პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის მოუტანს სარგებელს აქციზის გადასახადის ზრდა?
ვის მოუტანს სარგებელს აქციზის გადასახადის ზრდა?

2016 წლის იან­ვრი­დან თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ა­სა და ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი იზ­რდე­ბა. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მთავ­რო­ბამ უკვე გა­ნი­ხი­ლა "სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 2016 წლის 1 იან­ვრი­დან თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ა­სა და ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის მა­ტე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის მი­ზა­ნი თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბა და ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბაა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 2016 წლის 1 იან­ვრი­დან აქ­ცი­ზის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის ზრდა და­გეგ­მი­ლია:

- ფილტრი­ან სი­გა­რეტ­ზე (20 ღერი) - 0,20 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

- უფილტრო სი­გა­რეტ­ზე (20 ღერი) - 0,05 ლა­რის ოდე­ნო­ბით;

- სი­გა­რებ­ზე (ერთ ღერ­ზე) - 0.4 ლა­რით;

- ყა­ლი­ო­ნით მო­სა­წევ და სა­ღეჭ, ან საყ­ნოს თამ­ბა­ქო­ზე 1 კგ-ზე - 5 ლა­რით.

- ფილტრი­ან და უფილტრო სი­გა­რეტ­ზე (20 ღერ­ზე) აქ­ცი­ზის პრო­პორ­ცი­უ­ლი გა­ნაკ­ვე­თი იზ­რდე­ბა 5-დან 10 პრო­ცენ­ტამ­დე. რო­გორც წესი, კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმაც უნდა გა­ნი­ხი­ლოს. ამის გამო, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უკვე ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 2016 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან სი­გა­რე­ტის ფასი გა­იზ­რდე­ბა.

bpn.ge "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის" ხელ­მძღვა­ნელს გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ამ ცვლი­ლე­ბებს და­დე­ბი­თად აფა­სებს:

გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძე - მე ვი­ტყო­დი, რომ ეს სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ექ­ტია: ახლა აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი 90 თეთ­რია და გახ­დე­ბა 1,10 ლარი, ხოლო ად­ვა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი 12 თეთ­რის ფარ­გლებ­ში იყო და მო­მა­ვა­ლი წლი­დან 15 თეთ­რი გახ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2006-დან 2013 წლამ­დე აქ­ცი­ზის ფასი არ მო­მა­ტე­ბუ­ლა, სა­მა­გი­ე­როდ, სი­გა­რე­ტის ფასი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ზარ­და. ახლა სა­ხელ­მწი­ფო ცდი­ლობს თამ­ბა­ქოს­გან ფის­კა­ლუ­რი ეფექ­ტიც მი­ი­ღოს. შე­სა­ბა­მი­სად, უმა­ტებს ფასს, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია მო­ა­ხერ­ხოს.

თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნი კი­დევ უფრო უნდა გამ­კაცდ­რეს:

- უნდა გამ­კაცრ­დეს კა­ნო­ნი რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში მო­წე­ვაც. მარ­ტო აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის გაზ­რდა ვერ და­ი­ცავს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას. რომ შეხ­ვი­დეთ ქა­ლა­ქის ნე­ბის­მი­ერ კა­ფე­ში, ვერ ისუნ­თქებთ, იქ მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, მათ შო­რის გო­გო­ნე­ბი - მო­მა­ვა­ლი დე­დე­ბი - იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი ისუნ­თქონ. პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უვ­ნე­ბე­ლი გა­რე­მო.

გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძის თქმით, თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ი­დან ბი­უ­ჯეტ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­დის, მაგ­რამ სა­ნაც­ვლოდ, ჩვე­ნი ჯი­ბე­ე­ბი­დან და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი გა­დის:

- ეს 1 მი­ლი­არ­დი არის თამ­ბა­ქოს­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხა და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფული, რომ­ლი­თაც ხალ­ხი სი­გა­რეტს ყი­დუ­ლობს ანუ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს დარ­გი ჩვენ­თვის სამ­ჯერ უფრო წამ­გე­ბი­ა­ნია. ეს არის მკვლე­ლი ინ­დუსტრია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლეს უს­წრა­ფებს. ამი­ტომ, ეს ბიზ­ნე­სი მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში მხარ­და­ჭე­რი­ლი არ არის, მსოფ­ლიო ბან­კიც არ აფი­ნან­სებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას, იცის რა მისი წამ­გე­ბი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ 2040 წლამ­დე ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა 5%-მდე უნდა ჩა­მო­ვი­დეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს მი­ლე­ვა­დი ბიზ­ნე­სია. ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ჩვენ გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ აქ­ცი­ზის მი­ნი­მა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი 1,8 ევრო უნდა იყოს, მაგ­რამ ამის მიღ­წე­ვას დრო სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, ყო­ველ­წლი­უ­რად რამ­დე­ნი­მე თეთ­რით ძვირ­დე­ბა გა­და­სა­ხა­დიც.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ვის მოუტანს სარგებელს აქციზის გადასახადის ზრდა?

ვის მოუტანს სარგებელს აქციზის გადასახადის ზრდა?

2016 წლის იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადი იზრდება. ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მთავრობამ უკვე განიხილა "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ამ კანონპროექტის მიღების მიზანი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაა. კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია:

- ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერი) - 0,20 ლარის ოდენობით;

- უფილტრო სიგარეტზე (20 ღერი) - 0,05 ლარის ოდენობით;

- სიგარებზე (ერთ ღერზე) - 0.4 ლარით;

- ყალიონით მოსაწევ და საღეჭ, ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით.

- ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5-დან 10 პროცენტამდე. როგორც წესი, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმაც უნდა განიხილოს. ამის გამო, სპეციალისტები უკვე ვარაუდობენ, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან სიგარეტის ფასი გაიზრდება.

bpn.ge "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამ ცვლილებებს დადებითად აფასებს:

გიორგი ბახტურიძე - მე ვიტყოდი, რომ ეს სამართლიანი პროექტია: ახლა აქციზის გადასახადი 90 თეთრია და გახდება 1,10 ლარი, ხოლო ადვალური გადასახადი 12 თეთრის ფარგლებში იყო და მომავალი წლიდან 15 თეთრი გახდება. შეგახსენებთ, რომ 2006-დან 2013 წლამდე აქციზის ფასი არ მომატებულა, სამაგიეროდ, სიგარეტის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა. ახლა სახელმწიფო ცდილობს თამბაქოსგან ფისკალური ეფექტიც მიიღოს. შესაბამისად, უმატებს ფასს, რომ საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაცია მოახერხოს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კანონი კიდევ უფრო უნდა გამკაცდრეს:

- უნდა გამკაცრდეს კანონი რეკლამის შესახებ და საზოგადოებრივ ადგილებში მოწევაც. მარტო აქციზის გადასახადის გაზრდა ვერ დაიცავს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას. რომ შეხვიდეთ ქალაქის ნებისმიერ კაფეში, ვერ ისუნთქებთ, იქ მომსახურე პერსონალი, მათ შორის გოგონები - მომავალი დედები - იძულებულნი არიან მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ისუნთქონ. პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო.

გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოს ინდუსტრიიდან ბიუჯეტში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, მაგრამ სანაცვლოდ, ჩვენი ჯიბეებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიარდი გადის:

- ეს 1 მილიარდი არის თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხა და მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული, რომლითაც ხალხი სიგარეტს ყიდულობს ანუ საბოლოო ჯამში, ეს დარგი ჩვენთვის სამჯერ უფრო წამგებიანია. ეს არის მკვლელი ინდუსტრია, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უსწრაფებს. ამიტომ, ეს ბიზნესი მოწინავე ქვეყნებში მხარდაჭერილი არ არის, მსოფლიო ბანკიც არ აფინანსებს ამ მიმართულებას, იცის რა მისი წამგებიანობის შესახებ. ისიც ცნობილია, რომ 2040 წლამდე ევროპის ქვეყნებში თამბაქოს მოხმარება 5%-მდე უნდა ჩამოვიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მილევადი ბიზნესია. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ აქციზის მინიმალური გადასახადი 1,8 ევრო უნდა იყოს, მაგრამ ამის მიღწევას დრო სჭირდება. ამიტომ, ყოველწლიურად რამდენიმე თეთრით ძვირდება გადასახადიც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია