სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსები ქართული ინტერნეტის გაკონტროლებას აპირებენ
რუსები ქართული ინტერნეტის გაკონტროლებას აპირებენ

"ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის, მო­ბი­ლუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის კომ­პა­ნი­ის შემ­დეგ, რუ­სუ­ლი ფული, შე­საძ­ლოა, ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­შიც გა­მოჩ­ნდეს. სა­უ­ბა­რია "ვიმ­პელ­კომ­ზე", რო­მელ­საც "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ყიდ­ვის სურ­ვი­ლი აქვს, თუმ­ცა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­უ­მარ­თავს. "ვიმ­პელ­კო­მის" მიერ "კავ­კა­სუ­სის" შე­ძე­ნის სურ­ვილს "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ადას­ტუ­რებს "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე, რუ­სულ კომ­პა­ნი­ა­ში კი ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით - "რუ­სე­ბი ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის გა­კონ­ტრო­ლე­ბას აპი­რე­ბენ / "ვიმ­პელ­კო­მი" ხელ­ში ჩა­იგ­დებს ყვე­ლა­ზე დიდ მა­გის­ტრალს და ქვეყ­ნის გა­რე­დან შე­მო­მა­ვალ ზა­რებ­სა თუ მი­მო­წე­რას გა­ა­კონ­ტრო­ლებს".

"რუ­სულ­მა კა­პი­ტალ­მა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ფეხი უკვე კარ­გად მო­ი­კი­და. ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რიც არის ელექტრო­ე­ნერ­გია, წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, მად­ნე­უ­ლი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დიდი წილი რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­ზე მო­დის. "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2015 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, კომ­პა­ნია "ინ­ტერ რაო", რომ­ლის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან, ფლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­სა­დის­ტრო­ბუ­ციო კომ­პა­ნია "თე­ლასს", თბო­სად­გურ "მტკვა­რი ენერ­გე­ტი­კას", "ხრა­მ­ჰე­სი-1"-ს, "ხრა­მ­ჰე­სი-2"-ს. ამას­თან, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ფლობს შპს "ენერ­გი­ა­საც", რო­მელ­საც ეკუთ­ვნის და­რი­ა­ლი­ჰე­სი, ლარ­სი­ჰე­სი, შილ­და­ჰე­სი. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა­შია ავა­ნი­ჰე­სი, ალ­გე­თი ჰესი, სკურ­დი­დი ჰესი. ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი მხა­რე ერ­თობ­ლი­ვად ფლო­ბენ "საქ­რუ­სე­ნერ­გო­საც", რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცემ სის­ტე­მას გან­კარ­გავს. ამას­თან, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა­შია ჟინ­ვალ­ჰე­სი, აგ­რეთ­ვე თბი­ლი­სის, მცხე­თი­სა და რუს­თა­ვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერს". რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა­შია ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი "ლუ­კო­ი­ლი", "გალ­ფი", "ფო­თის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი", ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბის მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ერემ­ჯი", აგ­რეთ­ვე მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი "ბორ­ჯო­მი", მუდ­მი­ვი დე­ნის მა­გის­ტრა­ლუ­რი ელ­მავ­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი სს "ელ­მა­ვალმშე­ნე­ბე­ლი", "ვი­თი­ბი ბან­კი ჯორ­ჯია" და ა.შ", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"გარ­და ბიზ­ნე­სი­სა, რუ­სუ­ლი ფული ტრი­ა­ლებს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­შიც. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის" კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პრო­რუ­სუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ მრავ­ლად არი­ან და აქ­ტი­უ­რა­დაც საქ­მი­ა­ნო­ბენ. კვლე­ვა­ში სა­უბ­რია "ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ზე", "ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუტ­ზე", "ევ­რა­ზი­ულ არ­ჩე­ვან­ზე" და ა.შ. კვლე­ვა­ში ასე­ვე შეს­წავ­ლი­ლია რუ­სულ-ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფონ­დის, გორ­ჩა­კო­ვის ფონ­დის და რა­დიო "სპუტ­ნი­კის" საქ­მი­ა­ნო­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რი­რებს რუ­სუ­ლი "ვიმ­პელ­კო­მის" ჯგუ­ფის წევ­რი "ბი­ლა­ი­ნი" ("მო­ბი­ტე­ლი"), რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში 2007 წელს შე­მო­ვი­და. "ბი­ლა­ი­ნი" სა­კუ­თარ აბო­ნენ­ტებს ფი­ჭუ­რი კავ­ში­რის მომ­სა­ხუ­რე­ბას აწ­ვდის. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ცნო­ბით, უკვე 2015 წლის სექ­ტემ­ბრის­თვის "მო­ბი­ტე­ლის" სა­ბაზ­რო წილ­მა, მო­ბი­ლუ­რი აბო­ნენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, 24% შე­ად­გი­ნა. ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში სულ არის 5 006 009 მო­ბი­ლუ­რის აბო­ნენ­ტი, სა­ი­და­ნაც "ბი­ლა­ი­ნის" აბო­ნენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა 1 201 628-ს შე­ად­გენს", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"მო­ბი­ლუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის შემ­დეგ რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას უკვე ინ­ტერ­ნეტ ბა­ზარ­ზეც გეგ­მას. "ბიზ­ნე­სი-რე­ზო­ნან­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "კავ­კა­სუ­სი" და "ვიმ­პელ­კო­მი" კო­მი­სი­ა­ში გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აპი­რე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სი" "ვიმ­პელ­კო­მის" სა­თა­ვო ოფისს და­უ­კავ­შირ­და. კომ­პა­ნი­ა­ში ქარ­თულ პრო­ვა­ი­დერ­თან შე­საძ­ლო შერ­წყმის სურ­ვილ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თეს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­შიც". ჯერ­ჯე­რო­ბით გან­ცხა­დე­ბა არ შე­სუ­ლა არც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში. რო­გორც მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­ში გვი­თხრეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ "ვიმ­პელ­კო­მი" "კა­ვა­კა­სუს ონა­ლა­ი­ნის" შე­ძე­ნას გა­და­წყვეტს, მან მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს: "ნე­ბის­მერ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ხდე­ბა 5%-ზე მეტი წი­ლის გას­ხვი­სე­ბა, სა­ჭი­როა წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კო­მი­სი­ამ უზ­რუნ­ველ­ყოს ადე­კტ­ვა­ტუ­რი კონ­კუ­რე­ტუნ­ცია ბაზ­რის ამ სეგ­მენტზე. კო­მი­სი­ამ ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­ზაქ­ცია უნდა შე­ის­წავ­ლოს, რათა არ მოხ­დეს კონ­კუ­რენ­ცი­ის დარ­ღვე­ვა", - გა­ნუ­ცხა­დეს "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში.

"ის, რომ "ვიმ­პელ­კო­მს" "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" შე­ძე­ნის დიდი სურ­ვი­ლი აქვს, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას "კავ­კა­სუ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე­მაც და­ა­დას­ტუ­რა. მისი თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს გა­რი­გე­ბა შედ­გა და ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია შე­მო­ვი­და, მა­შინ მისი ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ის კა­ბე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პას და აზი­ას აკავ­ში­რებს. ამით კი რუ­სეთს ყვე­ლა მი­მო­წე­რის, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შე­ეძ­ლე­ბა. საქ­მე ეხე­ბა 1200-კი­ლო­მეტ­რი­ან კა­ბელს, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო ინ­ტერ­ნეტს ევ­რო­პი­დან იღებს და შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­საც აწ­ვდის, პო­ლი­ტი­კუ­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ხელ­ში, შე­საძ­ლოა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ნა­კა­დებ­ზე კონ­ტრო­ლის მძლავ­რი მე­ქა­ნიზ­მი გახ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ბე­ლი შავი ზღვის ფსკერ­ზე 2008 წელს ჩა­ი­დო და ინ­ტერ­ნე­ტი უმოკ­ლე­სი გზით, პირ­და­პირ ევ­რო­პი­დან მი­ე­წო­დე­ბა. მისი მეშ­ვე­ო­ბით "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი" სომ­ხეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტის მი­წო­დე­ბის 85%-ს, აზერ­ბა­ი­ჯან­ში - 50%-ს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 55%-ს უზ­რუნ­ველ­ყოფს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლის შე­ძე­ნით აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ჯერ კი­დევ 2007 წელს იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, როცა შავი ზღვის ფსკერ­ზე მისი გაყ­ვა­ნა მხო­ლოდ იწყე­ბო­და. "მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" შე­ძე­ნას აპი­რებს "ვიმ­პელ­კო­მი". თუ ეს ასე მოხ­და, მა­შინ რუ­სე­თი ხელ­ში ჩა­იგ­დებს ყვე­ლა­ზე დიდ და მნიშ­ვნე­ლო­ვან მა­გის­ტრალს და ქვეყ­ნის გა­რე­დან შე­მო­მა­ვალ ზა­რებ­სა თუ მი­მო­წე­რას გა­ა­კონ­ტრო­ლებს. "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­ში" კი დარ­ჩე­ბა ის მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ჩემი წა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ა­მონ­ტა­ჟეს ოჯა­ხებ­ში, ამით კი მოს­მე­ნას "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" და სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­აგ­რძე­ლე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მა­მია სა­ნა­დი­რა­ძემ.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დია ამ­ბობს, რომ რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლოა და ისი­ნი დღემ­დე არა­სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან. "არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც შე­მო­ვი­და "ბი­ლა­ი­ნი", მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ამით კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბო­და და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ბევ­რად უფრო და­დე­ბი­თად შე­იც­ვლე­ბა პრო­ცე­სე­ბი. პრაქ­ტი­კუ­ლად, ასეც მოხ­და. "ბი­ლა­ი­ნის" შე­მოს­ვლის შემ­დეგ მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფე­ბი შემ­ცირ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს არის რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია, მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი მოჰ­ყვა. რაც შე­ე­ხე­ბა "ვიმ­პელ­კო­მს", თუ ის შე­მო­ვა და კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მოს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, ეს მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ თუკი კომ­პა­ნია შე­მო­ვა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ნო­პო­ლის­ტი შეც­ვა­ლოს და იმავდრო­უ­ლად მას პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ეს ცალ­სა­ხად მი­უ­ღე­ბე­ლია. ახლა უფრო მეტი სიფრ­თხი­ლე და გათ­ვლაა სა­ჭი­რო", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" გამ­ზარ­დი­ამ.

"ვიდ­რე რუ­სუ­ლი ფი­ჭუ­რი გი­გან­ტი "ვიმ­პელ­კო­მი" "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ყიდ­ვის სურ­ვილს გა­ამ­ჟღავ­ნებს, "კავ­კა­სუ­სის­თვის" სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იბ­რძვი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ, ერთი მხრივ, "სილ­ქნე­ტი­სა" და "კავ­კა­სუ­სის", მე­ო­რე მხრივ კი "მაგ­თი­კო­მი­სა" და "კავ­კა­სუ­სის" შე­საძ­ლო შერ­წყმას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის 11 აგ­ვის­ტოს სხდო­მა­ზე ვა­დად გა­ნი­სა­ზღვრა სამი თვე და სხდო­მაც 2015 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ "სილ­ქნე­ტი­სა" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" შერ­წყმის სა­კი­თხი ჩა­ი­შა­ლა. კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა წი­ლე­ბის შერ­წყმის თა­ო­ბა­ზე გა­ნუ­ხილ­ვე­ლად და­ტო­ვა. მი­ზე­ზი ისაა, რომ "სილ­ქნეტ­მა" და "კავ­კა­სუს­მა" შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია დრო­უ­ლად არ წა­რად­გი­ნეს, რის­თვი­საც მათ თით­ქმის 3 თვე ჰქონ­დათ. ამ ეტაპ­ზე კო­მი­სი­ა­ში უკვე "მაგ­თი­კო­მი­სა" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" შე­საძ­ლო შერ­წყმის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მო­რი­გი ზე­პი­რი მოს­მე­ნა 12 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. სწო­რედ მა­შინ გა­და­წყდე­ბა გა­ერ­თი­ან­დე­ბა თუ არა ეს ორი კომ­პა­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" რო­გორც "მაგ­თი­კომ­თან", ასე­ვე "სილ­ქნეტ­თან" შე­საძ­ლო შერ­წყმას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე. მან მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში გან­ცხა­დე­ბაც წა­რად­გი­ნა, რომ­ლი­თაც მო­უ­წო­დებს კო­მი­სი­ას, არ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შერ­წყმის სა­კი­თხზე, ვიდ­რე "კავ­კა­სუ­სის" წი­ლე­ბის დავა სა­სა­მარ­თლოს გზით არ გა­და­წყდე­ბა. სა­ნა­დი­რა­ძე აცხა­დებს, რომ კომ­პა­ნია მას იძუ­ლე­ბის წე­სით და­ათ­მო­ბი­ნეს, რის გა­მოც სა­ჩი­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აქვს შე­ტა­ნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ის წი­ლებ­ზე სა­სა­მარ­თლო დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ნამ წი­ლე­ბი და­ყა­და­ღე­ბუ­ლი არ არის, შერ­წყმის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა კო­მი­სია სა­ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას, უც­ნო­ბია", - დას­ძენს გა­მო­ცე­მა.

რუსები ქართული ინტერნეტის გაკონტროლებას აპირებენ

რუსები ქართული ინტერნეტის გაკონტროლებას აპირებენ

"ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, სასარგებლო წიაღისეულის, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის შემდეგ, რუსული ფული, შესაძლოა, ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც გამოჩნდეს. საუბარია "ვიმპელკომზე", რომელსაც "კავკასუს ონლაინის" ყიდვის სურვილი აქვს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. "ვიმპელკომის" მიერ "კავკასუსის" შეძენის სურვილს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე, რუსულ კომპანიაში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით - "რუსები ქართული ინტერნეტის გაკონტროლებას აპირებენ / "ვიმპელკომი" ხელში ჩაიგდებს ყველაზე დიდ მაგისტრალს და ქვეყნის გარედან შემომავალ ზარებსა თუ მიმოწერას გააკონტროლებს".

"რუსულმა კაპიტალმა ქართულ ბაზარზე ფეხი უკვე კარგად მოიკიდა. ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის ელექტროენერგია, წყალმომარაგება, მადნეული, მინერალური წყლები ინვესტიციების დიდი წილი რუსულ კომპანიებზე მოდის. "ინფორმაციის თავისუფლებისა განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, 2015 წლის მდგომარეობით, კომპანია "ინტერ რაო", რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია "თელასს", თბოსადგურ "მტკვარი ენერგეტიკას", "ხრამჰესი-1"-ს, "ხრამჰესი-2"-ს. ამასთან, კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს "ენერგიასაც", რომელსაც ეკუთვნის დარიალიჰესი, ლარსიჰესი, შილდაჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ "საქრუსენერგოსაც", რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ჟინვალჰესი, აგრეთვე თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს". რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ნავთობკომპანიები "ლუკოილი", "გალფი", "ფოთის ნავთობტერმინალი", ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანია "ერემჯი", აგრეთვე მინერალური წყლების მწარმოებელი "ბორჯომი", მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი სს "ელმავალმშენებელი", "ვითიბი ბანკი ჯორჯია" და ა.შ", - აღნიშნავს გამოცემა.

"გარდა ბიზნესისა, რუსული ფული ტრიალებს არასამთავრობო სექტორშიც. როგორც ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" კვლევაშია აღნიშნული, პრორუსული არასამთავრობოები და მათ დაქვემდებარებული მედიასაშუალებები საქართველოში საკმაოდ მრავლად არიან და აქტიურადაც საქმიანობენ. კვლევაში საუბრია "ევრაზიულ კავშირზე", "ევრაზიის ინსტიტუტზე", "ევრაზიულ არჩევანზე" და ა.შ. კვლევაში ასევე შესწავლილია რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ფონდის, გორჩაკოვის ფონდის და რადიო "სპუტნიკის" საქმიანობაც საქართველოში. საქართველოში ოპერირებს რუსული "ვიმპელკომის" ჯგუფის წევრი "ბილაინი" ("მობიტელი"), რომელიც ქვეყანაში 2007 წელს შემოვიდა. "ბილაინი" საკუთარ აბონენტებს ფიჭური კავშირის მომსახურებას აწვდის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, უკვე 2015 წლის სექტემბრისთვის "მობიტელის" საბაზრო წილმა, მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 24% შეადგინა. ამჟამად ქვეყანაში სულ არის 5 006 009 მობილურის აბონენტი, საიდანაც "ბილაინის" აბონენტთა რაოდენობა 1 201 628-ს შეადგენს", - წერს სტატიის ავტორი.

"მობილური კავშირგაბმულობის შემდეგ რუსული ბიზნესი საქართველოში შემოსვლას უკვე ინტერნეტ ბაზარზეც გეგმას. "ბიზნესი-რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, "კავკასუსი" და "ვიმპელკომი" კომისიაში განაცხადის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებენ. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ბიზნეს-რეზონანსი" "ვიმპელკომის" სათავო ოფისს დაუკავშირდა. კომპანიაში ქართულ პროვაიდერთან შესაძლო შერწყმის სურვილზე კომენტარი არ გააკეთეს. ამ ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავეს "კავკასუს ონლაინშიც". ჯერჯერობით განცხადება არ შესულა არც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. როგორც მარეგულირებელში გვითხრეს, იმ შემთხვევაში თუ "ვიმპელკომი" "კავაკასუს ონალაინის" შეძენას გადაწყვეტს, მან მარეგულირებელ კომისიას აუცილებლად უნდა მიმართოს: "ნებისმერ შემთხვევაში, თუკი ხდება 5%-ზე მეტი წილის გასხვისება, საჭიროა წინასწარი თანხმობა, იქიდან გამომდინარე, რომ კომისიამ უზრუნველყოს ადეკტვატური კონკურეტუნცია ბაზრის ამ სეგმენტზე. კომისიამ ნებისმიერი ტრანზაქცია უნდა შეისწავლოს, რათა არ მოხდეს კონკურენციის დარღვევა", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" მარეგულირებელ კომისიაში.

"ის, რომ "ვიმპელკომს" "კავკასუს ონლაინის" შეძენის დიდი სურვილი აქვს, ჩვენთან საუბრისას "კავკასუსის" დამფუძნებელმა მამია სანადირაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს გარიგება შედგა და ბაზარზე რუსული კომპანია შემოვიდა, მაშინ მისი ხელში აღმოჩნდება ის კაბელი, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს. ამით კი რუსეთს ყველა მიმოწერის, სატელეფონო ზარის გაკონტროლება შეეძლება. საქმე ეხება 1200-კილომეტრიან კაბელს, რომლითაც საქართველო ინტერნეტს ევროპიდან იღებს და შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აწვდის, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში, შესაძლოა, საინფორმაციო ნაკადებზე კონტროლის მძლავრი მექანიზმი გახდეს. აღნიშნული კაბელი შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და ინტერნეტი უმოკლესი გზით, პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. მისი მეშვეობით "კავკასუს ონლაინი" სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში - 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე მისი გაყვანა მხოლოდ იწყებოდა. "მაქვს ინფორმაცია, რომ "კავკასუს ონლაინის" შეძენას აპირებს "ვიმპელკომი". თუ ეს ასე მოხდა, მაშინ რუსეთი ხელში ჩაიგდებს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მაგისტრალს და ქვეყნის გარედან შემომავალ ზარებსა თუ მიმოწერას გააკონტროლებს. "კავკასუს ონლაინში" კი დარჩება ის მოსასმენი აპარატურა, რომელიც ჩემი წამოსვლის შემდეგ დაამონტაჟეს ოჯახებში, ამით კი მოსმენას "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი გააგრძელებენ", - განაცხადა მამია სანადირაძემ.

"საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა ძალიან საფრთხილოა და ისინი დღემდე არასაიმედო პარტნიორებად მიიჩნევიან. "არსებობს გარკვეული დეტალები. მაგალითად, როდესაც შემოვიდა "ბილაინი", მაშინდელი ხელისუფლების წევრები ამბობდნენ, რომ ამით კონკურენტუნარიანობა გაიზრდებოდა და მომხმარებლისთვის ბევრად უფრო დადებითად შეიცვლება პროცესები. პრაქტიკულად, ასეც მოხდა. "ბილაინის" შემოსვლის შემდეგ მომსახურების ტარიფები შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რუსული კომპანია, მის გააქტიურებას საკმაოდ კარგი შედეგი მოჰყვა. რაც შეეხება "ვიმპელკომს", თუ ის შემოვა და კონკურენტულ გარემოს გააუმჯობესებს, ეს მისაღებია, მაგრამ თუკი კომპანია შემოვა, რომელიც შეიძლება, უბრალოდ, ნაწილობრივი მონოპოლისტი შეცვალოს და იმავდროულად მას პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებენ, ეს ცალსახად მიუღებელია. ახლა უფრო მეტი სიფრთხილე და გათვლაა საჭირო", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გამზარდიამ.

"ვიდრე რუსული ფიჭური გიგანტი "ვიმპელკომი" "კავკასუს ონლაინის" ყიდვის სურვილს გაამჟღავნებს, "კავკასუსისთვის" საქართველოში ოპერირებული კომპანიები იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, "სილქნეტისა" და "კავკასუსის", მეორე მხრივ კი "მაგთიკომისა" და "კავკასუსის" შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო. მარეგულირებელი კომისიის 11 აგვისტოს სხდომაზე ვადად განისაზღვრა სამი თვე და სხდომაც 2015 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. მოგვიანებით გაირკვა, რომ "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" შერწყმის საკითხი ჩაიშალა. კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა. მიზეზი ისაა, რომ "სილქნეტმა" და "კავკასუსმა" შესაბამისი დოკუმენტაცია დროულად არ წარადგინეს, რისთვისაც მათ თითქმის 3 თვე ჰქონდათ. ამ ეტაპზე კომისიაში უკვე "მაგთიკომისა" და "კავკასუს ონლაინის" შესაძლო შერწყმის საკითხს განიხილავენ. მარეგულირებელ კომისიაში აღნიშნული საკითხის მორიგი ზეპირი მოსმენა 12 ნოემბერს გაიმართება. სწორედ მაშინ გადაწყდება გაერთიანდება თუ არა ეს ორი კომპანია. აღსანიშნავია, რომ "კავკასუს ონლაინის" როგორც "მაგთიკომთან", ასევე "სილქნეტთან" შესაძლო შერწყმას ეწინააღმდეგება "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე. მან მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განცხადებაც წარადგინა, რომლითაც მოუწოდებს კომისიას, არ მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის საკითხზე, ვიდრე "კავკასუსის" წილების დავა სასამართლოს გზით არ გადაწყდება. სანადირაძე აცხადებს, რომ კომპანია მას იძულების წესით დაათმობინეს, რის გამოც საჩივარი პროკურატურაში აქვს შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წილებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, სანამ წილები დაყადაღებული არ არის, შერწყმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. გაითვალისწინებს თუ არა კომისია სანადირაძის განცხადებას, უცნობია", - დასძენს გამოცემა.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?