დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაბრუნდება

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაბრუნდება

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრუნდება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ზალკალიანი უწყებაში კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ზალკალიანის მიხეილ ჯანელიძის მოადგილედ დანიშვნის საკითხზე კონსულტაციები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, დავით ზალკალიანმა საგარეო უწყება მინისტრის თანამდებობიდან მაია ფანჯიკიძის გადადგომის შემდეგ დატოვა. ის ბოლო პერიოდამდე "თავისუფალი დემოკრატების" გუნდის წევრი იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ პარტიის რიგები დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

ხმაური საკრებულოში - ოპოზიცია და აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის გარიცხვას ითხოვენ

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

LIVE: ზაალ უდუმაშვილი "ნიუსრუმში"