის გეგმაზე კი მხოლოდ აბანოების უბანია ნაჩვენები, რადგან სეიდაბადის დანარჩენი ტერიტორია იმ დროისთვის დასახლებული აღარ ჩანს და მთლიანად ბაღებითაა დაფარული.

როგორც პროფესორი თენგიზ კვირკველია თავის წიგნში - "ძველი თბილისური დასახლებანი" წერს, თბილისის აბანოები ძველ საბუთებსა და მოგზაურთა მონათხრობშიც იხსენიებოდა. X საუკუნის არაბი გეოგრაფის აღწერით: "აქ წყალი უცეცხლოდ დუღს"; ყაზანელი სოვდაგარი ვასილი გაგარა, რომელიც თბილისში გავლით იმყოფებოდა, XVII საუკუნის 30-იან წლებში გვატყობინებს: "საცარი რამ ვნახე, ღვთისგან შექმნილი ბუნებრივი ცხელი წყლის აუზები, სადაც ხალხი ბანაობს, მათ შორის ქრისტიანები და მუსლიმებიც. სხეულს თურქული ქისებით იბანენ და არა აბანოს ცოცხებით. იქ არ იციან, რა არის ცოცხებით ბანაობა ".

როგორც ვახუშტის ჩანაწერში ვნახეთ, ის ქალაქში ექვს აბანოს ითვლიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს შეეწირა, რადგან 1800 წლის გეგმაზე მხოლოდ ოთხი აბანოღაა ამ უბანში აღნიშნული. თუმცა XIX საუკუნის შუა ხნის თბილისის გეგმაზე ისევ ექვსია დატანილი. საინტერესო ცნობებს ვპოულობთ მეფე გიორგი XII-ის ერთ-ერთ სიგელში, სადაც, სხვათა შორის, მეითარისა და ბებუთას აბანოების ერთგვარი ლოკალიზაციაა მოცემული. ბებუთას აბანო მეითარის აბანოს დასავლეთით, თაბორის მხარეს ყოფილა. როგორც XIX საუკუნის გეგმებიდან ირკვევა, ციხის კართან ყველაზე ახლოს თბილისის (სიონის) აბანო იყო განლაგებული. მას გვიან ერეკლეს აბანოსაც უწოდებდნენ, დასავლეთით, ოდნავ მოშორებით მელიქის აბანო მდებარეობდა. ძველ აბანოთაგან, ერეკლეს აბანოს გარდა, აღნიშნულია მეითარის (XVII საუკუნის პირველი ნახევარი), ენალას (XVII საუკუნე), გრილი აბანო (XVII საუკუნე), ბებუთასი (ასევე XVII საუკუნე). მეითარის აბანოს სუმბათოვის სახელი ეწოდა. გოგილოს აბანოს, რომელიც მტკვრის სიახლოვეს მდებარეობდა, შიოევის აბანოსაც უწოდებდნენ. აბანო იყო ციხის გალავნის შიგნითაც ე.წ. "ხოჯას აბანო", ეს ის ადგილია, სადღაც აღა-მაჰმად-ხანს განკურნება უცდია და იმედგაცრუებულს მისი დანგრევა უბრძანებია.

აბანოების სახელები ხშირად მისი მფლობელის სახელიდან ან თანამდებობიდან გამომდინარეობდა, ამიტომ სახელწოდება იმის მიხედვით ეცვლებოდა, თუ ვის მფლობელობაში იყო იგი. სახელწოდება მისი დამახასიათებელი თავისებურებებიდანაც მოდიოდა (გრილი აბანო, პატრუქის აბანო). 1655-1672 წლებში ენალა ქალაქის მელიქი იყო, რომელსაც ხელახლა აუშენებია აბანო და წყალი დაუთხანის აბანოდან გამოუყვანია. ზოგიერთი მკვლევარი ენალას აბანოდ XIX საუკუნეში მირზოევის აბანოდ წოდებულ შენობას მიიჩნევს, რომელიც მირზოევამდე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა. ბებუთას აბანო კი ე.წ. საგარნიზონო აბანო უნდა იყოს.

აბანოებს, ძირითადად, ირანული არქიტექტურის კვალი ეტყობათ (ეს XVII საუკუნის თბილისის არქიტექტურის მნიშვნელოვანი თვისებათაგანია). XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა ე.წ. "ჭრელი აბანო", სახელწოდება სხვადასხვა ფერის ფილებისგან მიიღო, რომლებითაც მოპირკეთებულია მინარეთის მსგავსი კოშკებით დაგვირგვინებული მისი პორტალი.

ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონდათ. ისინი გარკვეულად საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ასრულებდნენ. პოეტი იოსებ გრიშაშვილი წერდა: "წინათ აბანო მსურველთათვის ღია იყო, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ზოგჯერ ჩამოსული გლეხისათვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ კი, გაბანილ-გასპეტაკებულს, ორშაურად მთელ ღამეს აბანოში არხეინად ეძინა... აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც... მერე ჩაის სმა იწყებოდა... ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. გარდა ამისა, ქალებს საშუალება ეძლეოდათ აბანოში გამოეფინათ თავიანთი ტუალეტები და ძვირფასი სამკაულები... ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა... რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი "ქალი და რძალი" გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოჩენია გატიტვლებულ ქალს".

აბანოებში დროსტარება ხშირად ფინალი იყო თბილისელი მოქეიფე ბოჰემისათვის. ბაღებში დაწყებული ქეიფი აბანოებში მთავრდებოდა ხოლმე.

მასალა მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა

შეიძლება თუ არა ქუთაისში და ბათუმში შესვლა-გამოსვლა კომენდანტის საათის დროს? - მთავრობა განმარტავს, რა შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან