საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო 2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის
როგორი იყო 2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის

ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის მიმ­დი­ნა­რე წელი საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოდ­გა. 2015 წელ­მა ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი მოვ­ლე­ნით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი, რო­მელ­თა შე­ფა­სე­ბაც ქარ­თველ ეკო­ნო­მის­ტებს ვთხო­ვეთ. ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ავთო სი­ლა­გა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ 2015 წლის და­სა­წყის­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დე­ვალ­ვა­ცია და ამ პრო­ცე­სის გარ­კვე­ულ კა­ლა­პოტ­ში ჩას­მა იყო:

ავთო სი­ლა­გა­ძე: "პირ­ველ რიგ­ში გა­მოვ­ყოფ­დი ქარ­თუ­ლი ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ას, რო­მე­ლიც სა­გა­რეო და სა­ში­ნაო ფაქ­ტო­რე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის მკვეთ­რი და­ცე­მი­სა, ამ პრო­ცე­სის შე­ნე­ლე­ბა მა­ინც მო­ხერ­ხდა. ამის გამო, 2015 წლის ბო­ლოს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა უკვე აღარ უფა­სურ­დე­ბა იმ დო­ნე­ზე, რო­გორც ადრე უფა­სურ­დე­ბო­და. ახ­ლაც, მარ­თა­ლია, მა­ღალ ნიშ­ნულ­ზეა, მაგ­რამ 2,40 ლა­რის ფარ­გლებ­ში მა­ინც ხერ­ხდე­ბა ვა­ლუ­ტის კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა ისიც, რომ ეკო­ნო­მი­კა ძი­რი­თა­დად ზრდის ტემპს ინარ­ჩუ­ნებ­და.

ეს იყო მცი­რე­დი ზრდა, მაგ­რამ მა­ინც ზრდა და არა - შე­ნე­ლე­ბა. ამა­ვე დროს, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და მუ­შა­ო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის და აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ისიც უნდა ით­ქვას, რომ ბი­უ­ჯეტ­ში ჩა­ვარ­დნა შე­მო­სავ­ლე­ბის და შე­მო­სუ­ლო­ბე­ბის მხრივ არ ყო­ფი­ლა. მარ­თა­ლია, ინფლა­ცია გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ არა მგო­ნია წლი­უ­რი ინფლა­ცია მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს ძა­ლი­ან გას­ცდეს. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნებს შო­რის უნდა და­ვა­სა­ხე­ლო "მთის კა­ნო­ნის" მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს მთა­ში მცხოვ­რებ მე­წარ­მე­ებს, უფრო მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შექ­მნან, შე­სა­ბა­მი­სად, იქ უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი და მთა მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან აღარ და­იც­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა უარ­ყო­ფით ფაქ­ტო­რებს, პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­მოვ­ყო ოლი­გო­პო­ლიზ­მის არ­სე­ბო­ბა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, რაც უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენ­და და ახ­დენს ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე".

ანა­ლი­ტი­კოს ვაჟა კა­პა­ნა­ძის შე­ფა­სე­ბით, 2015 წლის ეკო­ნო­მი­კურ მოვ­ლე­ნებ­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გარე ფაქ­ტო­რებ­მა და მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში შექ­მნილ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ:

ვაჟა კა­პა­ნა­ძე: "თავ­და­პირ­ვე­ლად ეპო­ქა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი უნდა გა­მოვ­ყო: კერ­ძოდ, ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2014 წელს გა­ფორმ­და, მაგ­რამ დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ამ წლის ეკო­ნო­მი­კურ მოვ­ლე­ნებ­ზე. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­სა­ხე­ლო ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან მი­ვი­ღეთ და ეკო­ნო­მი­კას­თან მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს ორი ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლიც ჩვენს ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მო­მა­ვალ­შიც დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

როგორი იყო 2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის

როგორი იყო 2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის

ქართული ეკონომიკისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ რთული გამოდგა. 2015 წელმა ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენით დაგვამახსოვრა თავი, რომელთა შეფასებაც ქართველ ეკონომისტებს ვთხოვეთ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ 2015 წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ამ პროცესის გარკვეულ კალაპოტში ჩასმა იყო:

ავთო სილაგაძე: "პირველ რიგში გამოვყოფდი ქართული ლარის დევალვაციას, რომელიც საგარეო და საშინაო ფაქტორების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად წლის პირველ ნახევარში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემისა, ამ პროცესის შენელება მაინც მოხერხდა. ამის გამო, 2015 წლის ბოლოს ეროვნული ვალუტა უკვე აღარ უფასურდება იმ დონეზე, როგორც ადრე უფასურდებოდა. ახლაც, მართალია, მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ 2,40 ლარის ფარგლებში მაინც ხერხდება ვალუტის კურსის შენარჩუნება. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა ისიც, რომ ეკონომიკა ძირითადად ზრდის ტემპს ინარჩუნებდა.

ეს იყო მცირედი ზრდა, მაგრამ მაინც ზრდა და არა - შენელება. ამავე დროს, მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების და აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტში ჩავარდნა შემოსავლების და შემოსულობების მხრივ არ ყოფილა. მართალია, ინფლაცია გაიზარდა, მაგრამ არა მგონია წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ძალიან გასცდეს. უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შორის უნდა დავასახელო "მთის კანონის" მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში მცხოვრებ მეწარმეებს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნან, შესაბამისად, იქ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება შემოსავალი და მთა მოსახლეობისაგან აღარ დაიცლება. რაც შეეხება უარყოფით ფაქტორებს, პირველ რიგში უნდა გამოვყო ოლიგოპოლიზმის არსებობა სხვადასხვა სფეროში, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა და ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე".

ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძის შეფასებით, 2015 წლის ეკონომიკურ მოვლენებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა გარე ფაქტორებმა და მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა სიტუაციამ:

ვაჟა კაპანაძე: "თავდაპირველად ეპოქალური მოვლენები უნდა გამოვყო: კერძოდ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2014 წელს გაფორმდა, მაგრამ დიდი გავლენა იქონია ამ წლის ეკონომიკურ მოვლენებზე. აუცილებლად უნდა დავასახელო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ახლახან მივიღეთ და ეკონომიკასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს ორი ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე მომავალშიც დიდ გავლენას მოახდენს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია