სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანკები მდიდრდებიან, ბიუჯეტში კი არაფერი შედის
ბანკები მდიდრდებიან, ბიუჯეტში კი არაფერი შედის

ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ან, სა­ბან­კო სექ­ტორს ბი­უ­ჯეტ­ში ყვე­ლა­ზე ცოტა თან­ხა შე­აქვს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბან­კე­ბი დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­თა და შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო, მომ­ხმა­რე­ბე­ლი და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც, რო­მელ­თაც ბან­კე­ბის პრო­ფი­ლურ ბიზ­ნე­სებ­თან კონ­კუ­რენ­ცია უჭირთ, ზა­რალ­დე­ბი­ან.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სექ­ტემ­ბერ­ში, აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბით, სა­ბან­კო სექ­ტო­რის წმინ­და მო­გე­ბა 86 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ი­ზარ­და და 377 მი­ლი­ონ ლარს გა­უ­ტოლ­და. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2015 წლის ბო­ლოს ბან­კე­ბის მო­გე­ბა ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდს გა­და­ა­ჭარ­ბებს (2014 წელს 475 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო). სა­ბან­კო სექ­ტორ­მა კი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში იან­ვრი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე, მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის სა­ხით, 46,6 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ი­ტა­ნა. 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 80 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ასე­თი მომ­გე­ბი­ა­ნი სექ­ტო­რი­დან სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ზე მცი­რე სარ­გე­ბელს იღებს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ბან­კო სექ­ტო­რი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ჟი­მით სარ­გებ­ლობს.

ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ და­ვით ას­ლა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ბან­კო სექ­ტო­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია მთე­ლი რიგი გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან. მთლი­ა­ნი სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის მი­მართ და­ბეგ­ვრის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს. ამ შე­ღა­ვა­თე­ბის მი­ზა­ნი იყო სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის წა­ხა­ლი­სე­ბა და ეკო­ნო­მი­კის ფარ­თო დაკ­რე­დი­ტე­ბა. თუმ­ცა, ბან­კე­ბი, არა­საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი­სა თუ მა­ღა­ლი მო­გე­ბის მი­ღე­ბის გამო, ძი­რი­თა­დად, ვაჭ­რო­ბას აკ­რე­დი­ტე­ბენ და რე­ა­ლუ­რი სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბას ერი­დე­ბი­ან. ას­ლა­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1999-2000 წლებ­ში ამე­რი­კა­ში მსგავ­სი შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა და­ი­წყო ბილ კლინ­ტონ­მა და ამას მოჰ­ყვა მსოფ­ლიო კრი­ზი­სი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამე­რი­კა­ში ბან­კებს შე­ღა­ვა­თე­ბი ისევ გა­უ­უქ­მეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2004-2006 წლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის კახა ბენ­დუ­ქი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ბან­კო სექ­ტორ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თე­ბი და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი მი­ი­ღო. "ეს წესი ჩვენ­თან დარ­ჩა და დღე­საც მოქ­მე­დებს", - აღ­ნიშ­ნავს და­ვით ას­ლა­ნიშ­ვი­ლი.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის გარ­და სხვა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­თაც სარ­გებ­ლო­ბენ. მხო­ლოდ მათ აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის შე­ძე­ნის პირ­ვე­ლა­დი დი­ლე­რის ფუნ­ქცია. ამას­თა­ნა­ვე, ბან­კე­ბი პირ­და­პირ თუ ინ­სა­ი­დე­რუ­ლი პი­რის მეშ­ვე­ო­ბით, შე­სუ­ლე­ბი არი­ან არაპრო­ფი­ლურ დარ­გებ­ში - საბ­რო­კე­რო კომ­პა­ნი­ე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რი, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი და სხვა. სა­ფონ­დო ბირ­ჟა კი სა­ერ­თო­დაც ერთ-ერ­თმა კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კმა იყი­და. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში ფი­ზი­კურ პირს აქვს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის შუ­ა­მავ­ლო­ბის გა­რე­შე, ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­შიც შე­ზღუ­დუ­ლია. "ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ვი­ღებთ სუ­რათს, რო­დე­საც შუ­ა­მა­ვალ ინ­სტი­ტუტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, გა­რე­დან დე­პო­ზი­ტე­ბის სა­ხით მო­ი­ზი­დოს თან­ხა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მის­თვის მი­სა­ღებ და მომ­გე­ბი­ან დარ­გში. სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი კი კონ­კუ­რენ­ტულ ბრძო­ლა­ში რჩე­ბი­ან წა­გე­ბულ­ნი. კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბი თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ მო­ირ­გონ და ამით ზა­რალ­დე­ბა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე მომ­ხმა­რე­ბე­ლი", - ამ­ბობს და­ვით ას­ლა­ნიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ბანკები მდიდრდებიან, ბიუჯეტში კი არაფერი შედის

ბანკები მდიდრდებიან, ბიუჯეტში კი არაფერი შედის

ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან, საბანკო სექტორს ბიუჯეტში ყველაზე ცოტა თანხა შეაქვს. სპეციალისტების განცხადებით, ბანკები დღემდე განსაკუთრებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ. შესაბამისად, სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა კომპანიებიც, რომელთაც ბანკების პროფილურ ბიზნესებთან კონკურენცია უჭირთ, ზარალდებიან.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საბანკო სექტორის წმინდა მოგება 86 მილიონი ლარით გაიზარდა და 377 მილიონ ლარს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, 2015 წლის ბოლოს ბანკების მოგება ნახევარ მილიარდს გადააჭარბებს (2014 წელს 475 მილიონი ლარი იყო). საბანკო სექტორმა კი სახელმწიფო ბიუჯეტში იანვრიდან სექტემბრამდე, მოგების გადასახადის სახით, 46,6 მილიონი ლარი შეიტანა. 2014 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 80 მილიონ ლარს აღწევდა. სპეციალისტების განცხადებით, ასეთი მომგებიანი სექტორიდან სახელმწიფო ყველაზე მცირე სარგებელს იღებს, გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო სექტორი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობს.

ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ დავით ასლანიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორი გათავისუფლებულია მთელი რიგი გადასახადებისგან. მთლიანი საფინანსო სექტორის მიმართ დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ამ შეღავათების მიზანი იყო საფინანსო სექტორის წახალისება და ეკონომიკის ფართო დაკრედიტება. თუმცა, ბანკები, არასაკმარისი ფინანსური რესურსისა თუ მაღალი მოგების მიღების გამო, ძირითადად, ვაჭრობას აკრედიტებენ და რეალური სექტორის დაფინანსებას ერიდებიან. ასლანიშვილის ინფორმაციით, 1999-2000 წლებში ამერიკაში მსგავსი შეღავათების დაწესება დაიწყო ბილ კლინტონმა და ამას მოჰყვა მსოფლიო კრიზისი. მოგვიანებით ამერიკაში ბანკებს შეღავათები ისევ გაუუქმეს. საქართველოში 2004-2006 წლებში, სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის ინიციატივით, საბანკო სექტორმა მნიშვნელოვანი შეღავათები და პრივილეგიები მიიღო. "ეს წესი ჩვენთან დარჩა და დღესაც მოქმედებს", - აღნიშნავს დავით ასლანიშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომერციული ბანკები საგადასახადო შეღავათების გარდა სხვა პრივილეგიებითაც სარგებლობენ. მხოლოდ მათ აქვთ მინიჭებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენის პირველადი დილერის ფუნქცია. ამასთანავე, ბანკები პირდაპირ თუ ინსაიდერული პირის მეშვეობით, შესულები არიან არაპროფილურ დარგებში - საბროკერო კომპანიები, განათლების სექტორი, სადაზღვევო კომპანიები, სამშენებლო სექტორი და სხვა. საფონდო ბირჟა კი საერთოდაც ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა იყიდა. მაგალითად, ამერიკაში ფიზიკურ პირს აქვს ფასიანი ქაღალდების შეძენის შესაძლებლობა კომერციული ბანკის შუამავლობის გარეშე, ქართველი მომხმარებელი ამ შესაძლებლობაშიც შეზღუდულია. "ერთობლიობაში ვიღებთ სურათს, როდესაც შუამავალ ინსტიტუტს შესაძლებლობა აქვს, გარედან დეპოზიტების სახით მოიზიდოს თანხა და განახორციელოს ინვესტიციები მისთვის მისაღებ და მომგებიან დარგში. სხვა კომპანიები კი კონკურენტულ ბრძოლაში რჩებიან წაგებულნი. კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ, ფინანსური ნაკადები თავიანთ სასარგებლოდ მოირგონ და ამით ზარალდება როგორც სახელმწიფო, ისე მომხმარებელი", - ამბობს დავით ასლანიშვილი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია