მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ქალი, რომელსაც მირზა გელოვანმა ლექსი "ნუ მწერ" მიუძღვნა
ვინ იყო ქალი, რომელსაც მირზა გელოვანმა ლექსი "ნუ მწერ" მიუძღვნა

"ნუ მწერ, რომ ბაღ­ში აყ­ვავ­და ნუში,/ რომ მთაწ­მინ­და­ზე ცა დაწ­ვა თით­ქოს,/ რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ გა­ზა­ფხულ­ში,/ რო­გორც ყო­ველ­თვის, წა­ა­გავს ხვი­თოს./ რომ ორ­თა­ჭა­ლამ ჩა­იც­ვა თეთ­რი/ და შენ ჩა­იც­ვი კაბა ყვა­ვი­ლის,/ რომ მტკვა­რი ღე­ლავს, რო­გორც ყო­ველ­თვის,/ როცა მე­ტე­ხის ახ­ლოს ჩა­ივ­ლის./ ...წუ­ხელ ვებ­რძო­დი ცე­ცხლს და ურა­განს/ და სა­ში­ნე­ლი ბრძო­ლე­ბის ნისლში/ მე მო­მეჩ­ვე­ნა, სა­დღაც ჩვენს უკან/ აელ­ვე­ბუ­ლი იდგა თბი­ლი­სი./ ორ­თა­ჭა­ლა­ში ჰყვა­ო­და ნუში,/ მთაწ­მინ­დის მხრებ­ზე მზე იწვა თით­ქოს,/ და შენ, ძვირ­ფა­სო, ამ გა­ზა­ფხულ­ში,/ რო­გორც ყო­ველ­თვის, მოჰ­ყავ­დი ხვი­თოს

ნუ მომ­წერ... ისეც ვიცი, რაგ­ვა­რი/ ფე­რე­ბით ჰყვა­ვის თბი­ლი­სი ახლა,/ რომ ვი­ღაც და­დის მინ­დვ­რებ­ში ღა­მით/ და დი­ლი­სათ­ვის ამ­წვა­ნებს ნახ­ნავს./ მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინ­დებს/ მო­აქვთ გუ­ლე­ბის სა­ა­მო ფეთ­ქვა,/ და თუ ბო­ლომ­დე ტყვია და­მინ­დობს,/ თუ გა­ზა­ფხუ­ლებს შევ­ხვდე­ბით ერ­თად, -/ გე­ტყვი, რომ მო­ვედ ბრძო­ლა­ნა­ხუ­ლი და სიკ­ვდი­ლამ­დის შენ­თან დავ­რჩე­ბი,/ რომ ლა­მა­ზია მზე გა­ზა­ფხუ­ლის,/ ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ - მზე გა­მარ­ჯვე­ბის" - 1943 წელი, პრი­ჩის­ტიე...

ყვე­ლა­ფე­რი შემ­თხვე­ვით მოხ­და: ერთ დღეს მსა­ხი­ობ ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­სულ­მა შე­ვი­ტყვე, რომ თინა მაქ­სი­მა­ლაშ­ვი­ლი ანუ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მირ­ზა გე­ლო­ვან­მა ეს გე­ნი­ა­ლუ­რი ლექ­სი მი­უ­ძღვნა, ბახ­ვას ბე­ბია ყო­ფი­ლა. "ნუ მწერ" ბევრ ადა­მი­ანს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს, მის ად­რე­სატ­ზე კი ცნო­ბი­ლი თით­ქმის არა­ფე­რია. თა­ვის დრო­ზე ქალ­ბა­ტონ თი­ნას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა არა­ერ­თხელ უც­დი­ათ, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ახ­ლოს არა­ვინ გა­უ­კა­რე­ბია. ეს ექ­სკლუ­ზი­ვია პო­ე­ტის გა­უმ­ხე­ლელ სიყ­ვა­რულ­ზე. ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც და­სა­ვი­წყებ­ლად არ უნდა გა­ი­მე­ტო და რო­მე­ლიც შთა­მო­მავ­ლო­ბას უნდა უამ­ბო. ჩემი რეს­პონ­დენ­ტე­ბი თინა მაქ­სი­მე­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან კო­ბა­ლა­ძე და შვი­ლიშ­ვი­ლი - ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე არი­ან.

ქე­თე­ვან კო­ბა­ლა­ძე:

- დედა თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ერეკ­ლე მე­ფის შთა­მო­მავ­ლო­ბის მეშ­ვი­დე თა­ო­ბა იყო. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. 17-18 წლის იქ­ნე­ბო­და, როცა მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი გა­იც­ნო და და­მე­გობ­რდნენ. მათ სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავ­დათ. ნიკა აგი­აშ­ვი­ლი, ლადო ასა­თი­ა­ნი... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ომი რომ და­ი­წყო, მირ­ზა წა­იყ­ვა­ნეს. ლექ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბაც ომი­და­ნაა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის პო­ე­ზია გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ოღონდ, ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ დე­დას მე­გო­ბა­რი იყო.

- მას­ზე დედა რას გი­ამ­ბობ­დათ?

- მირ­ზა­ზე ნაკ­ლე­ბად ლა­პა­რა­კობ­და. დე­ი­და­ჩე­მი ბე­რი­ას­თან მუ­შა­ობ­და და წე­რი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მირ­ზა დე­დას სწერ­და, გა­ა­ნად­გუ­რეს. დედა მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­და, - ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი, კე­თი­ლი, სუფ­თა სუ­ლის მქო­ნე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყოო. სა­ხე­ზეც ეტყო­ბა, რომ ასე­თი იქ­ნე­ბო­და. მირ­ზა სა­მე­გობ­რო­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­დათ. მე­გობ­რე­ბი ყო­ველ სა­ღა­მოს იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ლექ­სებს კი­თხუ­ლობ­დნენ. ომში რომ წა­ვი­და, თით­ქოს ყვე­ლამ იცო­და, რომ მას დე­დას მე­გო­ბა­რი - ნონა ლას­ხიშ­ვი­ლი მოს­წონ­და. დე­დას და მას, რო­გორც მე­გობ­რებს, მი­წერ-მო­წე­რა სულ ჰქონ­დათ. თა­ვის მშობ­ლებს ერთ წე­რილ­ში სწერს: ზამ­თარ­ში თი­ნამ რომ იები გა­მო­მიგ­ზავ­ნა, სულ ჯი­ბით და­მაქ­ვსო.

ამო­ნა­რი­დი მშობ­ლე­ბი­სა და დე­ბის სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­დან (სტი­ლი და­ცუ­ლია): "...რო­გო­რი მად­ლო­ბე­ლი ვარ დე­და­ჩე­მო ია­რა­ღი რომ შე­მაყ­ვა­რეთ ბავ­შვო­ბი­დან, ია­რა­ღი, სი­მარ­თლე და ვაჟ­კა­ცო­ბა, ქარ­თვე­ლი დე­დე­ბი უც­რემ­ლოდ ის­ტუმ­რებ­დნენ შვი­ლებს აუ­ცი­ლე­ბელ სიკ­ვდილ­თან, რად­გან სამ­შობ­ლოს­თვის სიკ­ვდილს არ უხ­დე­ბა ცრემ­ლი.

მარ­ცხე­ნა გუ­ლის ჯი­ბე­ში ქარ­თუ­ლი იები მაქვს (სა­თუ­თად გახ­ვე­უ­ლი უბის წიგ­ნის ფურ­ცლებ­ში. თი­ნამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა ისი­ნი თბი­ლი­სი­დან), კრწა­ნის­ში თუ კო­ჯორ­ზე, ოქ­რო­ყა­ნა­ზე თუ დიღ­მის დიდ ველ­ზე უნდა იყ­ვნენ მოკ­რე­ფილ­ნი და მე მათ­ში ვგრძნობ ქარ­თუ­ლი მი­წის სუნ­სა და სი­ახ­ლო­ვეს.

თი­ნას­გან იები დამ­რჩა სახ­სოვ­რი, ჩემი - არა­ვის არა­ფე­რი. ყო­ველ­თვის ღა­რი­ბი ვი­ყა­ვი და ხელ­მოკ­ლე, მაგ­რამ მე მქონ­და უდი­დე­სი მი­ზა­ნი და თუ ცო­ცხა­ლი დავ­რჩი, ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ჩემს დიდ ლი­ტე­რა­ტუ­რულ მი­ზანს"...

ქე­თე­ვან კო­ბა­ლა­ძე:

- დე­დას­თვის მირ­ზა კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სულ იმით იმარ­თლებ­და თავს, - რომ მცოდ­ნო­და, მირ­ზას ჩემ მი­მართ გრძნო­ბა ჰქონ­და, ჩემი გა­თხო­ვე­ბის ამ­ბავს ხომ აღარ მივ­წერ­დიო?!

- ანუ დე­დათ­ქვენ­მა მირ­ზას გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და?

- არა. მირ­ზა მას არც ომში წას­ვლამ­დე და არც შემ­დგომ წე­რი­ლებ­ში სიყ­ვა­რულ­ში არ გა­მო­ტყდო­მია, ეს ამ­ბა­ვი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა... 1944 წელს დე­დამ მის­წე­რა, გავ­თხოვ­დიო. სწო­რედ მა­შინ გა­მო­უგ­ზავ­ნა ძა­ლი­ან მძი­მე და ტკი­ვი­ლით სავ­სე ლექ­სი - "მე ეს გრი­გა­ლი ვერ წა­მაქ­ცევ­და", რო­მე­ლიც შემ­დეგ­ნა­ი­რად სრულ­დე­ბა: "...დღეს გა­დავ­წყვი­ტე, ვე­რა­სო­დეს ვე­ღარ შევ­ხვდე­ბით/ სიყ­ვა­რულს შენ­სას ერ­ქვას გა­ცე­მა./ ო, შენ რომ არა... შენი ხე­ლის მკვლე­ლი შე­ხე­ბა,/ მე ეს გრი­გა­ლი ვერ წა­მაქ­ცევ­და". ლექ­სი ფრონ­ტი­და­ნაა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, 1944 წლით თა­რიღ­დე­ბა. მირ­ზას თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ დის­თვის - რუ­სუ­და­ნის­თვის მი­უ­წე­რია... რუ­სუ­და­ნი დე­და­ჩემ­ზე ცო­ტა­თი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლა, - გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი რა­ტომ მის­წე­რაო, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ დე­დამ არა­ფე­რი იცო­და.

- დე­დათ­ქვე­ნი რამ­დე­ნი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა?

- მარ­ტში 9 წელი სრულ­დე­ბა. დე­დას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა არა­ერ­თხელ სცა­დეს, რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლიც ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ახ­ლოს არა­ვინ გა­ი­კა­რა. ამ­ბობ­და: მირ­ზა ჩემ­თვის ბო­ლომ­დე მე­გობ­რად დარ­ჩე­ბა, ამ ამ­ბის სა­ჯა­როდ მო­ყო­ლა არ მინ­დაო.

- ლექ­სი რო­მე­ლიც დე­დათ­ქვენს ეძღვნე­ბა, იწყე­ბა სი­ტყვე­ბით: "ნუ მწერ..." სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ ლექსს რო­მე­ლი წე­რი­ლი უდევს სა­ფუძ­ვლად?

- ეს მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი. მირ­ზას სა­ღა­მო­ებ­ზე და ძეგლის გახ­სნა­ზე დედა სულ და­დი­ო­და. იწ­ვევ­დნენ, რო­გორც მის მე­გო­ბარს. დედა მა­ჩა­ბელ­ზე, მწე­რალ­თა სახ­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ცხოვ­რობ­და და არა­ერ­თი მა­შინ­დე­ლი პო­ე­ტის მუზა იყო. დე­დას 6 და ჰყავ­და, ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე ლა­მა­ზე­ბი იყ­ვნენ.

- მი­თხა­რით, წე­რი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მირ­ზა დე­დას ფრონ­ტი­დან უგ­ზავ­ნი­და, გა­ა­ნად­გუ­რე­სო. რა­ტომ ან ვინ გა­ა­ნად­გუ­რა? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ვინ იყო ქალი, რომელსაც მირზა გელოვანმა ლექსი "ნუ მწერ" მიუძღვნა

ვინ იყო ქალი, რომელსაც მირზა გელოვანმა ლექსი "ნუ მწერ" მიუძღვნა

"ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,/ რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,/ რომ საქართველო ამ გაზაფხულში,/ როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს./ რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი/ და შენ ჩაიცვი კაბა ყვავილის,/ რომ მტკვარი ღელავს, როგორც ყოველთვის,/ როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის./ ...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს/ და საშინელი ბრძოლების ნისლში/ მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან/ აელვებული იდგა თბილისი./ ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,/ მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,/ და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,/ როგორც ყოველთვის, მოჰყავდი ხვითოს

ნუ მომწერ... ისეც ვიცი, რაგვარი/ ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,/ რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით/ და დილისათვის ამწვანებს ნახნავს./ მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს/ მოაქვთ გულების საამო ფეთქვა,/ და თუ ბოლომდე ტყვია დამინდობს,/ თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -/ გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,/ რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,/ ბრძოლების შემდეგ - მზე გამარჯვების" - 1943 წელი, პრიჩისტიე...

ყველაფერი შემთხვევით მოხდა: ერთ დღეს მსახიობ ბახვა ბრეგვაძესთან ინტერვიუზე მისულმა შევიტყვე, რომ თინა მაქსიმალაშვილი ანუ ადამიანი, რომელსაც მირზა გელოვანმა ეს გენიალური ლექსი მიუძღვნა, ბახვას ბებია ყოფილა. "ნუ მწერ" ბევრ ადამიანს გამორჩეულად უყვარს, მის ადრესატზე კი ცნობილი თითქმის არაფერია. თავის დროზე ქალბატონ თინასთან ინტერვიუს ჩაწერა არაერთხელ უცდიათ, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ახლოს არავინ გაუკარებია. ეს ექსკლუზივია პოეტის გაუმხელელ სიყვარულზე. ამბავი, რომელიც დასავიწყებლად არ უნდა გაიმეტო და რომელიც შთამომავლობას უნდა უამბო. ჩემი რესპონდენტები თინა მაქსიმელაშვილის ქალიშვილი, ქეთევან კობალაძე და შვილიშვილი - ბახვა ბრეგვაძე არიან.

ქეთევან კობალაძე:

- დედა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ერეკლე მეფის შთამომავლობის მეშვიდე თაობა იყო. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 17-18 წლის იქნებოდა, როცა მირზა გელოვანი გაიცნო და დამეგობრდნენ. მათ საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ. ნიკა აგიაშვილი, ლადო ასათიანი... მოგეხსენებათ, ომი რომ დაიწყო, მირზა წაიყვანეს. ლექსების უმეტესობაც ომიდანაა გამოგზავნილი. მირზა გელოვანის პოეზია გამორჩეულად მიყვარს. ოღონდ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედას მეგობარი იყო.

- მასზე დედა რას გიამბობდათ?

- მირზაზე ნაკლებად ლაპარაკობდა. დეიდაჩემი ბერიასთან მუშაობდა და წერილები, რომლებსაც მირზა დედას სწერდა, გაანადგურეს. დედა მხოლოდ იმას ამბობდა, - ძალიან წესიერი, ჭკვიანი, კეთილი, სუფთა სულის მქონე, განათლებული ადამიანი იყოო. სახეზეც ეტყობა, რომ ასეთი იქნებოდა. მირზა სამეგობროში გამორჩეულად უყვარდათ. მეგობრები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ და ლექსებს კითხულობდნენ. ომში რომ წავიდა, თითქოს ყველამ იცოდა, რომ მას დედას მეგობარი - ნონა ლასხიშვილი მოსწონდა. დედას და მას, როგორც მეგობრებს, მიწერ-მოწერა სულ ჰქონდათ. თავის მშობლებს ერთ წერილში სწერს: ზამთარში თინამ რომ იები გამომიგზავნა, სულ ჯიბით დამაქვსო.

ამონარიდი მშობლებისა და დების სახელზე გამოგზავნილი წერილიდან (სტილი დაცულია): "...როგორი მადლობელი ვარ დედაჩემო იარაღი რომ შემაყვარეთ ბავშვობიდან, იარაღი, სიმართლე და ვაჟკაცობა, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსთვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.

მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან), კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვეს.

თინასგან იები დამრჩა სახსოვრი, ჩემი - არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი და თუ ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს"...

ქეთევან კობალაძე:

- დედასთვის მირზა კარგი მეგობარი იყო. მოგვიანებით სულ იმით იმართლებდა თავს, - რომ მცოდნოდა, მირზას ჩემ მიმართ გრძნობა ჰქონდა, ჩემი გათხოვების ამბავს ხომ აღარ მივწერდიო?!

- ანუ დედათქვენმა მირზას გრძნობების შესახებ არაფერი იცოდა?

- არა. მირზა მას არც ომში წასვლამდე და არც შემდგომ წერილებში სიყვარულში არ გამოტყდომია, ეს ამბავი მოგვიანებით გაირკვა... 1944 წელს დედამ მისწერა, გავთხოვდიო. სწორედ მაშინ გამოუგზავნა ძალიან მძიმე და ტკივილით სავსე ლექსი - "მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა", რომელიც შემდეგნაირად სრულდება: "...დღეს გადავწყვიტე, ვერასოდეს ვეღარ შევხვდებით/ სიყვარულს შენსას ერქვას გაცემა./ ო, შენ რომ არა... შენი ხელის მკვლელი შეხება,/ მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა". ლექსი ფრონტიდანაა გამოგზავნილი, 1944 წლით თარიღდება. მირზას თავისი გრძნობების შესახებ დისთვის - რუსუდანისთვის მიუწერია... რუსუდანი დედაჩემზე ცოტათი განაწყენებულა, - გათხოვების ამბავი რატომ მისწერაო, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ დედამ არაფერი იცოდა.

- დედათქვენი რამდენი წლის წინ გარდაიცვალა?

- მარტში 9 წელი სრულდება. დედასთან ინტერვიუს ჩაწერა არაერთხელ სცადეს, რეზო ჩხიკვიშვილიც ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ახლოს არავინ გაიკარა. ამბობდა: მირზა ჩემთვის ბოლომდე მეგობრად დარჩება, ამ ამბის საჯაროდ მოყოლა არ მინდაო.

- ლექსი რომელიც დედათქვენს ეძღვნება, იწყება სიტყვებით: "ნუ მწერ..." საინტერესოა, ამ ლექსს რომელი წერილი უდევს საფუძვლად?

- ეს მართლა საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესახებ არაფერი ვიცი. მირზას საღამოებზე და ძეგლის გახსნაზე დედა სულ დადიოდა. იწვევდნენ, როგორც მის მეგობარს. დედა მაჩაბელზე, მწერალთა სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა და არაერთი მაშინდელი პოეტის მუზა იყო. დედას 6 და ჰყავდა, ყველანი ერთმანეთზე ლამაზები იყვნენ.

- მითხარით, წერილები, რომლებსაც მირზა დედას ფრონტიდან უგზავნიდა, გაანადგურესო. რატომ ან ვინ გაანადგურა? განაგრძეთ კითხვა

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა

"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - რა ხდება ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე

"რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?!" - რა ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე