სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ლამაზი გაქვს, ის უნდა გამოაჩინო" - ეკა მამალაძის სტილის საიდუმლო და 5 მოდური რჩევა ქალებს
"რაც ლამაზი გაქვს, ის უნდა გამოაჩინო" - ეკა მამალაძის სტილის საიდუმლო და 5 მოდური რჩევა ქალებს

მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში გლა­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბად გა­და­იქ­ცა. ადა­მი­ა­ნე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით კი ცნო­ბი­ლე­ბი) მთელ დღე­ებს ხარ­ჯა­ვენ მო­დუ­რი "ლუ­ქე­ბის" შე­საქ­მნე­ლად, ამ­ჯე­რად მო­დუ­რი რჩე­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად ცნო­ბილ მომ­ღე­რალს ეკა მა­მა­ლა­ძეს მი­ვა­კი­თხეთ და იმი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ შე­ი­პყრო ამ სა­ყო­ველ­თაო ციებ-ცხე­ლე­ბამ.

მო­დის სტან­დარ­ტებ­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­წა­ფუ­ლი თვა­ლია!

"ჩემს ასაკ­ში ქალ­მა ყო­ველ­თვის იცის, რა უხ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად თა­ვი­სი სტი­ლიც აქვს ნა­პოვ­ნი. ყო­ველ­თვის მაც­ვია ის, რაც მომ­წონს. კარ­გი თვა­ლი მაქვს, სა­მოსს რომ შე­ვათ­ვა­ლი­ე­რებ, ვიცი, მო­მიხ­დე­ბა თუ არა. იყო მო­დუ­რი, ნიშ­ნავს აჰ­ყვე თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას. ერთი პე­რი­ო­დი უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას დიდ­ლი­პე­ბი­ა­ნი პი­ჯა­კე­ბი ეცვა. ლი­პე­ბი ვიწ­რომ­ხრე­ბი­ან ქალს დღე­საც სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა გა­ნი­ე­რი მხარ-ბე­ჭის მქო­ნე მან­დი­ლოს­ნის­თვის მა­ში­ნაც შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იყო.

გლა­მუ­რუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ის შერ­ჩე­ვამ ასა­კი არ უნდა და­გა­ვი­წყოს. მა­გა­ლი­თად, ნა­ნის ბო­ტა­სე­ბი მოს­წონს. გა­ი­ძა­ხის, თქვენ­თან ერ­თად წა­მიყ­ვა­ნეთ სა­ყიდ­ლებ­ზე და სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი შე­ვი­ძი­ნო­თო. სიმ­პა­თი­ე­ბის, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბი­სა და მო­დის მი­უ­ხე­და­ვად, რა თქმა უნდა, ბო­ტა­სებს მა­ინც არ იც­ვამს"

წი­თე­ლი ფერი ყო­ველ­თვის ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რია!

ქარ­თვე­ლებს მუქი ფე­რე­ბი გვიყ­ვარს, ეს ალ­ბათ ჩვე­ნი აზი­უ­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ესეც რომ არა, შავი ფერი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის და­მალ­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა, ვი­ღა­ცას ზედ­მე­ტი წონა აწუ­ხებს, სხვა კომ­ფორ­ტს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. შავი ად­ვი­ლად მო­სავ­ლე­ლია. პი­რა­დად მე ღია ფე­რე­ბი­დან ძი­რი­თა­დად ვირ­ჩევ კრე­მის­ფერს ან თეთ­რს (ია­სამ­ნის­ფე­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მომ­წონს), მაგ­რამ წი­თე­ლი უდა­ვოდ ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლია! მაქვს დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძის წი­თე­ლი კაბა, თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვას იმა­ვე ფე­რის ბრო­ში და ფრჩხი­ლის ლაქ­საც წი­თელს ვი­ყე­ნებ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"რაც ლამაზი გაქვს, ის უნდა გამოაჩინო" - ეკა მამალაძის სტილის საიდუმლო და 5 მოდური რჩევა ქალებს

"რაც ლამაზი გაქვს, ის უნდა გამოაჩინო" - ეკა მამალაძის სტილის საიდუმლო და 5 მოდური რჩევა ქალებს

მოდის ინდუსტრიაში გლამური დაავადებად გადაიქცა. ადამიანები (განსაკუთრებით კი ცნობილები) მთელ დღეებს ხარჯავენ მოდური "ლუქების" შესაქმნელად, ამჯერად მოდური რჩევების მისაღებად ცნობილ მომღერალს ეკა მამალაძეს მივაკითხეთ და იმითაც დავინტერესდით, თუ შეიპყრო ამ საყოველთაო ციებ-ცხელებამ.

მოდის სტანდარტებზე უფრო მნიშვნელოვანი გაწაფული თვალია!

"ჩემს ასაკში ქალმა ყოველთვის იცის, რა უხდება და შესაბამისად თავისი სტილიც აქვს ნაპოვნი. ყოველთვის მაცვია ის, რაც მომწონს. კარგი თვალი მაქვს, სამოსს რომ შევათვალიერებ, ვიცი, მომიხდება თუ არა. იყო მოდური, ნიშნავს აჰყვე თანამედროვეობას. ერთი პერიოდი უკლებლივ ყველას დიდლიპებიანი პიჯაკები ეცვა. ლიპები ვიწრომხრებიან ქალს დღესაც სჭირდება, თუმცა განიერი მხარ-ბეჭის მქონე მანდილოსნისთვის მაშინაც შეუფერებელი იყო.

გლამურული კომბინაციის შერჩევამ ასაკი არ უნდა დაგავიწყოს. მაგალითად, ნანის ბოტასები მოსწონს. გაიძახის, თქვენთან ერთად წამიყვანეთ საყიდლებზე და სპორტული ფეხსაცმელი შევიძინოთო. სიმპათიების, პრაქტიკულობისა და მოდის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ბოტასებს მაინც არ იცვამს"

წითელი ფერი ყოველთვის ექსტრავაგანტურია!

ქართველებს მუქი ფერები გვიყვარს, ეს ალბათ ჩვენი აზიური ბუნებიდან გამომდინარეობს. ესეც რომ არა, შავი ფერი ნაკლოვანებების დამალვაში გვეხმარება, ვიღაცას ზედმეტი წონა აწუხებს, სხვა კომფორტს ანიჭებს უპირატესობას. შავი ადვილად მოსავლელია. პირადად მე ღია ფერებიდან ძირითადად ვირჩევ კრემისფერს ან თეთრს (იასამნისფერი კატეგორიულად არ მომწონს), მაგრამ წითელი უდავოდ ექსტრავაგანტულია! მაქვს დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის წითელი კაბა, თამუნა ინგოროყვას იმავე ფერის ბროში და ფრჩხილის ლაქსაც წითელს ვიყენებ.

გაგრძელება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს