კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს უახლესი წარსულის ძლიერი დიპლომატები და ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო მიღწევები
საქართველოს უახლესი წარსულის ძლიერი დიპლომატები და ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო მიღწევები

ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ის­ტო­რი­ა­ში იყ­ვნენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კით ქვე­ყა­ნას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნეს. ის­ტო­რი­კოს დი­მიტ­რი შვე­ლი­ძეს უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ვთხო­ვეთ. აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ სტა­ტი­ა­ში ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­ზე.

- მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო არ გვქონ­და, ამი­ტომ, ჩვენ­ში დიპ­ლო­მა­ტია რო­გორც ასე­თი, არ არ­სე­ბობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნეს, 1900-1917 და 1921 წლი­დან - 1991 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო არ ყო­ფი­ლა, თით­ქმის ორი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კუ­რი დიპ­ლო­მა­ტია რო­გორც სფე­რო, რო­გორც სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, არ არ­სე­ბობ­და.

ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში - აკა­კი ჩხენ­კე­ლი, კარ­ლო ჩხე­ი­ძე, ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვი­ლი

"1918-21 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ორი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰყავ­და, აკა­კი ჩხენ­კე­ლი და ევ­გე­ნი გე­გეჭ­კო­რი. იმ პე­რი­ოდ­ში იყო კი­დევ ორი პი­როვ­ნე­ბა - კარ­ლო ჩხე­ი­ძე და ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ და­კავ­ში­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან, ისი­ნი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ა­ში, პა­რი­ზის სამ­შვი­დო­ბო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც 1919 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. როცა ქარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნოთ ერთი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი, მაგ­რამ შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი დიპ­ლო­მა­ტი იყო მა­შინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის იყო პა­რიზ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი დე­ლე­გა­ცი­ის მრჩე­ვე­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლომ ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და მათი ძა­ლის­ხმე­ვის წყა­ლო­ბით მი­აღ­წია იმას, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა 1920 წლის იან­ვარ­ში აღი­ა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს დე-ფაქ­ტო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ისიც, რომ 1921 წლის იან­ვარ­ში ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ნა­წილ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით წამ­ყვან­მა ქვეყ­ნებ­მა - საფ­რან­გეთ­მა, ბრი­ტა­ნეთ­მა და სხვებ­მა აღი­ა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­ვა­ფა­სოთ რო­გორც შე­სა­ნიშ­ნა­ვი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი, გარ­და ამი­სა, კორ­პუ­სი, რო­მელ­მაც უნა­რი­ა­ნად იმუ­შა­ვა 3 წლის მან­ძილ­ზე. 1921 წლის მერე, ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ევ­რო­პა­ში მოღ­ვა­წე­ობ­დნენ რო­გორც გაქ­ცე­უ­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის­თვის ბრძო­ლას იქ აგ­რძე­ლებ­დნენ. ამ ყვე­ლა­ფერს წერ­ტი­ლი და­ეს­ვა 1933 წელს, რო­დე­საც ევ­რო­პის წამ­ყვან­მა ქვეყ­ნებ­მა იუ­რი­დი­უ­ლად აღი­ა­რეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო და საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ლე­გა­ცია, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბობ­და, გა­უქ­მდა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბი, რო­გორც ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის წარმ­მარ­თველ­ნი

1991 წლი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰყავ­და, მაგ­რამ ის­ტო­რი­კოს დი­მიტ­რი შვე­ლი­ძის თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს დიპ­ლო­მა­ტი­ას არა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი, არა­მედ ძი­რი­თა­დად ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი წარ­მარ­თავ­დნენ. "ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს, არ გვა­ღი­ა­რებ­დნენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, დიპ­ლო­მა­ტი­აც არ არ­სე­ბობ­და. გამ­სა­ხურ­დის შემ­დეგ, 2003 წლამ­დე პრე­ზი­დენ­ტი იყო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­საც წარ­მარ­თავ­და. ის და­სავ­ლეთ­ში დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და იმი­ტომ, რომ ხელი შე­უ­წყო საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის დან­გრე­ვას. პირ­ვე­ლი მისი წარ­მა­ტე­ბა სა­გა­რეო კუ­თხით მას­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­დე­საც 1992 წელს სა­ქარ­თვე­ლო გა­ე­როს წევ­რი გახ­და და მსოფ­ლი­ოს უამ­რავ­მა სა­ხელ­მწი­ფომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდს, ის­ტო­რი­კო­სის თქმით, 10 წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლომ რამ­დე­ნი­მე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გა­მო­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მათ პოსტს მე­ო­რა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. "2003-2012 წლებ­ში ქარ­თველ დიპ­ლო­მა­ტებ­ზე რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ, რად­გან მათ ამ მოკ­ლე ხან­ში არ შე­ეძ­ლოთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლიყ­ვნენ პრო­ფე­სი­ო­ნალ დიპ­ლო­მა­ტე­ბად, მაგ­რამ ამ პე­რი­ო­დის ქარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ას ჰქონ­და ერთი წარ­მა­ტე­ბა - მათ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რეს და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს მკვეთ­რად პრო­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა. ეს რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი დრო­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მაგ­რამ მათ სამ­წუ­ხა­როდ ვერ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­სურ­ვე­ლი ტონი. 2008 წლის პე­რი­ოდ­ში იყო შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა და­ნა­შა­უ­ლი".

მოქ­მედ პრე­ზი­დენტზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე კი, რო­გორც დიპ­ლო­მატ­ზე ის­ტო­რი­კო­სი დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე ვერ სა­უბ­რობს. "რო­გორც დიპ­ლო­მატს მას ვერ და­ვა­ხა­სი­ა­თებთ იმი­ტომ, რომ ასე­თი რამ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს და ეს მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე კი არა, იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ძა­ლი­ან შეკ­ვე­ცი­ლია და მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე, რო­გორც დიპ­ლო­მატ­ზე, ვერ ვი­სა­უბ­რებ".

რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო წლებ­ში მოღ­ვა­წე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს, მათი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა "ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელს კახა გო­გო­ლაშ­ვილს ვთხო­ვეთ.

"რო­გორც წესი, დიდი მიღ­წე­ვე­ბი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მთე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს, სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, ასე­ვე მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, სტამ­ბო­ლის შე­თან­ხმე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სე­თის ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა. სტა­ბო­ლის შე­თან­ხმე­ბა მოხ­და შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მა­შინ იყო ირაკ­ლი მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად ამის აღ­სრუ­ლე­ბა და ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა მოხ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს, როცა ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ეს იყო მიღ­წე­ვა. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში - კონ­კრე­ტუ­ლად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ცე­სი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც რუ­სეთ­მა აღას­რუ­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი მი­ნის­ტრე­ბის მიღ­წე­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში მიღ­წე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, მათ შო­რის, ასე ახ­ლოს მის­ვლა მა­პის მი­ნი­ჭე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და 2008 წლამ­დე მიგ­ვე­ღო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მა­შინ დიპ­ლო­მა­ტი­ამ კარ­გად იმუ­შა­ვა და ჩვენ მი­ვე­დით იმ ზო­მამ­დე, რომ ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ახ­ლოს იყ­ვნენ კონ­სე­სუს­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მიღ­წე­ულ სა­გა­რეო წარ­მა­ტე­ბებს, კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლის თქმით, "მაია ფან­ჯი­კი­ძი­სა და თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს, ქვე­ყა­ნამ მი­აღ­წია საკ­მა­ოდ დიდ პროგ­რესს - ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა, თუმ­ცა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან, ამ კონ­ტექ­სტში გრი­გოლ ვა­შა­ძე იყო საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი მი­ნის­ტრი. მაია ფან­ჯი­კი­ძე და თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად წა­რუ­ძღვა ამ პრო­ცესს, მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და დიპ­ლო­მა­ტი­ამ მო­ა­ხერ­ხა ის, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის ტემ­პი არ შე­ნელ­და".

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

საქართველოს უახლესი წარსულის ძლიერი დიპლომატები და ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო მიღწევები

საქართველოს უახლესი წარსულის ძლიერი დიპლომატები და ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო მიღწევები

ქართული დიპლომატიის ისტორიაში იყვნენ პიროვნებები, რომელთაც თავიანთი საგარეო პოლიტიკით ქვეყანას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანეს. ისტორიკოს დიმიტრი შველიძეს უახლესი წარსულის ქართველი დიპლომატების დასახელება ვთხოვეთ. აქვე განვმარტავთ, რომ სტატიაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე.

- მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა, ამიტომ, ჩვენში დიპლომატია როგორც ასეთი, არ არსებობდა. რაც შეეხება მეოცე საუკუნეს, 1900-1917 და 1921 წლიდან - 1991 წლებში საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა, თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ქართული სახელმწიფოს არარსებობის პირობებში, პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური დიპლომატია როგორც სფერო, როგორც საგარეო პოლიტიკის ნაწილი, არ არსებობდა.

ქართული დიპლომატია მეოცე საუკუნეში - აკაკი ჩხენკელი, კარლო ჩხეიძე, ზურაბ ავალიშვილი

"1918-21 წლებში საქართველოს ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა, აკაკი ჩხენკელი და ევგენი გეგეჭკორი. იმ პერიოდში იყო კიდევ ორი პიროვნება - კარლო ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი იყვნენ საგარეო პოლიტიკასთან, ისინი იყვნენ საქართველოს დელეგაციაში, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც 1919 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როცა ქართულ დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი არაოფიციალური, მაგრამ შემსრულებელი დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი, რომელიც ყველაზე ძლიერი დიპლომატი იყო მაშინდელ საქართველოში. ის იყო პარიზში გაგზავნილი დელეგაციის მრჩეველი.

"საქართველომ ამ პიროვნებების მოლაპარაკებებისა და მათი ძალისხმევის წყალობით მიაღწია იმას, რომ ევროპის ქვეყნებმა 1920 წლის იანვარში აღიარეს საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობა. მათი დამსახურებაა ისიც, რომ 1921 წლის იანვარში ევროპის ქვეყნების ნაწილმა, განსაკუთრებით წამყვანმა ქვეყნებმა - საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და სხვებმა აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართული დიპლომატია შეიძლება თავისუფლად შევაფასოთ როგორც შესანიშნავი დიპლომატიური კორპუსი, გარდა ამისა, კორპუსი, რომელმაც უნარიანად იმუშავა 3 წლის მანძილზე. 1921 წლის მერე, ემიგრაციაში მყოფი ქართველი დიპლომატები ევროპაში მოღვაწეობდნენ როგორც გაქცეული მთავრობის წარმომადგენლები და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლას იქ აგრძელებდნენ. ამ ყველაფერს წერტილი დაესვა 1933 წელს, როდესაც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა იურიდიულად აღიარეს საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო და საფრანგეთში არსებული ქართული ლეგაცია, რომელიც საფრანგეთში არსებობდა, გაუქმდა.

საქართველოს პრეზიდენტები, როგორც ქართული დიპლომატიის წარმმართველნი

1991 წლიდან დღემდე, საქართველოს რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა, მაგრამ ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, სახელმწიფოს დიპლომატიას არა საგარეო საქმეთა მინისტრები, არამედ ძირითადად ქვეყნის პრეზიდენტები წარმართავდნენ. "ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ევროპის ქვეყნები, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არ გვაღიარებდნენ და ფაქტობრივად, დიპლომატიაც არ არსებობდა. გამსახურდის შემდეგ, 2003 წლამდე პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ფაქტობრივად, საგარეო პოლიტიკასაც წარმართავდა. ის დასავლეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმიტომ, რომ ხელი შეუწყო საბჭოთა იმპერიის დანგრევას. პირველი მისი წარმატება საგარეო კუთხით მასზე იყო დამოკიდებული, როდესაც 1992 წელს საქართველო გაეროს წევრი გახდა და მსოფლიოს უამრავმა სახელმწიფომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, ისტორიკოსის თქმით, 10 წლის მანძილზე საქართველომ რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოიცვალა, თუმცა მათ პოსტს მეორადი მნიშვნელობა ჰქონდა. "2003-2012 წლებში ქართველ დიპლომატებზე როგორც პროფესიონალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან მათ ამ მოკლე ხანში არ შეეძლოთ ჩამოყალიბებულიყვნენ პროფესიონალ დიპლომატებად, მაგრამ ამ პერიოდის ქართულ დიპლომატიას ჰქონდა ერთი წარმატება - მათ ახლო ურთიერთობა დაამყარეს დასავლეთის ქვეყნებთან და ჩამოაყალიბეს მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკა. ეს რა თქმა უნდა, სააკაშვილისა და მისი დროის დიპლომატიური სამსახურების დიდი დამსახურებაა, მაგრამ მათ სამწუხაროდ ვერ ჩამოაყალიბეს რუსეთთან ურთიერთობის სასურველი ტონი. 2008 წლის პერიოდში იყო შეცდომები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა დანაშაული".

მოქმედ პრეზიდენტზე გიორგი მარგველაშვილზე კი, როგორც დიპლომატზე ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ვერ საუბრობს. "როგორც დიპლომატს მას ვერ დავახასიათებთ იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს მარგველაშვილზე კი არა, იმაზეა დამოკიდებული, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალიან შეკვეცილია და მარგველაშვილზე, როგორც დიპლომატზე, ვერ ვისაუბრებ".

რაც შეეხება ბოლო წლებში მოღვაწე საგარეო საქმეთა მინისტრებს, მათი წარმატებული ნაბიჯების დასახელება "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს ვთხოვეთ.

"როგორც წესი, დიდი მიღწევები და დიპლომატიური ურთიერთობები მთელი დიპლომატიური უწყების, სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე მინისტრთა კაბინეტის დამსახურებაა. მაგალითად, სტამბოლის შეთანხმება და საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანა. სტაბოლის შეთანხმება მოხდა შევარდნაძის პერიოდში და საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინ იყო ირაკლი მენაღარიშვილი. კონკრეტულად ამის აღსრულება და ბაზების გაყვანა მოხდა სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს, როცა ქვეყნის მეთაური მიხეილ სააკაშვილი იყო. ორივე შემთხვევაში, ეს იყო მიღწევა. პირველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე შემთხვევაში - კონკრეტულად დიპლომატიური პროცესი, რომლის შედეგადაც რუსეთმა აღასრულა გადაწყვეტილება. სააკაშვილის დროინდელი მინისტრების მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ევროატლანტიკურ სივრცეში მიღწეული პროცესები, მათ შორის, ასე ახლოს მისვლა მაპის მინიჭების გადაწყვეტილებამდე, რომელიც შეიძლებოდა 2008 წლამდე მიგვეღო. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ დიპლომატიამ კარგად იმუშავა და ჩვენ მივედით იმ ზომამდე, რომ ჩრდილოამერიკული და ევროპული სახელმწიფოები ახლოს იყვნენ კონსესუსთან.

რაც შეეხება ახალი ხელისუფლების დროს მიღწეულ საგარეო წარმატებებს, კახა გოგოლაშვილის თქმით, "მაია ფანჯიკიძისა და თამარ ბერუჩაშვილის მინისტრობის დროს, ქვეყანამ მიაღწია საკმაოდ დიდ პროგრესს - ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყება დაკავშირებული იყო აგვისტოს ომის შემდგომ საგარეო ურთიერთობებთან, ამ კონტექსტში გრიგოლ ვაშაძე იყო საკმაოდ აქტიური მინისტრი. მაია ფანჯიკიძე და თამარ ბერუჩაშვილი აქტიურად წარუძღვა ამ პროცესს, მიუხედავად არსებული გარკვეული პოლიტიკური გართულებებისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიპლომატიამ მოახერხა ის, რომ ევროკავშირთან დაახლოების ტემპი არ შენელდა".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები